Სარჩევიchevron-down
შესავალი კრიპტოვალუტა DAI-ის სამყაროში
რა არის DAI (DAI)?
როგორ მუშაობს DAI და რატომ არის კრიპტოვალუტა უნიკალური?
რა უპირატესობები აქვს კრიპტოვალუტა DAI-ის?
როგორ ვიყიდო კრიპტოვალუტა DAI?
Georgian text on the left side of the visual with DAI coins on the right side 1000x300
2023-12-11clock6 minutes

შესავალი კრიპტოვალუტა DAI-ის სამყაროში

ციფრული აქტივების სამყაროში უამრავ საინტერესო კრიპტოვალუტას შეხვდებით, რომელთაგანაც ზოგი საინვესტიციო პოტენციალით გამოირჩევა, ზოგსაც ადამიანები ყოველდღიური ტრანზაქციების განსახორციელებლად იყენებენ და ა.შ.

ამ ბლოგში კი, მოგიყვებით ამ დიდი სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, DAI-ის შესახებ და გეტყვით, როგორ შეგიძლია შენ გამოიყენო ის, რა უნიკალური თვისებები გამოარჩევს DAI-ის სხვა აქტივებისგან და რატომ შეიძლება ამ კრიპტოს ყიდვა მოგინდეს.

რა არის DAI (DAI)?

DAI არის პირველი სტაბილური კრიპტოვალუტა, რომლის ფასიც უზრუნველყოფილია სხვა კრიპტოვალუტებით. ის ERC-20-ის ტოკენია და ამ კრიპტოს მთავარი ფუნქცია ჭკვიანი კონტრაქტებისა და სხვა კრიპტოვალუტების წყალობით ა.შ.შ დოლართან იდენტური ფასის შენარჩუნებაა.

სხვა სტაბილური კრიპტოვალუტებისაგან DAI-ის ის გამოარჩევს, რომ Maker Protocol-ის ტოკენია, ეს პროტოკოლი კი, ეთერიუმის ბლოკჩეინზე მომუშავე ავტონომიური და დეცენტრალიზებული ეკოსისტემაა, რაც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტია.

როდესაც DAI-ზე ვსაუბრობთ, აუცილებლად კოლატერალი, ანუ უზრუნველყოფა უნდა ვახსენოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლებს DAI-ს წყალობით შეუძლიათ სესხის აღება, სანაცვლოდ კი სხვა კრიპტოვალუტებს ათავსებენ გარანტად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უზრუნველყოფილი ტიპის სესხი, რასაც DAI გვთავაზობს, გაცილებით ნაკლები პროცენტით ბრუნდება, ვიდრე არა-უზრუნველყოფილი.

DAI-ს საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა დეველოპერ Rune Christensen-ის მიერ და ის ცენტრალიზებული სტაბილური კრიპტოვალუტების ალტერნატივად შეიქმნა.

2017 წელს კი, DAI-ის Maker Protocol-ზე ოფიციალური დებიუტი ჰქონდა, აქ შებიჯებამ კრიპტოვალუტას მეტი სტაბილურობა და სანდოობა შესძინა მსესხებლებისთვის, როგორც ბიზნესების შემთხვევაში, ასევე კერძო პირებისთვის, ეს ყველაფერი კი, დეცენტრალიზებული ბუნების შენარჩუნებით მოახერხა და კრიპტო ენთუზიასტებს რეალური ანონიმურობა შესთავაზა.

როგორ მუშაობს DAI და რატომ არის კრიპტოვალუტა უნიკალური?

სხვადასხვა კრიპტოვალუტებითა და ციფრული აქტივებით უზრუნველყოფილი სესხების ინდუსტრიაში, რომელსაც CDP ჰქვია, DAI უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

CDP-ები კი, თავის მხრივ ჭკვიანი კონტრაქტების წყალობით მუშაობენ და მომხმარებლებს Maker Protocol-ის დახმარებით DAI-ის გამომუშავების შესაძლებლობას აძლევენ, სანაცვლოდ გარკვეული აქტივების უზრუნველყოფით როგორიც მაგალითად ეთერიუმია.

წარმოიდგინე, რომ CDP ერთგვარი უსაფრთხო შესანახი სივრცეა, სადაც სესხის დაბრუნებამდე შენს აქტივებს ხელუხლებლად ათავსებ.

მაგალითად, მომხმარებელი $100 ღირებულების DAI-ის ასაღებად $200 ღირებულების ETH-ს ათავსებს დეპოზიტად და ფასნამატით თავს იზღვევს ინფლაციური რისკების მიმართ.

