რა ხდება კრიპტოვალუტა იუპიტერის ირგვლივ?
მიუხედავად იმისა, რომ DeFi სივრცემ ბოლო პერიოდში რეგრესი განიცადა და საუკეთესო დრო არ უდგას, გარკვეულ წინსვლასა და აღზევებას ვხედავთ, რომელიც დეცენტრალიზებული კრიპტო ბირჟების, აგრეგატორებისა და მათთან დაკავშირებული კრიპტოვალუტების დამსახურებაა. სწორედ ამ ჩამონათვალს შორის არის კრიპტოვალუტა იუპიტერი და მისი აგრეგატორი.
თუკი დაინტერესებული ხარ, თუ რამ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი სოლანას ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული აქტივის ირგვლივ, რომელზედაც დღიურად 200,000 საფულის აქტიურობა ჩანს, ეს ბლოგი შენთვის არის. აქ გაიგებ, რა არის კრიპტოვალუტა იუპიტერი და მისი აგრეგატორი და როგორ შეგიძლია შენ მისი გამოყენება კრიპტო მოგზაურობის გამარტივებისათვის.
რა არის DEX აგრეგატორი?
მანამ, სანამ კრიპტოვალუტა იუპიტერზე საუბარს დავიწყებდეთ, აუცილებელია გავიგოთ რა არის DEX აგრეგატორი, რა უპირატესობები აქვს მას და ზოგადად, როგორ განსხვავდება სტანდარტული დეცენტრალიზებული ბირჟისაგან, რომელსაც უბრალოდ DEX ჰქვია.
DEX აგრეგატორები არიან კრიპტო პლატფორმები, რომლებიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევენ ერთი სივრციდან გადაცვალონ კრიპტოვალუტები ერთმანეთში, სხვადასხვა დამოუკიდებელ პლატფორმებზე გადასვლის გარეშე. უამრავი კრიპტო პლატფორმისა და მათზე არსებული კრიპტოს ფასის გაანალიზებით DEX აგრეგატორები მომხმარებლებს აქტივების გადასაცვლელად საუკეთესო ფასს სთავაზობენ. მარტივად რომ ვთქვათ, დეცენტრალიზებული ბირჟის აგრეგატორები, ანუ DEX აგრეგატორები იმგვარი პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს კრიპტოვალუტების ერთმანეთში გადასაცვლელად კომფორტულ გარემოს სთავაზობს, სადაც მაქსიმალურად კარგი ფასი იქნება, როგორც აქტივებზე, ასევე საკომისიოებზე.
თუმცა, რა სხვაობაა ტრადიციულ დეცენტრალიზებულ ბირჟებსა (DEX) და DEX აგრეგატორებს შორის? სხვადასხვა კრიპტო პლატფორმის გაანალიზებით, DEX აგრეგატორს, ტრადიციული დეცენტრალიზებული ბირჟისაგან განსხვავებით შეუძლია მომხმარებელს იმ მომენტისათვის საუკეთესო ფასი შესთავაზოს ყველა სერვისისა თუ ნიუანსის გათვალისწინებით, გარდა ამისა, მომხმარებელს წინასწარ შეუძლია პლატფორმის ბოტს მისცეს სხვადასხვა დავალება, დეცენტრალიზებულ ბირჟაზე კი ეს ყველაფერი შენ ხელით უნდა გააკეთო და კრიპტო გადასაცვლელად ყოველ წუთს ამოწმო, საბოლოოდ კი ამაში ბევრი დრო იხარჯება.
მოკლედ რომ ვთქვათ, დეცენტრალიზებული აგრეგატორი მომხმარებელს უფრო დიდ ბაზარზე, სავაჭრო წყვილებსა და ლიკვიდურობაზე აძლევს წვდომას, ვიდრე ტრადიციული დეცენტრალიზებული ბირჟა.
თუმცა გაითვალისწინე, კრიპტოს ყიდვა და ერთმანეთში გადაცვლა ჩვეულებრივ DEX-ზე უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე DEX აგრეგატორებზე, რადგან მათ უამრავ ბირჟას შორის უწევთ ოპერირება და ტრანზაქციების დადასტურება.
რა არის იუპიტერის აგრეგატორი და რა შეუძლია მას?
იუპიტერის აგრეგატორი, რომელიც სოლანას ბლოკჩეინზე შექმნილი DEX აგრეგატორია, კრიპტოვალუტების მარტივად გადაცვლას უზრუნველყოფს ქსელში არსებული უამრავი კრიპტო პლატფორმის ლიკვიდურობისა და ფასების გაანალიზებით. Metis-ის ალგორითმი, რომელიც უნიკალურია იუპიტერის აგრეგატორისათვის, დეტალურად მიმოიხილავს მრავალფეროვან დეცენტრალიზებულ ბირჟებზე არსებულ კრიპტო აქტივებსა და მათ ფასებს, მოთხოვნა მიწოდებას და შესაბამისად, საუკეთესო ვარიანტის დადგენის შემდგომ, თრეიდერს სთავაზობს ყველაზე კარგ საკომისიოებსა და ფასს.
