რა არის Uniswap (UNI)?
Uniswap არის სრულიად ახლებური ტიპის კრიპტო აქტივი, რომელიც დეცენტრალიზებულ პროტოკოლსა და ეთერიუმის ბლოკჩეინს ეფუძნება. მარტივად რომ ვთქვათ, ის მუშაობს Automated Liquidity Protocol-ზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ტოკენს გამართული მუშაობისათვის არ სჭირდება ორდერ ბუქი და ცენტრალიზებული სუბიექტი. სწორედ მისი პროტოკოლის წყალობით, კრიპტო აქტივით ვაჭრობა სრულიად დეცენტრალიზებულია, ყოველგვარი შუამავლების გარეშე.
უნისვაპს აქვს საკუთარი ლიკვიდურობა, რომელსაც ამ ტოკენის მფლობელები საკუთარი ძალებით ავსებენ, ამით კი მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთში არა-მხოლოდ Uniswap და ფიატ ვალუტები გაცვალონ, არამედ ყველა ERC-20 ტოკენი.
გარდა ეთერიუმის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტოკენისა, უნისვაპი თავადაც არის დეცენტრალიზებული ბირჟა, სადაც მხოლოდ ERC-20 ტოკენებს შეხვდებით, კრიპტოს ყიდვა კი, პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან როგორც ვახსენეთ ლიკვიდურობას მომხმარებლები თავიანთი ძალებით ავსებენ და ქსელიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.
როგორ მუშაობს Uniswap?
როგორც ვახსენეთ, უნისვაპს მუშაობისთვის არ სჭირდება ორდერ ბუქი, შესაბამისად იგი ახლებური ტიპის კრიპტო აქტივია. ეს ყველაფერი კი, შესაძლებელი მისი მოდელის წყალობით ხდება, რომელსაც Constand Product Market Maker-ის სახელით იცნობენ კრიპტო სამყაროში.
ეს ავტომატიზირებული სისტემა ეთერიუმის ჭკვიან კონტრაქტებზე მუშაობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ტრანზაქციების განხორციელება კონტრაქტშია ჩადებული, თუკი ერთი დათქმული პირობა შესრულდება, ავტომატურად, მეორე დათქმული პირობაც იწყებს განხორციელებას, ანუ ტოკენი სხვა ადამიანის საფულეში ავტომატიზირებულ რეჟიმში, ყოველგვარი ჩარევების გარეშე გადაირიცხება.
გახსოვს, უნისვაპს საკუთარი ლიკვიდურობა რომ აქვს? სწორედ მისი წყალობით, მომხმარებლები უწყვეტ რეჟიმში იყენებენ ამ კრიპტოვალუტას, სანაცვლოდ ისინი იხდიან გარკვეულ საკომისიოს, რომელიც სწორედ ლიკვიდურობის მომწოდებელ მომხმარებლებთან მიდის ჯილდოების სახით.
მათი როლი სისტემის მუშაობაში განუსაზღვრელია, სწორედ ამიტომ არსებობს ჯილდოს სისტემა და ამ ჯილდოს „ლიკვიდურობის ტოკენები“ ჰქვია.
როგორ მუშაობს ლიკვიდურობა? - წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე მომხმარებელმა 1 ეთერიუმი იყიდა 1600 DAI-ის სანაცვლოდ (ორივე ERC-20 ტოკენი). ამ ტრანზაქციის განხორციელებისას გაიზარდა DAI-ის მოცულობა და შემცირდა ETH-ს რაოდენობა, შესაბამისად გაიზარდა ამ უკანასკნელის ფასი, ვინაიდან ნაკლები აქტივი დარჩა საყიდლად.
ამ მექანიზმით, ლიკვიდურობის მიწოდებისას ბალანსდება ფასის ფაქტორი და ეკოსისტემაში ნარჩუნდება ჯანსაღი ციკლი.
რატომ არის Uniswap უნიკალური?
უნისვაპის უნიკალურობა მის სტრუქტურაში და აქტივების განაწილებაშია. პროექტს დამატებითი შემოსავალი არ აქვს და ის სრულად ლიკვიდურობის შემქმნელებზეა დამოკიდებული, ხოლო საკომისიოები, რომლებსაც მომხმარებლები ტოვებენ, უკან ჯილდოს სახით უბრუნდებათ ლიკვიდურობის შემქმნელებს.
ჭკვიანი კონტრაქტების წყალობით, უნისვაპში ყოველი შესრულებული ტრანზაქცია 0.3%-იანი საკომისიოთი იბეგრება, რომელიც ავტომატურად მიემართება ლიკვიდურობისაკენ და მისი მომმარაგებლებისკენ, რომლებსაც შემდგომ მისი განაღდება ან სურვილისამებრ გამოყენება შეუძლიათ.
