გაითვალისწინეთ, რომ ბლოგში გაჟღერებული არც ერთი წინადადება ფინანსური რჩევა არ არის!
იანვრის დასასრულს და თებერვლის პირველ დღეებში უამრავი კრიპტოვალუტა დაადგა Bull Market-ის გზას. ნელ-ნელა შეინიშნება ბაზრის გამოცოცხლება და აქტივებზე ფასების ზრდა.
დღეს ჩვენ თვალს გადავავლებთ იმ კრიპტოვალუტებს, რომლებმაც გასული კვირის განმავლობაში (30 იანვრის დღის 12 სთ-დან 3 თებერვლის დღის 12 სთ-მდე) ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა აჩვენეს და განახებთ, როგორ შეიცვლებოდა კრიპტო პორტფოლიო 7 დღის პერიოდში.
მე-5 ადგილი:
ჩვენი სია CoinMarketCap-ზე რიგით 39-ე კრიპტოვალუტით იწყება.
გასული კვირის განმავლობაში Fantom (FTM)-მა აჩვენა ზრდის საკმაოდ კარგი ტემპი და საშუალოდ 30.95%-ით მოიმატა საკუთარი ღირებულება.
ის ერთ-ერთი პირველი კრიპტოვალუტა იყო მიმდინარე პერიოდში, რომელიც Bull Market-ის რბოლაში ჩაერთო. მისმა ბაზარზე საერთო ცირკულაციამ ჯამში $1.642 მილიარდს გადააჭარბა და ზრდას კვლავ აგრძელებს. ამ ნიშნულით, ის ჩვენს სიაში მყოფი ყველაზე მოცულობითი კრიპტო აქტივია.
მაგ: 1000 ლარის ღირებულების Fantom ყიდვის შემთხვევაში, ერთი კვირის თავზე პორტფელი - 1310₾ ღირებულების იქნებოდა, შესაბამისად ნამატი შეადგენს 310 ლარს.
მე-4 ადგილი:
სიის შემდეგი მონაწილე ნაკლებად ცნობილი და CoinMarketCap-ზე 62-ე ადგილზე მყოფი Mina (MINA) არის.
მისმა ზრდამ 7 დღის ჭრილში 31% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტფოლიო, აღნიშნული კრიპტოს შეძენის შემთხვევაში 31%-ით გაიზრდებოდა.
მინას შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მათ საიტზე იხილოთ და თვალი ადევნოთ, როგორ შეიძლება განვითარდეს ამ კრიპტოვალუტის ფასი მომავალ პერიოდში.
მაგ: 30 იანვარს ნაყიდი 1000 ₾ ღირებულების Mina, 3 თებერვალს 1310 ₾ ღირებულების კრიპტოაქტივი იქნებოდა.
მე-3 ადგილი:
dYdX (DYDX)-ის მარკეტ კაპიტალიზაციამ ნახევარ მილიარდ დოლარს მიაღწია და აღნიშნული კრიპტოს ფასი ზრდას გასული კვირის განმავლობაშიც აქტიურად განაგრძობდა.
სწორად ამიტომ, დღეს, ის ჩვენი სიის მე-3 ადგილზე მოხვდა და საერთო პროცენტულმა ზრდამ 40% შეადგინა.
საერთო ჯამში, კრიპტოვალუტის ერთეულის ფასი $3.15 გაუტოლდა და ჩვენს ხუთეულში, ამ მონაცემით ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოც გახდა.
ბაზრის აქტივობიდან გამომდინარე, საინტერესო იქნება აღნიშნულ კრიპტოვალუტაზე დაკვირვება.
მაგ: გასული კვირის დასაწყისში შეძენილი 1000₾ ღირებულების DYDX, კვირის ბოლოს 1400₾ ღირებულების იქნებოდა და შესაბამისად პორტფოლიო გაიზრდებოდა 400₾-ით.
მე-2 ადგილი:
ჩვენი სიის მეორე ადგილზე მყოფი კრიპტოვალუტა წინა მოხსენიებულ აქტივებთან შედარებით გასაოცარ ზრდას აჩვენებს.
გასული 7 დღის პერიოდში Render Token (RNDR)-ის ჯამური ფასი 88%-ით გაიზარდა და ერთეულის ფასმა $1.61 შეადგინა.
აღნიშნული კრიპტო Coinmarketcap-ის სიაში 97-ე ადგილს იკავებს და ამით იგი TOP 100 კრიპტოვალუტის რიგებშიც წარმატებით ხვდება.
RNDR წარმოადგენს Ethereum-ის ტოკენს და მისი ATH 23.07 ლარი იყო.
მისი ფასის ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის ის, რომ მასზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა.
მაგალითისათვის, Coinbase-ზე Render Token 24-ე ადგილს იკავებს ყველაზე ხშირად ნავაჭრ კრიპტოვალუტებს შორის.
RNDR-ში განხორციელებული 1000₾ ინვესტიცია, საბოლოოდ კვირის ბოლოს იქნებოდა - 1880₾.
დამატებითი ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ მის ოფიციალურ ვებ გვერდს.
გასული კვირის ლიდერი!
30 იანვრის – 3 თებერვლის პერიოდში, ყველაზე დიდი ზრდა Coinmarketcap-ის მონაცემებით დაფიქსირდა TerraClassicUSD (USTC)-ზე და ჯამურად 91.21% შეადგინა.
ანუ, გასული კვირის ორშაბათს შეძენილი 1000₾ ღირებულების USTC კოინი, კვირის ბოლოს იქნებოდა 1910₾-ის ექვივალენტი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითქმის 100%-იან სარგებელი.
აღნიშნული ქოინი TOP 100 კრიპტოვალუტებს შორის 96-ე ადგილს იკავებს და მისი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია $220 მილიონის ტოლია.
Terra-ზე დამატებითი ინფორმაცია, ტოკენომიკა და Whitepaper შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ამ კრიპტოვალუტების შეძენა, კრიპტალზე შეგიძლიათ, როგორც Instant Trade-ის გამოყენებით, ასევე Spot ბირჟაზე!
შეჯამება:
კრიპტოვალუტებით ვაჭრობისას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ უამრავი ფაქტორი, დავიხმაროთ სხვადასხვა სავაჭრო სიგნალი, გავეცნოთ ბაზარზე არსებულ ტენდენციებს და შემდგომ მივიღოთ ამა თუ იმ კრიპტოვალუტის ყიდვის გადაწყვეტილება.
ბლოგში ნახსენები არც ერთი წინადადება არ არის ფინანსური რჩევა, ყველა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოთ.
გისურვებთ წარმატებულ თრეიდინგს!