Chainlink logo and Name
2023-10-16clock6 minutes

Chainlink (LINK) - რას გაიგებ ამ კრიპტოვალუტაზე

ჩეინლინკი არ არის უბრალოდ რიგითი კრიპტოვალუტა ამ დიდ სამყაროში, ის არის გამორჩეული დეცენტრალიზებული ორაკულ ქსელი. სანამ სიტყვა ორაკულზე ძველი ბერძნული მითოლოგია წარმოგიდგება, ყველაფერს აგიხსნით კრიპტოვალუტის შესახებ.

კრიპტო სამყაროში ორაკული არის ხიდი, რეალურ სამყაროსა და ბლოკჩეინს შორის. ის გამოიყენება ჭკვიან კონტრაქტებში, სადაც ორაკულის დახმარებით მხარეებს შორის დათქმული პირობები რეალური სამყაროდან ან სულაც სხვა ქსელებიდან კონკრეტულ ქსელში, შემდგომ კი სმარტ კონტრაქტის მეშვეობით ბლოკჩეინში აღიბეჭდება.

ამ ბლოგში მარტივად გეტყვით, რა არის ჩეინლინკი და როგორ მუშაობს ის, რომელ ბლოკჩეინზე დაფუძნებული ეს დეცენტრალიზებული კრიპტო და რა სარგებელი შეიძლება მას შენთვის ჰქონდეს, ასევე გეტყვით მარტივ გზას, როგორ იყიდო LINK ყველაზე მარტივად.

რა არის Chainlink (LINK)?

შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა, რატომ არის ჩეინლინკი გამორჩეული, მისი დეცენტრალიზებული ქსელი კი, უნიკალური? ამაზე პასუხი თავად კითხვაშია - ის გამოირჩევა დეცენტრალიზებული ბუნებით. რაც უფრო მოცულობითი და რთულია ტექნოლოგია, მით უფრო იზრდება შეცდომის შანსი, ჩაინლინკის კრიპტო კი ეკოსისტემაში გამოიყენება იმისათვის, რომ დასაჩუქრდნენ ადამიანები, რომლებიც ინფორმაციას სწორედ შეიყვანენ ან დაადასტურებენ ბლოკჩეინში, რითაც სისტემის მდგრად ოპერირებას უწყობენ ხელს.

თავისთავად, ჩეინლინკი არ არის უბრალოდ კრიპტოვალუტა - ის არის ხიდი რეალურ სამყაროსა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიას შორის. მისი და ქსელში ჩართული ადამიანების მეშვეობით, რეალურ სამყაროში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია სწრაფად და ზუსტად აისახება ბლოკჩეინში. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად რთულად მოჩანს დამაკავშირებელი ხიდის არსი, მისი მოვალეობა ყოველთვის მარტივია - ერთმანეთთან დააკავშიროს ორი მხარე. LINK-ის ეკოსისტემა და თავად კრიპტო ჩეინლინკი კი, ამას ზუსტად და სანდოდ აკეთებს.

  • საინტერესო ფაქტი ჩეინლინკზე: კრიპტოვალუტამ უამრავი საპარტნიორო ხელშეკრულება დადო მაღალი პროფილის მქონე კომპანიებსა და ბლოკჩეინ პროექტებთან. აღსანიშნავია გუგლის ქლაუდ სისტემა და ორაკლსი, პოლკადოტი, ტეზოსი და სხვა.

რომელ ბლოკჩეინზე მუშაობს Chainlink (LINK)?

ჩეინლინკი, როგორც ვახსენეთ, ორაკლ სისტემაა. თუმცა, მისი ფუნდამენტური ტექნოლოგიის გააზრებისას ვნახავთ, რომ LINK ეთერიუმის ბლოკჩეინზე მუშაობს. ეთერიუმი კი, ცნობილია მისი მოქნილობითა და ჭკვიანი კონტრაქტების შექმნის დიდი ფუნქციონალით, რომელიც ჩეინლინკის დანიშნულებას დიდ გასაქანს აძლევს. ეთერიუმის გამოცდილი ტექნოლოგიისა და ჩეინლინკის ინოვაციური ქსელის კოოპერაციით რეალური სამყარო ჭკვიან კონტრაქტებს უკავშირდება.

