თრეიდერების სასიხარულოდ კრიპტო ინდუსტრია სიჯანსაღეს უკვე ზედიზედ რამოდენიმე კვირაა რაც ინარჩუნებს. მთავარი და ყველაზე პოპულარული კრიპტო აქტივები ფასის მატების ეტაპზე არიან და მათ სხვა მცირე ქოინები თუ ტოკენები მიყვებიან.
ბლოგში გაიგებ რომელმა ხუთმა ქოინმა გამოიჩინეს ყველაზე მეტად თავი საშუალო პროცენტული ზრდის მხრივ გასული 7 დღის განმავლობაში და ნახავ, როგორ შეიცვლებოდა თრეიდერის მიერ განხორციელებული ინვესტიცია ამ დროის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ, რომ ბლოგში ნახსენები არც ერთი ინფორმაცია ფინანსური რჩევა არ არის!
მე-5 ადგილი:
ჩვენს სიას მეხუთე ადგილზე გასული Litecoin (LTC)-ით ვიწყებთ, რომელმაც თრეიდერების იმედები და განხორციელებული ინვესტიციები ნამდვილად გაამართლა.
გასული კვირის განმავლობაში, ქოინმა, გარდა ფასისა, საკუთარი საბაზრო კაპიტალიზაციაც გაზარდა და დღევანდელი მაჩვენებლით ის $6 მილიარდს უტოლდება, ხოლო მისი შეძენა $92-ად შეგიძლიათ.
LTC-ის 7 დღის ზრდამ 8.95% შეადგინა და ის უამრავი თრეიდერი გაახარა, რომელმაც ინვესტიცია კვირის დასაწყისში ამ ქოინში გააკეთა.
მე-4 ადგილი:
Bull Run-ის ტენდენციას არც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქოინი XRP (XRP) ჩამორჩა და ჩვენს სიაში საშუალო პროცენტული ზრდის მაჩვენებლით მეოთხე ადგილს იკავებს.
ქოინი ერთი კვირის ჭრილში 13%-ით გაიზარდა და საბაზრო კაპიტალიზაციამ შთამბეჭდავ $22 მილიარდს მიაღწია.
თუკი XRP-ის შეძენა მოგინდება, ამის გაკეთება Cryptal-ზე შეგიძლია, როგორც სწრაფი გადაცვლის, ასევე Spot ბირჟის გამოყენებით.
მე-3 ადგილი:
კვირის საუკეთესო ქოინებში შემდეგ ადგილს XDC Network (XDC) იკავებს. მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ უკვე მიაღწია ნახევარ მილიარდ დოლარს, ხოლო 7 დღის ჭრილში 14%-იანი ზრდა დააფიქსირა.
XDC 2018 წელს შეიქმნა სინგაპურში დაფუძნებული კომპანია XinFin Fintech Pte.-ის მიერ.
XDC Network-ის მთავარი მახასიათებლები სისწრაფე და უსაფრთხოებაა. ტრანზაქციები დაფუძნებულია PoS სისტემაზე და მხოლოდ და მხოლოდ 4 წამს საჭიროებს. მისი შეძენა $0.04-ად შეგიძლიათ.
TOP ფაქტი: XDC პარტნიორობს ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიც არიან Abu Dhabi Global Market (ADGM), Oracle, და Koinly.
მე-2 ადგილი:
შემდეგი ქოინი, რომელმაც ინვესტორების მოლოდინები გაამართლა და 7 დღის განმავლობაში მწვანე ჩარტით გამოირჩეოდა Flare (FLR) არის. ქოინმა 20 მარტიდან 26 მარტის ჩათვლის 15%-იანი ზრდა აჩვენა და მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ $400 მილიონს გადააჭარბა.
ჯამურად ბაზარზე გამოშვებულია 12 მილიარდი FLR ქოინი და ერთეულის შეძენა $0.03 შეგიძლიათ.
TOP ფაქტი: Flare პარტნიორობს ისეთ დიდი საფინანსო ორგანიზაციებთან, როგორებიც არიან SBI Holdings, CoinShares, და Digital Asset CapitalManagement.
პირველი ადგილი:
ქოინი, რომელმაც გასულ კვირას ყველაზე დიდი, 15%-იანი, ზრდა აჩვენა Nexo (NEXO) არის. მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ $400 მილიონს გადააჭარბა და ქოინის შეძენა $0.76 შეგიძლიათ.
Nexo გამოიყენება ამავე სახელწოდების პლატფორმაზე, სადაც მომხმარებლებს კრიპტო სესხების აღება შეუძლიათ. ხოლო ის ინვესტორები, რომლებიც ამ კრიპტოს სხვადასხვა ბირჟებზე შეიძენენ, რამოდენიმე უპირატესობით სარგებლობენ. მაგალითად, შემცირებული საპროცენტო განაკვეთები სესხის აღების შემთხვევაში.
TOP ფაქტი: Nexo-ს პლატფორმა 2018 წელს ჩაეშვა და უკვე პარტნიორობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არიან BitGo, Chainalysis და Mastercard.
პოპულარული კრიპტოვალუტები: Cardano (ADA) და Stellar (XLM)
მართალია, Cardano-მ გასულ კვირაში დაფიქსირებული შთამბეჭდავი ზრდა ვერ გაიმეორა, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ფასის დაცემის ტენდენცია არ შეინიშნება და 2%-იანი ნამატით კვლავ აგრძელებს მწვანე ჩარტს.
Bull Run-ს არ ჩამორჩა არც პოპულარული Stellar, რომლის 7 დღიანმა ზრდამ 3.35% შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ XLM-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $2.5 მილიარდს მიუახლოვდა და ზოგიერთი ექსპერტი ამ რიცხვის ზრდას უახლოეს მომავალში ვარაუდობს.
თუ გინდა რომ რამოდენიმე კვირიან პოზიტიურ ტალღას არ ჩამორჩე და შენი პორტფელის გამრავალფეროვნება მოგინდა, შეგახსენებ, კრიპტოვალუტების ყიდვა ყველაზე სწრაფად და მარტივად Cryptal-ზე შეგიძლია სწრაფი გადაცვლისა და Spot ბირჟის გამოყენებით.