Სარჩევიchevron-down
შეიძლება გამოგადგეს:
Georgian text on the left side of the visual with American & El Salvadorian flags and Bitcoin Logo on the right side
2023-03-01clock4 minutes

ბოლო წლებში კრიპტოვალუტების მიმართ მეგობრული დამოკიდებულებით ელ-სალვადორი განსაკუთრებით გამოირჩა. ის გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად მიიღო Bitcoin როგორც გადახდების სისტემა და ახლახან, რიგით მეორე ბიტკოინის საელჩო გახსნა ტეხასში.

ბლოგში ვისაუბრებთ ბიტკოინისა და ელ-სალვადორის ურთიერთობის განვითარებაზე, Bitcoin-ის საელჩოს ქონის პლიუსებზე, ასევე შემოგთავაზებთ 5 საინტერესო ფაქტს, რომელიც მათ მჭიდრო ურთიერთობას ასახავს.

რა საჭიროა Bitcoin საელჩო?

ელ-სალვადორის რიგით მეორე საელჩო განთავსებულია ჰიუსტონში, ტეხასში. პირველი საელჩო კი, ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში გაიხსნა. საელჩო წარმოადგენს ფიზიკურ ადგილს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გაიგონ ბიტკოინის შესახებ, დაესწრონ ვორქშოფებს და კრიპტოვალუტა შეიძინონ კიდეც.

ტეხასში გახსნილი საელჩო იმუშავებს, როგორც კრიპტო აქტივების ჰაბი სალვადორელებისთვის, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ.

საელჩოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბიტკოინის ირგვლივ ცნობიერების ამაღლებაა. ის ნებისმიერ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია აღნიშნული კრიპტოვალუტით, BTC ბლოკჩეინით, სთავაზობს უფასო ცოდნასა და განათლებას.

საელჩო ასევე გამოიყენება, როგორც ბიტკოინის მხარდაჭერთა შეკრების ადგილად, სადაც მათ შეუძლიათ ერთმანეთში გაცვალონ აზრები, იდეები და ინფორმაცია.

რა პლიუსები აქვს Bitcoin საელჩოს არსებობას?

ერთი პლიუსი, რაც ბიტკოინის საელჩოს არსებობას აქვს არის ის, რომ დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს ფიზიკურ სივრცეს, სადაც მათ ცოდნის მიღება და გაღრმავება შეეძლებათ. ის საერთო მიზნის გარშემო, რაც ბიტკოინია, აერთიანებს ადამიანებს და აძლევს მათ შესაძლებლობას გაცვალონ იდეები და გამოცდილება.

გარდა ამისა, საელჩოს არსებობა იძლევა ძალიან დიდ სტიმულს კრიპტოვალუტების და განსაკუთრებით Bitcoin-ის პოპულარიზაციაში.

შეიძლება გაგიკვირდეს, როგორ მოახერხა ელ-სალვადორმა, როგორც ქვეყანამ, ასე მჭიდროდ დაკავშირებოდა კრიპტოვალუტას და საიდან დაიწყო Bitcoin-ის და ქვეყნის ისტორია. ამის საილუსტრაციოდ შეგიძლია 5 საინტერესო ფაქტს გაეცნო:

  1. ელ-სალვადორი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც 2021 წლის სექტემბერში Bitcoin მიიღო როგორც ლეგალური გადახდის საშუალება.
  2. ბიტკოინის ადაპტირების მთავარი მამოძრავებელი მოტივი ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და ინფლაციური ფონი გახდა.
  3. ელ-სალვადორის მთავრობა შექმნა ციფრული საფულე Chivo, რომელიც ადამიანებს ეხმარება BTC ტრანზაქციების განხორციელებასა და აქტივის უსაფრთხოდ შენახვაში.
  4. 2021 წელს ქვეყნის მთავრობამ დაანონსა, რომ წყნარი ოკეანის სანაპიროზე Bitcoin ქალაქს გააშენებს. ქალაქი მთლიანად თერმული ენერგიით მომარაგდება.
  5. კრიპტოვალუტაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორი სწორედ ქვეყანა ელ-სალვადორია. 2021 წელს ქვეყნის მთავრობა 400 Bitcoin შეიძინა $20 მილიონის სანაცვლოდ.

თუ ბიტკოინს კარგად იცნობ ან კრიპტო პორტფოლიოს ახლა ხსნი, მაშინ BTC ყველაზე სწრაფად და მარტივად შეძენა Cryptal-ზე შეგიძლია, როგორც სწრაფი გადაცვლის, ასევე Spot ბირჟის გამოყენებით.

თუ გაინტერესებს ეს როგორ გააკეთო, შეგიძლია ჩვენი ბლოგი ნახო.

შეჯამება

რიგით მეორე საელჩოს გახსნა ელ-სალვადორისთვის მნიშვნელოვანი მომენტია კრიპტოვალუტის მეტად ადაპტირების გზაზე. შვეიცარიაში გახსნილმა პირველმა საელჩომ აჩვენა, რომ ცნობიერების ამაღლების და BTC პოპულარიზაციის გაზრდისთვის ეს საკმაოდ კარგი მეთოდია.

Support