Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
Georgian Text on the left side of the visual with Cryptocurrency logos in order on the right side
2023-03-13clock6 minutes

გაითვალისწინეთ, რომ ბლოგში ნახსენები არც ერთი ფრაზა ფინანსური რჩევა არ არის!

აქ გაგაცნობთ იმ 5 კრიპტოვალუტას, რომლებმაც გასული ერთი კვირის ჭრილში (6-12 მარტი) ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა აჩვენეს.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტების ზრდის ტენდენცია წინა კვირებთან შედარებით შენელებულია, ზრდა მაინც ფიქსირდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ Bull Run კვლავ აქტუალურია.

მე-5 ადგილი:

კრიპტოვალუტა, რომელიც ჩვენი სიის მე-5 ადგილზე მოხვდა საშუალო პროცენტული ზრდის მიხედვით, არის Curve DAO Token (CRV).

7 დღის პერიოდში მისი ფასი 3.64%-ით გაიზარდა და ერთეულის ღირებულება $1 მიუახლოვდა.

ქოინი CoinMarketCap-ზე ბაზრის კაპიტალიზაციით 67-ე ადგილს იკავებს და $700 მილიონს გადააჭარბა.

CRV დაფუძნებულია Ethereum-ის ბლოკჩეინზე და ბაზარზე პირველად 2020 წელს გამოჩნდა.

ქოინის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მათ საიტზე მოიძიოთ.

მე-4 ადგილი:

ჩვენი სიის შემდეგი კრიპტოვალუტა, რომელიც საშუალო ზრდის მაჩვენებლით გამოირჩა გასულ კვირაში, ყველასათვის ნაცნობი BNB (BNB) არის.

გასული ერთი კვირის ჭრილში ქოინმა საშუალოდ 6.39%-იანი ზრდა გვაჩვენა და 1 BNB-ის ფასმა $302 მიაღწია. ამ მაჩვენებლით, კრიპტოვალუტა ჩვენს სიაში მყოფი ყველაზე ძვირადღირებული აქტივია.

საინტერესო ფაქტები BNB-ის შესახებ:

  1. BNB-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 50 მილიარდ დოლარს უტოლდება.
  2. BNB პარტნიორობს ისეთ ცნობილ სპორტულ ორგანიზაციებთან, როგორებიც არიან საკალათბურთო კლუბი Sacramento Kings და საფეხბურთო კლუბი Paris Saint-Germain.
  3. Binance Coin-ზე დაფუძნებული Binance Smart Chain გამოიყენება dApps-ების შექმნაში.

თუ დარწმუნდი, რომ BNB ნამდვილად ის კრიპტოვალუტაა, რომელიც შენს პორტფელში აუცილებლად უნდა იყოს, მისი შეძენა Cryptal-ზე შეგიძლია. დაიწყე კრიპტო აქ, გამოიყენე სწრაფი გადაცვლა ან Spot ბირჟა.

მე-3 ადგილი:

კრიპტოვალუტა, რომელიც გასული კვირის ერთ-ერთი საუკეთესო აქტივი აღმოჩნდა დაფიქსირებული 7.6%-იანი ზრდის მიხედვით Aptos (APT) არის.

Aptos წარმოადგენს ამავე სახელწოდების Blockchain-ის ქოინს და მისი შეძენა $12 შეგიძლიათ.

გასული 7 დღის პერიოდში აქტივის ფასში გარკვეული რყევები შეინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ კრიპტოვალუტა Bull Run-ის გზას დაადგა და მწვანე ფერის ჩარტით ინვესტორები დაარწმუნა საკუთარ ღირებულებაში.

Aptos-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მათ საიტზე იხილოთ.

მე-2 ადგილი:

მომდევნო კრიპტოვალუტა, რომელიც ჩვენს სიაში მოხვდა, CoinMarketCap-ზე საბაზრო კაპიტალიზაციით მე-19 ადგილს იკავებს $3.5 მილიარდით.

ქოინი, რომელმაც გასულ კვირას ორნიშნა, 15%-იანი ზრდა დააფიქსირა UNUS SED LEO (LEO) არის.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 6 მარტს შესყიდული 1000₾ ღირებულების LEO, 12 მარტს 1150 ლარის აქტივი იქნებოდა, ანუ 7 დღეში ინვესტორის აქტივები 150 ლარით გაიზარდა.

UNUS SED LEO შეიქმნა იმისთვის, რომ კრიპტოვალუტების მომხმარებლებისათვის კრიპტო ტრანზაქციები გაეხადა უფრო სწრაფი და ამავე დროს შეემცირებინა საკომისიო გადასახადები.

ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც აქტივის ირგვლივ შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ 2016 წელს Bitfinex-მა LEO გამოიყენა საკუთარი ვალდებულებების დასაფარად.

პირველი ადგილი!

გასული შვიდი დღის პერიოდში ინვესტორების საყვარელი კრიპტოვალუტა Kava (KAVA) აღმოჩნდა.

კრიპტოვალუტამ შთამბეჭდავი, 32%-იანი ზრდა აჩვენა და აქტივის ღირებულებამ $1 შეადგინა.

გარდა თრეიდინგისა, Kava გამოიყენება სხვადასხვა DeFi სერვისებში, მაგალითად:

  • სთეიქინგი (კრიპტო ანაბარი)
  • ლიკვიდურობის მიწოდება

Kava-ს 7 დღის Trading Chart ინვესტორებისათვის მიმზიდველად გამოიყურება:

კვირის დასაწყისში მასში განხორციელებული 1000₾ ინვესტირება, ვირის ბოლოს ინვესტორისთვის 1320₾ ღირებულების აქტივია, რაც 320 ლარის სარგებელს ნიშნავს.

კრიპტოვალუტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

პოპულარული კრიპტოვალუტები: Bitcoin (BTC); Ethereum (ETH); XRP (XRP)

აქტივებზე ფასების მატება გასული კვირის პერიოდში პოპულარულ კრიპტოვალუტებზეც შეიმჩნეოდა. მაგალითისთვის, Bitcoin (BTC)-მა მცირე, თუმცა სტაბილური 0.21%-იანი ზრდა აჩვენა და კვლავ დაადასტურა, რომ ყველაზე დიდი და სტაბილური აქტივია.

Bull Run-ს არც Ethereum (ETH) ჩამორჩა და 7 დღის პერიოდში საშუალოდ 2.75%-იანი ზრდა აჩვენა.

კიდევ ერთი კრიპტოვალუტა, რომელიც მწვანე გზაზე ყოფნას აქტიურად აგრძელებს XRP-არის. კრიპტოვალუტამ საშუალოდ 1.71%-იანი ზრდა აჩვენა.

თუკი კრიპტო სამყაროში ახლა შემოდიხარ, მაშინ კრიპტო იწყება აქ. შენ შეგიძლია მოცემული სამი ქოინ Cryptal-ზე შეიძინო, როგორც სწრაფი გადაცვლის, ასევე Spot ბირჟის გამოყენებით.

შეჯამება

მნიშვნელოვანია იცოდე, რომ კრიპტოვალუტების ფასზე უამრავი ფაქტორი ზემოქმედებს. თუ გაინტერესებს, როგორ შეგიძლია პოტენციურად ამოიცნო, რა ტენდენცია შეიძლება გამოიჩინოს ამა თუ იმ კრიპტოვალუტამ, უნდა იცოდე როგორ მუშაობს Trading Chart და რაში გამოიყენება სავაჭრო სიგნალები.

სულ მწვანეზე გეთრეიდოთ!

Support