- რაიან ფიუგერმა, ვანკუვერში ადგილობრივ ბირჟებზე ტრეიდინგში გამოცდილების დაგროვების შემდგომ 2004 წელს დაარსა კომპანია Ripple-ი. მიზანი იყო დეცენტრალიზებული მონეტარული სისტემის შექმნა, რომლითაც ისარგებლებდნენ როგორც ინდივიდები ასევე ორგანიზაციები.
- 2012 წელს ციფრული ვალუტისა და დეცენტრალიზებული ქსელის შექმნის იდეით პროგრამისტმა ჯედ მაკალებმა, არტურ ბრიტომ და ე.წ ენჯელ ინვესტორმა კრის ლარსენმა მიაკითხეს რაიან ფიუგერს. რაიანმა მალევე გადაულოცა თავისი კომპანია ზემოთხსენებულ პიროვნებებს, რომელთაც 2012 წელს დაარსეს კორპორაცია OpenCoin-ი. OpenCoin-მა დაიწყო რიპლის პროტოკოლის განვითარება. 2013 წელს კი OpenCoin-მა სახელი გადაირქვა Ripple Labs-ად.
- 2015 წელს FinCEN-თან რეგისტრაციის გარეშე (ეს არის შტატების სახაზინო ფინანსური დანაშაულებების აღმოფხვრის ქსელი - Financial Crimes Enforcement Network) ფინანსური სერვისების გაწევის გამო Ripple Labs-ი დაჯარიმდა $700,000-ით, რის შემდგომაც იმავე წელს Ripple Labs-დან რებრენდირდა Ripple- ად. 2016 წელს Ripple-მა მიიღო ვირტუალური ვალუტის ლიცენზია ნიუ იორკის ფინანსური სერვისების დეპარტამენტისაგან და გახდა მეოთხე კომპანია, რომელიც იმ დროისათვის ფლობდა BitLicense-ს.
- 2018 წლის მარტში იაპონური ბანკების კონსორციუმმა, რომელიც 61-მდე ბანკს აერთიანებდა, SBI Ripple Asia-ს მეთაურობით, გამოუშვეს „MoneyTap”-ი, Ripple-ის მობილურ აპლიკაცია რომელიც იაპონიაში ადგილობრივ გადახდებში გამოიყენება. მაისში ესპანურმა ბანკმა Santander-მა გამოუშვა One Pay FX-ი პირველი მობილურ აპლიკაცია საერთაშორისო გადახდებისათვის, რომელიც იყენებს Ripple-ის xCurrent ტექნოლოგიას. იმავე წელს მუმბაიში ოფისის დაარსების შემდგომ, Ripple-მა თავისი კლიენტების სიას არაერთი ინდური ბანკი დაამატა, მათ შორის Kotak Mahindra Bank , Axis Bank და Induslnd.
- 2020 წლის 22 დეკემბერს, შტატების ფასიანი ქაღალდების კომისია - SEC-მა Ripple-ის ორი აღმასრულებელი დირექტორი დაადანაშაულა ინვესტორთა დაცვის კანონის დარღვევაში და ნიუ-იორკში ფედერალურ სასამართლოში შეიტანა საჩივარი, მას შემდგომ მიმდინარეობს გამოძიება.
- 2020 წლის 24 სექტემბერს დაარსდა XRPL Foundation-ი, დამოუკიდებელი, მოგებაზე არაორიენტირებული ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს XRP Ledger-ის განვითარებასა და ადაპტაციაზე. XRPL Foundation-მა საწყის ეტაპზე Ripple, Coil და Gatehub-ისაგან $6 მილიონზე მეტი ინვესტიცია მიიღო.
