Სარჩევიchevron-down
დეცენტრალენდი, ვირტუალური რეალობა და ყველაფერი რაც უნდა იცოდე
რა არის Decentraland (MANA)?
როგორ მუშაობს დეცენტრალენდი?
როგორია ვირტუალური რეალობის არქიტექტურა?
რა როლი აქვს ბაზარსა და მშენებლებს ვირტუალურ რეალობაში?
რა ხდის დეცენტრალენდს უნიკალურს?
როგორ გამოვიყენო და ჩავერთო დეცენტრალენდსა და ვირტუალურ რეალობაში?
როგორ ვიყიდო და შევინახო კრიპტოვალუტა MANA?
Georgian text with cryptocurrency MANA logos on the background 1000x300
2023-12-25clock7 minutes

დეცენტრალენდი, ვირტუალური რეალობა და ყველაფერი რაც უნდა იცოდე

კრიპტოვალუტებმა და ბლოკჩეინ ინდუსტრიამ გასულ დეკადაში დიდი ზრდა განიცადეს, განსაკუთრებით კი ბიტკოინის საოცარი ზრდის შემდგომ. კრიპტო სამყაროში არსებულ უამრავ ინოვაციურ პროექტს შორის ერთ-ერთი დეცენტრალენდია, რომელიც ეთერიუმის ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროექტია და მსოფლიოს გარშემო მიმოფანტულ კრიპტო ენთუზიასტებს ერთ, ვირტუალურ რეალობაში აერთიანებს.

თუკი დეცენტრალენდი და ვირტუალური რეალობა გაინტერესებს, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო, როგორ მოხვდე იქ და რა სარგებელი აქვს ამ ყველაფერს შენთვის, არ ინერვიულო, ამ ბლოგში ყველაფერს მოგიყვებით.

რა არის Decentraland (MANA)?

დეცენტრალენდი (MANA) 2017 წელს დაარსდა ესტებან ორდანოსა და არიელ მელიჩის მიერ, პლატფორმაც სწორედ ამავე წელს ჩაეშვა. ეთერიუმის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ამ პროექტის მიზანი მსოფლიოს გარშემო არსებული ადამიანების ერთ ვირტუალურ სივრცეში თავმოყრა და მსგავსი პროდუქტების ფართო საზოგადოებაში პოპულარიზაციაა.

დეცენტრალენდის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ იყიდონ და გაყიდონ ციფრული უძრავი ქონება, აღმოაჩინონ ვირტუალური სამყაროს გასაოცარი ნიუანსები და მონაწილეობა მიიღონ ინტერაქციულ ციფრულ თამაშებში. დროთა განმავლობაში პლატფორმა იხვეწება და სხვადასხვა ფუნქციონალი ემატება, მაგალითად როგორიც არის თამაშის შიგნით გადახდები, პირდაპირი კომუნიკაცია მონაწილეებს შორის და ა.შ.

დეცენტრალენდს ორი მთავარი ტოკენი აქვს და ესენია:

  • LAND - ეს არის NFT, რომელიც ვირტუალური რეალობის შიგნით წარმოადგენს რომელიმე ციფრული უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

  • MANA - მუშაობს, როგორც ვირტუალური სამყაროს შიგნით მოქმედი კრიპტოვალუტა და გადახდების მთავარი ვალუტა. მისი გამოყენება მომხმარებლებს სხვადასხვა ციფრული უძრავი ქონების, იგივე LAND-ის ყიდვისას შეუძლიათ.

ხოლო დეცენტრალენდის ინოვაციური მუშაობის პრინციპი მომხმარებლებს უბიძგებს ვირტუალურ რეალობაში მეტად ჩართულობისკენ. როგორც ვთქვით, მომხმარებლები სამყაროში ორი მთავარი აქტივით ოპერირებენ და ეს არის შენი ვირტუალური საკუთრების დამადასტურებელი „საბუთი“ LAND და კრიპტოვალუტა MANA. სწორედ ამ ორი აქტივის მეშვეობით მუშაობს ვირტუალური რეალობა.

