გაითვალისწინეთ, რომ ბლოგში გაჟღერებული წინადადებები არ არის ფინანსური რჩევა!
ბაზრის გაჯანსაღების ტრენდი გასული რამოდენიმე კვირის მსგავსად გრძელდება და შესაბამისად, ზოგიერთი კრიპტო აქტივი განსაკუთრებულ პროცენტული ზრდით გამოირჩა.
ამ ბლოგში განვიხილავთ ერთი კვირის ჭრილში TOP 5 საუკეთესო ქოინს ნაჩვენები პროცენტული ზრდის მიხედვით.
მე-5 ადგილი:
ჩვენი სიის მეხუთე ადგილოსანი Oasis Network (ROSE) არის. ქოინი CoinMarketCap-ზე 93-ე ადგილს იკავებს და მისი ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია ნახევარ მილიარდ დოლარს უახლოვდება.
ROSE-მა ერთი კვირის ჭრილში 30.67%-იანი ზრდა აჩვენა და აქტივის ერთეულის ღირებულებამ $0.07 შეადგინა. აქტივის ღირებულების მაჩვენებლით Oasis Network ჩვენს სიაში ასევე მე-5 ადგილს იკავებს, როგორც ყველაზე ხელმისაწვდომი ქოინი.
მაგალითად, კვირის დასაწყისში შეძენილი 1000₾ ღირებულების ROSE ქოინი, საშუალო ზრდის ნაჩვენები ტემპით, კვირის ბოლოს 1300₾-ის ქოინი იქნებოდა. ჯამურმა ნამატმა დაახლოებით 300₾ შეადგინა.
მე-4 ადგილი:
შემდეგი ქოინი, ერთი კვირის ჭრილში ნაჩვენები საშუალო პროცენტული ზრდით GMX არის.
ქოინის ზრდამ 32% შეადგინა და აქტივის ფასი $80 დოლარია. ამ მაჩვენებლით ის ჩვენს სიაში მოხვედრილი ყველაზე ძვირადღირებული აქტივია. GMX-ის ბაზრის საერთო კაპიტალიზაციამ კი, 700 მილიონ ა.შ.შ. დოლარს მიაღწია.
ქოინი CoinMarketCap-ის სიაში 72-ე ადგილს იკავებს და წარმატებით ხვდება TOP 100 კრიპტოვალუტას შორის.
10 თებერვალს ნაყიდი 1000₾ ღირებულების GMX ქოინი, კვირის ბოლოს არის 1320₾ ექვივალენტი. შესაბამისად, ჩვენმა ნამატმა 320 ლარი შეადგინა.
მე-3 ადგილი:
ჩვენს სიაში შემდეგნი ქოინი არის CoinMarketCap-ზე 27-ე ადგილზე მყოფი Filecoin (FIL). მისმა საშუალო ზრდამ ერთი კვირის ჭრილში 39% შეადგინა. Filecoin (FIL)-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად, შეგიძლიათ ეწვიოთ მათ ვებ-გვერდს.
FIL-ის კრიპტოს ერთეულის ფასი კი $6.8 ა.შ.შ. დოლარს შეადგენს.
მაგ: 10 თებერვალს განხორციელებული 1000₾ ინვესტიცია FIL ქოინში, დღეს იქნებოდა 1390₾-ის ექვივალენტი.
მე-2 ადგილი:
Magic (MAGIC)-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ ნახევარ მილიარდ დოლარს მიაღწია და ქოინი პროცენტული ზრდა განსაკუთრებით ბოლო 3 დღეში შეინიშნა.
დღეს ის ჩვენი სიის მე-2 ადგილზე გავიდა და ქოინის საერთო პროცენტულმა ზრდამ შთამბეჭდავი რიცხვი - 45.2% შეადგინა.
საერთო ჯამში, კრიპტოვალუტის ერთეულის ფასი $2.18 გაუტოლდა, ხოლო Magic-ის ბაზარზე საერთო ცირკულაციამ 209.823.651 MAGIC შეადგინა.
Magic-ის პროცენტული ზრდის გათვალისწინებით, მასში განხორციელებული 1000₾ ინვესტიცია, საბოლოო ჯამში გადაიქცეოდა 1450₾ აქტივად, რაც 450₾ ნამატს გვაძლევს.
კვირის ყველაზე მზარდი ქოინი!
გასულ კვირას ყველაზე დიდი ზრდა CoinMarketCap-ის მონაცემებზე დაყრდნობით Astar (ASTR)-მა აჩვენა. ქოინს ფასი საშუალოდ 51%-ით ემატებოდა მთელი კვირის განმავლობაში და დღეს მისი შეძენა $0.1 ცენტად არის შესაძლებელი.
Astar-ის ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია $451 მილიონ ა.შ.შ. დოლარს უტოლდება და ქოინი თითქმის მთელი კვირის განმავლობაში შეუქცევად ზრდას აფიქსირებდა.
10 თებერვალს, ASTR-ში განხორციელებული 1000₾ ინვესტიცია კვირის ბოლოს 1551₾ იქნებოდა. ნავაჭრის მოგება კი 551 ლარს შეადგენს, რაც ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ კარგი რიცხვია.
პოპულარული კრიპტო: Bitcoin; Ethereum და Polygon
წინა კვირის მსგავსად, შეუქცევად ზრდას აგრძელებს Polygon Matic-იც, რომელმაც გასული შვიდი დღის ჭრილში 13%-ით მოიმატა საკუთარი ღირებულება.
MATIC-ში განხორციელებული 1000₾ ღირებულების ინვესტიცია, დღეს იქნებოდა 1130₾ ექვივალენტი.
ზრდის მაჩვენებლით გამოირჩა Ethereum (ETH)-იც, რომელმაც 8.3%-იანი ზრდა დააფიქსირა კვირის განმავლობაში.
Bull Run-ს არც Bitcoin ჩამორჩა, რომელმაც საკუთარი ღირებულება 9.33%-ით მოიმატა.
აღნიშნული პოპულარული კრიპტოვალუტების შეძენა Cryptal-ზეც შეგიძლიათ, როგორც Instant Trade-ის, ისე Spot ბირჟის გამოყენებით.
მნიშვნელოვანია, რომ კრიპტოვალუტებით, მათ შორის ჩვენს ბლოგში მოხვედრილი ყველა ქოინით ვაჭრობისას ყურადღება მიაქციოთ სხვადასხვა ფაქტორებს და არა-მხოლოდ პროცენტული ზრდის მაჩვენებელს.
გაითვალისწინეთ, რომ ნახსენები არც ერთი წინადადება ფინანსური რჩევა არ არის.
გისურვებთ წარმატებულ თრეიდინგს!