Სარჩევიchevron-down
რა მოხდა კრიპტო ბაზარზე?
ამერიკის ეკონომიკური გავლენა
იაპონიის ეკონომიკური გავლენა და საფონდო ბირჟის კრახი
შეჯამება: კრიპტოს ყიდვა გაყიდვისთვის შეიძლება კარგი დრო იყოს
Georgian text on the left side of the visual with Bitcoin logo and Chart on the right side 1000x300
2024-08-06clock6 minutes

რა მოხდა კრიპტო ბაზარზე?

ბიტკოინის ფასი მხოლოდ 24 საათის განმავლობაში 15%-ით შემცირდა, ჯამურად კი კრიპტოვალუტების ღირებულება თითქმის 22%-ით დაეცა, რამაც ბაზრიდან თითქმის $367 მილიარდის გაქრობა გამოიწვია.

ფასების მკვეთრი ვარდნა განსაკუთრებით ბიტკოინზე აისახა, რომლის ღირებულებაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დავიდა. 2024 წლის 5 აგვისტოს BTC ფასი ჯერ $58,000-მდე დაეცა, შემდეგ კი რამოდენიმე საათში $50,000-მდე დავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისათვის კრიპტოს ფასმა შედარებით მოიმატა და ბიტკოინი საშუალოდ $56,000-ის ფარგლებში მერყეობს, ბაზარსა და ფასებს სრულ აღდგენამდე მაინც ბევრი უკლია.

კრიპტოს ფასების შემცირება მხოლოდ ბიტკოინზე არ აისახა და ვარდნას ზეგავლენა სხვა ისეთ პოპულარულ კრიპტოვალუტებზეც ჰქონდა, როგორიც სოლანა, დოჯი და ეთერიუმი არიან. ETH-ის ღირებულება ჯამში 18%-ით დაეცა და აქტივის ფასი $2,171-მდე ჩამოვიდა.

ბაზარზე პანიკასა და ფასების მკვეთრ დაცემას რამოდენიმე მიზეზი ჰქონდა.

ამერიკის ეკონომიკური გავლენა

გასული კვირა რთული აღმოჩნდა ამერიკული ეკონომიკისათვის, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი უეცრად გაიზარდა. გავრცელებულმა ინფორმაციამ კი გლობალურ ბაზარზე შიში გამოიწვია, რომ ა.შ.შ.-ს ეკონომიკა შესაძლებელია რეცესიაში შედიოდეს, რამაც საბოლოოდ ინვესტორები დააფრთხო.

მსოფლიოში წამყვანი ეკონომიკის შეფერხება მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს გლობალურ სავაჭრო ბაზარს ფასებისა და წარმოების მხრივ, შესაბამისად გავრცელებული შიში მნიშვნელოვნად აისახა კრიპტო ბაზარზე. ბაზარზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი პოზიტიური ტრენდი და ოპტიმიზმია. შედეგად, დაეცა ისეთი კრიპტოვალუტების ფასები, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვები არიან.

გარდა უმუშევრობის დონის გაზრდისა, პოტენციური რეცესია აუცილებლად აისახება ფედერალურ სარეზერვო პოლიტიკაზე, რა დროსაც შესაძლებელია, რომ ქვეყანაში მოიმატოს გადასახადებმა და პროცენტებმა, თუმცა ეს შეიძლება გრძელვადიან პერიოდში ბიტკოინისათვის მომგებიანიც კი გამოდგეს, ვინაიდან კრიპტოვალუტა არ ექვემდებარება ამგვარ ჩარევებსა და რეგულაციებს, ადამიანების უმეტესობას კი, რეცესიული ეკონომიკის შემთხვევაში ინტერესი უჩნდება თავისუფალი აქტივებისა და ბაზრის მიმართ.

იაპონიის ეკონომიკური გავლენა და საფონდო ბირჟის კრახი

იაპონიის ბანკის გადაწყვეტილება, გაეზარდა საპროცენტო განაკვეთი 0.25%-ით, მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა, რამაც გლობალურ ბაზარზე იენით ვაჭრობა შეამცირა.

ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც ზოგადად, იაპონიის დიდხნიანი, დაბალ საპროცენტო განაკვეთიანი პოლიტიკიდან მკვეთრი გადახვევა იყო, იენის ა.შ.შ. დოლარის მიმართ 10%-იანი გაუფასურება გამოიწვია.

თრეიდერებისთვის იენის დაბალ პროცენტში სესხება და მაღალ სარგებლიანი ლიკვიდური აქტივებით ვაჭრობა, მათ შორის კრიპტოვალუტებით, აქამდე ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდი იყო.

იაპონიის ბანკის უეცარი და მკაცრი გადაწყვეტილება კი, მკვეთრად აისახა იაპონურ საფონდო ბირჟა Nikkei 225-ზეც. ბაზარმა 2011 წლის შემდგომ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი დააფიქსირა და 12.4%-იანი ვარდნა აჩვენა. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკონომიკაში გაჩენილმა ბზარმა დიდი გავლენა მოახდინა ყველა ინდუსტრიაზე და ცხადია, გამონაკლისი არც კრიპტოვალუტა ყოფილა. მომხმარებლებმა სიახლის პარალელურად კრიპტოს გაყიდვა დაიწყეს, რამაც საბოლოოდ ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

შეჯამება: კრიპტოს ყიდვა გაყიდვისთვის შეიძლება კარგი დრო იყოს

კრიპტო ბაზარმა ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა, რა დროსაც მხოლოდ 24 საათის განმავლობაში თითქმის $370 მილიარდის აქტივები გაქრა. ფასების მკვეთრ შემცირებას რამოდენიმე ფაქტორი უძღოდა წინ და მათ შორის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი.

ეკონომიკური რეცესია შეინიშნა მსოფლიოში ყველაზე დიდ ეკონომიკაში და უამრავ ადამიანს შიში გაუჩნდა, რომ ა.შ.შ-ში უმუშევრობის დონის ზრდა ეკონომიკური კრიზისის მომასწავებელი შეიძლება ყოფილიყო. გარდა ამისა, მკვეთრად დაეცა ტოკიოს საფონდო ბირჟის ბრუნვა და ვაჭრობა, სადაც ბოლო დეკადაში ყველაზე ცუდი სიტუაციაა იაპონური იენის ღირებულებისა და აქტივების მიმოცვლის კუთხით.

თუმცა, კრიპტოვალუტებზე ფასების დაცემას ზოგიერთი ინვესტორი და კრიპტის ყიდვა გაყიდვის სურვილის მქონე ადამიანი არა უარყოფითად, არამედ დადებითად უყურებს და თვლის, რომ ეს უბრალოდ ერთგვარი ფასდაკლებაა. კრიპტოს ფასი აუცილებლად გაიზრდება და ახლა, როდესაც ღირებულება შემცირებულია ისეთ ცნობილ აქტივებზე, როგორიც ბიტკოინი და ეთერიუმია, მათ საყიდლად საუკეთესო დროა.

გაითვალისწინე, ბლოგში გაჟღერებული არცერთი სიტყვა ფინანსური რჩევა არ არის.

Support