2022-06-16

როგორ შევქმნათ წარმატებული NFT პროექტი ?

რა არის NFT?

წარმოიდგინეთ, რომ შექმენით ნახატი, რომლის სარფიანად გაყიდვაც გსურთ. თქვენ მას ვერასდროს გაცვლით ზუსტად იგივე ნახატში, რადგან თქვენ მიერ შექმნილი ნახატი განუმეორებელია. სწორედ იგივე ლოგიკა დევს NFT-ს სპეციფიკაშიც. იმისათვის რომ უკეთესად გაიგოთ NFT-ს, გაეცანით ჩვენს Youtube-არხზე არსებულ ვიდეოს, სადაც დეტალურად მიმოვიხილავთ ამ ტექნოლოგიას.

როგორ მუშაობს NFT?

დღესდღეობით ყველა NFT ტოკენი განთავსებულია ბლოკჩეინზე. NFT-ის შემქმნელთა დიდი ნაწილი უპირატესობას ეთერიუმის ბლოკჩეინს ანიჭებს, რადგან ის იზიარებს ERC-721 სტანდარტს, რომელიც ციფრული ნამუშევრის ინდივიდუალიზმზე და შეუცვლელობაზეა პასუხისმგებელი.

Polygon ქსელი Ethereum-სგან განსხვავებით ნაკლებ საგადასახადო თანამონაწილეობას მოითხოვს არტისტებისგან, თუმცა ამის მიუხედავად, მას ბევრად ნაკლები მომხმარებელი ჰყავს. თუ თქვენ ახლა იწყებთ პროექტს და შეზღუდული ოდენობის თანხა გაქვთ, Polygon საუკეთესო არჩევანია თქვენთვის.

არანაკლებ პოპულარულია Binance Smart Chain, რომელიც პოლიგონის ქსელის მსგავსად დაბალი საკომისიოებით გამოირჩევა და სწორედ ამიტომ, NFT არტისტები მას სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას.

გარდა ERC-721 სტანდარტისა, რომელიც NFT-ის უნიკალურობას უზრუნველყოფს, არსებობს მულტი ტოკენი ERC-1155, რომლის დახმარებითაც ერთ NFT-ის შესაძლებელია, რომ წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის მფლობელი ჰყავდეს. ეს სტანდარტი ძირითადად თამაშებში გამოიყენება, სადაც კონკრეტულ პერსონაჟს სხვადასხვა მოთამაშემ შეუძლია სხვადასხვა სამოსი, იგივე “სქინი” მოარგოს.

როგორ შევქმნათ NFT?

წარმატებული პროექტის ჩაშვებისთვის მხოლოდ ნახატების დახატვა და Opensea-ზე ატვირთვა არ კმარა. ეს პროცესი მთელი რიგ ქმედებებთანაა დაკავშირებული.

მოყევი ისტორია

NFT სამყაროში წარმატებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის თუ რა ღირებულებებსა და იდეას ატარებს პროექტი. აუდიტორიას ყოველთვის აინტერესებს ისტორია, რომელიც მისი შექმნის უკან იმალება.

  • რატომ გადაწყვიტეთ NFT პროექტის შექმნა ?
  • რა არის თქვენი NFT პროექტის მიზანი?
  • რატომ გსურთ ხალხს პროექტი გააცნოთ?
  • რა სახის ღირებულებას აძლევს თქვენი NFT საზოგადოებას?
  • რატომ არის თქვენი NFT პროექტი მნიშვნელოვანი?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დაგეხმარებათ სწორი მიზნების ჩამოყალიბებაში.

აირჩიეთ ბლოკჩეინ ქსელი და NFT ბაზარი

ნებისმიერი NFT პროექტისთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ბლოკჩეინ ქსელისა და სავაჭრო ბაზრის არჩევა. მიუხედავად იმისა, რომ NFT-ების უმეტესობა ივაჭრება Ethereum-ზე და იყიდება OpenSea-ზე, არსებობს უფრო დიდი პროექტები, რომლებიც ალტერნატიულ ბლოკჩეინს იყენებენ და რიგ შემთხვევებში საკუთარ სავაჭრო ბაზარსაც ქმნიან.

NFT სამყარო პლატფორმების, იგივე Marketplace-ების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თითოეულს აქვს პლუსებიც და მინუსებიც.

  • OpenSea - #1 და ყველაზე მსხვილი NFT ბაზარი
  • Nifty's - ეკოლოგიურად სუფთა ბაზარი, რომელიც დიდი ბრენდებისა და არტისტების ნამუშევრებზეა ორიენტირებული
  • Foundation - NFT ბაზარი, რომელიც გეგმავს ახალი შემოქმედებითი ეკონომიკის აშენებას
  • MakersPlace - NFT ბაზარი ციფრული არტისტებისთვის
  • Rarible - საზოგადოების საკუთრებაში არსებული ბაზარი, რომელიც იყენებს საკუთარ ვალუტას
  • WAX digital - NFT ბაზარი, რომელიც ავრცელებს მსოფლიო დონის არტისტების ექსკლუზიურ NFT-ებს

ზოგიერთი NFT ბაზარი ყიდის მხოლოდ Ethereum-ზე დაფუძნებულ NFT-ებს, ხოლო ზოგს თავისიბლოკჩეინი გააჩნია, მაგალითად:

  • Ethereum
  • Flow
  • Tezos
  • Palm
  • WAX
  • Cardano
  • Polkadot
  • Binance Smart Chain

თითოეულ ბლოკჩეინს აქვს განსხვავებული სარგებელი და მომხმარებლების რაოდენობა. ზოგს დაბალი საკომისიო აქვს, ზოგი კი პროექტს უკეთეს თავსებადობას სთავაზობს. განსაზღვრეთ თქვენი მოთხოვნები და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიეთ შესაბამისი სივრცე.