დღესდღეობით ფულადი გზავნილების საზღვარგარეთ გაგზავნა არამხოლოდ დიდ დროს, არამედ მატერიალურ რესურსსაც მოითხოვს. ხშირად ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში თანხის გადაგზავნა სამიდან ოთხ დღემდე ვადაში ხდება, ამასთან ერთად მაღალ საკომისიოებს თან ემატება ვალუტების გადაცვლის რისკიც, ვინაიდან ყველა ბანკს არ შეუძლია ვალუტების სწრაფად, იაფად და უსაფრთხოდ გადაკონვერტირება.
RippleLab-ის მთავარი მიზანი ამ პრობლემის გადაჭრა იყო და სწორედ ამ მიზნით შექმნა RippleNet-ი უფრო მარტივად რომ წარმოვიდგინოთ RippleLabs-ის მისია იყო დღეს ბანკთაშორისი გადარიცხვებისთვის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სისტემის- SWIFT-ის შედარებით დეცენტრალიზირებული, გაცილებით უფრო იაფი და მოსახერხებელი ანალოგის შექმნა.
დღეს ისეთი ბანკები, როგორიცაა American express, Moneygram, CIBC, Banco Santander, Bank of America, National Bank of America და Unicredit იყენებენ RippleNet-ს, თუმცა ძირითადად xCurrent-ის პროდუქტს, რომელიც არ საჭიროებს XRP-ის. იმ კომპანიებმა, რომელიც RippleNet-ის xRapid-ის სერვისს იყენებენ დანახარჯების 40-70% მდე შემცირება მოახერხეს და ტრანზაქციების შესრულების დროის მნიშვნელოვნად, 2 წუთამდე, შემცირება.
Ripple-ი ტრანზაქციების გატარებისათვის იყენებს Federated Byzantine Agreement კოსნესუს ალგორითმს, რომელიც გულისხმობს ე.წ „სანდო“ ვალიდატორების მიერ ბლოკების ვერიფიკაციას. რიპლის ნოდებს ფლობენ ისეთი ორგანიზაციები როგორიცაა Microsoft, MIT და CGI , თუმცა მათი უმრავლესობა მაინც თავად რიპლის მფლობელობაშია.
XRPL არის დეცენტრალიზირებული, წვდომადი და ე.წ open-source ღია ბლოკჩეინი. ბლოკის კონფირმაციის დროა 3 წამი, საკომისიო კი დაახლოებით $0.005, რაც სხვა ბლოკჩეინებთან შედარებით საკმაოდ სწრაფს და იაფს ხდის. XRPL-ი დეველოპერებს ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ენებზე როგორიცაა პითონი, ჯავა და ჯავასქრიფთი, კოდის წერის შესაძლებლობას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ XRPL-ი არის მრავალფუნქციური ბლოკჩეინი და არა მარტო გადარიცხვებისთვის, არამედ აქტივების ტოკენიზაციისათვის, NFT-ებისათვის და DeFi აპლიკაციებისათვისაა განკუთვნილი. ბლოკჩეინს აქვს ე.წ გავერნენს სისტემა, რაც გულისხმობს იმას რომ იგი იმართება ქსელში განთავსებული ნოდების მიერ და ყოველი ახალი გაუმჯობესების ან ცვლილების შეტანა ხდება არა კონკრეტული ინდივიდის ან ინსტიტუციის მიერ, არამედ ქსელის საზოგადოების მიერ, უფრო კონკრეტულად ვალიდატორი ნოდების მიერ. XRPL 2013 წლიდან ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში 2 მილიარდამდე ტრანზაქციაა ქსელში განხორციელებული.
