შესავალი: რას გაიგებ CoinGecko-ს შესახებ?
ამ ბლოგში საფუძვლიანად გაიგებ რა არის მონაცემების დამუშავების წამყვანი კრიპტო პლატფორმა CoinGecko. ვნახავთ პლატფორმის ისტორიას, მის კრიპტო მიზნებსა და პლიუსებს, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობს.
დამატებით, CoinGecko-ს შევადარებთ მის მთავარ კონკურენტ CoinMarketCap-თან და გაჩვენებთ თუ რა ძირეული და მნიშვნელოვანი სხვაობაა ამ ორ პლატფორმას შორის.
ბლოგის ბოლოს კი, გექნება ნათელი წარმოდგენა, თუ როგორ დაგეხმარება CoinGecko შენ და რამდენად ღირებულ კრიპტო პროდუქტს წარმოადგენს ყველა ადამიანისათვის, რომელიც კრიპტო ინდუსტრიაში ჩართვას გეგმავს.
რა არის CoinGecko? - მოკლე ისტორია და კრიპტო პლატფორმის მიზანი
CoinGecko 2014 წელს დაარსდა TM Lee-სა და Bobby Ong-ის მიერ. პლატფორმის შექმნის მიზანი კრიპტოვალუტების ბაზრის ისეთი დეტალური მიმოხილვა იყო, ვიდრე ეს უბრალოდ ფასებია. პლატფორმის მიზანია რომ კრიპტოვალუტების შესახებ ინფორმაცია უფრო საჯარო, გამჭვირვალე და ზუსტი გახადოს იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან კრიპტოს ყიდვა გაყიდვითა და მასში ინვესტიციის ჩადებით. პლატფორმა გაწვდის ობიექტურ და რეალურ ინფორმაციას სხვადასხვა ბლოკჩეინის, კრიპტოსა თუ ზოგადად ბაზრის შესახებ.
წლების განმავლობაში CoinGecko ჩამოყალიბდა სანდო და ხელმისაწვდომი ინფორმაციის წყაროდ, როგორც დამწყებთათვის, ისე გამოცდილი თრეიდერებისათვის. პლატფორმაზე შეგიძლია 6000-მდე ქოინი და მსოფლიოს 400 კრიპტო ბირჟა მიმოიხილო, მათ შორის კრიპტალიც. გარდა ამისა, შეგიძლია დეტალურად გაეცნო კრიპტო ბაზარზე არსებულ ტრენდებსა და ტენდენციებს, ფასებსა თუ სხვა საინტერესო განახლებებს.
რა უპირატესობები აქვს CoinGecko-ს გამოყენებას?
CoinGecko-ს გამოყენება კრიპტო მომხმარებლებს უამრავ უპირატესობას სთავაზობს, მათ შორის რამოდენიმე მნიშვნელოვანი პლიუსია:
- ინფორმაციის დეტალური დამუშავება: CoinGecko-ზე უამრავ კრიპტოვალუტასა და კრიპტო ბირჟას შეხვდები, რომელთა შესახებაც დეტალური ინფორმაციაა ხელმისაწვდომი .
- მომენტალური განახლებები: პლატფორმა უზრუნველყოფს კრიპტოს ფასებისა და სხვა სიახლეების მომენტალურ განახლებას.
- ბაზრის დეტალური ანალიზი: თუკი რომელიმე კრიპტოს ყიდვა ან გაყიდვა გაქვს გადაწყვეტილი და ბაზრის დეტალური ანალიზი გჭირდება, ამას CoinGecko-ზე შეხვდები. იქნება ეს ვაჭრობის მოცულობები, საბაზრო კაპიტალიზაცია თუ სხვა.
- ინსაიდერული ინფორმაცია: მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომია ისეთი ინფორმაციები, რომლებსაც დეველოპერები, სოციალურ მედიაში მომუშავე ადამიანები ან უბრალოდ ამა თუ იმ ქოინის ქუმინითიში შემავალი ადამიანები ავრცელებენ.
- სავაჭრო ინდიკატორები: პლატფორმაზე ხარისხიან და დეტალურ სავაჭრო ინდიკატორებს აღმოაჩენ, რომლებიც კრიპტოს ყიდვა გაყიდვის გადაწყვეტილების მიღებაში მარტივად დაგეხმარებიან.
- უფასო პლატფორმა: CoinGecko მომხმარებლებისათვის სრულიად უფასოა და ყველა ის ბენეფიტი, რომელსაც პლატფორმა გთავაზობს, სრულიად ხელმისაწვდომია შენთვის.
- საგანმანათლებლო რესურსები: პლატფორმა მომხმარებლებს საგანმანათლებლო რესურსებსაც სთავაზობს, რაც მათ კრიპტოვალუტებში უკეთ გარკვევაში ეხმარება.
რა სხვაობაა CoinGecko-სა და CoinMarketCap-ს შორის?
