Სარჩევიchevron-down
კრიპტოვალუტები აღმასვლას განაგრძობენ!
მე-5 ადგილი: Terra (LUNA) - კრიპტოვალუტა ბრუნდება?
მე-4 ადგილი: Sei (SEI) - ტოპ კრიპტოვალუტების სიის დებიუტანტი
მე-3 ადგილი: Terra Classic (LUNC) - ტერას ეკოსისტემის კიდევ ერთი წარმომადგენელი
მე-2 ადგილი: Blur (BLUR) – NFT და კრიპტოვალუტა
1-ლი ადგილი: TerraClassicUSD (USTC) - ტერა კრიპტო ბაზარს იპყრობს!
The graph displays five cryptocurrency logos with Georgian text on the left side
2023-11-27clock5 minutes

კრიპტოვალუტები აღმასვლას განაგრძობენ!

ზამთრის მოახლოების მიუხედავად, ციფრულ სამყაროში კრიპტო ზამთარი დასრულდა და კრიპტოვალუტები აღმასვლას ისევ განაგრძობენ.

რამოდენიმე კვირაა რაც სხვადასხვა კრიპტო აქტივზე ფასები სულ უფრო იმატებს და ამ ბლოგში გაჩვენებთ, რომელმა კრიპტოვალუტებმა მოიმატეს ფასი ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებლით ერთი კვირის ჭრილში (20 – 27 ნოემბერი).

მე-5 ადგილი: Terra (LUNA) - კრიპტოვალუტა ბრუნდება?

კვირის ტოპ 5 მზარდი კრიპტოვალუტის სიას კრიპტო თრეიდერებისათვის კარგად ნაცნობი ტერა ლუნა ხსნის, რომელმაც სულ რაღაც შვიდი დღის პერიოდში 28.67%-ით მოიმატა.

ტერა ლუნა CoinMarketCap-ის მონაცემებით მსოფლიოს 100 ყველაზე დიდ კრიპტოვალუტას შორის 93-ე ადგილს იკავებს და მისი შეძენა $0.82 არის შესაძლებელი.

Terra საჯარო ბლოკჩეინია, რომელიც Terra Classic-საგან წარმოიშვა და მისი შემქმნელები Daniel Shin და Do Kwon არიან.

  • საინტერესო ფაქტი: Terra-ს სტაბილური კრიპტოვალუტების ეკოსისტემა აქვს შექმნილი, რომელშიც შემავალი კრიპტოვალუტების ფასები ა.შ.შ დოლარის კურსზე არიან მიბმული.

მე-4 ადგილი: Sei (SEI) - ტოპ კრიპტოვალუტების სიის დებიუტანტი

Sei ჩვენი მზარდი კრიპტოვალუტების სიაში პირველად მოხვდა. კრიპტო აქტივმა 20 ნოემბრიდან 27 ნოემბრის პერიოდში საკუთარი ფასი 40%-ით მოიმატა და ახლა მისი შეძენა კრიპტოს ყიდვის მსურველებს $0.21-ად შეუძლიათ.

კრიპტო ბაზარზე Sei-ს 2 მილიარდამდე ქოინია მიმოქცევაში და მათი ჯამური ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს უტოლდება.

მე-3 ადგილი: Terra Classic (LUNC) - ტერას ეკოსისტემის კიდევ ერთი წარმომადგენელი

გასული კვირა ტერას ეკოსისტემისათვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და Luna-ს შემდგომ ჩვენს ტოპ 5 ყველაზე მზარდ კრიპტოს შორის ამჯერად Terra Classic მოხვდა.

LUNC-მა ერთი კვირის პერიოდში, გასაოცარი, 51%-იანი ზრდა დააფიქსირა და ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $680 მილიონს მიუახლოვდა.

თუკი ადამიანი კვირის დასაწყისში იყიდდა 1000 ლარის კრიპტოვალუტას, შვიდი დღის შემდგომ მისი ინვესტიცია 510 ლარის მოგებას მოიტანდა.

ტერა კლასიკის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ტერას ოჯახში შემავალი სტაბილური კრიპტოვალუტებისა და Terra Classic-ის ტექნოლოგიის გაერთიანებით, ადამიანებს აქვთ კრიპტოვალუტა, რომელსაც ა.შ.შ დოლარზე მიბმული ფიქსირებული ფასი აქვს, ტექნიკურად კი, კრიპტო გადარიცხვები დაბრკოლებებს არ წარმოადგენს.

ქსელის უსაფრთხოებისათვის კი, ტერას ბლოკჩეინი Proof of Stake კონსენსუსს იყენებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბლოკჩეინში ჩართული ადამიანები, გარანტიად საკუთარ ტერას ქოინებს ჩამოდიან.

მე-2 ადგილი: Blur (BLUR) – NFT და კრიპტოვალუტა

ბლური არის NFT-ების სავაჭრო პლატფორმის მთავარი ტოკენი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს სხვადასხვა არტისტების მიერ შექმნილი NFT ნამუშევრების ყიდვა ან გაყიდვა შეუძლიათ.

Blur-ის შემქმნელების მიხედვით, მათი ტოკენი NFT სამყაროში ყველაზე სწრაფი და ტექნოლოგიურია, შესაბამისად, უამრავი არტისტი სწორედ ამ პლატფორმაზე აკეთებს არჩევანს.

ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, BLUR-მა 56%-იანი ზრდა დააფიქსირა და ჩვენს ტოპ კრიპტოვალუტებში მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო აქტივის ყიდვა $0.52 არის შესაძლებელი.

თუკი თრეიდერი 1000 ლარის ღირებულების ბლურის ტოკენს იყიდდა გასული კვირის ორშაბათს. მისი ამჟამინდელი ინვესტიცია ჯამურად 1560 ლარის ტოლი იქნებოდა, რაც 560 ლარიანი სარგებელია სულ რაღაც შვიდ დღეში.

1-ლი ადგილი: TerraClassicUSD (USTC) - ტერა კრიპტო ბაზარს იპყრობს!

ჩვენი ტოპ მზარდი კრიპტოვალუტების სიაში ტერას ეკოსისტემის წარმომადგენელი უკვე მესამედ ხვდება და ამჯერად TerraClassicUSD პირველ ადგილს იკავებს ერთი კვირის ჭრილში დაფიქსირებული ზრდით.

USTC ტერას სტაბილური კრიპტოვალუტაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მის უკან ა.შ.შ დოლარი დგას. მხოლოდ გასულ კვირაში, ტერა კლასიკი აბსოლუტური ლიდერი გახდა დაფიქსირებული ზრდის მაჩვენებლით და აქტივის ფასი 365%-ით გაიზარდა.

მარტივად რომ ვთქვათ, თუკი მომხმარებელი 1000 ლარის ტერა კლასიკს იყიდდა, კვირის ბოლოს მისი ინვესტიცია არც მეტი, არც ნაკლები 4650 ლარის ტოლი იქნებოდა, ანუ USTC-ის ყიდვის გამო მისი 7 დღის მოგება 3650 ლარი იქნებოდა.

ბაზარზე ამჟამად დაახლოებით ხუთასი მილიონის ღირებულების ტერა კლასიკი არის ბრუნვაში.

Support