შესავალი: რას გაიგებ „ცივი საფულეების“, ანუ Cold Wallet-ების შესახებ?
ამ ბლოგში მოკლედ მოგიყვებით რა არის „ცივი საფულე“, ანუ Cold Wallet. ასევე, რა სარგებელსა და უსაფრთხოებას ქმნიან ისინი შენი კრიპტოვალუტებისა და ფინანსური თავისუფლებისთვის.
გეტყვით რომელი 5 საფულეა 2023 წელს შენი კრიპტო აქტივების შესანახად საუკეთესო არჩევანი და როგორ შეარჩიო შენზე მორგებული „ცივი საფულე“.
რა არის „ცივი საფულე“, ანუ Cold Wallet?
კრიპტოვალუტების დიდ ოკეანეში, სადაც ტექნოლოგიური რევოლუცია ყოველდღიურად მიმდინარეობს, მხოლოდ ქოინები და ტოკენები არ გამოირჩევიან თანამედროვე ციფრული მიღწევებით.
ბაზრის განვითარებასთან ერთად სულ უფრო კრიტიკული გახდა ჩვენი კრიპტო აქტივების უსაფრთხოდ შენახვა, სწორედ ამიტომ სულ უფრო მეტად დაცულ და ინოვაციურ ტექნიკურ საშუალებებს ვხვდებით, რომ კრიპტოვალუტები საიმედოდ დავიცვათ.
თუმცა, ამ მიზნისათვის არსებობს ორი ძირითადი საშუალება - „ცხელი საფულეები“ და „ცივი საფულეები“. მაშინ, როცა საუკეთესო „ცხელი საფულეები“ მუდმივად დაკავშირებული არიან ინტერნეტთან და ქსელთან, „ცივი საფულეები“ საპირისპირო პრინციპით მუშაობენ, ისინი ოფლაინ რეჟიმში ინახავენ შენს კრიპტოაქტივებს ფიზიკურ მოწყობილობაში, რითაც ჰაკერებს ნაკლებ ხელჩასაჭიდ ბერკეტს აძლევენ.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან კრიპტო აქტივების დაჰაკვის უმეტესობა ონლაინ, ქსელში ჩართულ საფულეებზე მოდის.
ბლოგის დანარჩენ ნაწილში კი, მოგიყვებით რომელი 5 საფულეა საუკეთესო 2023 წელს შენი კრიპტოვალუტების დასაცავად.
KeepKey – „ცივი საფულე“ დამწყებთათვის
KeepKey არის ერთ-ერთი საუკეთესო „ცივი საფულე“ შენი კრიპტოვალუტებისთვის, თუ ამ სფეროში დამწყები ხარ. მას აქვს მარტივი ინტერფეისი, 350-მდე ქსელის მხარდაჭერა და 7000-ზე მეტი კრიპტოვალუტის შენახვის შესაძლებლობა.
KeepKey-ის გამოყენებისათვის საჭიროა შენს მოწყობილობაში ჩამოტვირთო KeepKey Client აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ვინდოუსზე, მაკსა და ლინუქსზე.
დამატებით, შეგიძლია ის შენს მობილურ მოწყობილობას დაუკავშირო USB სადენის დახმარებით, რითაც საფულეს საკმაოდ პორტატულ მოწყობილობად აქცევ.
მისი შეძენა $49 არის შესაძლებელი და „ცივი საფულეების“ წარმომადგენლებს შორის საკმაოდ ბიუჯეტურ ნივთად ითვლება.
Ledger Stax - ყველაზე მაღალტექნოლოგიური „ცივი საფულე“?
Ledger კრიპტო მოყვარულებისთვის საკმაოდ ცნობილი კომპანიაა, ხოლო Stax-ის მოდელი მათი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოწყობილობაა. KeepKey-საგან განსხვავებით უფრო მაღალტექნოლოგიურიც და ძვირიც არის. მისი შეძენა $279 არის შესაძლებელი, თუმცა ეს თანხა ნამდვილად ღირს შენი ძვირფასი კრიპტოაქტივების დასაცავად.
გარდა ამისა, Ledger Stax მაღალტექნოლოგიურობითაც გამოირჩევა. მას აქვს სენსორული ეკრანი, უსადენო დამუხტვის ფუნქცია, ბლუთუზ დაკავშირება ნებისმიერ მოწყობილობასა და გაჯეტთან.
შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აპლიკაცია, როგორც მობილურში ისე თქვენს კომპიუტერში და საჭიროებისამებრ გქონდეთ წვდომა 5000-ზე მეტ კრიპტოვალუტასთან.
Trezor Model T - ყველაზე მოხერხებული „ცივი საფულე“
Trezor-ის Cold Wallet ფასისა და ტექნოლოგიურობის მხრივ არ ჩამორჩება Ledger Stax-ს. მისი შეძენა $219 არის შესაძლებელი და ამ ფასში შენ იღებ კოდირებული სისტემით დაცულ Private Keys, დიდ მოქნილობასა და 1450-მდე კრიპტოვალუტის მხარდაჭერას, მათ შორის ისეთი პოპულარული და ცნობილი ქოინების, როგორებიც ბიტკოინი, ეთერიუმი და XRP არიან.
