a handful of dollars exchanging into handful of Cryptos with Georgian text Above
2023-05-24clock7 minutes

კრიპტოვალუტა ბოლო წლების განსაკუთრებული მოვლენაა და სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება თუ როგორ ივაჭრონ ციფრული აქტივებით. კრიპტოვალუტით ვაჭრობის უმთავრესი ხელშემწყობი არის კრიპტო ბირჟა.

ამ ბლოგში მარტივად მოგიყვებით რა არის კრიპტო ბირჟა, რა ტიპის კრიპტო ბირჟები არსებობენ, როგორ მუშაობენ ისინი და რა როლი აქვთ კრიპტოვალუტების სამყაროში მათ.

დამატებით განვიხილავთ კრიპტო ბირჟის რამოდენიმე მაგალითს - Cryptal, coinmania.ge და mycoins.ge.

რა არის კრიპტო ბირჟა?

კრიპტო ბირჟა არის ციფრული პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს აძლევს კრიპტოვალუტების ყიდვა გაყიდვის შესაძლებლობას. კრიპტო ბირჟა თავისი ფუნქციით ჰგავს საფონდო ბირჟას.

კრიპტო სამყაროსათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კრიპტო ბირჟის არსებობა, რადგან ეს პლატფორმები ქმნიან ლიკვიდურობას და ერთი კრიპტო აქტივის მეორეში გადაცვლის ან სულაც, კრიპტოს ფიატ ვალუტაში, ლარში, დოლარში ან ევროში ყიდვა გაყიდვის შესაძლებლობას.

როგორ მუშაობს კრიპტო ბირჟა?

როგორც ვახსენეთ, კრიპტო ბირჟა ფუნქციონალით ძალიან ჰგავს საფონდო ბირჟას. მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან ანგარიში, სადაც დაადეპოზიტებენ თავიანთ ნაღდ ფულს ან კრიპტო აქტივებს. ამის შემდეგ, მათ შეუძლიათ დაიწყონ კრიპტოვალუტებით ვაჭრობა, გახსნან ბიტკოინის საფულე ან სულაც სხვა ნებისმიერი კრიპტოვალუტის ციფრული საფულე, დადონ ყიდვა გაყიდვის ორდერები მათთვის სასურველ ქოინზე და ა.შ.

შენი, ანუ კრიპტო თრეიდერის, დადებული ორდერები წყვილდება სხვა თრეიდერის დადებულ ორდერთან, რომელთაც კრიპტოვალუტის ყიდვა ან გაყიდვა სურთ. საბოლოოდ კი - ტრანზაქცია სრულდება სწორედ კრიპტო ბირჟის დახმარებით, სადაც თრეიდერები თავს იყრიან.

კრიპტო ბირჟებს ამ სერვისის სანაცვლოდ აქვთ მცირე საკომისიოები, რომელთა რაოდენობაც თავად კრიპტო ბირჟაზეა დამოკიდებული. საკომისიო ჩვეულებრივ ჯამური კრიპტო ან ფიატ ტრანზაქციის მცირე პროცენტულ ნაწილს შეადგენს. საკომისიოების ნაწილი სასურველი კრიპტო ბირჟის შესარჩევად ზოგიერთი თრეიდერისთვის კრიტიკულ როლს თამაშობს.

რა ტიპის კრიპტო ბირჟები არსებობს?

კრიპტოვალუტების მრავალფეროვან სამყაროში, სადაც თრეიდერს შეუძლია უამრავი კრიპტო აქტივით ივაჭროს, სიმცირეს არც კრიპტო ბირჟები უჩივიან. არსებობს მათი რამოდენიმე ტიპი: ცენტრალიზებული კრიპტო ბირჟა (CEX), დეცენტრალიზებული კრიპტო ბირჟა (DEX)და ჰიბრიდული კრიპტო ბირჟა.

რა არის ცენტრალიზებული კრიპტო ბირჟა?

CEXs, ანუ ცენტრალიზებული კრიპტო ბირჟები ყველაზე გავრცელებული ტიპის პლატფორმებია. ისინი ფუნქციონირებენ, როგორც ტრადიციული საფინანსო ინსტიტუტები, ანუ კრიპტო აქტივების მყიდველებსა და გამყიდველებს შორის ასრულებენ შუამავლის ფუნქციას.

