რა არის Aave (AAVE)?
Aave, არის ეთერიუმის ქსელზე შექმნილი კრიპტოვალუტა, რომელიც DeFi თუ კრიპტო სივრცეში დიდი და მოცულობითი ბრუნვებით გამოირჩევა. აავეს პროტოკოლის ფარგლებში კი, შექმნილია საერთო ლიკვიდურობის ავზი (Liquidity Pool), საიდანაც მომხმარებლებს შეუძლიათ, რომ ონლაინ სესხი კრიპტოვალუტაში აიღონ.
კრიპტო სივრცეში მას იცნობენ, კრიპტო სესხის პლატფორმად, სადაც მომხმარებლებს პირდაპირ, კრიპტოვალუტის გამოყენებით სესხის აღება ან ფულის გასესხება შეუძლიათ, შუამავალი პირებისა თუ პლატფორმების გარეშე. DeFi და კრიპტო ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, Aave მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა, მისი მშობლიური კრიპტოვალუტა AAVE კი, ერთ-ერთ კარგ და გამოყენებად ციფრულ აქტივად.
AAVE მხოლოდ პლატფორმის საგადახდო სისტემაში გამოყენებადი კრიპტოვალუტა არ არის და მომხმარებლებს მისი გამოყენება დამატებითი სარგებლის მიღებისთვისაც შეუძლიათ, რასაც კრიპტო სივრცეში სტეიკინგი ჰქვია. ის ტრადიციული ანაბრის მსგავსი სერვისია, რა დროსაც მომხმარებლები თავიანთ აქტივებს ათავსებენ საერთო ლიკვიდურობის ავზში (Liquidity Pool), სანაცვლოდ კი ერიცხებათ სარგებელი.
კრიპტოვალუტა Aave-ს მთავარი დანიშნულება უზრუნველყოფილი სესხების გაცემაა, რა დროსაც მომხმარებლებს სესხის აღების სანაცვლოდ, უზრუნველყოფის სხვა კრიპტოვალუტაში განთავსება უწევთ. ეს ქმედება აავეს პროტოკოლს იცავს, როგორც სესხის არ-დაბრუნებისგან, ისე სხვადასხვა ფინანსური რისკებისაგან.
დამატებით კი, როგორც ვახსენეთ, მომხმარებლებს Aave-ს გამოყენება შეუძლიათ, როგორც ტრადიციული კრიპტოვალუტა გამოიყენება, განახორციელონ კრიპტო გადახდები, ჩადონ მასში ინვესტიცია, ან სულაც დაიწყონ დასტეიკება.
როგორ მუშაობს კრიპტოვალუტა Aave?
როგორც ვახსენეთ, აავე ეთერიუმის ბლოკჩეინზე მომუშავე კრიპტოვალუტა და ეკოსისტემაა, სადაც შენ შეგიძლია კრიპტო სესხი აიღო. მომხმარებელი წინასწარ უზრუნველყოფად ბალანსზე ათავსებს ციფრულ აქტივს, შემდგომ კი სხვა კრიპტოვალუტაში იღებს სესხს. სესხის პროცენტი განისაზღვრება უზრუნველყოფად განთავსებული კრიპტოვალუტის გათვალისწინებით და მას Loan-to-value (LTV) მოიხსენიებენ. Aave-ს სესხებზე დაწესებული აქვს ლიმიტი, რომ ნასესხები თანხის 80%-ის დაბრუნებამდე უზრუნველყოფა ადგილზე რჩება და მომხმარებელს მისი გამოყენება, გატანა და ა.შ. არ შეუძლია.
კრიპტო სესხი ტრადიციული სესხისაგან განსხვავდება იმით, რომ ავეს პროტოკოლი სრულიად ავტომატიზებულ ალგორითმს იყენებს, ჭკვიანი კონტრაქტებისა და Liquidity Pool-ის დახმარებით. გამსესხებლებს, შეუძლიათ რომ თავიანთი კრიპტოვალუტა ამ ლიკვიდურობის ავზებისაკენ მიმართონ, სანაცვლოდ კი, გამოიმუშაონ სარგებელი, რომელიც მათ მიერ ჩადებული კრიპტოვალუტის რაოდენობიდან გამოანგარიშდება.
როდესაც ავტომატიზებულ პროტოკოლზე და ჭკვიან კონტრაქტებზე ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ავეს ეკოსისტემა ავტომატურად განსაზღვრავს სესხის პირობებს, უზრუნველყოფის დეპოზიტსა და მის რაოდენობას და გამსესხებლის სარგებელს. სმარტ კონტრაქტების ამ დოზით ჩართულობა გამორიცხავს შუამავლების არსებობასა და მათ საჭიროებას, რომელიც საბოლოოდ აავეს დეცენტრალიზებას უწყობს ხელს.
