Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
RSI-geo-1000x300
2023-01-18clock6 minutes

Relative Strength Index (RSI) არის თრეიდერების მიერ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინდიკატორი. ამ სავაჭრო ინდექსის პოპულარობა გამოიწვია იმან, რომ შეუძლია სწორად გაზომოს რამდენად მყარი და ძლიერია ბაზარი, ასევე როგორ წარიმართება არსებული ტრენდი მომავალში.

ამ ბლოგში ვისაუბრებთ, თუ რა არის RSI ინდიკატორი და როგორ გამოვიყენოთ ის ეფექტური ვაჭრობისთვის.

რა არის Relative Strength Index (RSI)?

RSI არის ტექნიკური ანალიზის ინდიკატორი, რომელიც გამოიყენება ბაზრის სტაბილურობის გასაზომად. ის აქტივების შესყიდვის ორდერებს ზომას, რის შესაბამისადაც ადგენს ბაზარზე აქტივები ზედმეტად გაყიდულია თუ ზედმეტად შესყიდულია (overbought & oversold).

დამატებით, ინდექსი ზომავს ბაზარზე აქტივების საშუალო მოგებასა და საშუალო წაგებას, რის შემდგომაც მონაცემები აისახება სკალაზე 0-დან 100-მდე.

როგორც ვახსენეთ, RSI აქვს 0-დან 100-მდე ნიშნულები, რომლებიც სხვადასხვა რაიმეს გვეუბნება. მაგალითად, თუ ინდიკატორის საზომი Line Graph 70-იან ნიშნულს ასცდა, ნიშნავს რომ ბაზარზე ზედმეტი შესყიდვა (overbought) ფიქსირდება, ხოლო თუ 30 ჩამოსცდა - აქტივები ზედმეტად გაყიდულია (oversold).

მოცემული ნიშნულების კვეთა თრეიდერებისთვის, როგორც წესი, ყიდვისა და გაყიდვის მანიშნებელია.

გარდა ამისა, ინდიკატორს შეუძლია თრეიდერს სიგნალები მიაწოდოს ბაზრის მიმართულების შესახებ. აღნიშნული ბაზარი Bullish იქნება თუ Bearish.

როგორ გამოვიყენოთ RSI?

როგორც წესი, ინდიკატორი ბაზრის გამოსაკვლევად რამოდენიმე პერიოდიან ფასების ვარდნასა და რამოდენიმე დღიან პერიოდიან მატებას აანალიზებს, შემდგომ ერთმანეთს ადარებს და შესაბამის სიგნალებს გვიგზავნის.

პერიოდი შეიძლება მოიცავდეს, როგორც დღეს, ასევე საათს. ეს დამოკიდებულია თუ როგორ გრაფიკს იყენებს თრეიდერი.

სიგნალების მიღების შემდგომ, თრეიდერს ეძლევა ვარაუდის საშუალება, თუ საით შეიძლება ბაზარი წავიდეს მომავალში.

გაითვალისწინეთ, რომ ზოგადად კარგია სხვადასხვა სიგნალების და ტექნიკური ინდიკატორების კომბინირებული გამოყენება, რათა თრეიდერს შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ უფრო მოცულობითი ინფორმაცია გააანალიზოს.

ბაზრის გასაზომად ოპტიმალურ დროდ 14 „პერიოდი“ ითვლება, თუმცა ხშირად შეიძლება შესაბამისი სიგნალების დასაჭერად სხვადასხვა დრო და პერიოდი გახდეს საჭირო.

რა პლუსები აქვს Relative Strength Index?

  • თრეიდერს კარგად უჩვენებს აქტივებზე ფასების ცვალებადობის ხასიათს
  • კარგი მექანიზმია ბაზარზე წარმოქმნილი ტრენდების დასადასტურებლად
  • გვიჩვენებს რამდენად overbought ან/და oversold არის აქტივი
  • მოკლე-პერიოდიან თრეიდერებს უგზავნის ყიდვისა და გაყიდვის სიგნალებს

როგორ დავამატოთ RSI ინდექსი Cryptal-ზე?

  • შედით Spot ბირჟაზე
  • დაკლიკეთ Indicator-ზე
  • აირჩიეთ Relative Strength Index-ს

RSI ინდექსის Trading Chart-ზე განხილვა

Support