Სარჩევიchevron-down
სქემერები და თაღლითები გააქტიურდნენ
Scam მაგალითები: სოკარი
როგორ ამოვიცნოთ სქემერები?
როგორ დავიცვათ ჩვენი აქტივები?
შეჯამება
Georgian text on the left side of the visual with Warning sign on the right side 1000x300
2024-06-19clock5 minutes

სქემერები და თაღლითები გააქტიურდნენ

თანამედროვე სამყაროში ფულის გამომუშავების გზები სულ უფრო იზრდება. ციფრული საშუალებები პოპულარობას იძენს და მათ შორის ერთ-ერთი ასეთი გზა კრიპტოვალუტებია - ბიტკოინი, ეთერიუმი, სოლანა და ა.შ.

იმის გათვალისწინებით, რომ კრიპტოვალუტა ადამიანთა უმეტესობისათვის მაინც ახალი ხილია, ჯერ-ჯერობით ყველაფერი გასაგები არ არის და კრიპტოს ყიდვა გაყიდვის უამრავი მსურველი პირველ ნაბიჯებს დგამს, ახლა ერკვევა ინდუსტრიაში.

მათი გამოცდილების ნაკლებობიდან გამომდინარე და ციფრული აქტივების პოპულარობის ზრდის გათვალისწინებით, უფრო გააქტიურდნენ სქემერები და თაღლითები, რომლებიც სხვა ადამიანების კრიპტო აქტივებსა და ზოგადად, საკუთრებას თაღლითური გზებით ეუფლებიან.

თაღლითური გზები და სქემერული პროექტები უამრავი სახით შეიძლება შეგვხვდეს და რომ დავიცვათ ჩვენი საკუთრება, საჭიროა, რომ ვიცოდეთ როგორ ამოვიცნოთ ისინი და როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს პერსონალურ მონაცემებსა თუ საკუთრებას.

Scam მაგალითები: სოკარი

როგორც ვახსენეთ, თაღლითურ პროექტებს შესაძლოა მრავალნაირი სახე ჰქონდეს, ძირითადად კი, ისინი ცდილობენ რომ დაემსგავსონ რეალურ კომპანიას, ვებ-გვერდსა და პროექტს.

ხშირად Fake რეკლამები და სოციალური გვერდები იმდენად ჰგავს რეალურს, მომხმარებელს მათი ერთმანეთისგან გარჩევა უჭირს.

სწორედ ამის კარგი მაგალითად სოკარის სახელს ამოფარებული ერთ-ერთი სქემერული საიტი, რომელიც კომპანიის რეალურ ლოგოსა და სახელს იყენებს, მომხმარებლებს რეგისტრაციასა და შემდგომ ინვესტირებას სთხოვს, რა დროსაც მათი თანხები ქრება.

კრიპტო ინდუსტრია, განსხვავებით ფიატ აქტივებისგან, სრულად ანონიმურია და შესაბამისად, შენს მიერ დაკარგული აქტივების მოძიება და დაბრუნება უკიდურესად რთული ხდება, სწორედ ამიტომ უნდა იყო განსაკუთრებით ყურადღებით.

სქემერები თავს წარმოაჩენენ კომპანიის წარმომადგენლებად, რომლებიც შემდგომ შენს პერსონალურ ინფორმაციასა და ფინანსებს ეუფლებიან, ჩვენს შემთხვევაში კი კრიპტოვალუტებს.

პირველ რიგში, შესაძლოა გამოგიგზავნონ შეტყობინება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, სადაც რეალური კომპანიის ლოგოსა და სტილს შეიძლება იყენებდნენ, რათა თავი ლეგიტიმურ და ოფიციალურ პირებად წარმოადგინონ.

შესაძლოა ელექტრონული ფოსტიდან გადაგამისამართონ ყალბ ვებ-გვერდზე, რომელიც რეალურის იდენტურია. აქ შენ შეიძლება ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეიყვანო შენი იუზერნეიმი, მეილი და პაროლი, ან სულაც საბანკო ბარათის მონაცემები, რომელიც შემდგომ თაღლითების ხელში აღმოჩნდება.

როგორ ამოვიცნოთ სქემერები?

საბედნიეროდ, ყველა სქემ პროექტი რეალისტურად არ გამოიყურება და ხშირად თაღლითური სქემების ამოცნობა რამოდენიმე „რედ ფლეგის“ დახმარებით შეგვიძლია.

  • არარეალური დაპირებები - სქემერები მომხმარებლებს ხშირად არარეალისტურ დაპირებებს სთავაზობენ და მათი ინვესტირების სანაცვლოდ დიდ მოგებას ჰპირდებიან. ხშირად ასეთი დაპირებები ძალიან ოპტიმისტურად გამოიყურება იმისათვის, რომ ნამდვილი იყოს.

