გაითვალისწინეთ, რომ ბლოგში ნახსენები არც ერთი ფრაზა ფინანსური რჩევა არ არის!
ბევრი კრიპტოვალუტა კვლავ მიუყვება Bull Run-ის წარმატებულ გზას და უამრავი ინვესტორი კმაყოფილი დარჩა გასული კვირის (24 თებერვალი - 3 მარტი) მწვანე Trading Chart-ის დანახვით.
ამ ბლოგში ნახავთ, რომელმა 5 ქოინმა განიცადა ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა გასული 7 დღის განმავლობაში და როგორ იმოქმედებდა ეს ზრდა პორტფოლიოზე.
მე-5 ადგილი:
ჩვენს სიას CoinMarketCap-ზე 71-ე ადგილზე მყოფი Synthetix (SNX)-ით ვიწყებთ. გასული შვიდი დღის განმავლობაში კრიპტოვალუტამ საშუალოდ 11.12%-იანი ზრდა აჩვენა და წარმატებულად განაგრძო ბოლო პერიოდში დამკვიდრებული აღმავალი ბაზარი.
ქოინი იყენებს Ethereum-ის ბლოკჩეინს და მისი შეძენა $2.84 შეგიძლიათ. მიმდინარე პერიოდში კრიპტოვალუტამ მილიარდ დოლარიან საბაზრო კაპიტალიზაციას მიაღწია და ამაში დიდი წვლილი წარმატებულ აღმავალ პერიოდს მიუძღვის:
თუ ინვესტორმა 24 თებერვალს 1000 ლარის ღირებულების SNX ქოინი იყიდა, ერთი კვირის ჭრილში ზრდიდან გამომდინარე, 3 მარტს მას ექნება 1110 ლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.
დამატებითი ინფორმაცია ქოინის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.
მე-4 ადგილი:
ჩვენი სიის შემდეგი კრიპტოვალუტა, რომელიც საშუალო ზრდის მაჩვენებლით გამოირჩა NEM (XEM) არის. NEM დეცენტრალიზებული ბლოკჩეინ პლატფორმა, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს ჩაეშვა და მისი მთავარი დანიშნულება სწრაფი, უსაფრთხო და იაფი ტრანზაქციებია.
XEM ჩვენს სიაში ყველაზე ხელმისაწვდომი და დაბალ ფასიანი კრიპტოვალუტაა და მისი ერთეულის ღირებულება $0.04 შეადგენს, პარალელურად მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ კი ნახევარ მილიარდ დოლარს მიაღწია, უფრო ზუსტად კი - $441.547.500. გასული კვირის განმავლობაში დაფიქსირებული საშუალო პროცენტული ზრდა 14% იყო.
კრიპტოვალუტამ ზრდაზე გასვლა 27 თებერვალს დაიწყო და მას შემდგომ სტაბილურად იზრდება.
მასში 24 თებერვალს განხორციელებული 1000 ლარიანი ინვესტიცია, დღეს 1140 ლარის ღირებულების აქტივი იქნებოდა.
NEM-ის პროექტს დადებითად უყურებს Ethereum-ის დამაარსებელი, ვიტალიკ ბუტერინი:
„NEM-ის ეკოსისტემა იძლევა კარგ პლატფორმას, რომ მასზე დაშენდეს ახალი კრიპტოვალუტები და ტოკენები. თანაც მისი ბლოკჩეინი მომხმარებლებს ტრანზაქციებს გაცილებით უმარტივებს“
მე-3 ადგილი:
უკვე მეორედ dYdX (DYDX) ხვდება ჩვენს სიაში, რაც იმის მანიშნებელია რომ კრიპტოვალუტა საკმაოდ ჯანსაღად გამოიყენება და გრძელვადიან პერიოდში განაგრძობს Bull Run-ში აქტიურად მონაწილეობას.
DYDX 30 იანვრისა და 3 თებერვლის შუალედში 31%-ით იზრდებოდა, დღევანდელი მონაცემებით (24 თებერვალი - 3 მარტი) კი, 15%-იანი ზრდა დააფიქსირა. კრიპტოვალუტის შეძენა $3 დოლარად შეგიძლიათ.
თუკი ინვესტორი 1000 ლარის ინვესტირებას განახორციელებდა 24 თებერვალს dYdX ქოინში, 3 მარტის მონაცემებით მას ექნებოდა 1150 ლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.
მე-2 ადგილი:
CoinMarketCap-ის მონაცემებით ჩვენი სიის შემდეგი კრიპტოვალუტა 57-ე ადგილს იკავებს. Maker (MKR) კი, ჩვენს სიაში ყველაზე ძვირადღირებული ქოინია, რომლის ერთეული ღირებულებაც $890 შეადგენს. მისი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი 900 მილიონ დოლარს უტოლდება.
