Სარჩევიchevron-down
მზარდი ხელოვნური ინტელექტი AI
რა არის ხელოვნური ინტელექტი (AI)?
AI კრიპტოვალუტა - 3 ტიპი:
AI კრიპტოვალუტა - ფანდრაიზინგი
AI კრიპტოვალუტა - მარკეტინგი
AI კრიპტოვალუტა - ტექნოლოგია
2024 წლის ტოპ 10 AI კრიპტო - ნაწილი 1
Render Network (RNDR)
Fetch.AI (FET)
SingularityNET (AGIX)
Akash Network (AKT)
OriginTrail (TRAC)
Robot holding Bitcoin on the left side of the visual with Georgian text on the right side
2024-01-17clock6 minutes

მზარდი ხელოვნური ინტელექტი AI

კრიპტო საზოგადოების მიერ ხელოვნური ინტელექტისადმი მზარდი ინტერესი 2022 წლის ბოლოდან იწყება. სწორედ იქიდან, რა დროსაც ChatGPT პოპულარული გახდა და სულ უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო ამ კომპიუტერული მოდელის გამოყენება სხვადასხვა მიზნებისათვის.

Chat GPT-ის საჯარო გაშვებამ კი, დეველოპერთა უამრავ ჯგუფს, რომლებიც კრიპტოვალუტაზე მუშაობენ, ინტერესი გაუღვიძა, რომ თავიანთ კრიპტო პროექტებში ეს ტექნოლოგია დაენერგათ.

შემდგომ იყო, ბარდი, Midjourney და Bing AI, რამაც ხელოვნური ინტელექტის ბუმამდე მიგვიყვანა.

რა არის ხელოვნური ინტელექტი (AI)?

ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შემოკლებით AI მოიხსენიება, არის კომპიუტერული მოდელი, რომელსაც გააჩნია ადამიანის მსგავსი ინტელექტი და ორიენტირებულია სხვადასხვა დავალებების გადაჭრაზე. მასში თავმოყრილია სხვადასხვა ტექნოლოგიური ასპექტები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის მსგავსს თვისებებს სძენს, როგორებიც არის პრობლემების გადაწყვეტა, ანალიზის უნარი, შეფასებების გაკეთება და ა.შ. საბოლოო მიზანი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში მისი იმდენად დახვეწაა, რომ განუვითარდეს კრეატიულობა და საკუთარი ანალიზის უნარი.

AI კრიპტოვალუტა - 3 ტიპი:

ზოგადად AI კრიპტოვალუტა იმ ტიპის ციფრული აქტივებია, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტთან და კომპიუტერული ენის შესწავლასთან არიან დაკავშირებულნი. თუმცა, ყველა ასეთი ტიპის კრიპტოვალუტა აუცილებლად ხელოვნური ინტელექტიდან არ მომდინარეობს და ხშირად ამ აქტივებს AI ტექნოლოგიას სახელის მოსახვეჭად უკავშირებენ. კრიპტო სამყაროში არსებობს 3 ტიპის AI ქოინები:

AI კრიპტოვალუტა - ფანდრაიზინგი

ზოგიერთი AI კრიპტოვალუტა გამოიყენება AI პროექტისათვის თანხის ასაგროვებლად, ანუ ფანდრაიზინგისთვის. სწორედ ისე, როგორც ICO და IDO-ს შემთხვევაში, კრიპტოვალუტა გამოიყენება, როგორც გამჭვირვალე და სანდო აქტივი იმ ადამიანების თვალში, რომლებმაც შესაბამისი პროექტისათვის თანხა უნდა შეაგროვონ.

ასეთი AI კრიპტოვალუტა კი, საგრძნობლად უწყობს ხელს AI პროექტების განვითარებას და ზოგადად, ინდუსტრიის ზრდას.

