რა არის მაინინგი?
მაინინგი არის მეთოდი, რომლითაც გენერირდება ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვა კრიპტოვალუტები, ამასთან მოწმდება შესრულებული კრიპტო ტრანზაქციები. პროცესში ჩართულია მსოფლიოს უამრავი მოწყობილობა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ბლოკჩეინის უსაფრთხოებაზე.
მაინინგის ქსელში მყოფი კომპიუტერები გამოთვლითი ოპერაციების შესრულების სანაცვლოდ ჯილდოვდებიან კრიპტოვალუტებით. მიღებული ჯილდო არის მოტივაცია, რომ ბლოკჩეინის უსაფრთოების შენარჩუნებაზე კიდევ უფრო ბევრმა მოწყობილობამ იზრუნოს.
კრიპტო მაინინგის ძირითადი მიზნები განისაზღვრება ახალი კრიპტოვალუტების წარმოებითა და ბლოკჩეინზე არსებული ტრანზაქციების ავთენტურობის შემოწმებით. მაინერი მას შემდეგ ანაზღაურდება, რაც ის დაასრულებს ტრანზაქციების ბლოკის დადასტურების პროცესს.
მაინინგს, გარდა იმისა, რომ გამოიმუშავებს კრიპტოვალუტებს, კიდევ სხვა უპირატესობებიც გააჩნია:
- კრიპტოვალუტა ბუნებით მდგრადია რაც მოტივაციის შენარჩუნებას იწვევს. როდესაც ზოგიერთი დამაინერებული კრიპტოვალუტის ფასი იზრდება, შესაბამისად იზრდება შემოსავალი.
- კრიპტოვალუტის მაინინგის დასაწყებად არ არის საჭირო დოქტორის ხარისხი ფინანსებში. მაინინგის შესწავლა ყველასათვის ხელმისაწვდომია.
- ვინაიდან ბლოკჩეინის სისტემა ერთ-ერთ ყველაზე დაცულ სისტემად ითვლება, გამომუშვებული კრიპტოვალუტების უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე იქნება შენარჩუნებული, რაც მაინერებს პასიური შემოსავლის მშვიდად გამომუშავებაში უწყობს ხელს.
არასებობს სხვადასხვა ტიპის მაინინგი, რომლებიც ერთმანეთისგან შესაძლებლობებითა და გამოყენების სიხშირით განსხვავდება:
- CPU მაინინგი - პროცესორი არის კომპიუტერის ერთგვარი ტვინი. CPU მაინინგი გულისხმობს პროცესორის შესაძლებლობების გამოყენებას ბლოკჩეინის ტრანზაქციების შესამოწმებლად. როდესაც ბიტკოინის მაინინგი ფეხს იკიდებდა, თავდაპირველი ოპერაციები CPU-ს დახმარებით ტარდებოდა. დღეს CPU მაინინგი მოძველებულ მიდგომად ითვლება.
- GPU მაინინგი - ვიდეო ბარათის გამოყენება მაინინგისთვის CPU-ს შემდეგ განვითარების ახალი საფეხურია. მას გაცილებით უკეთესი ჰეშის მაჩვენებელი აქვს, რაც ეფექტური მაინინგისთვის მნიშვნელოვანი დეტალია. GPU ძირითადად ეთერიუმის მაინინგისთვის გამოიყენება.
- FPGA მაინინგი - შედარებით მოქნილ და მარტივად მართვად მაინერებს შორის FPGA მოწინავე ადგილს იკავებს. ის არ არის კონკრეტული კროიპტოვალუტის ალგორითმით შეზღუდული. მისი გადაპროგრამება მარტივადაა შესაძლებელი. მოქნილობასთან ერთად FPGA მაინერის სიმძლავრე საკმაოდ წარმადია და უტოლდება ASIC მაინერის შესაძლებლობებს.
- ღრუბლოვანი მაინინგი - მექანიზმი, რომელიც გამოიყენება კრიპტოვალუტის მაინინგისთვის ყოველგვარი აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციის გარეშე. ღრუბლოვანი მაინინგის საშუალებით შესაძლებელია ღრუბლოვანი გამოთვლითი ენერგიის გამოყენება “Hash Power”-ის შეძენის შემდეგ და შემოსავალი მისი სიმძლავრის პროპორციულად მიიღება.
ვინ არიან მაინერები?
მაინერი არის პირი, რომელიც აწარმოებს გამოთვლით პროცესებს. მათ, ვისაც არ აქვთ მძლავრი გამოთვლითი ძალა, ხშირად უერთდება Mining Pool-ს შემოსავლის მყარი წყაროს მოსაპოვებლად. Mining Pool არის კრიპტოვალუტის მაინერების ერთობლივი ჯგუფი, რომლებიც აერთიანებენ თავიანთ გამოთვლით რესურსებს ერთ ქსელში, რათა გააძლიერონ კრიპტოვალუტის წარმატებული დამაინერების ალბათობა.
