რა საჭიროა კრიპტალის ანგარიშზე თანხის შეტანა?
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტა სრულიად დეცენტრალიზებული და ციფრული ინდუსტრიაა, ნაღდი ფულისა და ფიატ ვალუტების საჭიროება მაინც არსებობს.
თუკი კრიპტალზე ახლახან დარეგისტრირდი და ვაჭრობის დაწყება გინდა, ბუნებრივია რომ კრიპტოვალუტა საერთოდ არ გაქვს, შესაბამისად მათ საყიდლად ლარი, ა.შ.შ. დოლარი ან სულაც ევრო დაგჭირდება.
მოკლედ რომ ვთქვათ, შენ ტრადიციულ ფიატ ვალუტებს ცვლი კრიპტოვალუტებში. სწორედ ისე, როგორც ამას სუპერმარკეტში ან მაღაზიაში აკეთებ - ნაღდ ფულს ცვლი სხვადასხვა პროდუქტში.
შესაბამისად, მომხმარებლებს კრიპტალზე და ზოგადად, კრიპტო ბირჟებზე მარტივად უნდა შეეძლოთ თანხის შეტანა, რადგან ეს არის კრიპტოვალუტებით ვაჭრობის სულ პირველი და აუცილებელი ეტაპი.
როგორ ხდება კრიპტოს ყიდვა ფიატ ვალუტით გამყარებული სტაბილური ქოინებით?
მაშ შემდგომ, რაც კრიპტალის ანგარიშზე სასურველ ფიატ ვალუტას შეიტან, ის ავტომატურად კონვერტირდება სტაბილურ კრიპტოვალუტაში - TOGEL, TOUSD და TOEUR.
კრიპტალის სტაბილური კრიპტოვალუტები ზუსტად იმავე ღირებულების არიან, რა ღირებულებაც ფიატ ვალუტებს გააჩნიათ. მაგალითად, თუკი კრიპტალის ანგარიშზე 100 ლარს შეიტან, შენი თანხა ავტომატურად 100 TOGEL-ში კონვერტირდება. ანუ შენს მფლობელობაში 100 ლარის ღირებულების TOGEL ქოინი არის.
TOGEL, TOUSD და TOEUR შესაბამისად ლარის, ა.შ.შ. დოლარისა და ევროს ალტერნატივებია, რომელთაც სტაბილური კრიპტოვალუტები ჰქვიათ.
ამგვარი ტიპის ციფრული აქტივები ლარის, დოლარის და ევროს რეზერვებით არიან გამყარებული და ისინი სტაბილურ ფასს ინარჩუნებენ, რა დროსაც კურსი მუდმივად 1=1 ტოლია.
ზუსტად ისე, როგორც სხვა ცნობილი სტაბილური კრიპტოვალუტები, მაგალითად USDT, რომელიც მუდმივად 1 ა.შ.შ. დოლარის ტოლია და მისი რეზერვებიც ამ ვალუტაშია გამყარებული. რამდენი USDT ქოინიც მიმოქცევაში ეშვება, ზუსტად იმდენი ა.შ.შ ყიდულობს USDT-ის შემქმნელი კომპანია რეზერვებისათვის და კრიპტოვალუტის ფასი სტაბილურად ერთ ნიშნულზეა შენარჩუნებული.
რა გზებით შეგიძლია კრიპტალზე თანხის შეტანა?
კრიპტალზე თანხის შეტანა ორი მოხერხებული და მარტივი გზით არის შესაძლებელი:
- საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ვიზა/მასტერქარდ ბარათების დახმარებით
- საბანკო გადარიცხვის ანუ Wire Transfer-ის გამოყენებით
პირველი მეთოდის გამოყენებით კრიპტალზე თანხის შეტანა მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეგიძლია. უბრალოდ, შენს კრიპტალის ვერიფიცირებულ ანგარიშში ერთჯერადად დააკავშირებ შენს ბარათს, ზუსტად ისე, როგორც სხვა ყველა ონლაინ გადახდის პლატფორმებზე ხდება და შემდგომ, თანხის ყოველი გადმოტანისას მხოლოდ თანხის სასურველ რაოდენობასა და ერთჯერად უსაფრთხოების კოდს წერს, თანხა კი შენს ანგარიშზე რამოდენიმე წუთში აისახება.
მეორე მეთოდის გამოყენებით ანგარიშის შევსება ასევე სიმარტივესთან არის დაკავშირებული, რა დროსაც შენს კრიპტალის პროფილში მოცემულ საბანკო ანგარიშზე შენი მობაილ ბანკიდან რიცხავ შენთვის სასურველ თანხას, როგორც საქართველოს ბანკის, ასევე თიბისი ბანკის გამოყენებით.
კრიპტალის ანგარიშზე თანხის შეტანის ორივე გზა გამოირჩევა სიმარტივით და უსაფრთხოების მაღალი დონით, მაგრამ მაინც რომელი მეთოდი და რომელი ბანკი სჯობს - TBC თუ BOG?
