Compound-geo-1000x300
2023-07-03clock6 minutes

რას ნახავ ბლოგში კვირის ქოინ Compound-ის შესახებ?

დღევანდელ ბლოგში მოკლედ და გასაგებად გეტყვით რას წარმოადგენს Compound, როგორ გაიზარდა ერთი კვირის განმავლობაში მისი ფასი და როგორ იყიდო ის ყველაზე სწრაფად და მარტივად.

ასევე, მოკლედ გაგაცნობთ რა ზრდა ჰქონდა გასული კვირის ყველაზე მზარდ კრიპტოვალუტა Bitcoin Cash-ს მიმდინარე კვირას და გეტყვით, რა მოხდებოდა ის ჩვენი წინა ბლოგის დადებისას რომ გეყიდა.

რა არის Compound, ანუ კვირის საუკეთესო ქოინი?

Compound არის ეთერიუმის დეცენტრალიზებულ ბლოკჩეინ ქსელზე დაშენებული კრიპტოაქტივი, რომელიც მომხმარებელს ყიდვა გაყიდვის გარდა სთავაზობს სესხებისა და გასესხების შესაძლებლობასაც.

ტექნიკურ მახასიათებლებზე საინტერესო ქოინის ფუნქციონალია. მარტივად რომ ავხსნათ, წარმოიდგინე რომ შენ გაქვს „ზედმეტი“ Compound კრიპტო, რომელიც შენს საფულეში უსაქმოდ გიგდია. რა მოხდებოდა, თუ შესაძლებლობა გექნებოდა, რომ შენი კრიპტო აქტივები დროებით სხვას გადასცე, ანუ გაასესხო, სანაცვლოდ კი დაგერიცხოს დამატებითი სარგებელი?

Compound-ის ფუნქციონალი დამატებითი სარგებლის მიღებით არ მთავრდება. შენ შეგიძლია ის სხვა ნებისმიერ კრიპტოვალუტაში დროებით გადაცვალო, ამ ყოველივეს Collateral ჰქვია.

ბაზარზე რომელიმე კრიპტოვალუტის ზრდისა და „მწვანე ტალღის“ გამოჩენისას, ბუნებრივია ამ რომ ამ აქტივის ყიდვა მოგინდეს, სწორედ Compound-ისა და Collateral-ის საშუალებით, შენ შეგიძლია საკუთარი COMP აქტივები განათავსო ქსელში და სანაცვლოდ მზარდი ქოინები „ითხოვო“.

როგორც ვახსენეთ, Compound დეცენტრალიზებულ ბლოკჩეინზეა განთავსებული, რაც ამ აქტივის ყველაზე დიდ პლიუსს წარმოადგენს. ანუ, კრიპტოვალუტაზე კონტროლი არ აქვს ერთ ინდივიდს ან ჯგუფს, არამედ ის ქსელშია ჩაშვებული და მასზე „პასუხისმგებელი“ ყველა ის ადამიანია, რომელიც აქტივს ფლობს, ტრანზაქციები კი ჭკვიანი კონტრაქტების საშუალებით მიმდინარეობს, რაც მას კიდევ უფრო უსაფრთხო კრიპტოვალუტად აქცევს.

როგორ გაიზარდა Compound 7 დღის განმავლობაში?

გასული შვიდი დღის ჭრილში (26 ივნისი - 3 ივლისი) აქტივმა კრიპტოვალუტების $1.2 ტრილიონიან ბაზარზე ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა დააფიქსირა, რა დროსაც 75%-ით გაიზარდა საკუთარი ფასი.

ამჟამად კრიპტოვალუტის შეძენა $64 დოლარად არის შესაძლებელი და მისი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია ნახევარ მილიარდ დოლარს უახლოვდება.

თუ ინვესტორი 26 ივნისს 1000₾ ღირებულების Compound-ს შეიძენდა, დღეს მისი ინვესტიცია 1750₾ ტოლი იქნებოდა, რაც 7 დღის მონაცემებით 750 ლარიან სარგებელს ნიშნავს.

