აქტიური Bull Run-ის პერიოდში უამრავმა ქოინმა დააფიქსირა მწვანე ჩარტი, ამაზე ჩვენს წინა ბლოგშიც გვქონდა საუბარი, სადაც ასევე დიდი პროცენტული ზრდა აჩვენა რამოდენიმე კრიპტოვალუტამ.
თუმცა აქ ნახავ ქოინებს, რომლებმაც გადააჭარბეს გასული კვირების შედეგებს და გაიგებ რომელია ეს 5 კრიპტოვალუტა, რომელიც გაიზარდა ყველაზე მეტად ერთი კვირის პერიოდში (13-19 მარტი) და როგორ შეიცვლებოდა პორტფელი მათი ჯერ კიდევ ორშაბათს შეძენის შემთხვევაში.
გაითვალისწინეთ, რომ ბლოგში გაჟღერებული არც ერთი ინფორმაცია ფინანსური რჩევა არ არის!
მე-5 ადგილი:
ჩვენს სიას უკვე კარგად ცნობილი A.I. ქოინით ვიწყებთ. შთამბეჭდავი, 35.83%-იანი ზრდით SingularityNET (AGIX) მე-5 ადგილს იკავებს.
ქოინი სიაში არაერთხელ მოხვდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ AGIX სტაბილურობით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, ინვესტორებისთვის ის მიმზიდველ კრიპტო აქტივად იქცა და მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 500 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
- TOP ფაქტი: SingularityNET კვირის ყველაზე მზარდი კრიპტოვალუტების სიაში მესამედ ხვდება, მათ შორის ორჯერ იგი კვირის ლიდერი იყო, როგორც ყველაზე დიდი პროცენტული ზრდის მაჩვენებელი.
თუკი ინვესტორი ორშაბათს, 13 მარტს, 1000 ლარის ღირებულების AGIX შეიძენდა, კვირის ბოლოს მისი ჯამური აქტივები ნაჩვენები პროცენტული ზრდის მიხედვით 1350 ლარის ღირებულების იქნებოდა.
მე-4 ადგილი:
მწვანეზე ვაჭრობის ტენდენცია გასულ კვირას თითქმის ყველა ქოინს შეეხო, შესაბამისად ჩვენი სიის მეოთხე ადგილზე გასულმა კრიპტოვალუტამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროცენტული ნახტომი დააფიქსირა.
Stacks (STX)-ის შვიდი დღის ზრდამ 51.41% შეადგინა. რაც ნიშნავს იმას, რომ 1000 ლარის ღირებულების ინვესტიცია, კვირის ბოლოს გადაიქცა 1514 ლარის ღირებულების აქტივად.
7 დღეში ინვესტორის სარგებელმა დაახლოებით 510 ლარი შეადგინა.
STX-ის საბაზრო კაპიტალიზაცია მილიარდ ნახევარ დოლარს უტოლდება და მიმდინარე Bull Run-ის პერიოდში ეს რიცხვი კვლავ ზრდის ტენდენციაშია.
- TOP ფაქტი: Stacks აქამდე ერთხელ მოხვდა იმ კრიპტოვალუტებს შორის, რომლებმაც 7 დღის განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდა აჩვენეს. 17-24 თებერვლის კვირაში კრიპტომ 132%-იანი ზრდა დააფიქსირა.
მე-3 ადგილი:
Bull Run-ის მორიგი მონაწილე Immutable (IMX) გახდა, რომელმაც 52%-იანი ზრდით ინვესტორების იმედები გაამართლა.
IMX ეთერიუმზე დაფუძნებული ტოკენია და გამოირჩევა დაბალი საკომისიოებით და სწრაფი ტრანზაქციებით.
მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა და აქტივის შეძენა $1.43 შეგიძლიათ.
- TOP ფაქტი: Immutable-ს შეუძლია წამში 9000 ტრანზაქცია გაატაროს.
კვირის დასაწყისში შეძენილი 1000₾ ღირებულების IMX, კვირის ბოლოს 1520 ლარის ღირებულების აქტივია, რაც შვიდი დღის პერიოდში 520 ლარიან ნამატს ნიშნავს.
მე-2 ადგილი:
თუ ფიქრობ, რომ 7 დღის პროცენტული ზრდის მაჩვენებლით ვერცერთი კრიპტოვალუტა ვერ გაგაკვირვებს, მაშინ გეტყვით რომ Mask Network (MASK)-მა გააოცა უამრავი ინვესტორი, როდესაც შთამბეჭდავი78%-იანი ზრდა აჩვენა გასულ კვირას.
ქოინის შესახებ ბევრი კრიპტო ენთუზიასტი საუბრობდა, ვინაიდან ის აქტიურად არის დაკავშირებული Web3 პროექტებთან, რომლებიც ბოლო ხანებში პოპულარობის პიკში არიან.