გარდა ამისა, დეცენტრალენდი გამოირჩევა განსაკუთრებული თვისებებითა და ინოვაციურობით, რაც გამოიხატება იმაში, რომ მომხმარებლებს სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა თავისუფლად შეუძლიათ.

ხოლო რაც შეეხება ვირტუალური სამყაროს გამართულად მუშაობს, ამაში ხელს მისი დეცენტრალიზებული სტრუქტურა უწყობს, სადაც მომხმარებლებს, ანუ MANA-ს მფლობელებს ხმის მიცემის უფლება აქვთ და ამ თვისებით დეცენტრალენდი პირველი ვირტუალური რეალობის სივრცეა, სადაც მასში ჩართულ ადამიანებს სრული თავისუფლება აქვთ წარმართონ ეკოსისტემის მუშაობა.

როგორ მუშაობს დეცენტრალენდი?

დეცენტრალენდი პროგრამულად ისეა შემუშავებული, რომ ყოველი ადამიანის ვირტუალურ საკუთრებას თვალი ადევნოს და დაიცვას ის. ეთერიუმის ბლოკჩეინი კი, იძლევა შესაძლებლობას, რომ შენი საკუთრება ხელშეუხებელი იყოს და ვერავინ წაგართვას ის. თუკი შენც გინდა იყო ჩართული დეცენტრალენდის მუშაობაში, მაშინ MANA-ს ტოკენებს უნდა ფლობდე.

დამატებით, დეცენტრალენდი დეველოპერებს აძლევს საშუალებას, შექმნან უნიკალური ანიმაციები, რომლებსაც ვირტუალური რეალობის შიგნით გამოიყენებენ. ეს მოქნილობა დეცენტრალენდს მრავალფეროვან სივრცედ აქცევს და მას მომხმარებლებისათვის მეტად მიმზიდველად ხდის.

როგორია ვირტუალური რეალობის არქიტექტურა?

დეცენტრალენდს რთული და საკმაოდ ტექნოლოგიური არქიტექტურა აქვს, რომელიც ეთერიუმის ბლოკჩეინზე დაფუძნებული მრავალშრიანი ეკოსისტემაა.

კონსენსუსის მექანიზმი, რომელიც ზოგადად ყველა ეთერიუმთან დაკავშირებულ პროექტს ახასიათებს, დეცენტრალენდის ფარგლებში უზრუნველყოფს ციფრული საკუთრების გარანტიას. ყოველი LAND, რომელიც ვირტუალურ რეალობაში ჩართული ადამიანების საკუთრებაა, უნიკალური კოდით განირჩევა ერთმანეთისგან, რომელშიც დაშიფრულია როგორც საკუთრების დამადასტურებელი მექანიზმი, ასევე ინფორმაცია ამ ვირტუალური მიწის მფლობელის შესახებ.

დეცენტრალენდის არქიტექტურის ფარგლებში არსებობს სამი კრიტიკული პუნქტი, რომელიც პასუხისმგებელია ვირტუალური რეალობის გამართულად მუშაობაზე, ესენია:

  1. Content Files: ყოველ მიწის ნაგლეჯს, რომელსაც NFT ჰქვია, დაკავშირებული არის სხვადასხვა აუდიო და ვიზუალურ მატერიალთან, რომელთა წყალობითაც ამ მიწის ნაგლეჯის დუბლირება შეუძლებელი ხდება.

  2. Script Files: ამ ტიპის ფაილები ვირტუალური რეალობის შიგნით უზრუნველყოფენ ციფრული სამყაროს მუშაობას. წარმოიდგინეთ ეს როგორც პროექტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფა.

  3. Interaction Definition: ეს პუნქტი კი, პასუხისმგებელია დეცენტრალენდისა და ვირტუალური რეალობის შიგნით მყოფ ადამიანებს შორის კომუნიკაციაზე, რომელიც იქნება პირდაპირ ხმოვანი ჩატის მეშვეობით თუ უბრალოდ ტექსტურად მიწერილი წერილი.

დამატებით, ვირტუალური სამყაროები და კონკრეტულად დეცენტრალენდი, უამრავი ადამიანისთვის გახდა სრულიად ახალი ინდუსტრიის წყარო, სადაც შეგიძლია მიწის შეძენა და შენი ნაკვეთის ქონა.

