რა არის ბიტკოინის ETF?
მარტივად რომ ვთქვათ, Bitcoin ETF არის აქტივის ტიპი, რომელიც საფონდო და კრიპტო ბირჟებზე ივაჭრება და რეალურად, ამისათვის მომხმარებელს ბიტკოინის ფლობა სრულებითაც არ სჭირდება.
ანუ, ETF არის საშუალება, მომხმარებლებმა ბიტკოინში ინვესტირება განახორციელონ BTC-ის ყიდვის გარეშე, მისი გარკვეული ნაწილის შეძენით, რომელიც ციფრული აქტივის ფლობას ადასტურებს.
ETF წარმოადგენს ერთგვარ ხიდს, ტრადიციულ საფონდო ბირჟებსა და კრიპტოვალუტებს შორის და ბიტკოინის პოპულარიზაციის გზაა იმ ადამიანებში, რომლებსაც კრიპტოს ყიდვა უნდათ, თუმცა მისი უსაფრთხოდ შენახვისა და განკარგვის შესაძლებლობა სხვადასხვა მიზეზების გამო არ აქვთ.
ბიტკოინის ETF დამტკიცებულია
ა.შ.შ-ს აქტივების რეგულატორმა სააგენტომ, რომელსაც SEC ჰქვია, ბიტკოინის ETF დაამტკიცა და კრიპტო საზოგადოებაში არსებული დისკუსიაც, დადგებოდა ეს დრო თუ არა, დაასრულა.
სააგენტომ ოფიციალური განცხადება საკუთარი ტვიტერის გვერდის დაჰაკვისა და ETF-ის დამტკიცების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებიდან 24 საათში გაავრცელა, ახლა უკვე რეალურად.
ამ ინფორმაციამ კი, კრიპტო სამყაროში ძვრები გამოიწვია რა დროსაც ბიტკოინის ფასი დაახლოებით $1000-ით გაიზარდა.
მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2024 წლის 10 იანვარი ისტორიული თარიღია და ამ დღეს პირველად, Bitcoin ETFდამტკიცდა!
SEC-მა კარი გაუღო 11 სუბიექტს, რომლებსაც თავიანთ პლატფორმაზე ბიტკოინის ETF-ის გამოტანა შეუძლიათ და ამით იმ უამრავ ადამიანს უხსნიან კრიპტოვალუტებისკენ გზას, რომლებიც აქამდე თავს იკავებდნენ ბიტკოინის ყიდვისაგან და ზოგადად, კრიპტო ინდუსტრიაში ჩაბმისაგან.
ETF-ის დამტკიცებაში დიდი როლი შეასრულეს გიგანტურმა საინვესტიციო კომპანიებმა, როგორებიც არიან BlackRock, Fidelity Investment და Invesco. ისინი დაახლოებით 6 თვის მანძილზე ცდილობდნენ ამ წარმატების მიღწევას და უამრავი ნაბიჯიც გადადგეს საამისოდ, იქნება ეს შეხვედრები SEC-ის წარმომადგენელთან თუ კრიპტოში მილიონობით ა.შ.შ დოლარის ღირებულების განხორციელებული ინვესტიცია.
როგორ შეიცვლება ბიტკოინის ფასი?
2022 წლიდან მოყოლებული ბიტკოინის ფასი რეცესიაშია და აქტივის ღირებულება სტაბილურად ეცემოდა, თუმცა ინვესტორებისა და კრიპტოს ყიდვის მსურველებისთვის 2023 წლის ბოლო თვეები აქტივზე ფასის ზრდის კუთხით პოზიტიური აღმოჩნდა.
ეს პერიოდი სწორედაც ემთხვევა ETF-ის თემის გააქტიურებას და დიდი კომპანიების ინდუსტრიით დაინტერესებას, რა დროსაც ბოლო 3 თვეში ბიტკოინის ფასი დაახლოებით 70%-ით გაიზარდა.
საფინანსო კომპანია Standard Chartered-ის ვარაუდით, ETF-ების დამტკიცება ინდუსტრიაში წლიურად დაახლოებით $50-დან $100 მილიარდამდე ინვესტიციას შემოიტანს, რამაც შესაძლოა ბიტკოინის ფასი $100,000-მდეც გაზარდოს.
თუმცა, თუკი რეალურად ვისაუბრებთ, ETF-ების ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა მხოლოდ ბოლო 24 საათში (10-11 იანვარი) აქტივზე ფასი $1000-ით გაზარდა. კრიპტოს ყიდვის მსურველები კი, ბიტკოინის ამჟამინდელ ზრდას ყურადღებით ადევნებენ თვალს.
რატომ შეიძლება ვიყიდო ბიტკოინ ETF ბიტკოინის მაგივრად?
ჩვენს გარშემო ბევრი ადამიანია ისეთი, ვისაც კრიპტოს ყიდვის ან კრიპტოში ჩართვის სურვილი აქვს, თუმცა რეალურად არასდროს არ უვაჭრიათ ქოინებითა და ტოკენებით. ასეთი ადამიანებისთვის კრიპტოს დაწყება ახალი ენის სწავლას ჰგავს და სირთულეებსაც უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსაზრება მოძველებული და მცდარია.
შესაბამისად, უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ ბიტკოინის ყიდვას ბიტკოინ ETF-ის ყიდვა სჯობს, რადგან მისი განკარგვა საინვესტიციო პლატფორმების დახმარებით უფრო მარტივია და მათთვის დამატებით ტექნიკურ დეტალებს არ უკავშირდება.
როგორ ვიყიდო Bitcoin ETF?
ბიტკოინის ETF-ის საყიდლად, პირველ რიგში, გჭირდება საინვესტიციო პლატფორმაზე რეგისტრაცია და ანგარიშის შექმნა.
როდესაც სასურველ პლატფორმაზე ანგარიშს გააკეთებ, ETF-ის ყიდვა ისევე შეგიძლია, როგორც ტრადიციული ფასიანი ქაღალდის ან სხვა ნებისმიერი კომპანიის აქციების შეძენა.
მოძებნე ბიტკოინის ETF შესაბამისი ტიკერით (აქტივის აბრევიატურა. მაგ: BTC, ETH და ა.შ.) და მიუთითე, თუ რა რაოდენობის ინვესტიციის განხორციელება გინდა.
შეძენილი ETF შენს პორტფელში მოხვდება და მისი უკან, ეროვნულ ვალუტაში გადაცვლა სურვილისამებრ ნებისმიერ დროს შეგეძლება.
რომელ პლატფორმებზე ვიყიდი ბიტკოინის ETF და რა ტიკერი (აბრევიატურა) აქვს აქტივს?
BlackRock – IBTC
Grayscale – GTBC
21 Shares & ARK – ARKB
Bitwise – BITB
VanEck – HODL
Wisdomtree – BTCW
Invesco & Galaxy Digital – BTCO
Fidelity – FBTC
Valkyrie – BRRR
Hashdex – DEFI
Franklin Templeton - EZBC