  • გაუმჭვირვალობა - რეალური ვებ-გვერდები და პროექტები ნათლად და ღიად წარმოაჩენენ თავიანთ გუნდს, მიზნებსა და პროგრესს, თუკი რაიმე გამჭვირვალე არ არის, პროექტი უკვე საეჭვოა.

  • დაბალი ხარისხი - მიუხედავად იმისა, რომ ვისაუბრეთ მაღალი ხარისხის დუბლირებულ პროექტებზე, თაღლითები ძირითადად მაინც დაბალი ხარისხის პროდუქტს ქმნიან და დეტალებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ.

  • საეჭვო კომუნიკაცია- სქემერები ხშირად კომუნიკაციის დაბალი ხარისხით გამოირჩევიან, რა დროსაც მომხმარებლებს მიმდინარე საქმეს საჩქაროდ წარმოუჩენენ და ცდილობენ, ბევრი ფიქრის გარეშე დაიყოლიონ ისინი სხვადასხვა ინფორმაციის გაზიარებაზე.

  • ნეგატიური შეფასებები - სანამ რომელიმე კრიპტო თუ სხვა პროექტში ჩაებმები, მოიძიე თუ რა შეფასებები და გამოხმაურებები აქვს ამა თუ იმ კომპანიას. ცუდი შეფასებები, როგორც წესი, თაღლითურ სქემაზე მეტყველებს.

როგორ დავიცვათ ჩვენი აქტივები?

მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ სამყაროში სქემერებს უამრავი ბერკეტი აქვთ სხვადასხვა გზებით შეცდომაში შეიყვანონ მომხმარებლები, არსებობს მეთოდები, რომელთა გამოყენებითაც საკუთარ აქტივებსა და პერსონალურ ინფორმაციას დავიცავთ.

პირველ რიგში საჭიროა, რომ უზრუნველყო საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოება:

  • გამოიყენე ძლიერი პაროლი - არასდროს დააყენო ერთი და იგივე პაროლი სხვადასხვა ანგარიშებისათვის, შექმენი უნიკალური კოდი. გამოიყენე ასოების, ციფრებისა და სიმბოლოების კომბინაცია.

  • ჩართე 2FA - ორ ფაქტორიანი აუთენტიფიკატორი უზრუნველყოფს შენი ანგარიშის კიდევ უფრო მეტ დაცვას. ის რამოდენიმე ათეულ წამში ერთხელ აგენერირებს უნიკალურ კოდს, რომელიც შენს ანგარიშში ავტორიზაციისას პაროლის პარალელურად უნდა შეიყვანო.

  • გამართე მოწყობილობები - დარწმუნდი, რომ შენი მოწყობილობები, რომლებსაც იყენებ, იქნება ეს სმარტფონი, ლეპტოპი თუ სხვა, მუდმივად განახლებულია და დაცულია ვირუსებისგან.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ თუ რომელ ვებ-გვერდზე რეგისტრირდებით, სად ახორციელებთ გადარიცხვას და ზოგადად, რომელ პლატფორმას უზიარებთ საკუთარ პირად ინფორმაციას:

  • გამოიყენე სანდო კრიპტო ბირჟა - ისეთი კრიპტო ბირჟები, რომლებიც წლებია ბაზარზე არიან და სანდრო რეპუტაციებით სარგებლობენ, მაგალითად კრიპტალი, Binance და სხვა, უზრუნველყოფენ აქტივების უსაფრთხოდ შენახვას.

  • შეინახე Private გასაღები - არასდროს არავის გაუზიარო შენი კრიპტო საფულის Private გასაღები, რომელიც პაროლის ექვივალენტია. მისი წყალობით ნებისმიერ ადამიანს ექნება წვდომა შენს კრიპტო აქტივებზე.
შეჯამება

კრიპტო და ციფრული სამყაროს განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას კრიპტოს ყიდვა გაყიდვასა და თრეიდინგში, პარალელურად კი, იზრდება თაღლითებისა და სქემერების რაოდენობაც.

მათგან თავდასაცავად, უამრავი ხერხი არსებობს, მაგრამ ყველაზე კარგი თავდაცვის საშუალება, სქემერების ამოცნობა და მათგან თავის შორს დაჭერაა. ისეთი მინიშნებები, როგორიც გაუჭვირვალობა, დაბალი ხარისხის კომუნიკაცია და საეჭვო ვებ-გვერდებია ნათელ მინიშნებებს იძლევა, რომ რაღაც რიგზე არ არის.

გარდა ამისა, აუცილებელია რომ საკუთარი ანგარიშის დაცვაზეც იზრუნოთ, არ გახსნათ საეჭვო წარმომავლობის შეტყობინებები, გამოიყენოთ რთული პაროლი და დაცვის სხვა საშუალებები.

Support