Სარჩევიchevron-down
რა არის და რისთვის არის KYC?
რატომ არის KYC მნიშვნელოვანი?
როგორ შევავსო KYC კრიპტალზე? - ნაბიჯ-ნაბიჯ
Georgian wording on the left side of the visual with the Fill in Form on the right side 1000x300
2024-04-30clock5 minutes

რა არის და რისთვის არის KYC?

KYC არის პროცედურა, რომელსაც Know Your Customer ჰქვია და ის ყველა იმ პლატფორმისა და ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომელიც ფინანსურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.

KYC გულისხმობს პლატფორმაზე რეგისტრირებისას მომხმარებლის ვინაობის იდენტიფიცირებასა და დადასტურებას. პროცესი კი, ემსახურება შენი ფინანსების დაცვასა და ფინანსური თაღლითობების აღკვეთისაკენ მიმართულ ღონისძიებებს.

მარტივად რომ ვთქვათ, პლატფორმა უნდა დარწმუნდეს, რომ შენ ნამდვილად შენ ხარ და ვინმე არ ცდილობს შენი იდენტობის, ინფორმაციისა და ფინანსების მითვისებას.

რატომ არის KYC მნიშვნელოვანი?

KYC მნიშვნელოვანი პროცედურაა ისეთი არალეგალური ქმედებების წინააღმდეგ, როგორიც არის ფულის გათეთრება, ტერორიზმისა და უკანონო ქმედებების დაფინანსება, სხვა ადამიანების ფულადი და კრიპტო სახსრების მითვისება და ა.შ.

ეს არის თანამედროვე საფინანსო და კრიპტო ინსტიტუტების თავდაცვითი მექანიზმი, რათა მომხმარებლებმა გაცილებით დაცულ და უსაფრთხო გარემოში შეძლონ კრიპტოს ყიდვა, გაყიდვა და მასთან დაკავშირებული სხვა ყველა ოპერაცია.

როგორ შევავსო KYC კრიპტალზე? - ნაბიჯ-ნაბიჯ

მას შემდგომ რაც კრიპტალზე რეგისტრაციის პროცესს გაივლი, მოხვდები შენს არავერიფიცირებულ ანგარიშში.

ვერიფიკაცია-ზე დაკლიკვის შემდგომ, შენ გაივლი შესაბამის მარტივ პროცედურებს:

  • რომელი ქვეყნის რეზიდენტი ხარ?
A screenshot of a computer

Description automatically generated

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებისათვის სრულიად სხვა კანონმდებლობა მოქმედებს, სწორედ ამიტომ საჭიროა, მიუთითო, თუ რომელი ქვეყნის რეზიდენტი ან მაცხოვრებელი ხარ.

  • იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა
A screenshot of a computer

Description automatically generated

იმისათვის, რომ პლატფორმა დარწმუნდეს პირის ავთენტურობაში და იმაში, რომ სხვა ადამიანი არ ცდილობს შენი იდენტობის მისაკუთრებას, საჭიროა ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტების ატვირთვა.

აირჩიე, რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარ, ანუ რომელმა ქვეყანამ გასცა შენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემდგომ კი, აირჩიე თუ რომელი დოკუმენტის ტიპს ატვირთავ - პირადობის მოწმობა თუ პასპორტი.

იმისათვის, რომ სისტემა დარწმუნდეს შენს რეალურობაში მოგთხოვს რომ შერჩეულ დოკუმენტს ორივე მხრიდან გადაუღო ფოტო და ასევე, დაგჭირდება სელფის გადაღება.

ვერიფიკაციის ამ ეტაპების გავლის შემდგომ კი, შენ მოხვდები KYC კითხვარის ველზე. კითხვარში დაგხვდება რამოდენიმე მარტივი კითხვა, რომელზედაც პასუხის გაცემის შემდგომ, შენ ხელს უწყობ ფულის გათეთრებისა და სხვა მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლას.

  • პირველი კითხვა - დოკუმენტის გამცემი ქვეყანა
A black background with red lines

Description automatically generated

თუკი დოკუმენტის გამცემი ქვეყანა არის საქართველო, მაშინ უნდა შეიყვანო შენი პირადი ნომერი, ხოლო თუ სხვა ქვეყანა - დოკუმენტის გამცემი ორგანო.

  • მეორე კითხვა - გაქვს თუ არა მეორე მოქალაქეობა?
A screenshot of a computer

Description automatically generated

თუ ერთი ქვეყნის გარდა გაქვს მეორე მოქალაქეობა, მაშინ კითხვარში კი უნდა მიუთითო და უნდა აირჩიო მეორე ქვეყანაც.