შექმენი მარკეტინგული სტრატეგია

პროექტის წარმატების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა მარკეტინგული გეგმის ქონაა. NFT და კრიპტო პროდუქტების პრომოციისას, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ისეთი სოციალური ქსელები, რომლებიც community building-ის საშუალებას მოგცემთ. ასეთია: ტელეგრამი, დისქორდი და სხვა. ამასთან, არ დაგავიწყდეთ Twitter-ის სტრატეგიის ჩამოყალიბება და SEO friendly ვებსაიტი.

შექმენით კომუნა - ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული საზოგადოების პროექტის გარშემო გაერთიანება, მარკეტინგული სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. აღსანიშნავია, რომ ხალხთან მხოლოდ პროექტზე ლაპარაკი იმის იმედით, რომ შეიძენენ ან სხვას შეაძენინებენ, არასწორია! აუცილებელია, რომ მათთან კომუნიკაციაში უშუალოდ ჩაერთოთ. სთავაზობდეთ სხვადასხვა შეღავათებსა და შესაძლებლობებს, აწვდიდეთ სასიამოვნო და საჭირო ინფორმაციებს. ეს ინფორმაციები შეიძლება ეხებოდეს როგორც NFT-ის, ასევე სხვა თემას კრიპტო სამყაროდან, მაგალითად: კრიპტოვალუტები, კროპტო ბირჟები და სხვა.

გამართე სოციალური მედია - სოციალური მედია მარკეტინგი ეფექტური გზაა თქვენი NFT ბიზნესის პოპულარიზაციისთვის. Twitter, Facebook და Instagram არის აქტიური პლატფორმები, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ უამრავი პოტენციური მყიდველი. გაუზიარეთ თქვენს აუდიტორიას მნიშვნელოვანი მოვლენები, დაანახეთ შექმნის იდეა და გუნდი, რომელიც ამ პროცესების უკან დგას.

შექმენი ვებსაიტი - ძალიან მნიშვნელოვანია პროექტს ჰქონდეს სწორად შედგენილი ვებსაიტი ან Landing Page, რომელზე დანატილი ინფორმაციაც იქნება ამომწურავი და მარტივად მისაგნები. შექმნის დროს გაითვალისწინეთ აუდიტორიის ინტერესები, რა შეიძლება მათ აინტერესებდეთ და რა საკითხი უფრო პრიორიტეტულია ? ვებსაიტზე, დამატებითი ინფორმაციის სახით შეგიძლიათ აწარმოოთ ბლოგები, ჩააშენოთ თამაში და ა.შ.

ამასთან, არ დაგავიწყდეთ რომ ვებსაიტი უნდა იცავდეს SEO სტანდარტებს. ეს გრძელვადიანი პროცესია, თუმცა მის ამუშავებას თუ ახლავე დაიწყებთ, საკმაოდ კარგ შედეგზე გახვალთ.

ჩამოაყალიბეთ გუნდი

იმისათვის რომ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები სწორად შესრულდეს, საჭიროა სწორად ჩამოყალიბებული გუნდი. ის შეიძლება სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისაგან შედგებოდეს, თუმცა ამ ბლოგში პროცესების სწორად წარმართვისთვის ყველაზე მნიშვნელოვან წევრებს მიმოვიხილავთ.

  • არტისტი - ეს არის პიროვნება, რომელიც ვიზუალებს ქმნის. NFT შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, ხელით დახატული, ფოტო, ანიმაცია ან ციფრული ნახატი. არტისტი არის გუნდის ის წევრი, რომელიც შერჩეული ფორმატის შესაბამისად ხელოვნების ნიმუშებს ქმნის.
  • დეველოპერი - ციფრული პროექტები დეველოპერების გარეშე უკვე წარმოუდგენლად გვეჩვენება. მათი პასუხისმგებლობაა შეიქმნას სწორი ფუნქციონალის მქონე ვებსაიტი, სმარტ კონტრაქტი და სხვა დეტალები, რაც პროექტს დასჭირდება.
  • Community manager - თითქმის ყველა NFT პროექტს, სხვადასხვა პლატფორმებზე აქვს საკუთარი არხი, სადაც იგი თავს უყრის აუდიტორიას და სთავაზობს გათამაშებებს, აანონსებს სიახლეებს და უძღვება პროცესებს.
  • სოციალური მედიის მენეჯერი - NFT პროექტებისთვის ძირითად სოციალურ ქსელად Twitter-ია. ამ პლატფორმის სწორად ათვისება ძალიან დიდ უპირატესობას მოგიტანთ ბაზარზე.

რა მომავალი აქვს NFT სამყაროს ?

დღესდღეობით მსოფლიო ჯერ კიდევ ეჩვევა ERC-721 სტანდარს, ანუ იმ NFT-ებს, რომელთა შეცვლაც შეუძლებელია. მიუხედევადა ამისა, კიდევ ძალიან ბევრი მიმართულება არსებობს, რომელთა შესახებაც ჯერ ბევრს არ სმენია, ხოლო ვისაც სმენია - არარეალურად ეჩვენება.

სავსებით შესაძლებელია, რომ მომავალში ხელოვნების ღირებულებათა სრული აქტივი ციფრულ სივრცეში გადავიდეს და ფიზიკურმა ნამუშევრებმა ფასი დაკარგოს. მომავალი ტექნოლოგიებშია და ამიტომ არაფერია გამორიცხული! ზოგისთვის ეს მომავლის ხელოვნებაა, ზოგისთვის - მომავლის ბიზნესი.

ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა, შესაბამისად, NFT-ის განვითარებასაც არ აქვს ჩარჩოები.

Support