Სარჩევიchevron-down
რა ხდება კრიპტო ბაზარზე?
AIOZ Network (AIOZ) – 16%-იანი ზრდა
Jupiter (JUP) – 16%-იანი ზრდა
Bitcoin Cash (BCH) – 12%-იანი ზრდა
eCash (XEC) – 11%-იანი ზრდა
Pyth Network (PYTH) – 10%-იანი ზრდა
შეჯამება: კრიპტოს ფასი ბოლო შვიდ დღეში გაიზარდა
Georgian Text on the left side of the visual with Crypto Chart and Cryptocurrency logos on the right 1000x300
2024-07-29clock7 minutes

რა ხდება კრიპტო ბაზარზე?

ბოლო რამოდენიმე კვირის და განსაკუთრებით ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში კრიპტო ბაზარზე ფასები იზრდება. იმატებს ისეთი კრიპტოვალუტების ღირებულება, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვა პოპულარული ქოინები არიან.

მაგალითად, ბიტკოინის ფასი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3%-ით არის გაზრდილი, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მთელი კრიპტო ბაზარიც მის ტრენდს აჰყოლოდა და მათი ღირებულებაც გაზრდილიყო - სოლანას ფასი 7.53%-ით არის გაზრდილი, ხოლო პეპე ქოინის 1.14%-ით.

კრიპტო ბაზრის გამოცოცხლებას ექსპერტები რამოდენიმე მიზეზს მიაწერენ, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ეთერიუმის ETF-ების გამოჩენა უნდა ყოფილიყო. 23 ივლისს, SEC-მა ნება დართო სავაჭრო ფონდებს, რომ გაყიდვაში ჩაეშვათ ეთერიუმის ფასიანი ქაღალდები. შედეგად, ბაზარზე შემოვიდა დამატებითი ინვესტიციები, ETF-ის წილი საინვესტიციო კომპანიებმა და საცალო ინვესტორებმა შეიძინეს.

გარდა ამისა, გაჩნდა ოპტიმიზმი, რომ კრიპტოვალუტების ღირებულება სიახლის შემდგომ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაიზრდებოდა. დამატებით კი, ტრადიციულ და სანდო საფონდო ბირჟების კრიპტოვალუტების მიმართულებით აქტიურობამ იმ ადამიანებში გააჩინა ნდობა, რომლებიც აქამდე კრიპტოთი არ იყვნენ დაინტერესებული ან სპეკულაციურ აქტივებად თვლიდნენ მას.

ამ ბლოგში კი, მოგიყვებით იმ TOP ხუთ კრიპტოვალუტაზე, რომლებმაც გასული ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა დააფიქსირეს ღირებულების კუთხით და გეტყვით, რაში შეგიძლია ეს კრიპტოვალუტები გამოიყენო.

AIOZ Network (AIOZ) – 16%-იანი ზრდა

AIOZ Network არის ციფრული ინფორმაციისა და კონტენტის გადატანისა და განთავსების უნიკალური გზა, რომელიც გვერდს უვლის ტრადიციულ სერვერებს და იყენებს ბლოკჩეინის უნიკალურ შესაძლებლობებს.

კრიპტოვალუტისა და მისი ეკოსისტემის წყალობით მომხმარებლებს შეუძლიათ შეუფერხებელი ქსელითა და ულიმიტო მახსოვრობით ისარგებლონ ციფრულ სამყაროში კონტენტისა და ინფორმაციის განთავსებისას.

კრიპტოს წყალობით მომხმარებლები დეცენტრალიზებით სარგებლობენ, რომლის წყალობით ინფორმაცია უსაფრთხოდ და ხელშეუხებლად შეგიძლია განათავსო ინტერნეტში. გარდა ამისა, გაცილებთ შემცირებულია საკომისიოები და გაზრდილია სიჩქარე.

მოკლედ, თუ ციფრული კრეატორი ხარ, მაშინ AIOZ Network აუცილებლად უნდა გამოცადო და სრულად გამოიყენო ის უპირატესობები, რომლებსაც ბლოკჩეინი გთავაზობს.

კრიპტოს ფასი ამჟამად $0.6251 ტოლია და ერთი კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 16.23%-ით არის გაზრდილი.

Jupiter (JUP) – 16%-იანი ზრდა

იუპიტერი (JUP) არის კრიპტოვალუტა, რომელიც იუპიტერის პროექტის ფარგლებში გამოიყენება და მისი მიზანია, ბლოკჩეინი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს სხვადასხვა ციფრული აპლიკაციების გამოყენებისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის.