MASK-ის შეძენა $6 არის შესაძლებელი და მისი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია ნახევარ მილიარდ დოლარს უახლოვდება.
ინვესტორმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ 1000 ლარის ღირებულების Mask Network შეეძინა, კვირის ბოლოს მისი აქტივები ნაჩვენები ზრდის მიხედვით 1780 ლარის ტოლია.
ერთი კვირის ჭრილში ნაჩვენები სარგებელი 780 ლარს შეადგენს.
- TOP ფაქტი: MASK-ის ATH 2021 წლის თებერვალში დაფიქსირდა და ქოინის ფასი $41 იყო.
პირველი ადგილი:
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სიაში ყველა მოხვედრილმა კრიპტოვალუტამ ორნიშნა პროცენტული ზრდა დააფიქსირა, ყველა მათგანის შედეგი, პირველ ადგილზე გასულ კრიპტოსთან შედარებით მცირედ გამოიყურება.
ქოინი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია აჭარბებს ერთ მილიარდ დოლარს და ინვესტორების ყველა მოლოდინს Coinflux (CFX) არის. მისმა 7 დღის პროცენტულმა ზრდამ, გასაოცარი, 124% შეადგინა.
მარტივად რომ ვთქვათ, კვირის დასაწყისში განხორციელებული 1000 ლარიანი ინვესტიცია, მხოლოდ შვიდ დღეში 2240 ლარის აქტივად იქცა.
სულ რაღაც ერთ კვირაში, ნამატმა 1240 ლარი შეადგინა.
- TOP ფაქტი: Coinflux ჩვენს სიაში მეორედ ხვდება. 17-24 თებერვლის კვირაში CFX-მა 86%-იანი ზრდა აჩვენა.
აღნიშნულ კრიპტოზე დაკვირვება საინტერესო იქნება, ვინაიდან CFX-ს ხშირად ახასიათებს ორნიშნა ზრდის პროცენტული მაჩვენებელი და შესაბამისად იწვევს ინვესტორების დიდ ინტერესს.
Coinflux-ის შვიდი დღის ჩარტი ძალიან ჯანსაღად გამოიყურება და კრიპტო კვირის ჭრილში სტაბილურად ზრდაზე გადიოდა.
პოპულარული კრიპტოვალუტები: Bitcoin (BTC); Solana (SOL)
მწვანე Bull Run პერიოდი თითქმის ყველა კრიპტოვალუტისათვის დგას, შესაბამისად ინვესტორები დაინტერესებული არიან ბაზარზე გამოჩენით და კრიპტო სამყარო იმ ადამიანებისთვისაც მიმზიდველი ხდება, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს ამ ინდუსტრიაში.
ტენდენციას არც ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტები ჩამორჩნენ და მათ შორის არის ბიტკოინი (BTC), რომელიც რამოდენიმე კვირაა იბრუნებს ძველ დიდებას. კრიპტოვალუტების გიგანტმა შვიდი დღის საშუალო მაჩვენებლით 27%-იანი ზრდა აჩვენა და ამ ეტაპისთვის მისი ღირებულება $28 000 შეადგენს.
თუკი გადაწყვეტილი გაქვს, რომ ბიტკოინის შესაძენად კარგი დროა, ყველაზე მოსახერხებელ პირობებსა და ტარიფებს Cryptal გთავაზობს, სადაც შეგიძლია ისარგებლო, როგორც სწრაფი გადაცვლის, ისე Spot ბირჟის ფუნქციით.
7 დღის პერიოდში კარგი ზრდა აჩვენა ყველასათვის ცნობილმა Solana-მაც, რომელმაც ფასი დაახლოებით 20%-ით მოიმატა. ზრდასთან ერთად გამყარდა მისი ერთეულის ღირებულებაც, რომლის შეძენაც ახლა $23 არის შესაძლებელი.
შეჯამება:
შეიძლება ითქვას, რომ კრიპტო სამყაროში შემოსაბიჯებლად ახლა კარგი დროა, ვინაიდან რამოდენიმე კვირაა შეინიშნება Bull Run, რაც ხელს უწყობს ინდუსტრიის პოპულარიზაციას და იმ ადამიანების ჩართულობას, რომელთაც იმედი აქვთ რომ სწორი ინვესტიციით მოკლე დროში შეძლებენ სარგებლის ნახვას.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ ფასზე დაკვირვება საკმარისი არ არის წარმატებული თრეიდინგისათვის და საჭიროა გამოიყენოთ დამატებითი ინდიკატორები, როგორიც არის სავაჭრო სიგნალები და ა.შ.
ამაში უკეთ ჩვენი ბლოგები დაგეხმარება.
სულ მწვანეზე გევაჭროთ!