Სარჩევიchevron-down
Cryptal-ზე ბარათის გამოყენებით USD & EUR შეტანა შეიძლება!
მეტი კრიპტო შესაძლებლობა მომხმარებლებს - რა ხდება?
როგორ შევიტანო ანგარიშზე USD & EUR საბანკო ბარათების გამოყენებით?
რატომ არის სიახლე მნიშვნელოვანი?
კრიპტო უფრო ხელმისაწვდომია - USD & EUR შეტანა საბანკო ბარათით!
crypto-bycard-geo-1000x300
2025-10-10clock4 minutes

Cryptal-ზე ბარათის გამოყენებით USD & EUR შეტანა შეიძლება!

კრიპტო ბირჟა Cryptal უფრო კომფორტული, ხელმისაწვდომი და გლობალური გახდა, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეებისათვის.

დღეიდან, მომხმარებლებს საკუთარი ბალანსის ა.შ.შ. დოლარითა და ევროთი შევსება საბანკო ბარათის გამოყენებით შეუძლიათ. სწორედ ამ სიახლის გამო, კრიპტო პლატფორმა საერთაშორისო ტრანზაქციებისათვის უფრო მიმზიდველი, ხოლო კრიპტო ინვესტირებისათვის უფრო მოსახერხებელი გახდა.

არ აქვს მნიშვნელობა, მომხმარებლები Cryptal-ს საქართველოდან იყენებენ თუ მსოფლიოს სხვა ნებისმიერი ქვეყნიდან, კრიპტო მოგზაურობის დაწყება უკვე ყველასათვის ერთნაირად ხელმისაწვდომი და მარტივი გახდა!

მეტი კრიპტო შესაძლებლობა მომხმარებლებს - რა ხდება?

თუ აქამდე პლატფორმაზე ა.შ.შ. დოლარისა და ევროს შეტანა მხოლოდ საბანკო გადარიცხვის გამოყენებით იყო შესაძლებელი, მომხმარებლებისთვის ახლა სიახლეა!

Cryptal-ის ანგარიშზე USD-სა და EUR-ს შეტანა უკვე Visa/Mastercard საბანკო ბარათების გამოყენებით, სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად არის შესაძლებელი.

სიახლე ერთნაირად გამოსადეგია, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მომხმარებლებისათვის, რომლებსაც კრიპტოს კომფორტულ გარემოში ყიდვა ან უცხოური ვალუტის გამოყენებით ვაჭრობა სურთ.

როგორ შევიტანო ანგარიშზე USD & EUR საბანკო ბარათების გამოყენებით?

  1. დარეგისტრირდით ან გაიარეთ ავტორიზაცია Cryptal-ზე
  2. გადადით საფულეში
  3. დააკლიკეთ შევსებას
  4. აირჩიეთ სასურველი ვალუტა - ა.შ.შ. დოლარი (TOUSD) ან ევრო (TOEUR)
  5. მიუთითეთ ბარათი
  6. აირჩიეთ სასურველი ბანკის ბარათი ან დაამატეთ ახალი ბარათი
  7. შეიყვანეთ თანხა
  8. დააკლიკეთ შევსებას

სულ ეს არის, თანხა რამდენიმე წუთში Cryptal-ის ბალანზე აისახება.

რატომ არის სიახლე მნიშვნელოვანი?

  • საერთაშორისო მომხმარებლებს საშუალებას აძლევს კომფორტულ გარემოში შეძლონ კრიპტოს ყიდვა და ციფრულ აქტივებთან მათთვის ნაცნობი ვალუტებით ურთიერთობა - ა.შ.შ. დოლარი და ევრო.

  • საბანკო ბარათების გამოყენება და მათი დახმარებით ბალანსის უცხოური ვალუტით შევსება (USD & EUR) ზრდის მომხმარებლების არჩევანს, შეიტანონ პლატფორმაზე თანხა მათთვის მოსახერხებელი გზებით.

  • მულტისავალუტო მხარდაჭერა ზრდის კომფორტსა და კრიპტო აქტივებთან ხელმისაწვდომობას. მომხმარებლებს მათზე მორგებული მეთოდებითა და სასურველი ვალუტების გამოყენებით შეუძლიათ ბალანსის შევსება.

კრიპტო უფრო ხელმისაწვდომია - USD & EUR შეტანა საბანკო ბარათით!

Cryptal კვლავაც განაგრძობს მომხმარებლებისათვის კრიპტო ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯების გამარტივებას და საბანკო ბარათების გამოყენებით USD & EUR შეტანაც ამის კიდევ ერთი მაგალითია.

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა გამოცდილება აქვს მომხმარებელს, დამწყებია ის თუ უკვე დიდი ხანია რაც ციფრული ვალუტების ინდუსტრიას ადევნებს თვალს, საქართველოს მოქალაქეა თუ უცხო ქვეყნიდან არის, ახალი ფუნქცია ყველასათვის ერთნაირ უპირატესობას ქმნის.

დარეგისტრირდით Cryptal-ზე, შეიტანეთ ანგარიშზე USD & EUR საბანკო ბარათების გამოყენებით და დაიწყეთ კრიპტო მოგზაურობა თქვენთვის მოსახერხებელი გზებით!

Support