ამ დროს მომხმარებელს თანხის საშოვნელად არ უწევს მის საკუთრებაში არსებული ETH-ის სამუდამოდ გაყიდვა, არამედ ის დროებით გარანტად ათავსებს საკუთარ აქტივებს მომავალში უკან დაბრუნების პერსპექტივით.

საკუთარი აქტივების დაბრუნება მომხმარებლებს ნასესხები DAI-სა და დამატებით საკომისიოს გადახდით შეუძლია.

სწორედ DAI წარმოადგენს სტაბილური კრიპტოვალუტების ახალ თაობას. ამ კრიპტოს სიძლიერე მის ტექნოლოგიაში, საინვესტიციო პოტენციალში და ბაზრის ვოლატილობაშია.

რა უპირატესობები აქვს კრიპტოვალუტა DAI-ის?

  • არ საჭიროებს მინიმალურ შენატანს: მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საფინანსო სამყაროსთან დასაკავშირებლად ბანკის ანგარიშის გახსნაა საჭირო, რომელიც გარკვეულ მინიმალურ შენატანს მოითხოვს. DAI კი, არანაირ დადგენილ მინიმალურ შენატანს არ მოითხოვს, უბრალოდ გახსენი ანგარიში და იყიდე ან ისესხე რამდენი DAI-იც გინდა იმდენი.

  • სტაბილური ფასი: ეკონომიკურად არაჯანსაღ ქვეყნებში კრიპტოვალუტა fiat ვალუტის მნიშვნელოვანი ალტერნატივაა, რადგან ის მუდმივად სტაბილურ ფასს ინარჩუნებს და $1 ტოლია.

  • სწრაფი და იაფი: საერთაშორისო საბანკო გადარიცხვები შეიძლება დიდ დროსთან და ბევრ საკომისიოსთან ასოცირდებოდეს. საპირისპიროდ, DAI-ის მინიმალური საკომისიოები აქვს, გადარიცხვის დრო კი ძალიან მცირეა.

  • მაღალი უსაფრთხოება: MakerDAO-სათვის პრიორიტეტი უსაფრთხოებაა და პლატფორმას ხშირად უამრავი საერთაშორისო კომპანია უკეთებს აუდიტს. ჭკვიანი კონტრაქტები და ეთერიუმის ქსელი კი გარანტია, რომ კრიპტო აქტივებს არასდროს საფრთხე არ ემუქრებათ.

როგორ ვიყიდო კრიპტოვალუტა DAI?

თუკი კრიპტოვალუტა DAI-ის ყიდვა გინდა, ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი გზა კრიპტო ბირჟის გამოყენებაა. უამრავი წარმოდგენილი ონლაინ პლატფორმიდან კი, შენზე მორგებულის შერჩევა აუცილებელია.

ზოგადად, კრიპტოს ყიდვა სწრაფი, იაფი და მარტივი უნდა იყოს, როგორც დამწყებთათვის, ასევე გამოცდილი თრეიდერებისათვის. სწორედ ამ სამი ფაქტორის გაერთიანებით შესაძლოა შენზე მორგებული პლატფორმა პირველი ქართული კრიპტო ბირჟა კრიპტალი იყოს.

კრიპტალზე კრიპტოვალუტა DAI-ის ყიდვა ორი გზით არის შესაძლებელი: Spot ბირჟა და კონვერტაცია.

  • კონვერტაცია: როდესაც კრიპტოს ყიდვა მომენტალურად გინდა, კრიპტალის კონვერტაცია უნდა გამოიყენო. კრიპტო სამყაროში კი, დრო საკმაოდ მნიშვნელოვანია.



    კონვერტაციის ფუნქცია საშუალებას გაძლევს DAI გადაცვალო სხვა კრიპტოვალუტებსა და ფიატ აქტივებში ყოველგვარი გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე. ეს ფუნქცია სწორედ იმ მომხმარებლებისათვის არის გათვლილი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კრიპტოს გადაცვლა სწრაფად და ზედმეტი ცოდნის გარეშე.

  • Spot ბირჟა: ეს არის ციფრული ბაზარი, რომელიც კრიპტოს ყიდვისა და გაყიდვის მსურველ თრეიდერებს ერთმანეთთან აკავშირებს. აქ შეგიძლია დადო DAI-ის ყიდვის მოთხოვნა და აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს და მის საკუთრებაში არსებულ DAI-ის გაყიდის.

    Spot ბირჟა კრიპტოს ყიდვის ის მეთოდია, რომელიც საუკეთესო ფასის დაჭერის შესაძლებლობას მოგცემს, თუმცა გაითვალისწინე, რომ ეს შედარებით გამოცდილი თრეიდერებისა და ინვესტორებისთვის არის განკუთვნილი.
Support