როდესაც დეცეტრალიზირებულ სისტემაზე ვსაუბრობთ, ტრანზაქციების კონფირმაცია არ ხდება კონკრეტული არბიტრის მიერ, არამედ ქსელში მონაწილე ნოდები (ნოდა შეიძლება იყოს IP ადრესის მქონე ნებისმიერი მოწყობილობა რომელზეც შესაძლებელია გაიშვას კონკრეტული ბლოკჩეინის პროგრამა, ქსელში მონაწილე ნოდები ერთმანეთთან სინქრონში ინახავენ ბლოკჩეინის ასლს, ამგვარად მათი ერთობლიობა ქმნის ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურას) კონკრეტული წესების/პროტოკოლის მიხედვით უზრუნველყოფენ ახალი ბლოკის დამატებას და განახლებული ბლოკჩეინის ვერსიის გავრცელებას ქსელში. დღეს ყველაზე გავრცელებული კონსესუს პროტოკოლებია PoW-ი და PoS-ი. ბიტკოინი PoW-ს იყენებს, რაც ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვინაიდან მაინერი ნოდას აპარატურა ძალიან ძვირია და დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის მოხმარებას საჭიროებს, ამავდროულად ბლოკის გენერაციას საშუალოდ 10 წუთი სჭირდება და ტრანზაქციების გატარება ძალიან ნელი პროცესია. PoS-ი კი რასაც მაგალითისთვის კარდანო, პოლკადოტი და ახლა უკვე ეთერიუმ 2.0 იყენებს საჭიროებს დიდი რაოდენობით ქოინების სთეიქინგს, ვინაიდან რაც უფრო მეტ ქოინს ფლობ მით უფრო ძლიერია ნოდის პოზიცია ქსელში.
XRPL იყენებს XRP Ledger Consesus მექანიზმს, რომელიც არ საჭიროებს ძვირადღირებული აპარატურის შეძენას, ელექტროენერგიასა და დიდი რაოდენობით დასასთეიქებელ კაპიტალს. XRP Ledger-ზე დამოუკიდებელი ნოდები ამუშავებენ ტრანზაქციებს, ნოდა შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ინდივიდს ან ინსტიტუტს: კორპორაციებს, უნივერსიტეტებს, ბირჟებს და ა.შ.
როლების მიხედვით სამი ტიპის ნოდა გვხვდება ქსელში: Stock ნოდა, ვალიდატორი და Hub ნოდა. პირველი ტიპის ნოდა ინახავს ისტორიას და იძლევა API წვდომას ლეჯერზე არსებული ინფორმაციის წასაკითხად. ვალიდატორი ნოდები კი უზრუნველყოფენ ახალი ტრანზაქციების ვერიფიკაციას და ბლოკების დამატებას ლეჯერზე, ხოლო Hub ნოდა ქსელში ინფორმაციის ავრცელებს.
ვალიდატორი ნოდები ახალ ბლოკში ჩასაწერ ე.წ „კანდიდატ“ ტრანზაქციებს აწვდიან ქსელს კონფირმაციისათვის. ყველა ნოდას აქვს თავისი კონფიგურირებული ე.წ „სანდო“ ვალიდატორების სია, თითოეულ ამ სიას ეწოდება UNL – Unique Node List. მხოლოდ ის ვალიდატორი ნოდები ახორციელებენ ტრანზაქციების კონფირმაციას რომლებიც ამ სიას მიეკუთვნებიან.
აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ სხვა კონსესუს მექანიზმებში მონაწილეობის სანაცვლოდ ნოდები ჯილდოებით არიან წახალისებული, XRPL Consensus Mechanism-ის შემთხვევაში კი მატერიალური ჯილდო არ არსებობს, ნოდებისათვის მოტივაცია მხოლოდ ქსელის გამართული მუშაობაა. თუმცა არც ნოდის გამართვაა დიდ ხარჯებთან დაკავშირებული.