მაგრამ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? წარმოიდგინე, რომ ჩეინლინკი ერთგვარი ხმის მიმწვდენია რეალური სამყაროდან ბლოკჩეინისთვის, რათა განვითარებული მოვლენები ჭკვიან კონტრაქტში ცვლილებების შესაბამისად აისახოს.

ტექნიკური ტერმინები რომ გავამარტივოთ, წარმოიდგინე, ეთერიუმი არის დიდი ქალაქი, ხოლო ჩეინლინკი მისი საფოსტო სერვისი. ჩეინლინკის მომსახურების გარეშე, ქალაქი ინფორმაციის გარეშე დარჩებოდა.

კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, ჩეინლინკი ეთერიუმის ქსელზე მომუშავე კრიპტოა, რომელიც ბლოკჩეინს გარე სამყაროსთან აკავშირებს.

რა პლიუსები აქვს ეთერიუმის ბლოკჩეინს?

  • ჭკვიანი კონტრაქტები: ჭკვიანი კონტრაქტების ცნება, რომელიც გულისხმობს, რომ წინასწარ დათქმული ორმხრივი პირობის შესრულების შემთხვევაში, კონტრაქტი პროგრამული კოდის ძალით ავტომატურად შევა ძალაში, პირველად ეთერიუმმა წარადგინა. ეს შუამავლების როლს აქრობს და პროცესს მეტად გამჭვირვალესა და სანდოს ხდის.

  • დეცენტრალიზებული აპლიკაციები (DApps): სწორედ ეთერიუმის ქსელზე დაყრდნობით შეუძლიათ დეველოპერებს რომ უამრავი დეცენტრალიზებული აპლიკაცია შექმნან, რომელიც შემდგომ ჩვენს ცხოვრებას უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის.

  • დეცენტრალიზებულობა: სხვა ბევრი ბლოკჩეინის მსგავსად, ეთერიუმიც დეცენტრალიზებული ქსელია, რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემას არ ჰყავს ერთი რეგულატორი, შესაბამისად აქ შეუძლებელია დაწესდეს რაიმე ცენზურა ან დაიჩაგროს რომელიმე ჩართული მხარე.

  • უსაფრთხოება: ეთერიუმის მუშაობის მთელი პრინციპი დამყარებულია Proof-of-Stake ალგორითმზე, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული მექანიზმია.

  • ტოკენიზება: ამ ქსელის წყალობით შესაძლებელია უამრავი ტოკენის შექმნა, რომელიც მორგებული იქნება მომხმარებლის ბიზნესსა თუ საჭიროებებზე.

რაში გამოვიყენო Chainlink (LINK) და რა სარგებელი აქვს კრიპტოს?

როგორც არაერთხელ ვახსენეთ, ჩეინლინკი დეცენტრალიზებული ქსელია. მისი მთავარი ღირებულება კი, ბლოკჩეინისათვის ადეკვატური და რეალური ინფორმაციის მიწოდებაა, რომელიც შემდგომ ჭკვიანი კონტრაქტებისა თუ ზოგადად ქსელის გამართულად მუშაობას უწყობს ხელს. მისი მეშვეობით, რეალური ინფორმაცია, იქნება ეს სხვადასხვა კრიპტოვალუტის ფასი თუ უბრალოდ ამინდის პროგნოზი, სწრაფად, ზუსტად და უსაფრთხოდ გადაეცემა ბლოკჩეინსა და ჭკვიან კონტრაქტს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? წარმოიდგინე რამდენი აპლიკაციაა ჩვენს გარშემო, რომელსაც გამართულად მუშაობისთვის გარეგანი ინფორმაცია სჭირდება. ჩეინლინკის დახმარებით კი, ისინი ზუსტად და სარგებლიანად მუშაობენ, სწორედ ისე, როგორც კომპიუტერი მუშაობს ინტერნეტის წყალობით.

წარმოიდგინე, რომ ფერმერს საკუთარი მოსავალი დაზღვეული აქვს ჭკვიანი კონტრაქტის მეშვეობით, სადაც წერია, რომ თუკი მისი მოსავალი დაისეტყვება, სადაზღვევო კომპანია მას ავტომატურად აუნაზღაურებს ზარალს, ასეთ შემთხვევაში, ჩეინლინკი ჭკვიან კონტრაქტს მიაწვდის ამინდის პროგნოზს, სადაც ეწერება, რომ ფერმერის ნაკვეთის თავზე ძლიერი სეტყვაა, შესაბამისად ჭკვიანი კონტრაქტი ანაზღაურებას ავტომატურად ჩაურიცხავს ფერმერს მის მიერ მითითებულ მისამართზე.