მოწყობილობას სენსორული ეკრანი აქვს და მისი დამუხტვა ჩვეულებრივი მობილური ტელეფონის სატენითაც არის შესაძლებელი. გარდა ამისა, მას ჩაშენებული აქვს სტეიკინგის ფუნქცია, რა დროსაც შენ შეგიძლია, მაგალითად Cardano-ს გამოყენებით, დამატებითი შემოსავალი გაიჩინო.
შეუძლებელია მსოფლიოში პირველი კრიპტოვალუტების „ცივი საფულის“ შემქმნელი ნაკლებ მოხერხებულობასა და კომფორტს სთავაზობდეს კრიპტო მომხმარებლებს.
Ledger Nano S Plus - ხელმისაწვდომი და უსაფრთხო „ცივი საფულე“
თუ ეძებ ხელმისაწვდომ და ამავე დროს დროში გამოცდილ უსაფრთხო და დაცულ „ცივ საფულეს“ შენი კრიპტო აქტივებისთვის, ბევრი ძებნა არ მოგიწევს, რადგან Ledger-ის Nano S Plus ყველა ამ თვისებას აერთიანებს.
მისი შეძენა $79 შეგიძლია და ამ ფასში გარდა უსაფრთხოებისა კომფორტულ ფუნქციებსაც მიიღებ.
მომხმარებელი საფულის გამართვისას ირჩევს საიდუმლო ფრაზას, რაც დაგეხმარება მისი ფიზიკურად დაკარგვის, მოპარვის ან განადგურების შემთხვევაში მოწყობილობა დისტანციურად აღადგინო.
დამატებით, საფულეს თან მოყვება დახმარების გუნდთან მუდმივი კონტაქტის ფუნქცია. ნებისმიერი საჭიროებისას შეგიძლია მათ დაუკავშირდე და მიიღო ამომწურავი პასუხი ოფიციალური პირებისაგან.
„ცივი საფულეს“ 5000-მდე ციფრული აქტივის შენახვა შეუძლია, მათ შორის - ბიტკოინი, ეთერიუმი, პოლკადოტი და ა.შ
Trezor Model One – 2023 წლის საუკეთესო „ცივი საფულე“?
სხვადასხვა მომხმარებლების შეფასებაზე დაყრდნობით, ტრეზორი 2023 წლის საუკეთესო „ცივ საფულედ“ მოიაზრება.
მისი გამოყენება მარტივია დამწყები კრიპტო თრეიდერებისათვის და უსაფრთხოების ფუნქციებით არა-ნაკლებ გამოირჩევა, ვიდრე ნებისმიერი სხვა „პროფესიონალური“ საფულე.
მაგალითად, ტრეზორის ამ მოდელზე ყენდება 4-დან 50 ციფრიანი PIN კოდი, რომელიც ტრანზაქციების დასადასტურებლად გამოიყენება. მომხმარებელმა კოდი უშუალოდ მოწყობილობაში უნდა შეიყვანოს, რაც ნიშნავს იმას, რომ დისტანციურად, დაჰაკვის შემთხვევაში შენს აქტივებს ვერავინ ვერსად გაიტანს.
პინის დაკარგვის ან დავიწყების შემთხვევაში, საიდუმლო სიტყვების ჩაწერა მოგიწევს, რომელსაც მანამდე შენ თავადვე ირჩევ.
ტრეზორის ციფრული აპლიკაციის დაყენება შესაძლებელია ვინდოუსზე, ლინუქსზე, მაკზე, ანდროიდსა და iOS მოწყობილობებზე.
საფულეზე მხარდაჭერილია 1300-მდე კრიპტოვალუტა, მათ შორის ბიტკოინი და სხვადასხვა პოპულარული ალტკოინები.
გარდა უსაფრთხოების მთელი რიგი სისტემებისა, ტრეზორის Model One საკმაოდ ბიუჯეტურია და მისი შეძენა $69 არის შესაძლებელი.
შეჯამება
ინვესტორები და კრიპტო ენთუზიასტები, რომლებიც ინვესტირების გრძელვადიან სტრატეგიას ირჩევენ, „ცივ საფულეს“ იყენებენ თავიანთი აქტივების შესანახად.
ამას თავის მიზეზი აქვს - ასეთი ტიპის საფულეები არ არიან ქსელში ჩართული, რაც ჰაკერული თავდასხმებისგან მათ იცავს.
თუ შენც არჩევანს გრძელვადიან პროექტებზე აკეთებ, მაშინ 2023 წლის საუკეთესო „ცივი საფულეები“ ჩვენს სიაში შეგიძლია შეარჩიო.