XRPL-ს აქვს აქტივების ტოკენიზაციის ფუნქცია, რაც მოიცავს სთეიბლქოინებს, ოქროს, სთოქებს, სხვა კრიპტოვალუტებს, ისეთ NFT-ებს რომლებიც არიან რეალური ობიექტების რეპრეზენტატივები ( მაგალითად: კინოს ბილეთი ). ტოკენს უწოდებენ Issued Assets ან IOUs-ს, იმიტომ რომ ეს აქტივები რეალურად ამ ლეჯერზე არ „მდებარეობენ“, არამედ IOU არის მათი რეპრეზენტატივი. მაგალითისთვის, რეალურ ნახატს შესაძლოა XRPL-ზე თავისი წარმომადგენლობითი ტოკენი ჰქონდეს, რომლის მფლობელიც ავტომატურად ამ ნახატის მფლობელია. იგივე პრინციპი ვრცელდება სხვა აქტივებზეც : ოქროზე, სხვა ციფრულ თუ არაციფრულ ვალუტებზე და ა.შ. ყველა ეს ტოკენი შესაძლოა გაყიდო ან გაცვალო დეცენტრალიზირებულ ბირჟაზე - DEX-ზე. ნებისმიერ ინდივიდს შეუძლია ლეჯერზე ტოკენის შექმნა და ამისათვის არაა საჭირო სმარტ კონტრაქტის გამოყენება, ვინაიდან ეს ფუნქცია ჩაშენებულია XRPL-ში.
დეცენტრალზირებული ბირჟა DEX-ი, ქსელის მონაწილეებს სთავაზობს აქტივების მიმოცვლის საშუალებას მესამე მხარის საჭიროების გარეშე. მაგალითად, თუ ირინამ თავისი ნახატისათვის შექმნა NFT-ი და მისი გაყიდვა დოლარში სურს, ხოლო ირაკლის NFT-ის ყიდვა ოქროთი უნდა, XRPL DEX-ზე ავტომატურად დაიწყებს საუკეთესო გზის მოძებნას ამ ტრანზაქციის განსახორციელებლად. ეს პროცესი DEX-ზე სრულდება ორი მეთოდის მეშვეობით: Auto-Bridging და Path Finding.
Auto-Bridging-ი იყენებს XRP-ის როგორც შუამავალს რომ შეასრულოს ტრანზაქცია ორ XRP-გან განსხვავებულ აქტივზე მინიმალურ საკომისიოს ფასად, ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ როცა ვიყენებთ ისეთ აქტივებს რომელთა ლიკვიდურობაც დაბალია.
Path Finding-ი რამდენიმე შესაძლო ვარიანტს შორის ირჩევს ყველაზე ეფექტურ და იაფ გზას ტრანზაქციისათვის. მაგალითად, დავუბრუნდეთ ირინას და ირაკლის შემთხვევას, ალგორითმმა შესაძლოა ირაკლის ოქრო ჯერ XRP-ში გადაცვალოს და შემდგომ უკვე დოლარში, თუ ასე უფრო იაფად შესრულდება ტრანზაქცია. ტრანზაქციების შესრულების დროა საშუალოდ 3 წამი და დანახარჯი $0.005
ქსელში დამატებამდე (ან უარყოფამდე) ნებისმიერ ცვლილებაზე განცხადება გადის განხილვის პროცესს. განხილვისათვის ორ კვირიანი ღია ფანჯარაა გამოყოფილი, რომლის განმავლობაშიც ვალიდატორს შეუძლია თავისი პოზიციის შეცვლა, ხოლო დროის ამოწურვის შემდგომ თუ ხმათა უმრავლესობამ 80%-ს მიაღწია ცვლილება ქსელში ემატება. ცვლილების რატიფიცირების შემდგომ ნოდებს აქვთ 2 კვირიანი შუალედი აფგრეიდისათვის, თუ მონაწილემ თავისი ნოდა არ განაახლა ამ დროის გამავლობაში იგი ქსელს ეთიშება.
