კრიპტალი და CreditService+ დამეგობრდნენ - ბალანსის ნაღდი ფულით შევსების ახალი გზა
კრიპტოაქტივები, იგივე კრიპტო, ყოველდღიურად სულ უფრო მასობრივი ხდება და თანამედროვე სამყაროში, მათ შორის საქართველოშიც, ადამიანებს მათთან შეხება უფრო და უფრო აქტიურად აქვთ.
თუმცა, საკმარისი არასდროს არის, კრიპტალისა და CreditService+ დამეგობრების შედეგად კრიპტო აქტივები დღეს კიდევ უფრო მარტივი, ხელმისაწვდომი და უსაფრთხოა.
კრედიტსერვის+ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით 50-მდე ფიზიკური ფილიალი აქვს.
პარტნიორობის ფარგლებში შენ შეგიძლია CPAY-სა და CreditService+-ის მომსახურებით ისარგებლო, რაც ნიშნავს იმას, რომ კრიპტალზე ბალანსის შევსება ნაღდი ფულის გამოყენებით შეგიძლია.
გარდა იმისა, რომ კრიპტალის საკუთარ ანგარიშზე ლარისა და ა.შ.შ. დოლარის შეტანა ქეშის სახით შეგიძლია, პარტნიორობა კიდევ ერთ, მნიშვნელოვან უპირატესობას გაძლევს. CreditService+-ის ფილიალებში შეგიძლია კრიპტალიდან სასურველი თანხა გაანაღდო და გაიტანო.
კრიპტო ბირჟისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დახმარებით, კრიპტო აქტივები გაცილებით ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის, რა გამოცდილებაც არ უნდა ჰქონდეს მას ინდუსტრიასთან. მარტივად გეძლევა საშუალება, პირველი ნაბიჯები გადადგა კრიპტოში და სრულად კონცენტრირდე სასურველი აქტივების ყიდვაზე.
როგორ შევიტანო ნაღდი ფული კრიპტალის ბალანსზე CreditService+-ის დახმარებით?
იმისათვის, რომ შენი CRYPTAL-ის ბალანსი შეავსო და ანგარიშზე ლარი ან ა.შ.შ. დოლარი შეიტანო, რამოდენიმე მარტივი ეტაპი უნდა გაიარო:
- იპოვე ფიზიკური ფილიალი
იმისათვის, რომ ანგარიშზე თანხა შეიტანო ან გამოიტანო, საჭიროა CreditService+-ის ფილიალში მიხვიდე.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით 50-მდე ფილიალი აქვს, სადაც სწრაფად და დაუბრკოლებლად მოგემსახურებიან.
შენთან ახლოს მდებარე ფილიალების პოვნა ლინკზე შეგიძლია.
- წარმოადგინე პირადი ნომერი ან მეილი
იმისათვის, რომ ოპერატორმა სწორად შეძლოს შენი კრიპტალის ანგარიშის იდენტიფიცირება, საჭიროა რომ პირადი ნომერი ან მეილი წარმოადგინო, რომლითაც კრიპტალზე დარეგისტრირდი. ამ მონაცემების დახმარებით, შენს ანგარიშზე წვდომა მხოლოდ შენ გექნება, როგორც თანხის შეტანისას, ისე მისი გამოტანისას.
- ბალანსის შევსება ანუ ფულის ანგარიშზე შეტანა
ამ ეტაპზე შეგიძლია ოპერატორს შესაბამისი ოპერაციის შესრულება სთხოვო - თანხის ანგარიშზე შეტანა ან გატანა.
გაითვალისწინე, ჯერ-ჯერობით კრედიტსერვის+-ის დახმარებით შესაძლებელია მხოლოდ ქართული ლარითა და ა.შ.შ. დოლარით სარგებლობა.
სულ ეს არის, თანხა რამოდენიმე წამში აისახება შენს ანგარიშზე, ყოველგვარი ლოდინის, ზედმეტი პროცედურებისა და ბიუროკრატიული ნაბიჯების გარეშე. თანხის ანგარიშზე შეტანა ან გამოტანა მარტივია ყველასთვის, როგორც უკვე კარგად გამოცდილი, ისე ინდუსტრიაში დამწყები ადამიანისთვის.
რა უპირატესობა აქვს ბალანსის ნაღდი ფულით შევსების ამ მეთოდს?
- მარტივია - კრედიტსერვის+-ის ფიზიკური სალაროების გამოყენებით თანხის შეტანა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა, რომ ნაღდი ფული შენს ანგარიშზე მოათავსო. გჭირდება მხოლოდ სერვისცენტრში მისვლა, დანარჩენი კი ისეთივე ნაცნობი და უფრო მარტივი პროცედურაა, როგორიც თანხის სალაროში გადახურდავება და ა.შ.