მაშინ, როდესაც ორივე, CoinGecko-ცა და CoinMarketCap-იც კრიპტოვალუტების საინფორმაციო პლატფორმაა და ერთ მიზანს ემსახურება, მათ მაინც აქვთ განსხვავებები:
- ინფორმაციის გავრცელება და მოცულობა:
CoinGecko: გაწვდის უფრო ვრცელ და დეტალურ ინფორმაციას კრიპტო პროექტების შესახებ, იქნება ეს დეველოპერების აქტივობა, ფინანსური მოცულობები თუ სხვა.
CoinMarketCap: კონცენტრირებულია კრიპტოს ფასის დინამიკასა და საბაზრო კაპიტალიზაციაზე, გაწვდის უფრო ნაკლებ დეტალურ ინფორმაციას, ვიდრე CoinGecko.
- გამჭვირვალობა:
CoinGecko: ცნობილია ინფორმაციის არა მარტო სიმრავლით, არამედ გამჭვირვალობითაც. პლატფორმაზე დეტალურად ნაჩვენებია, თუ რა მეთოდოლოგიით გროვდება ინფორმაცია.
CoinMarketCap: გასული წლების განმავლობაში პლატფორმა ბევრ ადამიანმა გააკრიტიკა იმის გამო, რომ არ იყო წარმოდგენილი ინფორმაციის შეგროვების გზები.
- საიტის ინტუიტიურობა და კომფორტი:
CoinGecko: წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის მარტივი გარემო, დეტალური ფილტრაციის საშუალებით, რაც დამწყებთათვის და არა მხოლოდ, მარტივ სანავიგაციო გარემოს ქმნის.
CoinMarketCap: მისი კონკურენტის მსგავსად, CoinMarketCap-იც მარტივი დიზაინით გამოირჩევა, თუმცა ნაკლები ფილტრაციის საშუალებას იძლევა.
- საზოგადოება და ეკოსისტემა:
CoinGecko: მნიშვნელოვან როლს ანიჭებს საზოგადოების ამა თუ იმ პროექტში ჩართულობას და სწორედ ამიტომ ზომავს ისეთ პარამეტრებს, როგორიც სოციალური აქტივობებია.
CoinMarketCap: ძირითადად ფოკუსირებულია საბაზრო მონაცემებზე და რიცხვებზე.
- დამატებითი მახასიათებლები:
CoinGecko: აქვს დამატებითი საინტერესო მახასიათებლები, როგორიც არის ხელმისაწვდომი API დეველოპერთათვის, სტეიკინგი და ა.შ.
CoinMarketCap: პლატფორმას აქვს ხელსაწყოების გარკვეული არჩევანი, თუმცა CoinGecko-გან განსხვავებით ნაკლები.
კრიპტალი CoinGecko-ზეა
CoinGecko და პირველი ქართული კრიპტო ბირჟა კრიპტალი დიდი ხანია რაც პარტნიორები არიან. პარტნიორობის ფარგლებში კი, კრიპტალი ჯერ-ჯერობით ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც პლატფორმაზეა წარმოდგენილი.
კოლაბორაცია მნიშვნელოვანია როგორც ქართული კრიპტო ინდუსტრიის განვითარებისათვის, ასევე კრიპტალის, როგორც ქართული ბირჟის პოპულარიზაციისთვის. ქართული კომპანიის პლატფორმაზე არსებობა ზრდის ქვეყანაში კრიპტო გავრცელებას და ინდუსტრიის მიმართ ნდობას.
საქართველო კრიპტო რუკაზე პირველად ბიტკოინის მაინინგით გამოჩნდა, როდესაც ქვეყანა მითითებულ ინდუსტრიაში წამყვან პოზიციებზე ჩნდებოდა, ახლა კი, CoinGecko-ს მსგავს ავტორიტეტულ პლატფორმაზე გამოჩენა, ინდუსტრიის კიდევ ერთი წარმოჩინებაა.
მოკლედ, კრიპტალისა და CoinGecko-ს პარტნიორობა მეტია, ვიდრე უბრალოდ პარტნიორობა. გლობალური აღიარება მნიშვნელოვნად წაადგება ქართულ კრიპტო ინდუსტრიას და უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესდება ქვეყნის გარეთ და პარალელურად, უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება ნდობა ამ ჯერ კიდევ ახალი ინდუსტრიის მიმართ.
შეჯამება
CoinGecko არის კრიპტოვალუტების ცნობილი პლატფორმა, სადაც ინდუსტრიასთან დაკავშირებული უამრავი სიახლე შეგიძლია ნახო, იქნება ეს ინფორმაციის კომპლექსური ანალიზი, მომენტალური განახლებები თუ სხვა. 2014 წელს დაარსებული CoinGecko დღეს უკვე საკმაოდ ავტორიტეტული პლატფორმაა. დეტალური საბაზრო ანალიზის, პროექტებში ჩართული ადამიანების მონიტორინგითა და სხვა საგანმანათლებლო რესურსების წყალობით, CoinGecko მომხმარებლებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ხოლო CoinGecko-სა და CoinMarketCap-ის შედარებით, ვნახეთ, რომ CoinGecko-ზე წარმოდგენილი ინფორმაცია უფრო გამჭვირვალე და დეტალურია, დამატებით კი პლატფორმაზე უფრო მეტი ხელსაწყოა წარმოდგენილი წარმატებული კრიპტო მოგზაურობისათვის.