ერთი კვირის განმავლობაში Maker-მა 18%-იანი ზრდა დააფიქსირა და მასში განხორციელებული 1000 ლარის ინვესტირება თრეიდერს 1180 ლარის ღირებულების აქტივად დაუბრუნდებოდა.
აქვე გთავაზობთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტს MKR-ის ირგვლივ:
- Maker-ის შეზღუდული რაოდენობის - 1 მილიონი ტოკენი გამოიცემა
- ტოკენი 2017 წელს ჩაეშვა
- 2019 წელს Maker-მა და UNICEF-მა პარტნიორობის შესახებ გამოაცხადეს, რაც მიზნად DeFi ეკოსისტემის განვითარებას ისახავს
პირველი ადგილი!
ქოინი, რომელიც გასული კვირის პროცენტული ზრდით, 27%, ჩვენს სიას ლიდერობს უკვე ნაცნობი SingularityNET (AGIX)-ია. ეს კრიპტოვალუტა ჩვენს სიაში ერთხელ უკვე მოხვდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისიც სტაბილურად განაგრძობს ზრდას და ინვესტორებისავის იმედების გამართლებას.
მისი შეძენა $0.5 ცენტად არის შესაძლებელი და ზოგიერთი ექსპერტი საკმაოდ წარმატებულ მომავალსაც უწინასწარმეტყველებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კრიპტოვალუტა ეფუძვნება A.I. ტექნოლოგიას და გამოიყენება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სერვისების გადახდებს. ეს ორმაგად საინტერესოს ხდის AGIX-ს, რადგან თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტის ციებ-ცხელების ეპოქაში ვცხოვრობთ.
SingularityNET-ის CEO და შემქმნელი ბენ გორცელი ამბობს:
„SingularityNET-ის დეცენტრალიზებული სისტემის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ხელოვნურ ინტელექტს დაეხმაროს სამყარო შეიცნოს ისე, როგორც ამას ჩვენ, ადამიანები ვაკეთებთ. შემდგომ კი, ეს ცოდნა გამოიყენოს ჩვენი პრობლემების გადაჭრაში“
AGIX მომავალში შესაძლოა გასცდეს კრიპტოვალუტის ფორმას და ცალკეულ კრიპტო ეკოსისტემად იქცეს, რაც მას საინტერესო ინვესტორებისათვის საინტერესო პროექტად აქცევს.
პოპულარული კრიპტოვალუტები: Litecoin (LTC); Tron (TRX);
გასული კვირის Bull Run ციებ-ცხელებას არც რამოდენიმე პოპულარული კრიპტოვალუტა ჩამორჩა. Litecoin (LTC) შვიდი დღის პერიოდში 2.62%-ით გაიზარდა და მისი შეძენა $96 არის შესაძლებელი, ხოლო Tron (TRX)-მა უმნიშვნელო 0.65%-იანი ზრდა დააფიქსირა, თუმცა ინვესტორებს მაინც არ დაწყვიტა გული და მწვანე, აღმავალი პერიოდი აჩვენა.
თუ გადაწყვეტ, რომ კრიპტოვალუტებში განახორციელო ინვესტირება, Litecoin-ისა და Tron-ის შეძენას Cryptal-ზე შეძლებ, როგორც სწრაფი გადაცვლის, ასევე Spot ბირჟის გამოყენებით.
შეჯამება:
კრიპტო მოყვარულთა და ინვესტორთა საბედნიეროდ, ქოინებისა და ტოკენების უმეტესობა აგრძელებს Bull Run-ს და საკუთარ ღირებულებას საგრძნობლად იმატებს.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინო, რომ კრიპტო აქტივის ფასი უამრავ ინფორმაციას გვაწვდის, მათ შორის - როდის არის ყველაზე კარგი დრო ინვესტირების განსახორციელებლად და როდის იქნება მომგებიანი აქტივის შეძენა.
თუმცა, გაითვალისწინე რომ ეს ერთადერთი ინდიკატორი არ არის, რომელსაც კრიპტოვალუტებით ვაჭრობისას უნდა დაეყრდნო. დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად შეგიძლია ჩვენს ბლოგებს გაეცნო და გაიგო, რას გვეუბნება ესა თუ ის Trading Chart, რა ტიპის სავაჭრო ინდიკატორები დაგეხმარებათ სწორი და მომგებიანი გადაწყვეტილებების მიღებაში.
სულ მწვანეზე გეთრეიდოთ!