Comppp

კრიპტოვალუტების ფასებისა და ტენდენციების მონიტორინგის პლატფორმა Coinmarketcap-ის მონაცემებით Compound მე-80 ადგილს იკავებს ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტებში.

როგორ ვიყიდო Compound ყველაზე სწრაფად და მარტივად?

Compound-ის საყიდლად შეგიძლია კრიპტო ბირჟებს მიმართო, რომლებიც ციფრული აქტივების, ანუ კრიპტოვალუტების შეძენისთვის ყველაზე მარტივ და სწრაფ გზას წარმოადგენენ.

Cryptal-ზე COMP-ის შეძენა სულ რამოდენიმე კლიკით არის შესაძლებელი, თუმცა სანამ ამ ფუნქციით ისარგებლებ, აუცილებელია მარტივი რეგისტრაციის პროცესის გავლა.

დარეგისტრირების შემდგომ, შენ გაქვს ორი არჩევანი, რომლის დახმარებითაც კრიპტოვალუტას იყიდი. ორივე მეთოდი ერთნაირი სიმარტივითა და კომფორტით გამოირჩევა:

  • ბირჟა

ათავსებ მოთხოვნას, რომ გინდა შენთვის სასურველი რაოდენობის COMP შეიძინო წინასწარ განსაზღვრული ფასის დიაპაზონში, რა დროსაც ბირჟა უზრუნველყოფს შენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მეორე მხრიდან შესაბამისი ადამიანის გამოჩენით, ანუ თრეიდერების დაკავშირებით, რომლებსაც ერთი მხრივ ყიდვა, მეორე მხრივ კი გაყიდვა სურთ.

  • კონვერტაცია

კონვერტაციის ფუნქციონალის გამოყენებისას, შენ, რომელსაც COMP ყიდვა ან გაყიდვა გსურს, არ გიწევს ლოდინი, სანამ მეორე მხარეს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

სანაცვლოდ, კრიპტო ბირჟისაგან ფიქსირებულ ფასად ყიდულობ ან ყიდი სასურველი რაოდენობის კრიპტოვალუტას და მას მომენტალურად იღებ საკუთარ ციფრულ საფულეში.

Honorary Mention: ბიტკოინ ქეში (BCH)

ჩვენი ყოველკვირეული რუბრიკის, კვირის TOP კრიპტოვალუტა, ფარგლებში გასული შვიდი დღის ყველაზე მზარდი კრიპტოვალუტა Bitcoin Cash-იყო, რომელმაც გასაოცარი, 83%-იანი ზრდა აჩვენა.

ქოინი ინვესტორებისთვის საკუთარი ღირებულების დამტკიცებას მიმდინარე კვირასაც განაგრძობს და ის Compounds-ს მცირე უპირატესობით ჩამორჩა, მეორე ადგილი დაიკავა და საკუთარი ღირებულება 50%-ით მოიმატა.

BTC CASHCASH

კვირის TOP კრიპტოვალუტებში ზედიზედ ორჯერ მოხვედრით, Bitcoin Cash აჩვენებს რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მზად არის „მწვანე ტალღა“ შეინარჩუნოს და განაგრძობს მასში განხორციელებული ინვესტიციების გამართლებას.

შეჯამება

გაითვალისწინე, მიუხედავად იმისა, რომ Compound-იცა და Bitcoin Cash-იც დეცენტრალიზებული, დროში კარგად გამოცდილი საინვესტიციო კრიპტოვალუტები არიან, თრეიდინგს მუდმივად თან ახლავს რისკები.

ყურადღებით გაეცანი ბაზრის ტენდენციებს, თვალი ადევნე ჩვენს ყოველკვირეულ რუბრიკას და შემდგომ გადაწყვიტე, რამდენად ღირს ამა თუ იმ კრიპტოვალუტაში საკუთარი ფინანსების განთავსება.

ბლოგში გაჟღერებული არც ერთი ფრაზა ფინანსური რჩევა არ არის!

Support