hotwallet-geo-1000x300
2023-06-30clock7 minutes

შესავალი: „ცხელი საფულე შენი კრიპტოებისთვის“

თუ კრიპტოვალუტებით ვაჭრობის სურვილი გაქვს ან უკვე ფლობ რომელიმე პოპულარულ კრიპტო აქტივს, მაშინ ციფრული საფულეზე ყველაფერი კარგად უნდა იცოდე.

ამ ბლოგში მოგიყვებით რა არის Hot Wallet, როგორ დაგეხმარება ის, რომ შენი კრიპტოვალუტები იყოს უსაფრთხოდ გარეგანი მანიპულაციებისა და თაღლითებისგან.

ასევე, გაჩვენებთ TOP 5 ციფრულ საფულეს, რომლითაც შეგიძლია სარგებლობა ახლავე დაიწყოთ.

რა არის Hot Wallet?

კრიპტოვალუტები ჩვენს სამყაროში სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს, ამიტომ შენს კრიპტო აქტივებზე ხელმისაწვდომობა და მათი უსაფრთხოება ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის.

კრიპტო ქოინების შესანახად სხვადასხვა ტიპის ციფრული საფულეები გამოიყენება, რომელთაც ერთმანეთისაგან განსხვავებული ფუნქციები აქვთ, თუმცა მათი საბოლოო დანიშნულება ერთი და იგივეა - უსაფრთხოდ შეინახოს შენი აქტივები და შესაძლებლობა მოგცეს ნებისმიერ მომენტში გქონდეს წვდომა, გადასარიცხად, გასანაღდებლად და ა.შ.

ერთ-ერთი ასეთი ტიპის საფულე არის Hot Wallet, ანუ ცხელი საფულე, რომელიც ინტერნეტთან დაკავშირებულია მუდმივად.

ცივი, ანუ Cold Wallet-ებისგან განსხვავებით, Hot Wallet-ები ნაკლები დაცვის სისტემებით არიან აღჭურვილნი, თუმცა მომხმარებელს მეტ მოხერხებულობასა და ხელმისაწვდომობას სთავაზობენ, რაც „ცხელ საფულეებს“ ყოველდღიური ტრანზაქციებისა და ოპერაციებისთვის უფრო მიმზიდველ და მოთხოვნად ინსტრუმენტად აქცევს.

Hot Wallet-ები რამოდენიმე ტიპის არიან: web-ქსელში ინტეგრირებული საფულეები, მობილური საფულეები და დესკტოპ საფულეები.

  1. Web Wallet-ები რომელიმე უსაფრთხო სერვერზე არიან განთავსებული და მომხმარებლებს მათზე ხელმისაწვდომობა საკუთარი ბრაუზერის გამოყენებით აქვს.
    ეს ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად რამოდენიმე ციფრულ მოწყობილობას იყენებენ, ნამდვილად მოსახერხებელი ფუნქციონალია.
  2. Mobile Wallet-ები არიან აპლიკაციები, რომლებიც შენს სმარტფონშია ჩამოტვირთული და კიდევ უფრო მეტ ხელმისაწვდომობას სთავაზობენ მომხმარებლებს, რომლებიც თავიანთ კრიპტო ტრანზაქციებს საკუთარი მობილური ტელეფონით ახორციელებენ.
  3. Desktop Wallet-ები წარმოადგენენ პროგრამებს, რომლებიც დაინსტალირებულია პერსონალურ კომპიუტერში ან ლეპტოპში.

გახსოვდეს, „ცხელი საფულის“ მუდმივად ხელმისაწვდომობასთან ერთად თან სდევს გარკვეული მინუსები, რომლებიც უსაფრთხოებას უკავშირდება.

რადგანაც ისინი დაკავშირებულნი არიან ინტერნეტთან, მუდმივად არსებობს საფრთხე, რომელიც ქსელში ჩართული მილიარდობით ადამიანისგან მოდის. ასეთი ფაქტებისგან თავდასაცავად, აუცილებელია კრიპტო მომხმარებელმა დააყენოს 2FA, ძლიერი პაროლი და სისტემა მუდმივად განახლებული ჰქონდეს.

საუკეთესო Hot Wallet-ები

Trust Wallet

Trust Wallet ბაზარზე გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა შეინახო შენი 70-მდე კრიპტოვალუტა, მათ შორის ისეთი პოპულარული, როგორიც ბიტკოინია.

საფულეში ჩაშენებულია სხვადასხვა ტოკენების დასვაპის, ანუ ერთმანეთში გადაცვლის პირდაპირი ფუნქცია, სადაც მომხმარებელს საფულის განზომილების დატოვება არ უწევს და სხვადასხვა ბლოკჩეინზე დაფუძნებულ აქტივებს ერთმანეთში ერთი სივრციდან ცვლის.

Coinbase

ქოინბეისის საფულე, არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება Hot Wallet იყოს როგორც მოსახერხებელი, ასევე უსაფრთხო.

ეს არის Web-ქსელში ინტეგრირებული საფულე, რომელზეც წვდომა მომხმარებელს საკუთარი მეილისა და პაროლის მეშვეობით აქვს.

გარდა ამისა, მომხმარებელმა ანგარიშში შესვლამდე უნდა გაიაროს რამოდენიმე ეტაპიანი აუთენთიფიკაცია, როგორც 2FA, ასევე SMS.