აავეს სესხების სისტემა კი, მომხმარებელს ავალდებულებს უზუნველსაყოფად იმაზე მეტი ღირებულების აქტივი ჩადოს, ვიდრე სესხად იღებს. გათვალისწინებულ დროებში გადაუხდელობის შემთხვევაში კი, გამსესხებლები მომხმარებლის უზრუნველსაყოფად ჩადებულ აქტივს შესაბამისად ინაწილებენ.
როგორ გავცე სესხი კრიპტოვალუტა Aave-ს გამოყენებით?
თუკი გინდა, რომ კრიპტოვალუტის დახმარებით სესხი გასცე, მაშინ პლატფორმასთან შენი კრიპტო საფულის დაკავშირება დაგჭირდება, სადაც ნახავ თუ რომელი აქტივებით არის შესაძლებელი სესხის აღება და გაცემა. შენი საკუთარი კრიპტოს დადეპოზიტება კი, წლიურად სარგებელს მოგიტანს, რომელსაც APY ჰქვია (Annual Percentage Yield) და შენს მიერ შერჩეული კრიპტოვალუტით ინდივიდუალურად განისაზღვრება. მაგალითად, თუ Tether-ს დაადეპოზიტებ, შენი ჯილდოც USDT-ში დაირიცხება.
როდესაც მომხმარებლები პლატფორმაზე საკუთარ კრიპტოვალუტას დაადეპოზიტებენ, მათი ტოკენები საერთო ლიკვიდურობის ავზში (Liquidity Pool)-ში ხვდება და ხელმისაწვდომი ხდება სესხის აღების მსურველთათვის. მსესხებლების მიერ გადახდილი პროცენტი კი, ლიკვიდურობის შემვსებლებთან მიდის. ეკოსისტემა იმგვარად მუშაობს, რომ გამსესხებლები იღებდნენ ჯილდოს თავიანთი გაწეული შრომისათვის, ლიკვიდურობის ავზი მუდმივად სავსეა, მომხმარებელისთვის კი, სესხი შემოსავლების გარეშე ხელმისაწვდომი ხდება ნებისმიერ მომენტში, დაბრკოლებების გარეშე.
რომელი კრიპტოვალუტა გვხვდება პლატფორმაზე?
- Ether (ETH)
- Dai (DAI)
- Aave (AAVE)
- U.S. Dollar Coin (USDC)
- Tether (USDT)
როგორ ავიღო სწრაფი სესხი კრიპტოვალუტა Aave-ს დახმარებით?
პლატფორმა Aave-ზე რომ სესხის აღება შეძლო, პირველ რიგში საჭიროა უზრუნველყოფის სანაცვლოდ სხვა კრიპტოვალუტა განათავსო ანგარიშზე. ლიკვიდურობის ავზში აქტივების შეტანით, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი არა მხოლოდ ონლაინ სესხი ხდება, არამედ სანაცვლოდ გამოიმუშავებს სარგებელს, როგორც ლიკვიდურობის შემავსებელი.
უზრუნველსაყოფად კრიპტო დეპოზიტის შემდგომ, მომხმარებელს შეუძლია პლატფორმაზე მხარდაჭერილი კრიპტოებიდან სასურველი შეარჩიოს და სესხი აიღოს. ხოლო სესხის ლიმიტი პლატფორმის უნიკალური მექანიზმის მიერ განისაზღვრება, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ ფაქტორებს: კრიპტოს ფასი, დადეპოზიტებული კრიპტოს ღირებულება და აქტივის ვოლატილურობა. სასურველი ციფრული აქტივის შერჩევის შემდგომ, მომხმარებელს ტრანზაქციის დადასტურება და სესხის აღება შეუძლია, რომელიც მის პლატფორმასთან დაკავშირებულ კრიპტო საფულეში ავტომატურად გადაირიცხება.
ავეში სესხის აღება და უზრუნველყოფის განთავსება კი, იმგვარად არის მოწყობილი რომ დადეპოზიტებული უზრუნველყოფილი კრიპტოვალუტის ფასი მუდმივად აღემატებოდეს სესხად აღებული აქტივის ღირებულებას. გარდა ამისა, პლატფორმაზე არსებობს გარკვეული ლიმიტი, რომელიც იცავს გამსესხებლებსა და ლიკვიდურობის შემქმნელებს, რომ მათ მიერ დადეპოზიტებულმა აქტივმა არ დაკარგოს ღირებულება.
მაღალი ლიკვიდურობის აქტივები შედარებით ნაკლებ ჯილდოს მოუტანენ მესაკუთრეებს, ვიდრე შედარებით სტაბილური აქტივები.
პლატფორმაზე ზუსტად არ არის გაწერილი სესხის დაბრუნების ვადები, თუმცა კრიპტო სესხი იმავე კრიპტოვალუტაში უნდა დაბრუნდეს, რომელშიც გაიცა. მაგალითად, თუკი მომხმარებელი 100₾ ღირებულების USDT კრიპტოს ისესხებს, გადახდაც იმავე კრიპტოვალუტაშია აუცილებელი.