საიდჩეინი არის ქსელი რომელიც მთავარი ქსელის პარალელურად ოპერირების, იგი იყენებს იმავე ტექნოლოგიას, თუმცა შეუძლია „განცალკევებულ“ ბლოკჩეინად ყოფნა. ნებისმიერს შეუძლია XRPL-ზე თავისი საიდჩეინის შექმნა. Federator-ი არის დამაკავშირებელი საიდჩეინსა და მთავარ ჩეინს შორის, რომლის მეშვეობითაც ხდება ინფორმაციისა და ღირებულებების მიმოცვლა. ამგვარად საიდჩეინები ინდივიდებს ან ბიზნესებს აძლევს საშუალებას თავისი ქსელი მართონ და საკუთარ მოთხოვნებს მოარგონ, ამავდროულად ინფორმაცია და აქტივები მიმოცვალონ მთავარ ჩეინთან. თუ საიდჩეინზე დეველოპერებმა ისეთი ფუნქცია განავითარეს, რომელიც მთავარ ქსელსაც გააუმჯობესებს, მაშინ XRPL-ის ვალიდატორებისაგან ხმათა უმრავლესობის მიღების შემთხვევაში ეს სიახლე მთავარ ქსელსაც დაემატება.
ვინაიდან მდგრადი განვითარება დღესდღეობით ყველაზე აქტუალური თემაა, XRPL გვთავაზობს ბლოკჩეინს ნული კარბონ ემისიით. ბიტკოინისაგან განსხვავებით რომელიც დიდი რაოდენობის ენერგიის მოხმარებას საჭიროებს და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა აქვს, XRPL-ს მიზერული რაოდენობის ენერგიის მოხმარება აქვს, თითქმის ნულის ტოლი, რის გამოც მწვანე ბლოკჩეინად იწოდება. საყურადღებოა, რომ დღეს დეველოპერები და ბიზნესები იმ ბლოკჩეინზე აკეთებენ არჩევანს რომელიც მდგრადი განვითარების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
ჯედ მაკალები - Ripple-ის ერთერთი დამფუძნებელი, რომელმაც შემდგომ კიდევ ერთი ცნობილი კრიპტოვალუტა Stellar-ი შექმნა. მაკალები კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც მიატოვა და საცხოვრებლად ნიუ-იორკში წავიდა. რიპლამდე მაკალებს eDonkey და არცთუისე ცნობილი ბიტკოინის ბირჟა Mt.Gox-იც აქვს დაარსებული. ნიუ-იორ თაიმსმა 2018 წელს იმ ტოპ 10 პიროვნებას შორის დაასახელა, რომლებიც ბლოკჩეინ რევოლუციის სათავეში უდგანან. 2018 წლის მონაცემებით მაკალები $20 მილიარდის ღირებულების XRP-ის ფლობდა, რითიც ფორბსის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მე-40 ადგილს იკავებდა.
ბრედ გარლინჰაუსი - Ripple-ის ამჟამინდელი CEO, რომელიც კომპანიის სახედ მიიჩნევა, ვინაიდან კომპანიასთან დაკავშირებულ ინტერვიუებში მუდმივად ფიგურირებს. საინტერესოა, რომ ბრედი Yahoo-ში ვიცე პრეზიდენტის როლს ასრულებდა.
კრის ლარსენი - Ripple-ის თანადამფუძნებელი და კომპანიის დირექტორთა საბჭოს უფროსი. რიპლამდე დააფუძნა ფინანსური აპლიკაციები Prosper-ი და E-LOAN-ი. კრისს ენჯელ ინვესტორადაც მიჩნევენ არაერთი სილიკონ ველის სტარტ-აპ პროექტის დაფინანსებისათვის.
დეივიდ შვარცი - რიპლის CTO და კრიპტოგრაფი. დეივიდს აქვს ათწლეულების გამოცდილება კრიპტოგრაფიაში.
რიპლმა სულ ჯამში ე.წ ფანდინგით $293.8 მილიონი მიიღო, რაც ერთ-ერთ ყველაზე კარგად დაფინანსებულ პროექტს ხდის. Ripple-ის წამყვანი ინვესტორები არიან Anderseen Horowitz, Lightspeed Venture Partners, SBI Holdings, IDG Capital Partners, Standard Chartered და სხვა...