ჯილდოს რაოდენობის დისტრიბუცია კი, ლიკვიდურობაში მონაწილეობის პროპორციულად განისაზღვრება.
მიუხედავად იმისა, რომ უნისვაპის პლატფორმა ამჟამად საკუთარ დეველოპერებს არაფერს სთავაზობს, მომავალში შესაძლოა ეს შეიცვალოს და უნისვაპ v3 პროტოკოლის გამოჩენისას ჯილდოს განაწილების სტრუქტურა სხვანაირი გახდეს.
თუმცა, ჯერ-ჯერობით უნისვაპი რჩება უნიკალურ პროექტად, რომელიც მხოლოდ მასში მონაწილე და ჩართული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი საკომისიო თუ ლიკვიდურობა მხოლოდ კრიპტოვალუტით მოსარგებლე ადამიანებს ხმარდება.
რამდენი Uniswap ტოკენია ცირკულაციაში?
ამჟამად Uniswap (UNI)-ის 1,000,000,000 ტოკენია მიმოქცევაში, რომელთა დისტრიბუციაც 4 ლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება. მას შემდგომ კი, რაც ყველა კრიპტოვალუტა მიმოქცევაში ჩაეშვება, Uniswap წლიურ 2%-იან ინფლაციურ დონეს დააწესებს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცირკულაციაში არსებული ან/და გასაშვები ტოკენებიდან დაახლოებით 60% უნისვაპის მფლობელებს შორის ეირდროპების სახით გაიცემა. ხოლო, დარჩენილი 40% კი, განკუთვნილია ქსელის დეველოპერების, მარკეტერების, ინვესტორებისა თუ სხვა ჩართული ადამიანებისათვის.
როგორ ვიყიდო კრიპტოვალუტა Uniswap (UNI)?
თუკი კრიპტოს ყიდვა მოგინდა და ეძებ ოპტიმალურ ვარიანტს, რომელიც დაგეხმარება ციფრული აქტივის სწრაფად, მარტივად და იაფად შეძენაში, მაშინ შეიძლება კრიპტო ბირჟა საშენო ვარიანტი იყოს.
კრიპტალი კი, გთავაზობს როგორც Spot ბირჟის მხარდაჭერას, ასევე კონვერტაციის ფუნქციას, რომელიც დამწყებ თრეიდერებსა და კრიპტოს ყიდვის სურვილის მქონე ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. თანაც, ყველაზე დაბალი საკომისიოებით და მარტივი ფუნქციონალით.
- კონვერტაცია: კრიპტო ბაზარზე, სადაც ფასები შეიძლება ხშირად იცვლებოდეს და ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, კონვერტაცია კარგ ფუნქციონალად გვევლინება. მისი წყალობით, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კრიპტოს ყიდვა სურს, შეუძლია ციფრული აქტივები ყოველგვარი ზედმეტი პროცედურების გარეშე იყიდოს, უბრალოდ ირჩევ სასურველ კრიპტოვალუტას, უთითებ რა რაოდენობის ყიდვა გსურს და სულ ეს არის, რამოდენიმე წამში კრიპტო შენს საფულეშია.
გარდა ამისა, კონვერტაცია შეუძლია გამოიყენოს ყველამ და სრულებითაც არ არის საჭირო რაიმე გამოცდილების ქონა თრეიდინგში. თუკი კრიპტოს ყიდვა პირველად გიწევს, მაშინ ნუ შეგეშინდება, კონვერტაცია შენთვის არის.
- Spot ბირჟა: კრიპტოვალუტების დიდ ბაზარზე Spot ბირჟა თრეიდერებს სხვა თრეიდერებთან დაკავშირებაში და კრიპტო აქტივების მიმოცვლაში ეხმარება, ჩვენს შემთხვევაში კი, UNI-ის ყიდვასა და გაყიდვაში გაგიწევს მეგზურობას. Spot ბირჟაზე ათავსებ მოთხოვნას, რომ გსურს იყიდო უნისვაპი, შემდგომ შენი მოთხოვნა ხვდება სხვა მომხმარებლებს, რომელსაც იმავე აქტივის გაყიდვა სურს, თუკი საყიდელი და გასაყიდი ფასები ერთმანეთთან გადაიკვეთება, ტრანზაქციაც განხორციელდება.
გაითვალისწინე, Spot ბირჟის მთავარი უპირატესობა კრიპტოს საუკეთესო ფასად ყიდვაშია. აქ შენ განსაზღვრავ, თუ რა ფასად გინდა კრიპტოს ყიდვა ან სულაც გაყიდვა. შესაბამისად, Spot Exchange-ის ფუნქციონალის გამოყენებისას, უპირატესობა ფასის ოპტიმიზაციაა და არა სისწრაფე. ასევე, შეიძლება ბირჟა შედარებით გამოცდილი თრეიდერებისთვის უფრო მოსახერხებელი იყოს, ვიდრე დამწყებთათვის.