გასული თვის TOP 5 კრიპტოვალუტა
ამჟამად კრიპტო ინდუსტრია მნიშვნელოვან ეტაპს გადის, აქტივებზე ფასები ხშირად იცვლება. თუკი გასული ორი თვის განმავლობაში კრიპტოს ფასი საგრძნობლად გაზრდილი იყო, ბიტკოინი ახალ მწვერვალებს იპყრობდა და სხვა ციფრული აქტივები მას უკან მიყვებოდნენ, ახლა ტემპი შედარებით შენელებულია.
მნიშვნელოვანი გავლენა ბიტკოინის განახევრებას, ანუ ჰალვინგსაც ჰქონდა, რა დროსაც შემცირდა მაინერებისათვის განკუთვნილი ჯილდოს რაოდენობა. სტატისტიკურად კი, ყოველი განახევრების შემდგომ კრიპტოს ფასი ახალ, რეკორდულ ნიშნულს აფიქსირებდა.
ამ ბლოგში მოგიყვებით, რომელი ტოპ 5 კრიპტოვალუტა გახდა საუკეთესო გასულ თვეში დაფიქსირებული პროცენტული ზრდის მიხედვით. ასევე გეტყვით, სად შეიძლება ამ კრიპტოს მარტივად და სწრაფად ყიდვა.
Pepe (PEPE) - საუკეთესო მიმქოინი
თუკი კრიპტოში ახალი არ ხარ, პეპე ქოინის შესახებ აუცილებლად გეცოდინება. Pepe მიმქოინების ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული წარმომადგენელია. მიმქოინები კი, იმგვარი ტიპის აქტივებია, რომლებიც ინტერნეტში გავრცელებული სახუმარო თემატიკის ფოტოებზე, ანუ მიმებზეა შექმნილი.
მიუხედავად სახუმარო თემატიკისა, მსგავსი კრიპტოვალუტები დიდ წარმატებას აღწევენ და კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურველებში დიდი პოპულარობითაც სარგებლობენ. მაგალითად, გასული აპრილის თვის განმავლობაში კრიპტოვალუტა პეპე გამოირჩა საუკეთესო პროცენტული ზრდით - 53%. კრიპტოვალუტების დიდ სამყაროში კი, პირველობა არც ისე მარტივია.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ პეპეს უამრავი მხარდამჭერი ჰყავს. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე ცნობილი მხარდამჭერთა წყვილი ძმები ვინკლევოსები, ტაილერ და ქემერონი არიან.
კრიპტოს 53%-იანი ზრდა კი, ნიშნავს, რომ თუ შენ პირველ აპრილს 1000 ლარის ღირებულების პეპე ქოინს იყიდდი, აპრილის ბოლოს შენ 1530 ლარის ღირებულების კრიპტო გექნებოდა, რაც 530 ლარის მატებას ნიშნავს.
Akash Network (AKT) – Cloud კრიპტოვალუტა
აპრილის თვის მეორე საუკეთესო კრიპტოვალუტა, რომელმაც 50%-იანი ზრდა დააფიქსირა Akash Network არის. კრიპტოს ყიდვა $5 ფარგლებშია შესაძლებელია და ბოლო პერიოდია ის მომხმარებლებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს - ამას ადასტურებს მისი ზრდაც და დაფიქსირებული შედეგიც.
AKT წარმოადგენს Cloud სერვისის მშობლიურ კრიპტოვალუტას, რომლის მიზანიც ამ სერვისების მაქსიმალურად განვითარება, სისწრაფის გაზრდა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაა. ქლაუდ სერვისები კი, მომხმარებლებს ძვირადღირებული ტექნიკის ყიდვის გარეშე აძლევენ სხვადასხვა ინფრასტრუქტურაზე წვდომას, იქნება ეს ინფორმაციის შენახვა, დამუშავება თუ სხვა.
Cloud სერვისები თანამედროვე სამყაროში სულ უფრო აქტუალური ხდება, შესაბამისად იზრდება მოთხოვნაც მასთან დაკავშირებულ კრიპტოვალუტებთან.
Arweave (AR) – დეცენტრალიზებული ქსელი
CoinMarketCap-ის სიაში ყველაზე დიდ კრიპტოვალუტებს შორის მე-40 ადგილას, ხოლო ჩვენს მზარდ ტოპ 5 კრიპტოს შორის მესამე ადგილზე ჭეშმარიტ დეცენტრალიზებულ ქსელთან დაკავშირებული კრიპტოვალუტა Arweave გავიდა.
გარდა კრიპტოვალუტისა, არვე წარმოადგენს დეცენტრალიზებულ ქსელს, სადაც მომხმარებლებს სხვადასხვა ინფორმაციის შენახვა და გაზიარება შეუძლიათ, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სრული უპირატესობების გამოყენებით.
წარმოიდგინე, რომ Arweave-ს ქსელი არის კოლექტიური მყარი დისკი, რომელსაც აქვს ულიმიტო მეხსიერება და არასდროს არაფერი ავიწყდება. სწორედ ამ ქსელის მშობლიური კრიპტოვალუტაა AR, რომლის პოპულარობაც დღითიდღე იზრდება.
