Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
top-5-coins2-geo-1000x300
2023-02-13clock7 minutes

გაითვალისწინეთ, რომ ბლოგში გაჟღერებული არც ერთი წინადადება ფინანსური რჩევა არ არის!

თვის დასაწყისში დაფიქსირებული ბაზრის გამოცოცხლების ტენდენცია კვლავ აქტუალურია და კრიპტოვალუტების უმეტესობა Bull Run-ის გზას ადგას.

ამ ბლოგში ჩვენ გავაანალიზებთ იმ კრიპტოვალუტებს, რომლებმაც გასული კვირის განმავლობაში (3 თებერვლის დღის 12 სთ-დან 10 თებერვლის დღის 12 სთ-მდე) ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა დააფიქსირეს და განახებთ თუ პოტენციურად როგორ შეიცვლებოდა კრიპტო პორტფოლიო, გასული დღეების ვაჭრობის შედეგად.

მე-5 ადგილი:

TOP 5 ქოინის სია CoinMarketCap-ზე რიგით 83-ე კრიპტოვალუტით იწყება.
Rocket Pool (RPL)-მა აჩვენა ზრდის საკმაოდ ჯანსაღი ტემპი და საშუალოდ 7 დღის განმავლობაში 17.70%-ით მოიმატა საკუთარი ღირებულება.

მისმა ბაზარზე საერთო ცირკულაციამ ჯამში ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა და ზრდას კვლავ აგრძელებს. ამ ნიშნულით, ის ჩვენს სიაში მყოფი მე-3 ყველაზე მოცულობითი კრიპტო აქტივია. ხოლო, RPL-ის ერთეული ქოინის ღირებულება ჩვენი სიიდან ყველაზე მეტი $47-ია.

მაგ: 1000 ლარის ღირებულების RPL-ის ყიდვის შემთხვევაში, ერთი კვირის თავზე პორტფელი - 1170₾ ღირებულების იქნებოდა, შესაბამისად ნამატი შეადგენს 170 ლარს.

მე-4 ადგილი:

ჩვენს სიაში შემდეგი ქოინი არის CoinMarketCap-ზე 99-ე ადგილზე მყოფი WOO Network (WOO). მისმა ზრდამ 7 დღის ჭრილში 18% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტფოლიო, აღნიშნული კრიპტოს შეძენის შემთხვევაში საკმაოდ შთამბეჭდავად გაიზრდებოდა. WOO Network-ის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მათ საიტზე იხილოთ და თვალი ადევნოთ, როგორ შეიძლება განვითარდეს ამ კრიპტოვალუტის ფასი მომავალ პერიოდში.

მაგალითი რომ განვიხილოთ, 3 თებერვალს ნაყიდი 1000 ₾ ღირებულების WOO, 10 თებერვალს 1180 ₾ ღირებულების კრიპტოაქტივი იქნებოდა.

მე-3 ადგილი:

Lido DAO (LDO)-ის მარკეტ კაპიტალიზაციამ 2 მილიარდ ა.შ.შ. დოლარს გადააჭარბა და აღნიშნული კრიპტოს ფასი ზრდას გასული კვირის განმავლობაშიც აქტიურად განაგრძობდა. შესაბამისად, დღეს ის ჩვენი სიის მე-3 ადგილზე გავიდა და საერთო პროცენტულმა ზრდამ 19.5% შეადგინა. საერთო ჯამში, კრიპტოვალუტის ერთეულის ფასი $2.56 გაუტოლდა და ჩვენს ხუთეულში, ამ მონაცემით მეორე ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოც გახდა. ბაზრის აქტივობიდან გამომდინარე, საინტერესო იქნება აღნიშნულ კრიპტოვალუტაზე დაკვირვება.

მაგ: გასული კვირის დასაწყისში შეძენილი 1000₾ ღირებულების LDO, კვირის ბოლოს 1195₾ ღირებულების იქნებოდა და შესაბამისად პორტფოლიო გაიზრდებოდა 195₾-ით.

მე-2 ადგილი:

მეორე ადგილზე მყოფი კრიპტოვალუტა წინა მოხსენიებულ აქტივებთან შედარებით გასაოცარ ზრდას აჩვენებს. გასული 7 დღის პერიოდში The Graph (GRT)-ის ჯამური ფასი 64%-ით გაიზარდა და ერთეულის ფასმა $0.15 შეადგინა. აღნიშნული კრიპტო CoinMarketCap-ის სიაში მე-40 ადგილს იკავებს და ამით იგი TOP 100 კრიპტოვალუტის რიგებშიც წარმატებით ხვდება. Graph არის ინდექსირების პროტოკოლი ისეთი ქსელისთვის როგორიცაა Ethereum და მისი ATH 2021 წლის 12 თებერვალს, ანუ დაახლოებით ორი წლის წინ დაფიქსირდა და $2.84 შეადგინა.

Graph-ში განხორციელებული 1000₾ ინვესტიცია, საბოლოოდ კვირის ბოლოს იქნებოდა -1640₾.

დამატებითი ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ მის ოფიციალურ ვებ გვერდს.

გასული კვირის ლიდერი!

თებერვლის თვის პირველ კვირას ყველაზე დიდი ზრდა CoinMarketCap-ის მონაცემებით დაფიქსირდა SingularityNET (AGIX)-ზე და ჯამურად 103% შეადგინა. აღნიშნული კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია ნელ-ნელა ნახევარ მილიარდ დოლარს უახლოვდება.

ანუ, გასული კვირის დასაწყისში შეძენილი 1000₾ ღირებულების AGIX კოინი, კვირის ბოლოს იქნებოდა 2030₾-ის ექვივალენტი. ინვესტორების პორტფოლიო, რომლებსაც Singularity აქვს შეძენილი, გაორმაგდა!

აღნიშნული ქოინი TOP 100 კრიპტოვალუტებს შორის მე-80 ადგილს იკავებს. AGIX-ზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

SingularityNET წარმოადგენს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ კრიპტოვალუტას, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

პოპულარული კრიპტო: Polygon MATIC


Bull Run ტენდენციას პოპულარულ კრიპტოვალუტებსაც შეეხო. მაგალითად, პოლიგონმა კვირის განმავლობაში 9.24%-იანი ზრდა აჩვენა.

ამ კრიპტოვალუტების შეძენა, კრიპტალზე შეგიძლიათ, როგორც Instant Trade-ის გამოყენებით, ასევე Spot ბირჟაზე!

შეჯამება:

კრიპტოვალუტებით ვაჭრობისას, აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ სხვა უამრავი ფაქტორს გარდა პროცენტული ზრდისა. საჭიროა დავიხმაროთ სხვადასხვა სავაჭრო სიგნალი, გავეცნოთ ბაზარზე არსებულ სიახლეებს და მივიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.

ბლოგში ნახსენები არც ერთი წინადადება არ არის ფინანსური რჩევა, ყველა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოთ.

გისურვებთ წარმატებულ თრეიდინგს!

Support