კრიპტო ბაზარი მუდმივად მზარდი ინდუსტრიაა, რაც საერთო კრიპტო საბაზრო კაპიტალიზაციის $1.3 ტრილიონიანი ბრუნვითაც ჩანს. გარდა ამისა, სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება კრიპტო ციებ-ცხელებაში და უჩნდება კითხვა - მარტივად: როგორ დავიწყო კრიპტო?
დამწყები კრიპტო ინვესტორები ცდილობენ პირველი ნაბიჯებისათვის შესაბამისი კრიპტო ვალუტა შეარჩიონ. დღეს კი, ვისაუბრებთ კვირის ყველაზე წარმატებულ კრიპტო აქტივზე, Terra Classic (LUNC), რომელიც შესაძლოა ახალ ინვესტორებს გამოადგეთ.
ბლოგში გაიგებთ, რა არის ტერა კლასიკი, როგორ გაიზარდა ის ერთი კვირის განმავლობაში და რატომ გახდა ის კვირის საუკეთესო კრიპტოვალუტა.
რა არის ტერა კლასიკი (LUNC) და როგორ გაიზარდა ის?
ტერა არის ბლოკჩეინ პროტოკოლი, რომელიც საკუთარი ქსელის წარმადობისა და სტაბილურობისთვის იყენებს სტაბილურ ქოინებს. სტაბილური კრიპტოვალუტა, არის ქოინი, რომლის ფასიც მიბმულია სხვა აქტივთან, რაც მას „სტაბილურად“ აქცევს, შესაბამისად აქედან მოდის მისი დასახელებაც.
ტერას ბლოკჩეინზე მუშაობა 2018 წლის იანვარში დაიწყო და ოფიციალურად დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის აპრილში გაეშვა.
ტერა კლასიკი არის კარგად ნაცნობი ტერა ლუნას განახლებული ვერსია. განახლება არ შეეხო მხოლოდ სახელის ცვლილებას, არამედ ის აისახა უშუალოდ ტექნოლოგიაზეც და ბლოკჩეინში არსებული სტაბილური ქოინები მიბმულია ისეთ ფიატ აქტივთან, როგორიც ა.შ.შ დოლარია ($).
არსებობს თეორია, რომ დასახელება „კლასიკი“ უკავშირდება 2017 წელს ეთერიუმის გაყოფას, რის შედეგადაც წარმოიშვა „კლასიკური ეთერიუმი“.
ტერას ბლოკჩეინის შემქმნელები დენიელ შინი და დო კვონი არიან. მათი მთავარი მამოძრავებელი მოტივი, კრიპტო აქტივისა და ბლოკჩეინ პროტოკოლის შემუშავებისას კრიპტო ტრანზაქციების გამარტივება იყო.
ტერა კლასიკის ფასი დღეის მდგომარეობით $0.0001011 შეადგენს და ერთი კვირის ჭრილში კრიპტო აქტივმა 15.39%-იანი ზრდა დააფიქსირა.
კრიპტო ექსპერტები ტერა კლასიკის ფასის ზრდას დაგეგმილ v2.1.0 განახლებას უკავშირებენ, რაც გაცილებით უსაფრთხოს გახდის ბლოკჩეინს და ტრანზაქციების სისწრაფეს კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს.
მოსალოდნელია, რომ განახლება 14 ივნისს დაიწყება.
Honorary Mention: რა ზრდა ქონდა The Sandbox (SAND)?
The Sandbox არის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვირტუალური რეალობის სივრცე, უფრო კონკრეტულად კი - მეტავერსის ერთ-ერთი სახეობა, სადაც იმავე სახელწოდების კრიპტო აქტივით არის შესაძლებელი სხვადასხვა ტრანზაქციის განხორციელება, ვირტუალური ნივთების შეძენა და ა.შ.
სენდბოქსის ფასი ერთი კვირის პერიოდში 11.5%-ით გაიზარდა და კრიპტო აქტივის ფასმა $0.6 შეადგინა.
თანამედროვე სამყაროში, მეტავერსში ჩართული ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს, ეს კი ყველანაირ აქტივს, რაც მას უკავშირდება მეტად ფასეულსა და მოთხოვნადს ქმნის, შესაბამისად იზრდება ფასის Sandbox-ზე.
შეჯამება:
გასული 7 დღის ზრდა კრიპტო სამყაროში უამრავ აქტივს შეეხო და მწვანე ტალღა კვლავ გრძელდება. კრიპტო ინვესტორები მომავალი კვირების განმავლობაშიც ელოდებიან პოზიტიურ სვლებს და აქტიურად ადევნებენ თვალს ტერა კლასიკის მოსალოდნელ განახლებას.
გისურვებთ წარმატებულ თრეიდინგს!