თრეიდერებისთვის სასიხარულოდ აქტიური Bull Run გასულ კვირასაც გაგრძელდა და ბევრმა კრიპტოვალუტამ საკმაოდ კარგი ზრდა დააფიქსირა 7 დღის პერიოდში.
გაეცანი ჩვენს ბლოგს და გაიგე, რომელი 5 ქოინი გამოდგა კვირის საუკეთესო პროცენტული ზრდის მაჩვენებლით და რა მოხდებოდა ისინი თრეიდერს ჯერ კიდევ გასული კვირის დასაწყისში რომ ეყიდა.
გაითვალისწინეთ, რომ ბლოგში გაჟღერებული არც ერთი წინადადება ფინანსური რჩევა არ არის.
მე-5 ადგილი:
ჩვენი სიის მეხუთე ადგილოსანია XRP (XRP), რომელიც ჩვენს TOP 5 ზრდადი კრიპტოს სიაში აქამდე არაერთხელ მოხვედრილა.
XRP-ის პროცენტულმა ზრდამ 7 დღის პერიოდში 11.33% შეადგინა, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 26 მილიარდ დოლარს გადასცდა.
- TOP ფაქტი: XRP-ის მაინინგი არ საჭიროებს, კრიპტოვალუტა შექმნის თანავე წინასწარ იყო დამაინინგებული 100 მილიარდის ოდენობით.
XRP შეიქმნა 2012 წელს Ripple Labs-ის მიერ და მოიაზრებოდა, რომ იქნებოდა სწრაფი ტრანზაქციებისა და გადარიცხვებისთვის მორგებული კრიპტოვალუტა.
თუ დაგაინტერესა რიპლმა და მისი ყიდვა მოგინდა, ამას ყველაზე მარტივად Cryptal-ზე გააკეთებ, სულ რამოდენიმე კლიკში, როგორც სწრაფი გადაცვლის, ასევე Spot ბირჟის დახმარებით.
მე-4 ადგილი:
ჩვენი 5 საუკეთესო კრიპტოვალუტის სიაში აქამდე უცნობი და ახალი ქოინი გამოჩნდა. Frax Share (FXS)-ზე, რომელმაც გასულ კვირას შთამბეჭდავი 13.21%-იანი ზრდა აჩვენა, 2019 წელს ჩაეშვა მიმოქცევაში და მას შემდგომ უამრავ მწვერვალს მიაღწია.
ის ჩვენს ტოპ 5 სიაში მოხვედრილი ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოაქტივია და მისი შეძენა $8 შეგიძლიათ.
Frax Share არის პირველი კრიპტოვალუტა, რომელიც ფრაქციულ ალგორითმზეა დაფუძნებული. რა არის ფრაქციული ალგორითმის პრინციპი? წარმოიდგინე რომ გაქვს პიცა, რომელიც გინდა 6 მეგობარს ტოლ ნაჭრებად გაუყო. მარტივია, მას 6 ნაწილად გაყოფ, თუმცა რა მოხდება თუ მე-7 მეგობარი შემოგიერთდებათ? მას უკვე 7 ნაწილად ვერ გაყოფ, სწორედ ასეა ტოკენების შემთხვევაშიც, ხანდახან საკმარისი რაოდენობა უბრალოდ არ არსებობს.
სწორედ ამიტომ, FXS-ის ალგორითმი ტოკენებს ყოფს კიდევ უფრო პატარა ფრაქციებად და მას ტოლ ერთეულებად ანაწილებს.
მე-3 ადგილი:
მზარდ კრიპტოვალუტებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული Hedera (HBAR) გამოდგა, რომელმაც 15.13%-იანი ზრდის მაჩვენებლით ჩვენი სიის მესამე ადგილი დაიკავა.
კრიპტოვალუტა და მისი დეცენტრალიზებული ქსელი 2019 წელს ჩაეშვა და მას შემდგომ ნაბიჯ-ნაბიჯ გადიოდა იმ გზას, რის გამოც ინვესტორებს კრიპტოვალუტები უყვართ - სწრაფი და დიდი პროცენტული მატება.
Hedera-ს ქსელი უზრუნველყოფს კრიპტოვალუტის სწრაფ და უსაფრთხო გადარიცხვებს, რომელიც იყენებს Proof of Stake (PoS) ალგორითმს.
ქოინის საბაზრო კაპიტალიზაცია ორ მილიარდ დოლარს გადასცდა და ის პარტნიორობს ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიც არიან Google Cloud და IBM.
- TOP ფაქტი: Hedera-მ 2021 წელს დააანონსა საპარტნიორო ურთიერთობები აფრიკის ყველაზე დიდ ბანკთან Standard Bank Group-თან. მიზანი კი ყოველდღიურ ტრანზაქციებში კრიპტო გადახდების დანერგვაა.
