ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები XRP-ის, XLM-ისა და LUNA-ს გადარიცხვებისას არ იყენებენ მემოს/თეგს. ამ ბლოგში ვისაუბრებთ, თუ რატომ არის აუცილებელი ამ კომპონენტების შევსება, როგორ მივუთითოთ ის და რაც მთავარია, თუ დაგვავიწყდა ან გამოგვრჩა, როგორ შეგიძლიათ აღადგინოთ დაკარგული აქტივები.
რატომ არის აუცილებელი თეგის/მემოს მითითება?
Cryptal-ზე რიპლის (XRP), სტელარის (XLM) და ტერას (LUNA) დეპოზიტის დროს თეგის/მემოს მითითება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩარიცხული კრიპტოვალუტა არ აგესახებათ კრიპტალზე და დაიკარგება.
მემოს/თეგის მითითება აუცილებელია, რათა მომავალში შეძლოთ „დაკარგული“ აქტივები აღდგენა.
როგორ შევავსო თეგი/მემო?
თეგის/მემოს ნახვა შეგიძლიათ საფულეში გადასვლის შემდგომ,შესაბამის კრიპტოვალუტის მისამართის ველში.
როგორ დავიბრუნო ჩემი აქტივები?
თეგის/მემოს გარეშე ჩარიცხული კრიპტოს აღდგენა შესაძლებელია, ამისთვის უნდა მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
- გადმორიცხული კრიპტოს ოდენობა
- მიმღები მისამართი;
- ტრანზაქციის შესრულების თარიღი;
- გადმორიცხვის დამადასტურებელი საბუთი (ფოტოსურათი) ბირჟიდან ან საფულიდან, სადაც ჩანს ზედა 3 პუნქტში მოცემული ინფორმაცია.
გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია, კრიპტალზე რეგისტრირებული ანგარიში იყოს ვერიფიცირებული.
აღნიშნული სქრინი მოგვაწოდე მეილზე: support@cryptal.com
თუ არ იცი ვერიფიკაცია როგორ გაიარო, შეგიძლია ნახო ჩვენი ბლოგი.
აქტივების დაბრუნების პროცესი
აღნიშნული ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, ჩვენს გუნდს დასჭირდება 5-7 სამუშაო დღე, ჩარიცხული კრიპტოვალუტის თქვენ ბალანსზე ასახვისთვის. თუმცა, კრიპტალი მისი დაბრუნების გარანტიას არ იძლევა.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, თეგის/მემოს გარეშე ჩარიცხული კრიპტოს ბალანსზე ასახვისთვის, ჩამოგეჭრებათ მისი მოცულობის 5%, როგორც საკომისიო.