დამატებით, თუ მომხმარებელი ახალი, აქამდე გამოუყენებელი მოწყობილობით შეეცდება ანგარიშში შესვლას, ქოინებისი ავტომატურად დამატებით თავდაცვის ნაბიჯებს მიიღებს იმის დასადასტურებლად, რომ აქტივებზე წვდომას რეალური მფლობელი ცდილობს და არა თაღლითი.

Coinbase-ის საფულეს 24 საათიანი პერიოდი აქვს, სანამ რომელიმე კრიპტო აქტივის გატანა დადასტურდება, სწორედ ამიტომ, დიდი ბალანსის მქონე მომხმარებლები არჩევანს ამ საფულეზე აჩერებენ. მათ აქვთ დრო, რომ თუ რაიმე თაღლითობას აქვს ადგილი, ტრანზაქციის გასვლამდე აღკვეთონ ის დროის ამ მონაკვეთში.

საფულეს აქვს 100-ზე მეტი კრიპტოვალუტის მხარდაჭერა, მათ შორის ისეთი ცნობილების, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი და ლაითქონი არის.

OKX

თუ შენი კრიპტო აქტივების „ცხელ საფულეში“ შენახვა გადაწყვიტე, შეიძლება OKX საშენო ვარიანტი იყოს. მას აქვს ათასამდე კრიპტოვალუტის მხარდაჭერა 15 ქსელის გავლით და მიუხედავად იმისა, რომ ეთერიუმი, პოლიგონი, ბაინანს სმარტ ჩეინი და სხვა პოპულარული კრიპტოვალუტები მხარდაჭერილია, საფულეში ვერ შეხვდებით ბიტკოინს, რადგან პლატფორმას არ აქვს მისი შენახვის შესაძლებლობა.

საფულის გამოყენება შესაძლებელია როგორც მობილური აპლიკაციით, ასევე დესკტოპ პროგრამის საშუალებით.

დამატებით, საფულეზე თქვენი კრიპტო აქტივების განთავსებით შეგიძლიათ სტეიკინგი წამოიწყოთ და გამოიმუშაოთ დამატებითი შემოსავალი.

MetaMask

მეტამასკი Hot Wallet-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია, რომელსაც ბრაუზერისა და სმარტფონის აპლიკაციის მხარდაჭერა აქვს. ასევე, პლატფორმაში ინტეგრირებულია სხვადასხვა ფუნქციონალი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს პირდაპირი წვდომა აქვს სხვადასხვა კრიპტო ბირჟებთან, NFT მარკეტთან და ა.შ.

OKX-ის მსგავსად, მეტამასკზეც ვერ შეხვდები ბიტკოინს, თუმცა აქ ნახავ სხვა ყველა პოპულარულ კრიპტოვალუტას - ეთერიუმი, ბაინანს სმარტ ჩეინი, პოლიგონი და ა.შ.

დამატებით, თუ ეთერიუმის დასტეიკება მოგინდა, რითაც დამატებით პასიურ შემოსავალს გაიჩენ, მეტამასკი ამის შესაძლებლობას დაუბრკოლებლად გაძლევს.

eToro

კრიპტოვალუტების სამყაროში დამწყებთათვის და არა მხოლოდ, ეტორო ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. აქ ნახავთ მოხერხებულობისა და უსაფრთხოების ბალანსს, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებელზე.

ეტოროს „ცხელი საფულე“ შენს აქტივებს „ცივ ადგილას“ ინახავს, რაც ნიშნავს იმას, რომ კრიპტოვალუტების საცავი ინტერნეტისგან და შესაბამისად ჰაკერებისგან მიუღწევად ადგილას მდებარეობს. ხოლო ტრანზაქციების განხორციელებისას დროს არ კარგავ, ეტოროს შენი აქტივები გადმოაქვს „საცავიდან“ და მხოლოდ ამ მომენტში ააქტიურებს Hot Wallet-ის ფუნქციებს, ანუ ინტერნეტთან წვდომას.

მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ვებ ფორმატით, ასევე მობილური აპლიკაციის ჩაწერით. ეტოროში მხარდაჭერილია 90 მეტი კრიპტოვალუტა, მათ შორის ისეთი პოპულარული ქოინები, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, XRPდა ლაითქონი არის.

დამატებით, ჩვენი სიის სხვა მონაწილეების მსგავსად, ეტოროსაც აქვს სტეიკინგის ფუნქციონალი.

შეჯამება: დაიცავი შენი კრიპტო აქტივები!

„ცხელი საფულის“ შერჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინო, რამდენად მოხერხებული და დაცულია ესა თუ ის პროდუქტი. ასევე გაითვალისწინე, რომ Hot Wallet-ები გარკვეულწილად სარისკო პლატფორმებია, რადგანაც „ცივი საფულეებისგან“ განსხვავებით, მათ მუდმივად აქვთ კავშირი ინტერნეტთან.

ამ რისკების თავიდან ასარიდებლად ყოველთვის დაიხმარე სხვადასხვა უსაფრთხოების საშუალებები, იქნება ეს ორ ფაქტორიანი აუთენთიფიკაცია, ძლიერი პაროლი თუ სხვა.

Support