კრიპტო მაინერების ძირითადი საზრუნავი ჰეშის სიჩქარე და ენერგიის ეკონომიური მოხმარებაა. ის, თუ რამდენს გამოიმუშვებს მაინერი, სწორედ ამ ორ კომპონენტზეა დამოკიდებული. ჰეშის სიხშირე იზომება ჰეშებში და დაკავშირებულია კრიპტოგრაფიული თავსატეხის გადაჭრის ალბათობასთან, რომელიც აუცილებელია კრიპტო ჯილდოს მისაღებად. მაინერებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის ხარჯვის სწორი დინამიკის განსაზღვრა. თუ მაინერი იმაზე ხარჯიანად იყენებს ელექტროენერგიას, ვიდრე გამოიმუშავებს კრიპტოს, მაშინ მაინინგი აზრს კარგავს.
რატომ არის მაინინგი საჭირო?
მაინინგი მხოლოდ ბლოკჩეინის ახალი ბლოკის დადასტურებისთვის არ არის განკუთვნილი, მისი დახმარებით იქმნება ახალი მონეტები. ბლოკჩეინის დეცეტრალიზებულმა ბუნებამ შესაძლოა, რომ თაღლითებს ერთი და იგივე კრიპტოს რამდენჯერმე დახარჯვის საშუალება მისცეს, თუ ეს ყოველივე დაცული არ იქნება. მაინინგი მინიმუმამდე ამცირებს ასეთი სახის თაღლითობებს და ზრდის მომხმარებლის ნდობას კრიპტოვალუტის მიმართ.
როგორ მუშაობს მაინინგი?
ბლოკჩეინში ახალი ბლოკის წარმატებით დამატების მიზნით, მაინერები ეჭიდებიან უკიდურესად რთულ მათემატიკურ ამოცანებს, რომლებიც საჭიროებენ ძვირადღირებული კომპიუტერების გამოყენებას და ელექტროენერგიის უზარმაზარ რაოდენობას. მაინინგის პროცესის დასასრულებლად მაინერებმა პირველებმა უნდა გასცენ პასუხი კონკრეტულ მათემატიკურ კითხვას. სწორი რიცხვის (ჰეშის) გამოცნობის პროცესი ცნობილია, როგორც proof-of-work. მაინერები გამოიცნობენ სამიზნე ჰეშს შემთხვევითობის პრინციპით, რაც შეიძლება სწრაფად, რაც მოითხოვს დიდ გამოთვლით ძალას. სირთულე იზრდება მაშინ, როცა უფრო მეტი მაინერი უერთდება ქსელს.
თანხის გამომუშვება მაინინგით
თუ ადრე ყველას შეეძლო კრიპტოვალუტის დამაინერება, ვისაც სახლის კომპიუტერი ჰქონდა, დღეს ეს შესაძლებლობები საკმარისი აღარაა. იზრდება ბლოკჩეინი და შესაბამისად იზრდება მისი დამუშავების სირთულე. ამგვარად, დღეს მაინინგით ფულის საშოვნელადშედარებით მეტი ძალისხმევაა საჭირო.
მაინინგის დაწყების პირველი ეტაპი სწორი კომპიუტერული აღჭურვილობის შეძენაა. არჩევისას აუცილებლად უნდა იყოს დათვლილი ელექტროენერგიის და სარგებლის მიღების დინამიკა, რომელსაც დადებითი მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს. მაინერების ფასები საკმაოდ განსხვავებულია და დამოკიდებულია მათ შესაძლებლობებზე. ის, თუ რამდენს გამოიმუშავებს მაინერი, სწორედ მოწყობილობის მონაცემებსა და ხარჯზეა დამოკიდებული.
ციფრული საფულის გახსნა არის შემდეგი ნაბიჯი მაინერობისკენ. აქ შეინახება მაინინგით გამომუშავებული კრიპტოვალუტა. კრიპტო საფულე არის დაშიფრული ონლაინ ანგარიში, რომელიც კრიპტოს გადარიცხვის, შენახვის და მიღების საშუალებას იძლევა.
არსებობს მაინინგის პროგრამული უზრუნველყოფის სხვადასხვა პროვაიდერი, რომელთაგან ბევრის ჩამოტვირთვა უფასოა და მუშაობს Windows და Mac სისტემებზე. მას შემდეგ რაც პროგრამული უზრუნველყოფა დაუკავშირდება საჭირო აპარატურას, შესაძლებელი გახდება კრიპტოვალუტის გამომუშავება.
მაინინგის პრობლემები
კრიპტოვალუტების დეცენტრალიზებული და მოხერხებული ბუნება კიბერკრიმინალებისთვის თაღლითობის კარებს აღებს. კრიპტოს პოპულარობა მავნე პროგრამების შექმნის სიხშირის პროპორციულია, რომელის მეშვეობითაც ინფიცირდება სხვადასხვა სისტემა და მოწყობილობები. შედეგად ეს ყოველივე არაკეთილსინდისიერი მაინინგის წყარო ხდება..