იუპიტერის აგრეგატორის მშობლიური კრიპტოვალუტა სწორედ იუპიტერია, რომელიც ბოლო პერიოდია ძალიან პოპულარული გახდა კრიპტო საზოგადოებაში და სოლანას ბლოკჩეინის წყალობით, მომხმარებლებს უამრავ კარგ სავაჭრო ფუნქციას სთავაზობს. პროექტი თავდაპირველად მხოლოდ სოლანაზე და მასთან დაკავშირებულ ტოკენებზე იყო გათვლილი, თუმცა ახლა შეიძლება პლატფორმის პოპულარობის ზრდასთან ერთად, მისი პროფილიცა და მომსახურების არეალიც გაიზარდოს. გარდა ამისა, დეველოპერების ჯგუფი აქტიურად მუშაობს პლატფორმის სტაბილური კრიპტოვალუტის, ანუ Stablecoin SUSD-ის შექმნაზე. ახალი ფუნქციონალისა და დამატებითი პოპულარობის წყალობით, იუპიტერის აგრეგატორი გეგმავს უფრო მრავალმხრივ ჩაერთოს დეცენტრალიზებულ ეკოსისტემაში და თრეიდერებსა და კრიპტოს ყიდვის მსურველებს დამატებითი სერვისები შესთავაზოს.
- ბრიჯი, ანუ ხიდი: იუპიტერის აგრეგატორი გეგმავს, რომ პლატფორმამ ბრიჯის, ანუ ხიდის როლი შეითავსოს სხვადასხვა ბლოკჩეინებსა და ქსელებს შორის. ეს უნიკალური თვისება კი, მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, ერთი სივრციდან მარტივად და დაბალი საკომისიოებით გადაცვალონ სხვადასხვა ქსელის მქონე კრიპტოვალუტები ერთმანეთში.
- გადაცვლა (Swap): პლატფორმის მთავარი როლი, რომელიც ტოკენებისა და ქოინების ერთმანეთში გადაცვლას უზრუნველყოფს Swap-ია და მისი მოვალეობა ერთი აქტივის მეორეში მაქსიმალურად სწრაფად და დაბალი საკომისიოებით მიმოცვლაა.
- Dollar Cost Averaging (DCA): იუპიტერი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას განახორციელონ კრიპტოს ეტაპობრივი და ზომიერი შესყიდვა. პლატფორმა ამას ავტომატიზირებულ რეჟიმში აკეთებს თანაც ისე, რომ კრიპტოს ყიდვისას საუკეთესო ფასი შეარჩიოს. ეს უნიკალური თვისება კი, იძლევა შესაძლებლობას რომ საბოლოო ჯამში, გრძელვადიანი ინვესტორებისათვის პოტენციური დანაკარგები და რისკები მინიმუმამდე დავიდეს, ხოლო მოგება, მაქსიმალურად გაიზარდოს.
რა არის კრიპტოვალუტა იუპიტერი (JUP)?
როგორც ვახსენეთ, იუპიტერი ამავე სახელწოდების პლატფორმის, იუპიტერის აგრეგატორის (DEX აგრეგატორი) მშობლიური კრიპტოვალუტაა. ის მმართველობითი ტიპის ტოკენია, რაც გულისხმობს იმას, რომ კრიპტოს მფლობელებს აქვთ ხმის მიცემისა და გადაწყვეტილებების მიღების უფლება, დაადასტურონ ცვლილება პლატფორმაზე, უარყონ და ა.შ. რათა საბოლოო ჯამში, კრიპტო პლატფორმა განვითარდეს და მომხმარებლებზე ორიენტირებული სწორედ მომხმარებლების გადაწყვეტილებებით გახდეს.
გარდა ამისა, ზოგიერთი თრეიდერი მას განიხილავს როგორც მოკლე ან გრძელვადიან საინვესტიციო აქტივად და ამის პარალელურად, სხვადასხვა კრიპტო ბირჟებზე უკვე გამოჩნდა იუპიტერი, რომლის ერთეულის ფასიც დღევანდელი მონაცემებით $0.5 ფარგლებში მერყეობს.
ჯამურად 10 მილიარდი JUP ტოკენი ჩაეშვება მიმოქცევაში, რომლიდანაც 50% იუპიტერის საქმიანობაში ჩართულ საზოგადოებას გადაეცემა, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა მიზნებს მოხმარდება.
რატომ გაიზარდა კრიპტოვალუტა იუპიტერის ფასი (JUP)?