თუ გინდა შენი ციფრული ინფორმაცია დაიცვა, მაშინ იუპტერისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ყველა უპირატესობის გამოყენება ურიგო გადაწყვეტილება არ არის.

კრიპტოვალუტა ამჟამად შეგიძლია $1.21 ფარგლებში იყიდო, მისი ფასი კი, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 16%-ით გაიზარდა. იუპიტერი CoinMarketCap-ის 100 ყველაზე დიდ ციფრულ აქტივთა შორის 53-ე ადგილს იკავებს საბაზრო კაპიტალიზაციის კუთხით.

იუპიტერის პროექტის მიზანია, ბლოკჩეინი ხელმისაწვდომი გახადოს ფართო საზოგადოებისათვის და ადამიანებს აჩვენოს, რომ მის უპირატესობებით სარგებლობა განსაკუთრებულ ცოდნას არ მოითხოვს. გარდა ამისა, იუპიტერი უსაფრთხო ქსელია, რაც შენი ციფრული ინფორმაციის დაცულობას ნიშნავს და თუ აპლიკაციებს ქმნი ან იყენებ, მაშინ JUP ამაშიც გამოგადგება, რადგან ქსელი მხარს უჭერს სხვადასხვა დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს და დეველოპერებს აძლევს საშუალებას, ბლოკჩეინი საკუთარი მიზნებისათვის მარტივად გამოიყენონ.

Bitcoin Cash (BCH) – 12%-იანი ზრდა

ბიტკოინ ქეში ჩვენს ტოპ 5 მზარდ კრიპტოვალუტებს შორის ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული ციფრული აქტივია. კრიპტოს ყიდვა დაახლოებით $445 ფარგლებშია შესაძლებელი და მისი ღირებულება ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 12.75%-ით არის გაზრდილი.

გარდა ფასისა და დაფიქსირებული პროცენტული ზრდისა, ბიტკოინ ქეში უზარმაზარი, $8 მილიარდიანი, საბაზრო კაპიტალიზაციითაც გამოირჩევა.

მომხმარებლები, რომლებიც ბიტკოინით სარგებლობდნენ წუხდნენ, რომ კრიპტოვალუტა საკმაოდ მძიმეა, მის ტრანზაქციებს დიდი დრო სჭირდება და შესაბამისად მის გამოსწორებაზე მუშაობა უნდა დაეწყოთ. შედეგად, ბლოკჩეინის გაყოფის შემდგომ გაჩნდა ბიტკოინ ქეში, რომელიც სწორედ ამ ყველა პრობლემას უპასუხებდა.

გაიზარდა ბლოკჩეინში არსებული ბლოკის მოცულობა, რამაც ერთ ტრანზაქციაში მეტი ინფორმაციის ჩატევის შესაძლებლობა გააჩინა, შესაბამისად ასწრაფდა გადარიცხვებიც, იმის პარალელურად, რომ დეცენტრალიზება არ შემცირებულა და ბლოკჩეინმა ყველა ის უპირატესობა შეინარჩუნა, რის გარშემოც მსოფლიოში მილიონი ადამიანი ენდობა.

თუ კრიპტოს ყიდვა მოგინდა, კრიპტალი დაგეხმარება. ბირჟაზე ბიტკოინ ქეშის შეძენა ყველაზე მარტივად, ყველაზე დაბალი საკომისიოებით შეგიძლია. ამისათვის პლატფორმაზე კონვერტაცია და Spot ბირჟა დაგხვდება.

  • კონვერტაცია არის გზა, რომ კრიპტოს ყიდვა ზედმეტი პროცედურებისა და გამოცდილების გარეშე შეძლო, სულ რამოდენიმე კლიკში:

    - შედიხარ კრიპტალზე
    - აკლიკავ კრიპტოს ყიდვა
    - ირჩევ ბიტკოინ ქეშს და სტაბილურ კრიპტოვალუტას
    - უთითებ სასურველ რაოდენობას
    - აკლიკავ ყიდვას

    სულ ეს არის, ბიტკოინ ქეში შენს კრიპტო საფულეში მარტივად, სულ რამოდენიმე წამში მოხვდება.

  • Spot ბირჟა კი, არის გზა, რომლითაც კრიპტოვალუტის ყიდვა ყველაზე მომგებიან ფასად შეგიძლია, თუმცა ეს მეთოდი შედარებით გამოცდილი ადამიანებისთვის არის განკუთვნილი.