იმის მიუხედავად, რომ დღეს ქსელის მონაცემების დამუშავებას საკმაოდ ცოტა დრო სჭირდება, მაინც არსებობს კომპიუტერების ბოტნეტების ზომბირების რისკი. 2014 წელს ჰარვარდის უნივრსიტეტის სუპერკომპიუტერები სახელად Odyssey გამოიყენეს დოჯქოინების უკანონო მოპოვებისთვის. იმავე წელს მსგავსი ინციდენტი მოხდა ამერიკის სააგენტოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში. 2017 წლის თებერვლის დასაწყისში, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ერთ-ერთი სერვერი ბოროტად გამოიყენეს ბიტკოინების მოსაპოვებლად.
კრიპტოვალუტის მაინინგის მავნე პროგრამამ შეიძლება შეაფერხოს სისტემის მუშაობა და მომხმარებლები და ბიზნესების რისკის ქვეშ დააყენოს.
სად და რატომ არის მაინინგი აკრძალული?
მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტის პოპულარობამ სამყაროში პიკს მიაღწია, ზოგიერთმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ კრიპტოვალუტის ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებით საფრთხე შეექმნებოდა ქვეყნის ფინანსებს, საბანკო ინსტიტუტებს. ზოგის მოსაზრებით, აკრძალვის მთავარი მოტივი იმ რისკებს უკავშირდება, რომელიც კრიპტოვალუტის არსებობას ახლავს თან. ძირითად შემთხვევებში ეს შეფასებები გადაჭარბებული და აზრს მოკლებულია.
ეს არის სია იმ ქვეყნებისა, რომლებსაც კრიპტოვალუტებთან და ზოგადად დეცენტრალიზებულ სისტემებთან ნეგატიური და კრიტიკული დამოკიდებულება აქვს:
- ალჟირი - 2018 წელს მიღებული ფინანსური კანონის მიღების შემდეგ ალჟირში კრიპტოვალუტის გამოყენება აკრძალულია. ამ კანონით უკანონოდ იქნა მიჩნეული ვირტუალური ვალუტების ყიდვა-გაყიდვა, შენახვა და გამოყენება.
- ბოლივია - 2014 წლიდან ბოლივიაში ბიტკოინი სრულად აიკრძალა. ბოლივიის ცენტრალურმა ბანკმა გამოსცა დადგენილება, რომელიც კრძალავს მას და ნებისმიერ სხვა კრიპტოვალუტის გამოყენების შესაძლებლობას.
- ჩინეთი - ჩინეთი 2021 წლის განმავლობაში მზარდი ინტენსივობით ანადგურებდა კრიპტოვალუტებს. ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გაუგზავნეს გაფრთხილებები მის მოსახლეობას, რომ თავი აერიდებინათ ციფრული აქტივების ბაზრისგან და მკაცრად შეეზღუდათ მაინინგი.
- კოლუმბია - კოლუმბიაში ფინანსურ ინსტიტუტებს არ აქვთ უფლება, ხელი შეუწყონ ბიტკოინის ტრანზაქციებს. 2014 წელს Superintendencia Financiera-მ ფინანსურ ინსტიტუტებს ვირტუალური ფულის ბრუნვა აუკრძალა.
- ეგვიპტე - ქვეყნის პირველადმა ისლამურმა საკონსულტაციო ორგანომ, 2018 წელს გამოსცა რელიგიური მიმართება, რომლის მიხედვითაც ბიტკოინის ტრანზაქციები კლასიფიცირდება, როგორც “ჰარამი”, რაც ისლამური კანონით აკრძალულია. 2020 წელს ეგვიპტური კანონები კიდევ უფრო გამკაცრდა.
- ირანი - ბიტკოინს რთული ურთიერთობა აქვს ირანის მკაცრ რეჟიმთან. დამღუპველი ეკონომიკური სანქციების ყველაზე ცუდი გავლენისგან თავის არიდების მიზნით, ირანმა იმპორტის დასაფინანსებლად ბიტკოინის მაინინგის მომგებიან პრაქტიკას მიმართა. ამ დროს კი ცენტრალური ბანკი კრძალავს საზღვარგარეთ მოპოვებული კრიპტოვალუტებით ვაჭრობას.
- ინდონეზია - ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა გამოსცა ახალი რეგულაციები, რომლებიც კრძალავს კრიპტოვალუტების გამოყენებას, როგორც გადახდის საშუალება.
- ინდოეთი - ინდოეთი სულ უფრო მტრული ხდება კრიპტოვალუტების მიმართ. ქვეყანაში იგეგმება ერთი მონოპოლი კრიპტოს შექმნა და სხვა ყველა ვირტუალური ვალუტის აკრძალვა.
- კოსოვო - კოსოვოს მთავრობამ კრიპტო მაინინგი საბოლოოდ აკრძალა და მოტივად მზარდი კრიზისი დაასახელა. ელექტროენერგიის გახარჯვის შეზღუდვის მიზნით, კოსოვომ საბოლოოდ აკრძალა ყველანაირი მაინინგი და პოლიციას დაევალა ამ ყოველივეს მონიტორინგი
- ჩრდილოეთ მაკედონია - ჩრდილოეთ მაკედონია ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელიც კრიპტოვალუტას ოფიციალუირად კრძალავს.