AI კრიპტოვალუტა - მარკეტინგი

კრიპტოვალუტების უმრავლესობა, იქნება ის ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული თუ არა, ჰაიპს, ანუ საზოგადოების მოლოდინს ეფუძნება. ასეთ კრიპტოვალუტებს ხშირად შევხვდებით ისეთი დახასიათებით, როგორიც არის „პირველი AI კრიპტოვალუტა“, „რევოლუციური AI კრიპტოვალუტა“ და ა.შ.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამ კრიპტოვალუტებს ხელოვნურ ინტელექტთან რეალური, ტექნოლოგიური კავშირი არ აქვთ და ეს მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია, თუმცა, თუკი კრიპტოვალუტა შენ სარგებელს მოგიტანს, შეიძლება ამაზე თვალი დახუჭო.

AI კრიპტოვალუტა - ტექნოლოგია

ხოლო ზოგიერთი კრიპტოვალუტა კი, რეალურად არის დაკავშირებული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიასთან. ასეთი ციფრული აქტივები ჭეშმარიტად ტექნოლოგიურები არიან და მაგალითად, მათ ტოკენომიკაში ჩაშენებულია proof-of-stake მექანიზმი, რომელიც ჩვენი კომპიუტერების GPU-ს ძალას იყენებს.

სწორედ ამგვარ ტიპის აქტივებზე გვექნება საუბარი და გეტყვით, რომელი 10 კრიპტოა ისეთი, რომელსაც 2024 წლის განმავლობაში დიდი მომავალი აქვს.

2024 წლის ტოპ 10 AI კრიპტო - ნაწილი 1

ამ სიაში გაჩვენებთ, რომელი ტოპ 10 AI კრიპტოს უნდა ადევნო თვალი მთელი 2024 წლის განმავლობაში. თუ მუდმივად გინდა დარჩე საქმის კურსში და იცოდე, თუ როგორ იცვლება ეს კრიპტოვალუტები, შეგიძლია CoinGecko გამოიყენო, სადაც ტოპ AI კრიპტოვალუტები საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით იქნება დალაგებული, ან CoinMarketCap დაიხმარო, სადაც ამავე ტექნოლოგიის კრიპტოები შეგხვდება, ასევე საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით განთავსებული.

ეს პლატფორმები კრიპტოვალუტების შესახებ დინამიკურ და დეტალურ ინფორმაციას გვთავაზობენ, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ.

Render Network (RNDR)

Render Network (RNDR), რომლის დებიუტიც ჯერ კიდევ 2017 წელს შედგა, ჭეშმარიტად პიონერია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ კრიპტოვალუტებს შორის. მისი ტექნოლოგიური საიდუმლო ჩვენი კომპიუტერების GPU-ში იმალება. რას ნიშნავს ეს? თუკი შენ მის ქსელში ჩართული ხარ, შეგიძლია რომ შენი ლეპტოპის ან სხვა ნებისმიერი მოწყობილობის GPU დატვირთო და შესაბამისად მონაწილეობა მიიღო ამ კრიპტოვალუტის გავრცელებაში, გამომუშავებაში და ზოგადად, წარმართულად მუშაობაში.

მისი შექმნის იდეა წამოვიდა GPU-ებზე გაზრდილი მოთხოვნის შედეგად, რომელსაც სწორედ ხელოვნური ინტელექტის დახვეწაში იყენებდნენ. ბაზარზე GPU-ების ნაკლებობა გაჩნდა და შესაბამისად დაიბადა იდეა, თუ რატომ არ შეიძლებოდა უკვე არსებული, არც ისე მძლავრი GPU-ები აგვეთვისებინა.

Fetch.AI (FET)

Fetch.AI (FET) ორიენტირებულია “AI აგენტების“ განვითარებაზე, რომლებიც შემდგომ მონაწილეობას იღებენ ისეთი აპლიკაციებისა და ბლოკჩეინის მშენებლობაში, სადაც სხვადასხვა ინფორმაცია რეალური სამყაროდან ავტომატურ რეჟიმში აისახება. ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ამ “AI აგენტებს“ სხვაგვარად მინი აპლიკაციებს ან კომპიუტერულ ინფრასტრუქტურასაც უწოდებენ.