ჩეინლინკი სწორედ ის დამაკავშირებელი ხიდია ბლოკჩეინსა და რეალურ სამყაროს შორის, რომელიც ჩვენს ცხოვრებას გაცილებით მარტივს ხდის. ასე რომ, შემდეგში, როდესაც ვინმე ჩეინლინკს ახსენებს, იცოდე ის არის ბლოკჩეინის უპირატესობების გამომხატველი ერთ-ერთი კარგი მაგალითი.

როგორ ვიყიდო კრიპტოვალუტა Chainlink (LINK)?

კრიპტოვალუტა Chainlink-ის მრავალფეროვან სამყაროში შებიჯება არც ისე რთულია, განსაკუთრებით კი კრიპტო სავაჭრო პლატფორმებისა და კრიპტალის წყალობით, სადაც ციფრული აქტივის ყიდვა მარტივად შეგიძლია. ამისათვის შენ გაქვს არჩევანი გამოიყენო:

  • კონვერტაცია: რომელიც გეხმარება, რომ შენს მიერ ნაყიდი აქტივი მომენტალურად მიიღო საფულეში. სწორედ ეს არის კრიპტალის კონვერტაციის ფუნქციის მთავარი ღირსშესანიშნაობა. კრიპტოვალუტების სწრაფ სამყაროში, შენს აქტივებს მომენტალურად იღებ სასურველ მისამართზე.

    კონვერტაცია განკუთვნილია დამწყები თრეიდერებისათვის და ის გაძლევს საშუალებას, რომ ტოლლარის, ტოლდოლარისა და ტოლევროს დახმარებით, მომენტალურად იყიდო ჩეინლინკი, ან სულაც რომელიმე კრიპტო გადაცვალო პირდაპირ Chainlink-ში.


  • Spot ბირჟა: არის ადგილი, რომელიც ბაზარს ჰგავს. აქ შენნაირი თრეიდერები იყრიან თავს და მათაც სურთ სხვადასხვა აქტივის ყიდვა ან გაყიდვა, ჩვენს შემთხვევაში კი LINK. ბირჟაზე შენ დებ შესაბამის მოთხოვნას, რომ გსურს ჩეინლინკის ყიდვა, შემდგომ კი ელოდები ადამიანს, რომელიც მზად არის ეს აქტივი დაგითმოს შესაბამის ფასად.

    გაითვალისწინე, Spot ბირჟაზე შენთვის მისაღებ ფასად იყიდი კრიპტოს, თუმცა მეტი ლოდინი მოგიწევს და ის უფრო გამოცდილი თრეიდერებისთვის არის განკუთვნილი.

Chainlink (LINK) - რევოლუციური კრიპტოვალუტა ეთერიუმის ქსელზე

კრიპტოვალუტების უზარმაზარ ბაზარზე ჩეინლინკი ნამდვილად გამოირჩევა საკუთარი ინოვაციური ინფრასტრუქტურით. ეთერიუმის ქსელზე მომუშავე ეს კრიპტოვალუტა ნამდვილად არ არის მორიგი, უბრალო ქოინი.

წარმოიდგინე სამყარო, სადაც ბლოკჩეინში ჩაშენებული ჭკვიანი კონტრაქტები ინფორმაციას გარე სამყაროში მომხდარი ცვლილების შესახებ მყისიერად იღებენ და ასახავენ, ჩეინლინკის ორაკლ სერვისით ეს ხელმისაწვდომია და შეთანხმებები ახლა უფრო გამჭვირვალე და სანდოა.

ხოლო თუ LINK-ის ყიდვას გეგმავ, ყველაზე მარტივად და სწრაფად, ზედმეტი პროცედურების გარეშე ამ ყველაფერს კრიპტალზე შეძლებ, სადაც არ აქვს მნიშვნელობა რა გამოცდილება გაქვს კრიპტოვალუტებში.

Support