მე-2 ადგილი:
7 დღის ჭრილში დაფიქსირებული ზრდის მაჩვენებლით მეორე ადგილოსანია ყველასათვის ნაცნობი და ინვესტორებისთვის უკვე საყვარელი კრიპტოვალუტა Stellar (XLM), რომელმაც 15.74%-იანი ზრდა აჩვენა.
კრიპტო თრეიდერები უკვე მიჩვეული არიან, რომ სტელარი მათ ინვესტიციებს ამართლებს, თუმცა თუ ახალი ხარ ამ სფეროში, გეტყვით რომ კოინი 2014 წელს ჩაეშვა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია უკვე $3 მილიარდს უახლოვდება.
კოინი უკვე 9 წელია არსებობს და ამ პერიოდში მიმოქცევაში ჩაშვებულია 23 მილიარდი ერთეული, სულ დაგეგმილი 50 მილიარდიდან.
- TOP ფაქტი: Stellar პარტნიორობს კომპიუტერულ ინდუსტრიაში წამყვან კომპანიებთან. მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და დიდ IBM-თან.
თუ მიიჩნევ, რომ ამ კრიპტოვალუტაში ინვესტირება ნამდვილად ღირს, გირჩევთ რომ შენი პირველი პორტფელი Cryptal-ზე გახსნა, სადაც სტელარის შეძენას ყველაზე მარტივად შეძლებ.
პირველი ადგილი:
Solar (SXP)-ს ჩვენს ყოველკვირეულ ბლოგში დებიუტი აქვს და თანაც ძალიან შთამბეჭდავი. კრიპტოვალუტამ გასაოცარი 162%-იანი ზრდა დააფიქსირა და დამსახურებული პირველი ადგილი დაიკავა იმ ხუთ კრიპტოვალუტას შორის, რომლებმაც გასულ კვირას ინვესტორების პორტფელი ყველაზე მეტად გაამდიდრეს.
Solar 2020 წელს ჩაეშვა და ისიც, მსგავსად ჩვენს სიაში მოხვედრილი რამოდენიმე ქოინისა, Proof of Stake (PoS) ალგორითმს იყენებს.
მისი შეძენა $0.68 არის შესაძლებელი და თუკი თრეიდერი გასული კვირის დასაწყისში 1000 ლარის ღირებულების Solar-ს იყიდდა, დღეს მისი აქტივები ზრდიდან გამომდინარე 2620 ლარის ექვივალენტი იქნებოდა.
7 დღის ზრდა - 1620 ლარი!
- TOP ფაქტი: ჯამურად Solar-ის 300 მილიონი ტოკენის გაშვებაა დაგეგმილი, საიდანაც 130 მილიონი უკვე მიმოქცევაშია.
პოპულარული კრიპტოვალუტები: Ethereum (ETH); Cardano (ADA); Dogecoin (DOGE)
აქტიური Bull Run-ის კვირაში პოპულარულმა ქოინებმაც გამოიჩინეს თავი. მაგალითად, Ethereum (ETH)-მა 7 დღის ჭრილში 2.2%ზრდა აჩვენა. ეთერიუმი CoinMarketCap-ის მონაცემებით მეორე ყველაზე დიდი კრიპტოვალუტაა.
ზრდის აქტიურ ტრენდს არც Cardano (ADA) ჩამორჩა და შთამბეჭდავი 12.35%-იანი მატება გვაჩვენა, რა დროსაც გაიზარდა მისი საბაზრო კაპიტალიზაცია და $13 მილიარდს გაუტოლდა.
ტენდენციას აქტიურად მიყვება ცნობილი MEME ქოინი Dogecoin-იც, რომელმაც 6.32%-იანი ზრდით გაამართლა უამრავი ინვესტორის იმედი.
შეჯამება:
კრიპტოვალუტები რამოდენიმე კვირაა დიდ პროცენტულ ზრდას აჩვენებენ და მწვანე ტალღას ინარჩუნებენ. უამრავი ექსპერტისა და ინვესტორის აზრით, სწორად ახლა არის კარგი დრო რომ პორტფელი გაიმრავალფეროვნო ან თუ ჯერ კიდევ არ ხარ კრიპტო ინდუსტრიაში ჩართული, შენი პირველი ნაბიჯები გადადგა.
ტრენდის დამადასტურებელია ჩვენს სიაში მოხვედრილი 5 ყველაზე მზარდი კრიპტოვალუტა და ასევე ის ცნობილი და პოპულარული კრიპტოები, რომლებიც არ ჩამორჩნენ Bull Run-ის ტენდენციას.
სულ მწვანეზე გევაჭროთ!