როგორც გავიგეთ, კრიპტოვალუტა იუპიტერის ფასი ბოლო პერიოდში მაღლა მიიწევს, პროცენტულად კი, ღირებულების ზრდა კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება. კრიპტოს ფასის ზრდის უკან რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც აქტივზე მოთხოვნისა და ღირებულების ზრდა გამოიწვია, ბაზარზე არსებული პოზიტიური სენტიმენტია. იმის გათვალისწინებით, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება კრიპტოს ყიდვა & გაყიდვაში, განსაკუთრებით კი ბოლო რამოდენიმე თვეში, გასაკვირი არ იქნება ისიც, რომ ინვესტორები ახალი კრიპტო აქტივების ძიებით არიან დაკავებული, რომელიც მათ დიდ მოგებას მოუტანს დროის მოკლე პერიოდში. ზოგადი პოზიტიური ტენდენციიდან გამომდინარე, ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა იუპიტერის ყიდვა და მასში ინვესტირება, გაზრდილი მოთხოვნა კი, გაზრდილ ფასს ნიშნავს.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ტოკენის ირგვლივ გაშვებული Airdrop. სოლანას ეკოსისტემაში ჩართული ადამიანებისათვის, JUP-მა უზარმაზარი, $700 მილიონიანი Airdrop გაუშვა და ადამიანებს ამ ღირებულების იუპიტერის ტოკენები დაურიგა, რამაც ბირჟებზე ტრანზაქციები გაზარდა და შესაბამისად იმატა ვაჭრობის მოცულობამაც. გარდა იმისა, რომ იუპიტერის Airdrop კრიპტოვალუტების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო, პროცესმა რაიმე მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე ჩაიარა, რაც საბოლოოდ პროექტის ტექნიკურ მხარეზე დადებითად მეტყველებს.
დამატებით, რამაც იუპიტერის ფასი გაზარდა არის დეცენტრალიზებული ბირჟების პოპულარობა. როგორც წავიკითხეთ, იუპიტერიც დეცენტრალიზებული აგრეგატორია, რაც ნიშნავს იმას, რომ კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსრუველისათვის პლატფორმა სხვადასხვა დეცენტრალიზებული კრიპტო ბირჟების ანალიზით საუკეთესო ფასს პოულობს და მასს სთავაზობს მომხმარებელს.
ასეთი პლატფორმები კი, სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს და შესაბამისად ინტერესდებიან მისი მშობლიური კრიპტოვალუტა იუპიტერითაც. შესაბამისად, 130%-იანი ფასის ზრდით, Jupiter რჩება კვირის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ციფრულ აქტივად.
რა პლიუსები აქვს იუპიტერის აგრეგატორს (Jupiter Aggregator)?
- მაღალი ლიკვიდურობა:
Metis-ის ალგორითმის წყალობით იუპიტერის აგრეგატორი DEX აგრეგატორებს შორის ლიდერია, რადგან მას შეუძლია მომხმარებელს საუკეთესო პირობები შესთავაზოს. პლატფორმის ალგორითმი დეტალურ ანალიზს უკეთებს ინტერნეტში სხვადასხვა დეცენტრალიზებულ პლატფორმებს, კრიპტოვალუტების ფასებსა და ლიკვიდურობას, რის შემდგომაც მომხმარებელს იუპიტერი საუკეთესო ფასს სთავაზობს, როგორც კრიპტოვალუტაზე, ასევე საკომისიოებზე.
სოლანას ბლოკჩეინის წყალობით კი, მოძიების პროცესის შემდგომ უშუალოდ ტრანზაქცია ძალიან სწრაფად ხორციელდება, რა დროსაც ქსელი წამში 50,000 გადარიცხვას ატარებს.
- მარტივი გამოსაყენებელი:
ტრადიციზული DEX-ებისგან, ანუ დეცენტრალიზებული ბირჟებისაგან განსხვავებით, რომლებსაც რთული ინტერფეისი ახასიათებთ, მაგალითად Uniswap, იუპიტერი მარტივი სანავიგაციო პლატფორმით გამოირჩევა და აქცენტი მინიმალიზმზეა გადატანილი.
გარდა იმისა, რომ მომხმარებლებისთვის კომფორტულია სანავიგაციოდ, დამწყები თრეიდერებისათვის და კრიპტოს ყიდვის მსურველთათვის, იუპიტერი მარტივი გამოსაყენებელია, სადაც ფუნქციონალის გარდა, ნათლად არის გაწერილი საკომისიოები.
შეჯამება
იუპიტერის დეცენტრალიზებული პლატფორმა კრიპტო სამყაროსთვის ნამდვილი სიახლე აღმოჩნდა.
ხოლო კრიპტოვალუტა იუპიტერი, ბოლო პერიოდში ყველაზე ცხელი ციფრული აქტივია ფასის დაფიქსირებული ზრდიდან გამომდინარე. პირველი აღმასვლისას უამრავი ადამიანი დაინტერესდა, შემდგომ კი იყიდა და ახლა ყველა ელოდება, როგორ განვითარდება ამ კრიპოტს მომავალი, რომელსაც ყველა ერთად ვნახავთ.
თუმცა, კრიპტოვალუტისგან დამოუკიდებლად, საინტერესოა დეცენტრალიზებული აგრეგატორის როლიც და ამგვარი პლატფორმების მომავალი.