- სწრაფია - მომხმარებლის მიერ ანგარიშზე შეტანილი თანხა ყოველგვარი დაყოვნების გარეშე გამოჩნდება ბალანსზე. თუ ანგარიშის შევსება ნაღდი ფულით გადაწყვიტე და სისწრაფე შენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ ეს გზა საშენოა.
- ხელმისაწვდომია - კრედიტსერვის+ საქართველოს მასშტაბით 50-მდე სერვისცენტრი და ფილიალი აქვს - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ქობულეთი და ა.შ.
გარდა ამისა, მათი ზოგიერთი ფილიალი დღე ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, 24/7-ზე მუშაობს. თანხის შეტანა ან გატანა შეგიძლია ნებისმიერ დროს, რომელი საათი ან რა დღეც არ უნდა იყოს - განურჩევლად დროისა კვირის დღისა.
- პირდაპირია - გარდა იმისა, რომ მომხმარებელს საშუალება ეძლევა ბალანსი ნაღდი ფულის გამოყენებით შეავსოს, დამატებით უპირატესობას პროცესის პირდაპირობა ქმნის.
არ გჭირდება საბანკო ანგარიშის ქონა და ბანკებთან ურთიერთობა, პირდაპირ, ნაღდი ფულით და კრედიტსერვის+-ის გამოყენებით შენი თანხა შენივე ანგარიშზე აღმოჩნდება, შეზღუდვებისა და დაბრკოლებების გარეშე.
- მოხერხებულია - თუკი დიდი რაოდენობით ნაღდი ფულის შეტანა გინდა შენს კრიპტალის ანგარიშზე, შეგიძლია მშვიდად ესტუმრო ნებისმიერ სერვისცენტრს და თანხის სრულად შეტანა კრედიტსერვის+-ის თანამშრომლებს მიანდო.
კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში, სწრაფად შეძლებ თანხის ანგარიშზე განთავსებას. გაითვალისწინე, ერთჯერადად შენატანზე 15,000₾ ლიმიტი მოქმედებს.
CRYPTAL-ის CEO ხვიჩა კოპინაძე პარტნიორობის შესახებ საუბრობს:
„კრიპტალის მიზანი, რომ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს კავშირი ტრადიციულ საფინანსო და კრიპტო სამყაროებს შორის, გრძელდება. კრედიტსერვის+-თან პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ეს არის. კრიპტო აქტივები გახდეს გაცილებით ხელმისაწვდომი, ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს გაეზარდოთ სამომხმარებლო გამოცდილება და ზოგადად, კრიპტოს მიმართ გაჩნდეს უფრო მეტი ნდობა.
პარტნიორობის შედეგად კი, ყველაზე მოგებული მომხმარებელი რჩება, რადგან მათ საშუალება ეძლევათ კრიპტო ინდუსტრიაში ფეხი შედგან მარტივად, უსაფრთხოდ და მათთვის ნაცნობი გზებით.
საქართველოში კვლავაც დიდი მოთხოვნაა ნაღდ ფულზე, შესაბამისად მომხმარებლებს მეტი კომფორტი აქვთ, რომ ანგარიშზე თანხა მათთვის მისაღები და კომფორტული მეთოდით შეიტანონ.
ცოტა ხნის წინ კი, პლატფორმაზე დაემატა კრიპტოს პირდაპირ, საბანკო ბარათების დახმარებით ყიდვის შესაძლებლობა, ზუსტად ისე, როგორც ონლაინ მაღაზიებსა და პლატფორმებზე ხდება, იქნება ეს Amazon თუ სხვა.
მოკლედ, სიახლეები გრძელდება და კრიპტალის მისია, კრიპტო გახდეს უფრო ხელმისაწვდომი ჯერ არ დასრულებულა.“
შეჯამება
კრიპტოს მიმართ დაინტერესება იზრდება როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება სურვილი რომ ინდუსტრიაში ჩაერთოს და კრიპტოს ყიდვა დაიწყოს.
სწორედ ამიტომ, კრიპტალი მომხმარებლებს საკუთარი ბალანსის შევსების კიდევ ერთ გზას სთავაზობს. კრედიტსერვის+-თან დამეგობრებით, ახლა უკვე შესაძლებელია რომ ანგარიშზე ნაღდი ფული შეიტანო პირდაპირ ფიზიკური სალაროებიდან.
პროცესი ნაცნობი და მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, თუ კრიპტოში პირველ ნაბიჯებს დგამ. თანხის ანგარიშზე შეტანის ეს გზა მაშინაც გამოგადგება, თუ სისწრაფე გინდა ან უბრალოდ, საბანკო სერვისების გამოყენება არ გსურს.
წარადგინე შენი პირადი ნომერი ან მეილი, სასურველი რაოდენობის თანხა ლარში ან ა.შ.შ. დოლარში და სულ ეს არის - ნაღდი ფული პირდაპირ შენს ანგარიშზე მოხვდება.