  • მესამე კითხვა - სქესი
A black rectangular object with white text

Description automatically generated

  • მეოთხე კითხვა - სამუშაო ადგილი
A screenshot of a computer

Description automatically generated

მიუთითე შენი სამუშაო ადგილი, ანუ ჩაწერე იმ კომპანიის დასახელება, რომელშიც დასაქმებული ხარ.

სამუშაო ადგილი აუცილებლად უნდა მიუთითო, თუ თვითდასაქმებული ხარ ან სულაც არ გაქვს მუდმივი სამუშაო ადგილი.

  • მეხუთე კითხვა - თანამდებობა
A black background with a blue line

Description automatically generated with medium confidence

სამუშაო ადგილის მითითების შემდგომ, საჭიროა რომ შეიყვანო შენი სამსახურებრივი პოზიცია.

  • მეექვსე კითხვა - ფაქტიური მისამართი
A black rectangular object with a blue line

Description automatically generated with medium confidence

ამ ველში უნდა ჩაწერო შენი ფაქტიური მისამართი, ანუ ადგილი სადაც ცხოვრობ.

  • მეშვიდე კითხვა - შემოსავლის წყარო
A black background with white text

Description automatically generated

მონიშნე ის ველი, საიდანაც შემოსავლის წყარო გაქვს - ხელფასი, პენსია, იჯარა, დივიდენდი თუ სხვა.

  • მერვე კითხვა - ყოველთვიური შემოსავლის ოდენობა დოლარში
A screen shot of a computer

Description automatically generated

არ შეგეშალოს, რიცხვები მოცემულია დოლარის ექვივალენტ ოდენობაში.

  • მეცხრე კითხვა - Cryptal-ში მოსალოდნელი ყოველთვიური ბრუნვა დოლარში
A screenshot of a computer

Description automatically generated

ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მიუთითო, თუ რა იქნება შენი ყოველთვიური მოსალოდნელი ბრუნვა კრიპტალზე.

  • მეათე კითხვა - Cryptal-ში ანგარიშის გახსნის მიზანი
A screenshot of a computer

Description automatically generated

ამ ველში მნიშვნელოვანია მონიშნო მიზანი, თუ რატომ ხსნი კრიპტალზე ანგარიშს. გინდა რომ კრიპტო აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციები შეასრულო, განახორციელო ინვესტიცია და დაიწყო კრიპტოს ყიდვა თუ უბრალოდ სხვა მიზანი გაქვს.

  • მეთერთმეტე კითხვა - მონიშნეთ სერვისები, რომლითაც სარგებლობას აპირებთ
A screenshot of a computer screen

Description automatically generated

კრიპტალზე მრავალფეროვან სერვისს შეხვდები, იქნება ეს ვირტუალური აქტივების ლარში, ა.შ.შ. დოლარსა და ევროში გადაცვლა თუ პირიქით. ან იქნებ სულაც ბიტკოინის ყიდვა და შემდგომ გადარიცხვა ან ვაჭრობა გინდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა მიუთითო ის სერვისი ან პროდუქტი, რომლითაც სარგებლობას აპირებ.

  • მეთორმეტე კითხვა - გაქვს თუ არა პოლიტიკურად აქტიური (PEP) სტატუსი?
A screenshot of a computer

Description automatically generated

პოლიტიკურად აქტიური სტატუსი გენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ხარ საჯარო ან პოლიტიკური მოვალეობების შემსრულებელი პირი ან ასეთთან დაკავშირებული ადამიანი.

თუკი ასეთი ადამიანი ხარ, მაშინ უნდა მიუთითო თანამდებობა ან იმ ადამიანის სახელი, გვარი და თანამდებობა, რომელიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და რაიმე ფორმით მასთან ხარ დაკავშირებული.

კითხვარის ბოლოს კი, უნდა მონიშნო ველი, სადაც ადასტურებ, რომ შენს მიერ შევსებული და წარმოდგენილი ინფორმაცია ნამდვილად სწორია, რაიმე ცვლილებების შემთხვევაში კი, კრიპტალს მიაწვდი ამაზე ინფორმაციას ელექტრონული ფორმის გამოყენებით.

კითხვარის დასრულებისას, შეგიძლია შენს მიერ გავლილ ყველა ნაბიჯს კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი და საბოლოო დასტურის შემდგომ, სისტემა დაიწყებს შენს ვერიფიკაციის პროცესს.

დადებითი ან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მოგეწოდება შესაბამისი ინფორმაცია.

Support