კრიპტო ბირჟა ორდერის დადებისას, ანუ ყიდვის ან გაყიდვის სასურველი ბრძანების შექმნისას, ინახავს მომხმარებლების ქოინებს და ნაღდ ფულს, ტრანზაქციის დასრულებისას კი, ყველა მხარეს აწვდის სასურველ აქტივს, იქნება ეს ციფრული აქტივი თუ ლარი, დოლარი ან ევრო.

რა არის დეცენტრალიზებული კრიპტო ბირჟა?

DEXs, ანუ დეცენტრალიზებული კრიპტო ბირჟა, არის peer-to-peer ტიპის პლატფორმა, სადაც შუამავლის ფუნქციას არავინ არ ასრულებს. მომხმარებლები ქსელის მეშვეობით პირდაპირ უკავშირდებიან ერთმანეთს.

შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა, შუამავლის არსებობის გარეშე, როგორ ხდება კრიპტო ბირჟაზე ვაჭრობა? თრეიდერები კრიპტოვალუტებით ვაჭრობას სმარტ კონტრაქტების, ანუ ჭკვიანი კონტრაქტების დახმარებით ახორციელებენ.

წინასწარ დებენ პირობებს, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მითითებული რაოდენობის აქტივები ერთმანეთთან ავტომატიზებულ რეჟიმში, სწორედ სმარტ კონტრაქტების მეშვეობით გადაირიცხოს. ჭკვიანი კონტრაქტის არსებობა, კი გამორიცხავს თაღლითობისა და აქტივების დაკარგვის შანსს.

რა არის ჰიბრიდული კრიპტო ბირჟა?

ჰიბრიდული კრიპტო ბირჟები აერთიანებენ ორივე პლატფორმის - დეცენტრალიზებული და ცენტრალიზებული კრიპტო ბირჟების - საუკეთესო თვისებებს. ისინი სმარტ კონტრაქტების გამოყენებით უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, უფრო მაღალს, ვიდრე ცენტრალიზებული ბირჟის (CEXs)-ის შემთხვევაში და პარალელურად, უფრო დიდ ლიკვიდურობას, ვიდრე დეცენტრალიზებული ბირჟები (DEXs).

რატომ არის კრიპტო ბირჟა მნიშვნელოვანი?

კრიპტოვალუტების სამყაროში და კრიპტო ეკონომიკაში ბირჟები კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რადგან ისინი ბაზარს აწვდიან ლიკვიდურობას. ლიკვიდურობა ნიშნავს, რამდენად სწრაფად ყიდი შენს აქტივებს, ან ყიდულობ სასურველ კრიპტოვალუტას. მაღალი ლიკვიდურობა ნიშნავს, რომ ბაზარზე ან კონკრეტულ კრიპტო ბირჟაზე ბევრი მომხმარებელია ისეთი, რომლებსაც თავიანთი ქოინების და ციფრული აქტივების ყიდვა გაყიდვა სურთ. დიდი ლიკვიდურობა კი, გარდა აქტივების სწრაფი მიმოცვლისთვის, პოზიტიური ფაქტორია კრიპტო აქტივების ყიდვა გაყიდვის მსურველებისთვის ფასის კუთხითაც.

კრიპტო ბირჟების როლი ფასების შენარჩუნებასა და განსაზღვრაშიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რომელიმე კრიპტოვალუტის ფასი კრიპტო ბირჟებზე განისაზღვრება სწორედ მოთხოვნა მიწოდების ფაქტორით.შესაბამისად, ორ კრიპტო ბირჟაზე შეიძლება ერთი კრიპტო აქტივი, მაგალითად ბიტკოინი, სხვადასხვა ფასი ღირდეს.

პირველი ქართული კრიპტო ბირჟა?

საქართველოში არსებობს რამოდენიმე კრიპტო პლატფორმა, მათ შორის არის პირველი ქართული კრიპტო ბირჟა Cryptal. კრიპტალი არის მარტივი და მაღალ ლიკვიდური ქართული ბირჟა, რომელიც მორგებულია როგორც დამწყები თრეიდერებისა და უკვე გამოცდილი კრიპტო ინვესტორებზე, ასევე იმ ადამიანებზე, რომლებსაც თავიანთი კრიპტო აქტივების გაქეშება და განაღდება სურთ.

კრიპტალზე ხელმისაწვდომია 26 კრიპტოვალუტა, მათ შორის არის ისეთი პოპულარული და დიდი კრიპტო აქტივები, როგორიც არის ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), ლაითკოინი (LTC), ბიტკოინ ქეში (BCH) და USDT.