რა თქმა უნდა, მიწის ყიდვა და მისი კომერციალიზაცია სრულიად ვირტუალურია.

ციფრული სამყაროს განვითარებასთან ერთად, გაიზარდა ციფრული პროფესიებიც და გაჩნდა დასაქმების ახალი ბაზარი. ამის კარგი მაგალითი არქიტექტორებია, რომლებიც დეცენტრალენდისა და სხვადასხვა ვირტუალური სამყაროს ნაგებობების დიზაინზე მუშაობენ.

რა როლი აქვს ბაზარსა და მშენებლებს ვირტუალურ რეალობაში?

გარდა რთული ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა, დეცენტრალენდის შემქმნელებმა ვირტუალურ რეალობაში სახალისო ელემენტებიც შემოიტანეს და ერთ-ერთი ასეთი ელემენტი ბაზარი, იგივე Marketplace-ია. აქ მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი LAND ტოკენები, ანუ ციფრული საკუთრება გადაცვალონ შესაბამის კრიპტოვალუტა MANA-ში. გარდა ამისა, დეცენტრალენდის ფარგლებში ადამიანებს შეუძლიათ გაცვალონ არა მხოლოდ ციფრული საკუთრება, არამედ შეიძინონ ისეთი ნივთები, როგორიც პერსონაჟის ტანსაცმელი ან სხვა ვიზუალური ატრიბუტიკაა.

მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ დეცენტრალენდი ეთერიუმის წყალობით ოპერირებს, შესაბამისად ვირტუალური რეალობის შიგნით ყველა ტრანზაქცია ეთერიუმის საფულეებში მიმოიცვლება. ეს ყველაფერი კი, ეთერიუმის ბლოკჩეინის წყალობით, დამატებით უსაფრთხოებასა და ბენეფიტებს ქმნის მომხმარებლებისათვის, რომ მათი აქტივები არასდროს დაიკარგება, ტრანზაქციების ისტორია კი, სამუდამოდ ჩაიბეჭდება ქსელის შიგნით.

რაც შეეხება მშენებლებს, იგივე Builder-ებს, მათ შეუძლიათ თავიანთ LAND-ებზე სხვადასხვა ტიპის სცენარები შექმნან. დეცენტრალენდის ფუნქციონალი მათ აძლევთ შესაძლებლობას, რომ არა-მხოლოდ ვიზუალურად შეცვალონ თავიანთი ციფრული მიწები, არამედ ამ აქტივებს სხვადასხვა ფინანსური დატვირთვა მისცენ.

თუკი დეცენტრალენდში ხარ მშენებელი, შენი ვალია რომ იყო კრეატიული და ასევე გესმოდეს ბლოკჩეინი, რათა შენი LAND ყველასაგან გამორჩეული და ამავე დროს მომგებიანი იყოს.

რა ხდის დეცენტრალენდს უნიკალურს?

დეცენტრალენდი ჭეშმარიტად პიონერია დეცენტრალიზებული ვირტუალური რეალობის სამყაროებში, რომლის შიგნითაც მომხმარებლებს ერთმანეთთან კომუნიკაციისა და ფინანსური საშუალებების გაცვლის შესაძლებლობა აქვთ. ამ დინამიკური და სწრაფი სამყაროს შიგნით, იუზერებს შეუძლიათ, რომ თავიანთი LAND-ები განავითარონ, სანაცვლოდ გამოიმუშაონ MANA, ეს ყველაფერი კი ერთი, ცენტრალიზებული სისტემის ჩარევის გარეშე.

შენი LAND-ის საკუთრების დადასტურება კი, ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი, ვინაიდან ქსელი ყველა ტრანზაქციას ინახავს, რაც კი ოდესმე განხორციელებულა. სწორედ ეს LAND-ები აძლევენ მომხმარებლებს საშუალებას, რომ თავიანთ ციფრულ საკუთრებაზე გააკეთონ ის რაც უნდათ და ტექნიკურად შესაძლებელია, იქნება ეს საკუთარ სტილში გადაწყვეტილი სივრცის მოწყობა, თუ LAND-ის მეტად ფასეულად ქცევა სხვადასხვა მეთოდიკით - სწორედ ეს თავისუფლება და დეცენტრალიზებულობა ხდის დეცენტრალენდს ჭეშმარიტად უნიკალურს.

