კრიპტო ბაზარი გააქტიურდა?
ბოლო რამოდენიმე კვირაა, რაც კრიპტო ბაზარი გააქტიურდა და ხარები გამოჩნდნენ, რაც ქოინებზე და ტოკენებზე ფასების მატებას ნიშნავს.
უამრავი თრეიდერი დაინტერესდა თუ როგორ შეიძლება სასურველი კრიპტოვალუტის ყიდვა, რათა ისინიც არ ჩამორჩნენ კრიპტოვალუტების ფასების მორიგ ბუმს.
გარდა იმისა, რომ ისეთი დიდი კრიპტოებიც აჩვენებენ აღმასვლას, როგორებიც ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვა არიან, თრეიდერების ყურადღება ნაკლებად ცნობილმა, მაგრამ მზარდმა კრიპტო აქტივებმაც მიიპყრო.
ამ ბლოგში გაჩვენებთ ტოპ 5 კრიპტოვალუტას, რომელთა ფასიც ერთი კვირის ჭრილში ყველაზე მეტად გაიზარდა.
მე-5 ადგილი: Arweave (AR) - ინფორმაციის ბლოკჩეინში გადატანა
Arweave (AR) ტოპ მზარდ კრიპტოვალუტებს შორის მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო CoinMarketCap-ის მონაცემებით, 100 ყველაზე დიდ კრიპტოვალუტას შორის 74-ე ადგილზეა.
ერთი კვირის ჭრილში მისი ფასი 25%-ით გაიზარდა და თრეიდერებს კრიპტოს ყიდვა დაახლოებით $9 შეუძლიათ.
Arweave წარმოადგენს დეცენტრალიზებულ ქსელს, რომლის შიგნითაც მომხმარებლებს ინფორმაციის შენახვა და უსაფრთხოდ გაზიარება შეუძლიათ. შემქმნელები, სემ ვილიამსი და უილიამ ჯოუნსი, AR-ს მოიხსენიებენ, როგორც კოლექტიურ მყარ დისკს, რომელსაც არასდროს არაფერი ავიწყდება.
ქოინის ჯამური ცირკულაცია 66 მილიონია, აქედან 55 უკვე მომხმარებლების კრიპტო საფულეებში არის მოთავსებული.
მე-4 ადგილი: Synthetix (SNX) - პროტოკოლი ეთერიუმის ტოკენებისთვის
ჩვენს სიაში ტოპ 5 კრიპტოვალუტას შორის Synthetix მე-4 ადგილს იკავებს 27%-იანი ზრდის წყალობით. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ქოინმა საკმაოდ დიდი აქტიურობა დააფიქსირა და შედეგად მისი ყიდვა $3.6 არის შესაძლებელი.
ამჟამად SNX-ის $1 მილიარდზე მეტი ღირებულების აქტივია ბაზარზე, ხოლო ჯამური 212,424,133 ქოინიდან მიმოქცევაში 114,841,533 SNX გვხვდება.
დეცენტრალიზებული პროტოკოლი მორგებულია ეთერიუმის ქსელზე დაფუძნებულ ტოკენებზე, რომელთა ერთმანეთში გადაცვლაც Synthetix-ის პროტოკოლის წყალობით სწრაფი და იაფი მეთოდია.
თავად SNX სრულად მორგებულია ეთერიუმის ERC-20 სტანდარტს და იყენებს PoS კონსენსუსს, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ პროტოკოლად აქცევს.
გარდა საინვესტიციო პოტენციალისა, რომელიც Synthetix-მა საკუთარი ზრდით აჩვენა, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სტეიკინგში, რაც ნიშნავს, რომ საკუთარ კრიპტო საფულეში ათავსებ SNX ქოინებს და სანაცვლოდ გერიცხება სარგებელი.
მე-3 ადგილი: Celestia (TIA) - შექმენი საკუთარი ბლოკჩეინი
კრიპტოვალუტებსა და კრიპტო პროექტებს შორის Celestia ნამდვილად გამოირჩევა თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე. TIA-ის დახმარებით კრიპტოთი დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი ბლოკჩეინი მარტივად ჩაუშვან მოხმარებაში და სხვა ადამიანებს მისცენ შესაძლებლობა, ჩაერთონ პროექტში.
აღსანიშნავია ისიც, რომ Celestia და მისი ტოკენი TIA პირველად არ ხვდებიან ჩვენი ტოპ კრიპტოვალუტების სიაში, რაც მის სტაბილურ ხასიათზე და საინვესტიციო პოტენციალზე მეტყველებს.
გასული შვიდი დღის განმავლობაში კრიპტო აქტივის ზრდამ 27% შეადგინა და მისი შეძენა დაახლოებით $6 არის შესაძლებელი. მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში, ნავაჭრი კრიპტოს ღირებულებამ $257 მილიონი შეადგინა.