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა და AAVE გამოყენება?
Aave-ს პლატფორმის მომსახურებით რომ ისარგებლო, ამისათვის საჭიროა შეხვიდე პლატფორმაზე, შექმნა ანგარიში, რომელსაც დაუკავშირებ შენს კრიპტო საფულეს და შემდგომ დაადეპოზიტებ ციფრულ აქტივებს. როდესაც კრიპტოვალუტა წარმატებით დადეპოზიტდება პლატფორმაზე, მომხმარებელს შეუძლია როგორც სესხის აღება, ასევე გამსესხებლის როლში ყოფნა და დამატებითი სარგებლის მიღება. ეს ეკოსისტემა შესაძლებლობას იძლევა, რომ ბაზარზე ლიკვიდურობა მუდმივად არსებობდეს და ორივე მხარე კმაყოფილი იყოს „დადებული შეთანხმებით“.
მაგრამ, სანამ პლატფორმაზე AAVE-ს დაადეპოზიტებ, კრიპტოს ყიდვა გჭირდება, რომელსაც ყველაზე მარტივად და ბაზარზე ყველაზე დაბალი საკომისიოების გამოყენებით Cryptal-ზე შეძლებ. კრიპტოს ყიდვა ორი გზით შეგიძლია:
- კონვერტაცია: ეს ფუნქცია საკმაოდ გამოსადეგია კრიპტოვალუტების დინამიკური ბაზრის გათვალისწინებით. მომხმარებლებს მისი დახმარებით კრიპტოს ყიდვა და აქტივების ერთმანეთში გადაცვლა მომენტალურად, დაყოვნების გარეშე შეუძლიათ. გაითვალისწინე, ფუნქციით სარგებლობისთვის სულაც არ არის აუცილებელი რაიმე გამოცდილების ქონა და ის დამწყებთათვისაც მარტივი გასაგებია.
- Spot ბირჟა: არის ადგილი, რომელიც ერთგვარი ციფრული ბაზარია, სადაც თრეიდერები და კრიპტოს ყიდვის ან გაყიდვის მსურველები ერთად იყრიან თავს. მომხმარებლებს შეუძლიათ, განათავსონ ყიდვის ან გაყიდვის მოთხოვნები და ერთმანეთში განახორციელონ ტრანზაქციები, თუკი ორი თრეიდერის სურვილები ერთმანეთისას დაემთხვევა.
ბირჟის მთავარი ღირსშესანიშნაობა კრიპტოზე საუკეთესო ფასის დაჭერაა, რადგან ბაზარზე შენ უთითებ, თუ რა რაოდენობის კრიპტოს ყიდვა ან გაყიდვა გსურს და რა ფასად ხარ მზად განახორციელო ეს ტრანზაქცია. გაითვალისწინე, ბირჟა შედარებით გამოცდილი მომხმარებლებისათვის არის განკუთვნილი.
რა საკომისიოები ვრცელდება?
პლატფორმა Aave-ზე რამოდენიმე ტიპის საკომისიო არსებობს, მაგალითად სესხის აღებისა და ქსელის საკომისიო:
- Aave სესხის საკომისიო: პლატფორმაზე სესხის აღების შემთხვევაში ორნაირი საკომისიო მოქმედებს, სადაც პროცენტი ან ცვალებადია ან წინასწარ გაწერილი და უცვლელი, ის კი შეიძლება წლიური 2%-დან 30%-მდე მერყეობდეს. სესხის საკომისიო იმგვარად დგება, რომ ზარალი არც გამსესხებლებსა და არც ზოგად ეკოსისტემად მიადგეს და რიცხვი მოიცავს მთლიანად სესხის გადასახადს, როგორც უკან დასაბრუნებელ თანხას, ასევე ნამატ პროცენტსაც.
- ქსელის საკომისიო (Gas Fee): ქსელის გადასახადი ან საკომისიო, რომელსაც კრიპტო სამყაროში Gas Fee-ს სახელით იცნობენ, ახალი ტერმინი ნამდვილად არ არის და ის ყველა განხორციელებულ კრიპტო ტრანზაქციას ახლავს თან. Aave-ს შემთხვევაში ქსელის საკომისიო გადასახადი ეთერიუმის ბლოკჩეინის მონაწილეებს მისდით, ვინაიდან კრიპტოვალუტა AAVEეთერიუმის ეკოსისტემაზეა დაფუძნებული. საკომისიოების უმეტესობა კი, ქსელის გამართულობას ხმარდება, რათა ტრანზაქციები სწრაფი და შეუფერხებელი იყოს.
Aave-ს პლატფორმისა და მისი საკომისიო სისტემის კარგად გაგება მომხმარებლებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ და პლატფორმის უპირატესობები მაქსიმალურად გამოიყენონ.