XRP აქვს 100 მილიარდის ოდენობის მაქსიმალური მიწოდება, ამიტომ ბუნებით XRP არის დეფლაციური. თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ძალიან მცირე პორციაა მარკეტზე ხელმისაწვდომი, ვინაიდან კრიპტოვალუტის დიდი ნაწილი გადანაწილდა დამფუძნებლებს შორის და escrow-ში. 2017 წელს XRP -ის მიწოდების 20% დამფუძნებლებს გადაეცათ დანარჩენი 80% კი Ripple-ს, რომელსაც უნდა უზრუნველყო დროთა განმავლობაში ამ ტოკენების დისტრიბუცია, რაც გულსიხმობს ტოკენების გარკვეული რაოდენობის escrow-ში „ჩაკეტვას“.
55 სმარტ კონტრაქტის მეშვეობით 55 მილიარდი XRP გაიწერა escrow-ში, რათა მომდევნო 55 თვის განმავლობაში ყოველთვე განთავისუფლებულიყო 1 მილიარდი. საყურადღებოა, რომ ვინაიდან ripple-ს პირდაპირი შეხება აქვს escrow-სთან ბუნებრივია , რომ XRP-ზეც ძალიან დიდი გავლენა აქვს. ასევე ტოპ 100 XRP ექაუნთს უკავია XRP-ის მიწოდების 65%. საბოლოოდ, ცირკულაციაში მხოლოდ 43.67 მილიარდი თავისუფალი XRP-ია. საკომისიოებში გადახილი XRP წვის მექანიზმს ექვემდებარება და 70,000 წელი იქნება საჭირო მთლიანი XRP-ის მიწოდების დაწვისათვის.
2018 წლიდან მოყოლებული, ნაწილობრივ Ripple-სა და SEC-ს შორის სასამართლო დავის გამო, XRP ღირებულებაში მკვეთრად არ გაზრდილა. თუმცა, მიუხედავათ ამისა XRP ძალიან პოპულარული კრიპტოვალუტაა, განსაკუთრებით კი Twitter-ის საზოგადოებაში, რასაც მოწმობს არაერთი რიპლისა და XRP-ის ფან ექაუნთი. რედიტზე რიპლს 300,000 ხოლო თვითერზე 2.1 მილიონი გამომწერი ჰყავს.
ბოლო დროს XRP-ის მთავარ კონკურენტად საბანკო სისტემებში გამოჩნდა CBDC (ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტა). უკვე არსებულ, ტრადიციულ კონკურენტად კი ითვლებიან სთეიბლქოინები. ტეზერი და USDC, ორი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სთეიბლქოინი მოცულობით დომინირებს მარკეტზე. ტეზერი დღიურად უფრო მეტი მოცულობას ატარებს ვიდრე ბიტკოინი და ეთერიუმი ერთად აღებული.
SEC-მა 2020-ში Ripple-ს არარეგისტრირებული $1.3 მილიარდის ღირებულების ფასიანი ქაღალდების გაყიდვისათვის უჩივლა. ვინაიდან XRP-ის მიწოდება არ ხდება არც PoW-ისა და არც PoS მექანიზმების გამოყენებით, არამედ წინასწარ დაიმინთა ასივე მილიარდი. SEC-ი XRP-ის არარეგისტრირებულ ფასიანი ქაღალდის ეკვივალენტად თვლის და Ripple-ს ბრალს დებს შტატების კანონის დარღვევაში ინვესტორთა დაცვის შესახებ. სასამართლო დავა დღემდე მიმდინარეობს და Ripple-ის რეპუტაციაც სწორედ ამ პროცესზეა დამოკიდებული. არაა გასაკვირი, რომ ყოველი ნიუსი დავის შესახებ მაშინვე აისახება XRP-ის ფასზეც, ვინაიდან Ripple-ს XRP-ის მიწოდების მნიშვნელოვანი პორცია უკავია, ასევე ნოდების დიდი ნაწილიც სწორედ რიპლის მფლობელობის ქვეშაა და ამით ძალიან დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია XRP-ზე.