გასული დღის განმავლობაში გლობალური კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია $1 ტრილიონ დოლარს გადაცდა და 24 საათში საშუალოდ 1.67%-ით გაიზარდა, რაც კრიპტო ინვესტორებისთვის სასიხარულო ამბავია.
ამ ბლოგში მოგიყვებით კვირის ყველაზე მზარდი TOP ქოინის, Kava (KAVA)-ს პროცენტული ზრდის შესახებ და გაჩვენებთ, როგორ შეიცვლებოდა ინვესტორის პორტფელი ამ კრიპტო აქტივის ყიდვის შემთხვევაში. ასევე ნახავთ Honorary Mention-ს, ანუ როგორი ზრდა ქონდა მეორე ყველაზე მზარდ ქოინ Bitcoin SV-ს და გაჩვენებთ სხვა პოპულარული კრიპტოვალუტების, Litecoin-სა და Bitcoin Cash-ის კვირის აქტივობებს.
კვირის TOP ქოინი: Kava (KAVA)
Kava (KAVA) არის კრიპტოვალუტა და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას თავიანთი აქტივების დაბანდებით გამოიმუშაონ დამატებითი სარგებელი, ზუსტად ისე, როგორც სტეიკინგის დროს ხდება.
თუ არ იცი რა არის სტეიკინგი, გინდა უკეთ გაერკვე და დამატებითი პასიური შემოსავალი გაიჩინო, შეგიძლია ჩვენს ბლოგს გაეცნო:
კრიპტო აქტივი Kava დაფუძნებულია Cosmos Blockchain-ზე. მისი ტექნოლოგია მომხმარებელს აძლევს საშუალებას სწრაფად და შეუფერხებლად გადაცვალოს Kava სხვადასხვა კრიპტო აქტივში, იქნება ეს ბიტკოინი, ეთერიუმი თუ სხვა.
Kava მიმოქცევაში 2019 წლის ოქტომბერში ჩაეშვა და პროექტმა შეძლო, რომ 2023 წლის მაისისათვის $500 მილიონის საბაზრო კაპიტალიზაცია აეკრიფა.
გასული 7 დღის განმავლობაში (8-14 მაისი) ქოინმა შთამბეჭდავი 45%-იანი ზრდა დააფიქსირა და ამ მაჩვენებლით კვირის TOP ქოინების სიაში გალიდერდა.
თუკი კრიპტო ინვესტორი 1000₾ ღირებულების Kava-ს შეიძენდა ორშაბათს, კვირას მისი ინვესტიცია 1450₾ ღირებულების იქნებოდა, რაც ნიშნავს რომ მან შვიდ დღეში 450 ლარის სარგებელი გამოიმუშავა.
Honorary Mention: რა ზრდა ჰქონდა Bitcoin SV?
კვირის TOP ქოინებს შორის მეორე ადგილზე გავიდა Bitcoin SV, რომელიც 2018 წელს შეიქმნა ავსტრალიელი Craig Wright-ის მიერ, Bitcoin Cash-თან გაყოფის შემდგომ.
ცნობისათვის, Craig Wright ამტკიცებს, რომ ბიტკოინის შემქმნელიც თავად არის და ცნობილი ფსევდონიმის Satoshi Nakamoto-ს უკანაც ის დგას.
გასული შვიდი დღის განმავლობაში, 8 მაისიდან 12 მაისამდე პერიოდში, Bitcoin SV-მ საკუთარი ღირებულება 17.25%-ით გაზარდა და მისი შეძენა $35 არის შესაძლებელი.
BSV-ის, ანუ ბიტკოინ SV-ის შექმნის მთავარი მამოძრავებელი მიზანი ის იყო, რომ კრიპტო აქტივი დაებრუნებინა თავის პირვანდელ მიზანს, ყოფილიყო სწრაფი, უსაფრთხო და დაბალ-ხარჯიანი ციფრული აქტივი.
პოპულარული კრიპტო აქტივები: Litecoin და Bitcoin Cash
თავისი „დაუძინებელი მტრის“, ბიტკოინ SV-გან განსხვავებით, Bitcoin Cash შედარებით ნაკლები პროცენტული ზრდით გამოირჩა, თუმცა კვირა მაინც მწვანე ნოტაზე დაასრულა.
ბიტკოინ ქეშმა შვიდი დღის პერიოდში ფასი 4.85%-ით მოიმატა და ერთეულის ღირებულებამ 12 მაისის ბოლოს $118.7 შეადგინა.
Bitcoin Cash-ის შექმნის მთავარი იდეა იყო ის, რომ ბიტკოინმა გადაუხვია თავის პირვანდელ გზას, რომ ყოფილიყო მოსახერხებელი აქტივი და გახდა საჭირო ახალი გამოსავლის პოვნა. გამოსავალი კი, სწორედ Bitcoin Cash-ში ნახეს, სადაც ერთი ბლოკის ზომა 1MB-დან გაიზარდა 8MB-მდე, რაც იძლევა საშუალებას რომ ერთი ტრანზაქცია უფრო სწრაფად განხორციელდეს.
მწვანე ტალღაზე დაასრულა კვირა კიდევ ერთმა პოპულარულმა კრიპტოვალუტამ. Litecoin (LTC) ერთი კვირის განმავლობაში გამოირჩა 6.27%-იანი ზრდით და აქტივის ერთეულის ღირებულება $87 ფარგლებში მერყეობს.
თუ გადაწყვეტ, რომ ლაითკოინში ინვესტირება კარგი აზრია, ამისათვის საუკეთესო ადგილი Cryptal-ია, სადაც შეგიძლია ყველაზე მარტივად და ხელმისაწვდომად, სულ რამოდენიმე კლიკით შეიძინო კრიპტო აქტივი, როგორც Spot ბირჟა-ზე, ასევე სწრაფი გადაცვლის გამოყენებით.
შეჯამება:
ინდუსტრია, რომელსაც კრიპტოვალუტები ჰქვია, კვლავ განაგრძობს ზრდას და მწვანე ტალღაზე ყოფნას. მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში აქტივებზე ჯამურად ფასი 1.67%-ით გაიზარდა.
მათ შორის ყველაზე დიდი ზრდა Kava (KAVA)-მ დააფიქსირა, თუმცა ზრდის პოზიტიური ტენდენციით გამოირჩნენ ისეთი ცნობილი და პოპულარული კრიპტო აქტივები, როგორიც არის ლაითკოინი, ბიტკოინ ქეში და Bitcoin SV.