    ბირჟაზე ინტერაქცია გაქვს სხვა ადამიანებთან, რომლებსაც ასევე კრიპტოს ყიდვა გაყიდვა უნდათ და აქტივებს ან სტაბილურ კრიპტოვალუტებს ერთმანეთში ცვლიან.

    შენ უბრალოდ უთითებ, თუ რა რაოდენობის და რომელი კრიპტოვალუტის ყიდვა გინდა და ელოდები, როდის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შესაბამისი რაოდენობის კრიპტოს მოგყიდის.

eCash (XEC) – 11%-იანი ზრდა

ბიტკოინის ფორკის, ანუ გაყოფის შედეგად არა მხოლოდ ბიტკოინ ქეში, არამედ ბიტკოინ ქეშ ABC-იც წარმოიშვა, რომლის კიდევ ერთი განაყოფიც კრიპტოვალუტა eCash-ია. ამ კრიპტოს როგორც წარმოშობით, ისე დანიშნულებით, ბიტკოინის შვილიშვილი შეგვიძლია ვუწოდოთ.

მისი დანიშნულებაა, რომ მომხმარებლებმა აქტივი ყოველდღიური ტრანზაქციებისთვის გამოიყენონ. კრიპტოს შემქმნელები ორიენტაციას სისწრაფეზე, სიმარტივესა და უსაფრთხოებაზე აკეთებდნენ.

კრიპტოვალუტის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მისი დაბალი საკომისიოებია, რაც აქტივის ყოველდღიურ ფულად გარდაქმნას ამარტივებს და სისწრაფესთან ერთად კიდევ ერთ სარგებელს ქმნის ადამიანებისთვის გამოიყენონ ის ტრადიციული ვალუტის ალტერნატივად.

გასული შვიდი დღის განმავლობაში eCash-ის ღირებულება 11.58%-ით გაიზარდა, მისი საბაზრო ფასი კი ამ ეტაპზე $0.00003981-ია სხვადასხვა კრიპტო ბირჟაზე.

Pyth Network (PYTH) – 10%-იანი ზრდა

Pyth Network არის ბლოკჩეინის ქსელი, რომელიც ორიენტირებულია დეცენტრალიზებული აპლიკაციების გამართულად მუშაობაზე, მათთვის რეალური სამყაროდან შესაბამისი, დამუშავებული ინფორმაციის მიწოდება და ჭკვიანი კონტრაქტების შექმნა.

მისი მშობლიური კრიპტოვალუტა კი PYTH არის, რომელიც კვირის ტოპ 5 ყველაზე მზარდ ციფრულ აქტივს შორის მოხვდა 10%-იანი ზრდით. კრიპტოს ფასი ამჟამად $0.4-მდე მერყეობს.

PYTH-ის მთავარი უპირატესობა მის დეცენტრალიზაციაში მდგომარეობს, რომელიც ერთი მხრივ ინფორმაციის გამჭვირვალობას, მეორე მხრივ კი, მის ხელშეუხებლობასა და დაცულობას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, ქსელს მრავალ სხვა ბლოკჩეინთან შეუძლია დაკავშირება და ინფორმაციის მიმოცვლა, სწორედ ამიტომ Pyth Network ჭეშმარიტად გლობალური ქსელია და მისდამი დაინტერესებაც იზრდება.

შეჯამება: კრიპტოს ფასი ბოლო შვიდ დღეში გაიზარდა

ბოლო პერიოდში კრიპტო ბაზარზე აქტიურობა შეინიშნება, კრიპტოს ფასი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა და მოიმატა ისეთი აქტივებისა და ქოინების ღირებულებამ, როგორიც ბიტკოინი, სოლანა და სხვები არიან. მათთან ერთად გაიზარდა სხვა ციფრული აქტივების ფასიც.

ბაზრის აქტიურობა რამოდენიმე მოვლენას მიეწერება, თუმცა მათგან ყველაზე მნიშვნელოვანს ექსპერტები ეთერიუმის ETF-ების გამოჩენას უკავშირებენ, რამაც ბაზარზე დამატებითი ინვესტიციები, ნდობა და ოპტიმიზმი შემოიტანა.

შესაბამისად, კვირის ხუთი ყველაზე მზარდი კრიპტოვალუტები, დაფიქსირებული პროცენტული ნამატით, გახდნენ Bitcoin Cash, eCash, PYTH, AIOZ და იუპიტერი.

Support