თუკი ოდესმე საკუთარი ბლოკჩეინ ქსელის შექმნა მოგინდა, გახსოვდეს, Celestia ამაში დაგეხმარება.
მე-2 ადგილი: Render (RNDR) - ხელოვანი ადამიანების კრიპტოვალუტა
თუკი ჩვენს ბლოგს ეცნობი და ტოპ კრიპტოვალუტებს ყოველკვირეულად ნახულობ, აღმოაჩენდი, რომ Render საკმაოდ ნაცნობი აქტივია. კვირის ტოპ ლიდერებში ის დაფიქსირებული ზრდის მაჩვენებლით არაერთხელ მომხვდარა და უკვე ბევრჯერ გაახარა ინვესტორები.
ამჯერად RNDR-მა 46%-იანი ზრდა დააფიქსირა, რაც ნიშნავს იმას, რომ კვირის დასაწყისში 1000 ლარიანი ინვესტიცია, სულ რაღაც შვიდ დღეში ინვესტორს 460 ლარის სარგებელს მისცემდა.
თუკი ისეთ პროფესიას წარმოადგენ, სადაც რენდერინგი გჭირდება და სხვადასხვა ვიზუალებს ყოველდღიურად აკეთებ, რენდერ ტოკენი საშენო აქტივია. ეთერიუმის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ეს ტოკენი კრიპტოვალუტის გამოსამუშავებლად, ანუ მაინინგისათვის, GPU-ს მიერ წარმოქმნილ ენერგიას იყენებს.
ტოკენი პირველად 2017 წელს გამოჩნდა კრიპტო ბაზარზე და გაყიდვებიც იმავე წლის ოქტომბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის მაისში აქტივმა მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია, როდესაც 1 RNDR ტოკენის ფასი $0.25 გაუტოლდა. დღეს, ამ აქტივის შეძენა $3.56 არის შესაძლებელი.
პირველი ადგილი: Kaspa (KAS) - ყველაზე სწრაფი კრიპტოვალუტა
ტრადიციული ბლოკჩეინისგან განსხვავებით, სადაც ყოველი შემდეგი ბლოკის შექმნა წინაზეა დამოკიდებული, ჩვენი ტოპ კრიპტოვალუტების სიის პირველი ადგილოსანი Kaspa სხვა მიდგომას იყენებს.
Proof of Work პრინციპზე დამყარებული ქსელი იძლევა საშუალებებს, რომ ბლოკები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეიქმნას და თითოეულ ტრანზაქციას ინდივიდუალური ბლოკი ჰქონდეს. ეს ყველაფერი საგრძნობლად ამცირებს ტრანზაქციების დროს და კრიპტოვალუტას ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ აქტივად აქცევს.
კრიპტო ერთი კვირის ჭრილში 64%-ით გაიზარდა და კვირის რეკორდიც დაამყარა, როგორც ყველაზე მზარდმა კრიპტოვალუტამ. ამჟამად ბაზარზე $3 მილიარდის KAS აქტივი ცირკულირებს და მისი შეძენა $0.14 არის შესაძლებელი.
მნიშვნელოვანი ნიუანსია ისიც, რომ ტოკენი 100 ყველაზე დიდ კრიპტოვალუტას შორის 28-ე ადგილს იკავებს CoinMarketCap-ის მონაცემებით.
ჯამურად, ერთი თვის ჭრილში Kaspa-ს კიდევ უკეთესი შედეგი აქვს. კრიპტოვალუტა სულ რაღაც 30 დღეში 200%-ით გაიზარდა და ექსპერტები ტენდენციის გაგრძელებას ვარაუდობენ.
კრიპტოვალუტის ფასები კვლავ იმატებს
ჩვენს სიაში მოხვედრილი ტოპ 5 კრიპტოვალუტა - Arweave, Synthetix, Celestia, Render და Kaspa - იმის კარგი მაგალითები არიან, რომ სეზონის მიუხედავად კრიპტოვალუტებში ზამთარი კი არა, ზაფხული მოდის და გასული კვირების განმავლობაში დაფიქსირებული ტენდენცია კვლავ გრძელდება, კრიპტოვალუტების ფასები იმატებს და მაღლა მიდის.
თუკი კრიპტო ინვესტორი ან უბრალო ენთუზიასტი ხარ და გეგმავ რომელიმე კრიპტო აქტივის შეძენას, ჩვენი ტოპ 5 მზარდი კრიპტო აუცილებლად უნდა გაითვალისწინო.
ყოველი კრიპტოს ყიდვის წინ ყურადღება მიაქციე ბაზრის ტენდენციას, კრიპტო ბირჟას და მხოლოდ ყველა ნაბიჯის კარგად აწონვის შედეგად იყიდე რომელიმე კრიპტოვალუტა.