როგორ გამოვიყენო და ჩავერთო დეცენტრალენდსა და ვირტუალურ რეალობაში?

როგორც ვახსენეთ, დეცენტრალენდი გამორჩეული სამყაროა მეტავერსებისა და ვირტუალური რეალობის კუთხით, სადაც მომხმარებლებს ერთმანეთთან მრავალმხრივი ინტერაქცია შეუძლიათ. ეს არის ციფრული სამყარო, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ციფრული საკუთრება LAND შეიძინონ კრიპტოვალუტა MANA-ს სანაცვლოდ და შექმნან სამყარო, რომელიც მათ ხედვაში ზის.

რა გჭირდება ამ არაჩვეულებრივ სამყაროში მოსახვედრად? - უნდა ესტუმრო დეცენტრალენდის პლატფორმას, დარეგისტრირდე და ანგარიშს მიაბა ეთერიუმის კრიპტო საფულე.

ანგარიშის შექმნის შემდგომ კი, ქმნი შენს ავატარს, ანუ შენს პერსონაჟს ვირტუალურ სამყაროში, სულ ეს არის, შენ უკვე ვირტუალურ რეალობაში ხარ.

როგორ ვიყიდო და შევინახო კრიპტოვალუტა MANA?

როგორც არაერთხელ ვახსენეთ, MANA ეთერიუმის ERC-20 ტოკენია, შესაბამისად კრიპტოვალუტა შეგიძლია შეინახო ნებისმიერ საფულეში, რომელიც ეთერიუმსა და მის ტოკენებს მიესადაგება. დანარჩენი კი, შენს მოთხოვნებზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება კრიპტოვალუტა MANA-ს ყიდვას, მნიშვნელოვანი ასპექტები, რაც უნდა გაითვალისწინო არის დაბალი საკომისიოები და კრიპტოს ყიდვის სიმარტივე, ამ პარამეტრების გათვალისწინებით კი, შენთვის საუკეთესო ვარიანტი კრიპტო ბირჟა კრიპტალია, რომელზეც MANA-ს ყიდვა გამოცდილი და დამწყები თრეიდერებისთვის ერთნაირად მარტივია. მეტი მრავალფეროვნებისათვის კი, შენ კრიპტოს ყიდვის ორი გზა გაქვს: კონვერტაცია და Spot ბირჟა.

  • კონვერტაცია: როდესაც კრიპტო სამყაროში სიჩქარე გადამწყვეტ მნიშვნელობას თამაშობს, კონვერტაციის ფუნქცია შენთვის ზედგამოჭრილია. სწრაფად ცვალებად კრიპტო ბაზარზე, კონვერტაცია გაძლევს შესაძლებლობას რომ ერთი კლიკით გადაცვალო სასურველი კრიპტო აქტივები ერთმანეთში.


    კონვერტაციის ფუნქცია გაძლევს საშუალებას რომ MANA ყოველგვარი გამოცდილების გარეშე იყიდო და ის შენს საფულეში სულ რამოდენიმე წამში, დაყოვნების გარეშე მოხვდება.


  • Spot ბირჟა: წარმოიდგინე, რომ ეს არის ციფრული ბაზარი, სადაც ერთმანეთს თრეიდერები ხვდებიან და მათთვის სასურველ კრიპტოვალუტებს ერთმანეთში ცვლიან ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე, ანუ ვისაც როგორ ფასში აწყობს შესაბამისი რაოდენობის ციფრული აქტივის გაყიდვა ან ყიდვა.

    Spot ბირჟის მთავარი უპირატესობაც ეს არის, შენ შეგიძლია სრულიად უსაფრთხოდ იყიდო ან გაყიდო კრიპტოვალუტა შენზე მაქსიმალურად მორგებულ და კარგ ფასად, თუმცა გაითვალისწინე, ბირჟა განკუთვნილია შედარებით გამოცდილი თრეიდერებისათვის.
Support