Cryptal-ზე კრიპტოვალუტების ყიდვა და გაყიდვა სამი გზით არის შესაძლებელი: Spot ვაჭრობა, კონვერტაცია და OTC (პირადი ბროკერი). Spot ვაჭრობის დროს, მომხმარებელი ბირჟაზე ათავსებს ორდერს, ანუ ყიდვის ან გაყიდვის ბრძანებას, შემდგომ კი ის ბირჟაზევე წყვილდება სხვა მომხმარებელთან და ამით ტრანზაქცია წარმატებით სრულდება.

კონვერტაციის გამოყენებით, მომხმარებელი საკუთარ კრიპტო აქტივებს მომენტალურად ცვლის სასურველ კრიპტალის ვალუტაში, ტოლარი, ტოდოლარი თუ ტოევრო.

OTC, ანუ პერსონალური ბროკერის დახმარებით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს კრიპტო და ფიატ აქტივები ერთმანეთში ზედმეტი პროცედურების გარეშე, პირადი ბროკერის დახმარებით გადაცვალოს, რაც მთავარია მომგებიანი კურსით, დროის მოკლე პერიოდში.

ნებისმიერი კრიპტო ბირჟისთვის, ცენტრალიზებულია ის თუ დეცენტრალიზებული, მნიშვნელოვანია ტრადიციული ვალუტების მხარდაჭერა, რათა მომხმარებელს შესაძლებლობა ქონდეს ნებისმიერი კრიპტოვალუტა იყიდოს მისთვის სასურველი აქტივის გამოყენებით. კრიპტალზე მხარდაჭერილია ქართული ლარი (₾), ა.შ.შ დოლარი ($) და ევრო (€). ამ აქტივების დადეპოზიტება და გამოტანა, რამოდენიმე გზით არის შესაძლებელი.

თუ კრიპტალზე დეპოზიტის განხორციელება გინდა, შეგიძლია საბანკო ტრანსფერით ან Visa/Mastercard ბარათებით ისარგებლო. იგივე ვრცელდება შენი აქტივების გატანაზეც.

სხვა ქართული კრიპტო ბირჟები?

კრიპტო ბირჟები საკმაოდ პოპულარობით სარგებლობენ და უამრავი ალტერნატივა არსებობს, რომელიც შენს სავაჭრო მიდგომებს მოერგება.

ერთ-ერთი ასეთი მაგალითი coinmania.ge-არის, სადაც პოპულარული კრიპტოვალუტები შეგიძლია იყიდო და გაყიდო, ისეთები როგორიც არის: ბიტკოინი, ეთერიუმი, შიბა და ა.შ.

თუ დამატებით გაინტერესებს, რა ფუნქციონალს გთავაზობს coinmania და გინდა შეადარო ერთმანეთს ორი კრიპტო ბირჟა, ეს ბლოგი შენთვის არის:

მომხმარებლებს დამატებით აქვთ შესაძლებლობა, არჩევანი შეაჩერონ mycoins.ge-ზე, სადაც ასევე შესაძლებელია ლარისა და დოლარის გამოყენებით პოპულარული ქოინებისა და კრიპტო აქტივების შეძენა.

Mycoins-ზე ტრადიციული ბირჟის ფუნქციონალი არ გვხვდება და აქტივების ყიდვა გაყიდვა მხოლოდ სწრაფი გადაცვლის ფუნქციონალით ხდება, სადაც ხელმისაწვდომია ბიტკოინი, ლაითკოინი, დოჯი და ა.შ.

შეჯამება:

კრიპტო ბირჟები კრიპტო სამყაროში დიდ და კრიტიკულ როლს თამაშობენ. ისინი მომხმარებლებს სთავაზობენ ლიკვიდურობას და არჩევანს უამრავ კრიპტოვალუტას შორის.

შენზე მორგებული კრიპტო ბირჟის შერჩევისას უნდა გაითვალისწინო უამრავი ფაქტორი, როგორ შეიძლება კრიპტოვალუტა იყიდო და გაყიდო, რა ფიატ ვალუტებია მხარდაჭერილი, რა საკომისიოები არსებობს და ა.შ, თუმცა მანამდე, მთავარია გაიგო რა არის კრიპტო ბირჟა ზოგადად და როგორ ფუნქციონირებს ის.

გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას!

Support