coin-vs-token-geo-1000x300
2023-08-02clock7 minutes

ტოკენი vs. ქოინი: რას ნახავ ბლოგში?

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტებით დაინტერესებული ადამიანები, იქნებიან ისინი ინვესტორები თუ თრეიდერები, ტოკენებსა და ქოინებს ერთმანეთში ხშირად ცვლიან, მაგრამ რას წარმოადგენენ ისინი რეალურად?

ერთი შეხედვით, მათ შორის არანაირი სხვაობა არ არის, თუმცა რეალურად მათ ფუნდამენტურად განსხვავებული დანიშნულება აქვთ.

ამ ბლოგში მოგიყვებით ყველაფერს, რა არის ტოკენი და რა არის ქოინი, რა სხვაობაა მათ შორის და რაში გამოიყენებიან ისინი.

რა არის კრიპტო ქოინი?

ქოინები არიან კრიპტო აქტივები, რომლებსაც საკუთარი ბლოკჩეინი და პროტოკოლი გააჩნიათ. ისინი ოპერირებენ ისე, როგორც ჩვენთვის უკვე კარგაც ცნობილი ტრადიციული fiat ვალუტები, იქნება ეს ლარი, ა.შ.შ დოლარი თუ სხვა და ძირითადად გამოიყენებიან საგადახდო მიზნებისა და გრძელვადიან პერიოდში შენახვისათვის.

სწორედ ქოინი არის ის, რაზეც ადამიანი პირველად ფიქრობს, როდესაც კრიპტოვალუტას ან ციფრულ აქტივს გაიგებს.

ყველაზე პოპულარული ქოინები არიან ბიტკოინი, ეთერიუმი და რიპლი.

რა არის კრიპტო ტოკენი?

ქოინებისგან განსხვავებით, ტოკენებს არ გააჩნიათ საკუთარი ბლოკჩეინი. სანაცვლოდ, ისინი სხვა კრიპტოვალუტების ქსელზე მუშაობენ. როგორც წესი, ტოკენებს სხვადასხვა გუნდები და ორგანიზაციები ქმნიან ქოინების ქსელზე დაშენებით.

ცხადია, თუ ქოინი და ტოკენი ერთიდაიმავე ქსელზე მუშაობენ, ხშირად ისინი საერთო თვისებებსა და ფუნქციებს იზიარებენ და როგორც წესი, მათი ერთმანეთში გადაცვლაც პრობლემა არ არის.

თუმცა, ტოკენები არ გამოიყენებიან როგორც შესანახი აქტივები, ისინი სხვა ტიპის კრიპტოვალუტები არიან.

უზარმარმაზარ კრიპტო სამყაროში რამოდენიმე ბლოკჩეინი არსებობს, რომელზედაც შესაძლებელია ტოკენების შექმნა. ყველაზე პოპულარული და ცნობილი ეთერიუმია.

დამატებით, ყველა ტოკენი იზიარებს ჭკვიანი კონტრაქტების ტექნოლოგიას და მათ ოპერირებაშიც აქტიურად გამოიყენება.

დამატებით, კრიპტო აქტივმა რამოდენიმე თვისება უნდა დააკმაყოფილოს, რომ ტოკენი ეწოდოს:

  1. გამჭვირვალობა
    ყველა ჩართული მხარე უნდა ხედავდეს ტრანზაქციის ისტორიას
  2. ფუნქციონალი
    ტოკენები ჭკვიანი კონტრაქტების, ანუ Smart Contracts-ების მეშვეობით არიან შექმნილი, შესაბამისად ყველამ ნათლად უნდა იცოდეს მათი ფუნქციონალი, მიზანი და ა.შ
  3. სანდო
    ტოკენები დეცენტრალიზებული ტექნოლოგიაა, შესაბამისად მათ არ ჰყავთ ერთი განმკარგვეი ორგანო, არამედ მათი სანდოობა სრულად კრიპტო საზოგადოებაზეა მინდობილი.
  4. ხელმისაწვდომობა
    ტოკენები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის.

რას აკეთებენ ტოკენები, ანუ რაში გამოიყენება ის?

პირველ რიგში, ტოკენები შესაძლებელია გამოიყენებოდეს ქოინების მსგავსად, საინვესტიციო კუთხით. თუმცა, როგორც თავდაპირველად ვახსენეთ, ეს მათი უპირველესი დანიშნულება არ არის.

ტოკენები ხშირად გამოიყენებიან როგორც, რომელიმე კრიპტო პროექტში ჩართულ მოხმარებელთათვის გადასაცემი სპეციალური აქტივები, რისი დახმარებითაც ამ ადამიანებს გარკვეულ ექსკლუზიურ პროდუქტთან აქვთ წვდომა, იქნება ეს ბლოკჩეინ თამაშები, dApps-ები თუ სხვა.