TBC ბანკი თუ საქართველოს ბანკი?
I. კრიპტალზე თანხის შეტანა & გატანა ვიზა/მასტერქარდ ბარათების გამოყენებით
ორივე ბანკის გამოყენებით, როგორც ბალანსის შევსება, ისევე თანხების გატანა და განაღდება მომენტალურად ხდება და შენ რამდენიმე წამში შენს აქტივებს სასურველ ადგილას გადაიტან.
როგორც თიბისის, ისე საქართველოს ბანკს ვიზა და მასტერქარდ ბარათების გამოყენებით თანაბარი პირობებით აქვთ, გატანისა და შემოტანის ლიმიტებზე, ასევე საკომისიოებზე, თუმცა განაღდების საკომისიოში განსხვავება 0.2 TOGEL არის თიბისი ბანკის სასარგებლოდ და ჯამში შენ ეს ოპერაცია 1 TOGEL დაგიჯდება.
გაითვალისწინე, Visa და Mastercard ბარათების გამოყენებით მხოლოდ ლარის ექვივალენტ TOGEL-ის შემოტანა და გატანა არის შესაძლებელი, სხვა ვალუტებით გამყარებული სტაბილური კრიპტოებით ოპერირებისას კი, საბანკო გადარიცხვა ანუ Wire ტრანსფერი უნდა გამოიყენო.
II. კრიპტალზე თანხის შემოტანა & გატანა საბანკო გადარიცხვის გამოყენებით
თუკი გადაწყვეტ, რომ კრიპტალის ანგარიში საბანკო გადარიცხვით შეივსო, ან სულაც შენი აქტივები ბანკში გაიტანო, მაშინ საკომისიოებისგან სრულად თავისუფლდები და ყველა ოპერაციას უფასოდ აკეთებ.
არ გაქვს არანაირი შეზღუდვა თანხის ანგარიშზე შემოტანაში, შეგიძლია ბალანსი ნებისმიერი ოდენობის თანხით შეივსო, შეზღუდული არც გატანის მაქსიმალურ რაოდენობაში ხარ, თუმცა არსებობს მინიმალური ზღვარი, მაგალითად საბანკო გადარიცხვის დახმარებით განაღდებული აქტები 100 TOGEL-სა და 50 TOUSD და TOEUR-ს ექვივალენტი უნდა იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ ორ ბანკს შორის აბსოლუტურად თანაბარი პირობებია, საბანკო გადარიცხვების შემთხვევაში უპირატესობა მაინც საქართველოს ბანკის მხარეს არის, ვინაიდან თიბისი ბანკს Wire Transfer-ის გამოყენებისას ლარით გამყარებული ვალუტის გარდა ყველა აქტივში შეიძლება პრობლემა ჰქონდეს და არ მუშაობდეს.
გარდა ამისა, თიბისი ბანკიდან არასამუშაო დროს, ანუ შაბათ-კვირას ან ეროვნული დღესასწაულების დროს თანხის შემოტანა პრობლემურია და მანუალური დამუშავების პროცესის გამო შეიძლება დროში ძალიან გაიწელოს.
საბანკო გადარიცხვების შემთხვევაში უპირატესობა საქართველოს ბანკის მხარეს არის მუდმივად ხელმისაწვდომობისა და დროის ნებისმიერ მონაკვეთში ფუნქციონირების გამო.
შეჯამება: თანხის შემოტანა და გატანა: საქართველოს ბანკი > თიბისი ბანკი
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო აქტივები სრულიად ციფრული და დეცენტრალიზებული ხასიათის ვალუტები არიან, მათი ყიდვა გაყიდვის პროცესი მაინც უკავშირდება ფიატ აქტივებს.
იმისათვის რომ კრიპტალზე კრიპტოს ყიდვა შეძლო პირველ რიგში ანგარიშის შევსება გჭირდება, რომლისთვისაც პლატფორმაზე ორი გზა არსებობს - ვიზა & მასტერქარდ ბარათები და საბანკო გადარიცხვა.
ამ ორი მეთოდით თანხის შეტანა და გატანა შესაძლებელია საქართველოსა და თიბისი ბანკის დახმარებით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბანკი თითქმის იდენტურ პირობებს სთავაზობს მომხმარებლებს სასურველი ოპერაციის განხორციელებისას, როგორც საკომისიოების გადახდის დროს, ასევე ლიმიტების კუთხით, მცირედი უპირატესობით მაინც საქართველოს ბანკი სარგებლობს.
BOG-ის გამოყენებით, TBC ბანკისგან განსხვავებით, თანხის შენს ანგარიშზე შეტანა კვირის ნებისმიერ დღეს და დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დაუბრკოლებლად, სულ რამოდენიმე წამში შეგიძლია.
TBC ბანკის გამოყენებით კი, ხშირად საბანკო გადარიცხვებს TOUSD-სა და TOEUR-ში პრობლემები ექმნებათ, განსაკუთრებით კი, არა სამუშაო დღეებში.