Render Token (RNDR) - კრიპტოვალუტა კომპიუტერების მოყვარულთათვის
ჩვენს სიაში მოხვედრილ კრიპტოვალუტებს შორის რენდერ ტოკენს ყველაზე დიდი, $4,4 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაცია აქვს. კრიპტოს ყიდვა კი, $11 ფარგლებშია შესაძლებელი.
გასული თვის განმავლობაში რენდერ ტოკენმა 40%-იანი ზრდა დააფიქსირა და ამ მაჩვენებლით ისეთ დიდ კრიპტოვალუტებს შორის ლიდერობს, როგორებიც ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვა არის.
რენდერ ტოკენი უნიკალური ტიპის ციფრული აქტივია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თავიანთი კომპიუტერული მოწყობილობების სიმძლავრე კრიპტოვალუტების, კონკრეტულად კი Render-ის გამოსამუშავებლად გამოიყენონ.
დავუშვათ ციფრული დიზაინერი ხარ, გეიმერი ან უბრალოდ მძლავრი კომპიუტერი გაქვს, რატომ გაფლანგავ უქმად შენს რესურსს, როდესაც დამატებითი შემოსავლის გამომუშავება შეგიძლია.
Bonk (BONK) - სოლანას მიმქოინი
როგორც უკვე მიხვდებოდი, 2024 წელი მიმქოინების აღზევების წელია, თუმცა პოზიციების დათმობას არც სოლანა და მასზე დაფუძნებული სხვადასხვა კრიპტოვალუტა აპირებს. ახლა კი, წარმოიდგინე რა შეიძლება იყოს მიმქოინი, რომელიც სწორედაც სოლანას ქსელზეა შექმნილი.
სწორედ ასეთია კრიპტოვალუტა Bonk, რომელიც სოლანას ბლოკჩეინზე პირველი მიმქოინია და ფუნქციონალით ჰგავს ისეთ კრიპტოებს, როგორიც დოჯქოინი, შიბა ინუ და სხვა მსგავსი ტიპის აქტივებია.
ბონკმა გასულ თვეში ჯამურად 36%-იანი ზრდა დააფიქსირა და ამ მაჩვენებლით ჩვენს ტოპ 5 კრიპტოვალუტას შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. მისი ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია კი, ამჟამად $1.5 მილიარდს უტოლდება და მუდმივად იზრდება.
ბონკის პოპულარობა მისმა ქსელმა და მუშაობის პრინციპმაც განაპირობა, სადაც ჯამურ მიმოქცევაში არსებული აქტივების 50% სოლანას მომხმარებლებს ეირდროპების სახით დაურიგდა.
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა?
თუკი კრიპტოს ყიდვა გადაწყვიტე და არ გინდა, რომ ფასების ზრდას ჩამორჩე, მაშინ გეტყვი როგორ შეგიძლია ეს გააკეთო - იაფად, მარტივად და მოსახერხებლად.
კრიპტოვალუტის ყიდვა კრიპტალის დახმარებით შეგიძლია და ამისათვის კრიპტი ბირჟაზე ორი ფუნქციონალი დაგხვდება:
თუკი კრიპტოს ყიდვაში გამოცდილება არ გაქვს ან უბრალოდ გინდა, რომ სასურველი აქტივები მომენტალურად, რამოდენიმე წამში მიიღო, მაშინ კონვერტაცია საუკეთესო არჩევანია.
ხოლო თუ გინდა, რომ კრიპტოვალუტა საუკეთესო ფასად იყიდო, მაშინ ბირჟა სწორედ ეს ადგილია. აქ სხვა კრიპტო მომხმარებლები იყრიან თავს, რომლებსაც ციფრული აქტივების ყიდვა ან გაყიდვა უნდათ.
თუკი რომელიმე ადამიანისთვის შენი მოთხოვნა კრიპტოს ყიდვასთან დაკავშირებით მისაღები იქნება, რაოდენობისა და ფასის კუთხით, მაშინ გარიგებაც შედგება.
შეჯამება
მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიაში ისეთი დიდი და პოპულარული კრიპტოვალუტები არსებობენ, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, სოლანა ან ლაითქოინი არიან, აპრილის თვის საუკეთესო აქტივებში მაინც სხვა კრიპტოები მოხვდნენ.
პროცენტული მაჩვენებლით, CoinMarketCap-ის მონაცემებზე დაყრდნობით ყველაზე დიდი ზრდა პეპემ, Akash Network-მა, Arweave-მ, ბონკმა და რენდერმა დააფიქსირეს.
ხოლო თუ ამ კრიპტოს ყიდვა მოგინდება, მაშინ უამრავი ისეთი საშუალება არსებობს, როგორიც მაგალითად Coinmania, Mycoins ან ბაინანსი არიან, თუმცა ყველაზე მოსახერხებელი, მარტივი და დაბალი საკომისიოებით კრიპტალი გამოირჩევა.