ეს AI კრიპტოვალუტა ეთერიუმის ქსელზეა დაფუძნებული და რეალურად ERC-20 ტოკენია. შესაბამისად, მისი შენახვა და მართვა სწორედ ისევე შეგიძლიათ, როგორც სხვა ნებისმიერი კრიპტოვალუტის, რომელიც ERC-20 სტანდარტისაა ან სულაც, ეთერიუმის ბლოკჩეინზეა დაფუძნებული.

SingularityNET (AGIX)

თუკი ჭეშმარიტად რევოლუციურ AI კრიპტოვალუტაზე უნდა ვისაუბროთ, ასეთი სწორედ SingularityNET არის, რომელიც AI რესურსებისა და პროდუქტების ერთგვარი დეცენტრალიზებული მარკეტია. აქ შეხვდები ყველაფერს, რაც ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება, იქნება ეს სხვადასხვა ტექნოლოგია, სიახლეები თუ რესურსები, რომლებიც თავად შენ გამოგადგება შენივე AI პროდუქტის შექმნაში.

სწორედ ამ მარკეტის კრიპტოვალუტაა AGIX, რომელიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს, იქნება ეს ყიდვა, გაყიდვა თუ სხვა. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ფუნქცია მისი დასტეიკებაა, ანუ ანაბრის მსგავსი სერვისის მიღება AI კრიპტოვალუტისაგან. დამატებით, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ხიდი ეთერიუმსა და კარდანოს ბლოკჩეინებს შორის.

მოკლედ, თუკი AI სერვისის მიღება გინდა, ყველაზე დიდი დეცენტრალიზებული ბაზა, სწორედ Singularity-ის აქვს, ხოლო თუ რაიმეს ყიდვა ან შენი პროდუქტის გაყიდვა მოგინდა, AI კრიპტოვალუტა AGIX დაგეხმარება ამ ყველაფერში.

Akash Network (AKT)

Akash Network (AKT) გვევლინება, როგორც პლატფორმად, რომელიც გვეხმარება სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია თუ კომპიუტერული რესურსი სწრაფად, მარტივად და დაცულად მიმოიცვალოს ერთმანეთში. ის ერთგვარი Cloud სერვისია და მის მომხმარებლებს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით სერვისების შექმნა და განთავსება ისევე ეფექტურად შეუძლიათ, როგორც AWS ან Digital Ocean-ის შემთხვევაში.

ნახსენები კონკურენტებისაგან განსხვავებით, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის წყალობით Akash Network 20% უფრო ენერგოეფექტურია, გარდა ამისა, პლატფორმის პრიორიტეტი სტაბილურობა და თითოეულ მომხმარებელზე ინდივიდუალური მიდგომაა, რაც მას მიმზიდველს სულ უფრო მეტი ადამიანისთვის ხდის, შედეგად კი, AKT ქოინზე იზრდება მოთხოვნა და ფასი.

OriginTrail (TRAC)

ხელოვნური ინტელექტი და მასთან დაკავშირებული კრიპტოვალუტები სულ უფრო ყოველდღიური პროდუქტი ხდება და სწორედ ამის კარგი მაგალითია OriginTrail-იც, რომელიც გამოიყენება საცალო ბიზნესში და ის გაყალბების წინააღმდეგ მიმართული ტექნოლოგიაა.

ის იყენებს ბლოკჩეინისა და AI ნაზავ ტექნოლოგიას, რომელსაც DKG, ანუ Decentralized Knowledge Graph ჰქვია და მისი დანიშნულება რეალურ სამყაროში არსებული აქტივების ციფრულ მონაცემთა ბაზაში გადატანაა, რომელიც ხელმისაწვდომობასა და ცოდნისა თუ პროდუქტების გაზიარებას გაზრდის ისე, რომ შენი საკუთრება დაცული იქნება, გაყალბებებისა და მითვისებისგან.

Support