რა ხდება? - ტრონის ქსელი Cryptal-ზე გამოჩნდა
კრიპტოვალუტა ტრონი უკვე დიდი ხანია რაც კრიპტალზეა ხელმისაწვდომი და კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის ნებისმიერ მსურველს მისი გამოყენება თავისუფლად შეუძლია.
ახლა კი, პლატფორმაზე გამოჩნდა ტრონის ქსელი (TRC-20) და მომხმარებლებს ნებისმიერი, სასურველი კრიპტოვალუტის შემოტანა შეუძლიათ კრიპტალზე ამ ქსელისა და მისი ყველა ბენეფიტების გამოყენებით.
შენ ახლა უკვე შეგიძლია USDT-სა და სხვა პოპულარული კრიპტოვალუტების კრიპტალზე შემოტანა განახლებული და გაუმჯობესებული პირობებით - სწრაფად, მარტივად და ყველაზე დაბალი საკომისიოებით.
რა არის ტრონის ქსელი?
ტრონის ქსელი ბლოკჩეინის იმ დიდ უპრატესობას იყენებს, რომლესაც დეცენტრალიზაცია ჰქვია. ანუ მისი გამოყენება გამორიცხავს შუამავლების არსებობას და მომხმარებლებს პირდაპირ, ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს.
ტრონის ქსელს სამი ძირითადი სტანდარტი აქვს: ERC-20, BEP-20 და TRC-20.
კრიპტალზე აქამდე ხელმისაწვდომი იყო ERC-20 და BEP-20 სტანდარტები, ახლა უკვე კი, მომხმარებლებს შეუძლიათ TRC-20 გამოიყენონ, რომელიც წინა ორი სტანდარტისაგან განსხვავებით დამატებით უპირატესობებს სთავაზობს კრიპტოს ყიდვა & გაყიდვის მსურვლეებს.
რა უპირატესობები აქვს ტრონის ქსელს?
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტალზე არსებული ტრონის სხვადასხვა სტანდარტები მომხმარებლებს ბევრ სარგებელს სთავაზობს, TRC-20 სრულიად ახალ უპირატესობებს ქმნის, კონკრეტულად:
- დაბალი საკომისიოები - ტრონის ქსელის ენერგო ეფექტურობის წყალობით, მომხმარებლები კიდევ უფრო დაბალი საკომისიოებით ისარგებლებენ.
- სწრაფი ტრანზაქციები - TRC-20 ქსელი გამოირჩევა სწრაფი ტრანზაქციებით, რაც ნიშნავს, რომ შენს მიერ ნაყიდი ან გადარიცხული კრიპტო მომენტალურად აისახება დანიშნულების მისამართზე.
- უსაფრთხოება - ტრონის დეცენტრალიზებული ბლოკჩეინი უზრუნველყოფს მაღალ უსაფრთხოებასა და შენი აქტივების დაცვას.
- მოთხოვნადობა - უამრავ კრიპტო ბირჟაზე მხარდაჭერილია ტრონის ქსელი და შესაბამისად დაუბრკოლებლად შეგიძლიათ სასურველი კრიპტოვალუტა კრიპტალზე ან ნებისმიერ ადგიალს გადაიტანოთ.