დამატებით, ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნან როგორც ხმის მისაცემი მექანიზმები, მაგალითად ჩილიზ ტოკენი (Chiliz Token), რომელსაც ფეხბურთისა თუ სხვადასხვა სპორტის სახოების გულშემატკივრები თავიანთი საყვარელი გუნდების გადაწყვეტილებების მიღებაში ხმის მისაცემად იყენებენ.

მოგვიანებით ჩილიზმა საკუთარ ბლოჩეინზე გადაინაცვლა, რითიც უკვე ქოინი გახდა.

რა ტიპის ტოკენები არსებობენ?

ტოკენები შეგვიძლია რამოდენიმე ჯგუფად დავყოთ, მათი როლიდან და მიზნიდან გამომდინარე. ჩვენ დღეს ყველაზე ხშირად გამოყენებად ტიპებზე ვისაუბრებთ და ესენია:

Non-Fungible Tokens ანუ NFT

NFT ტოკენების ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ტიპია. მათ რაიმე განსაკუთრებული ტექნიკური მიზნობრიობა არ გააჩნიათ. ასეთი ტიპის ტოკენები უბრალოდ ძვირადღირებული საკოლექიო ნამუშევრების გასაცვლელად გამოიყენება.

ყოველი Non-Fungible Token განუმეორებელი და უნიკალურია. არ არსებობს ორი მონა ლიზა, ისევე როგორც არ არსებობს ორი NFT ნამუშევარი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი ტოკენები საკუთრების დამადასტურებელი ნიშნებია. როგორც წესი ისინი წარმოადგენენ უნიკალურ სახელოვნებო ნამუშევარს, ვიდეოს ან სულაც თვითს.

Utility ტოკენები

უთილითი ტოკენები თავიანთ მფლობელებს ექსკლუზიურ სერვისებსა და პროდუქციაზე უხსნიან წვდომას. ძირითადად ისინი ერთი რომელიმე პლატფორმის შეიგნით ოპერირებენ და სწორედ ამ პლატფორმის ფარგლებში არსებულ სერვისებს სთავაზობენ, იქნება ეს ფასდაკლებები თუ სხვა რამ.

ისინი საინვესტიციო პოტენციალით არ გამოირჩევიან.

Security, საინვესტიციო ტოკენები

თუკი რომელიმე ტოკენს აქვს საინვესტიციო ხასიათი, ეს სწორედ Security ტოკენებია. ისინი სხვადასხვა აქციებისა და უძრავ-მოძრავი ქონების ტოკენიზირებული ვარიაციებია. სწორედ ამიტომ, Security ტოკენები ყველაზე მეტად დარეგულირებული აქტივებია.

რა სხვაობაა ქოინებსა და ტოკენებს შორის?

ყველაზე დიდ და მარტივი სხვაობა ქოინებსა და ტოკენებს შორის არის ის, რომ ქოინებს საკუთარი ბლოკჩეინ ქსელი აქვთ, ხოლო ტოკენებს არა.

დამატებით, ტოკენები როგორც წესი ბევრად კონკრეტული ფუნქციებისთვის იქმნებიან და შესაბამისად მათი ფასის განსაზღვრა ბევრად მარტივია, ვიდრე ქოინების, რომელთა ფასიც ბაზარზე მოთხოვნა - მიწოდების ფაქტორზეა მიბმული.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ქოინი დამატებითი ფუნქციონალითაც გამოიყენება, მაგალითად ეთერიუმი, ან თუნდაც ბიტკოინი, რომელიც არა-მხოლოდ ინვესტირებისთვის, არამედ საგადახდოდაც ხშირად გამოიყენება.

ამჟამად ცირკულაციაში გაცილებით მეტი ტოკენია, ვიდრე ქოინი. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ტოკენების გაცილებით მარტივად და სწრაფად იქმნება, არ სჭირდება კოდის შექმნა სრულიად ახალი ბლოკჩეინ ქსელისთვის.

ტოკენებისა და ქოინების გარჩევა კრიპტოვალუტების ინვესტირებისა და ვაჭრობისას მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამ სფეროში წარმატების მიღწევაში აუცილებლად დაგეხმარება.

ამ ბლოგში ნახსენები სხვადასხვა ქოინისა თუ ტოკენის ყიდვა მარტივად და ყველაზე ხელმისაწვდომად კრიპტალზე შეგიძლია, როგორც მომენტალური კონვერტაციის ფუნქციით, ასევე საბირჟო გარიგების გამოყენებით.

შეჯამება: ყველაფერი ტოკენებისა და ქოინების შესახებ

ახლა უკვე იცი რა სხვაობაა ტოკენსა და ქოინს შორის. გაიგე, რომ ტოკენს საკუთარი ბლოჩეინი არ აქვს და ქოინების ქსელს იყენებს ოპერირებისთვის.

ასევე იცი, რამდენი და როგორი ტიპის ტოკენები არსებობს და რა დანიშნულება აქვთ მათ. რომელი აქტივი გამოიყენო საინვესტიციო პოტენციალისათვის.

მიუხედავად განსხავებებისა, ტოკენიც და ქოინიც კრიპტოსამყაროს განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილები არიან.

Support