Სარჩევიchevron-down
კრიპტოვალუტა, Market Cap და კრიპტო ბაზარი - ყველაფერი რაც უნდა იცოდე
რა არის Market Cap კრიპტო ბაზარზე?
როგორ გამოვითვალოთ საბაზრო კაპიტალიზაცია?
როგორ გეხმარება Market Cap თუ კრიპტოს ყიდვა გინდა?
შეჯამება: საბაზრო კაპიტალიზაცია, კრიპტოს ყიდვა და კრიპტო ბაზარი
Georgian text on the left side of the visual, and a shopping cart filled with cryptocurrencies on the right side
2023-12-08clock6 minutes

კრიპტოვალუტა, Market Cap და კრიპტო ბაზარი - ყველაფერი რაც უნდა იცოდე

მაშინ როდესაც ბიტკოინი და კრიპტოვალუტა ჩვენთვის ნაცნობი ტერმინებია, კრიპტოვალუტების კაპიტალიზაცია, ანუ Market Cap შესაძლოა საკმაოდ უცნობი საკითხი იყოს. ციფრული სამყარო ყოველდღიურად იცვლება და წინ მიიწევს, შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ არც ერთი ნიუანსი არ გამოგვრჩეს და ვიცოდეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი Market Cap ჩვენთვის.

ამ ბლოგში გეტყვით, რა არის საბაზრო კაპიტალიზაცია კრიპტოვალუტების ბაზარზე და როგორ გამოითვლება ის. ასევე გეტყვით, როგორ დაგეხმარება Market Cap კრიპტოვალუტის ყიდვაში და წარმატებული საინვესტიციო პორტფელის შექმნაში.

რა არის Market Cap კრიპტო ბაზარზე?

Market Cap, ანუ ქართულად საბაზრო კაპიტალიზაცია, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, როგორც აქციების, ისე კრიპტოვალუტის ბაზარზე და ის გვეუბნება თუ რა ჯამური ღირებულება აქვს კომპანიას თუ რომელიმე კრიპტო აქტივს.

Stock ბაზარზე, სადაც სხვადასხვა კომპანიაა განთავსებული, ბიზნესის საბაზრო კაპიტალიზაცია გამოითვლება აქციებისა და ფასის ერთმანეთზე ნამრავლით. ეს ინფორმაცია პოტენციური ინვესტორებისათვის მნიშვნელოვანია, რადგან ის გვიჩვენებს კომპანიის მოცულობას, ფინანსურ სტაბილურობას და პოტენციურ ზრდას. კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციის ერთმანეთთან შედარებით კი, ინვესტორები იღებენ ინფორმაციულ გადაწყვეტილებებს, რომელი აქციების შეძენა ჯობს და რომელია რისკის შემცველი.

ამ მიმართულებით არც კრიპტოვალუტა და მისი ბაზარი განსხვავდება, სადაც Market Cap დიდ როლს თამაშობს. რომელიმე კრიპტო აქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია მისი ბაზარზე ცირკულაციაში არსებული ჯამური რაოდენობისა და აქტივის ერთეულის ფასის ნამრავლით გამოითვლება, ეს პარამეტრი კი, გვიჩვენებს თუ რა მოცულობა აქვს ზოგადად კრიპტოვალუტას და ბაზრის რა წილი უჭირავს მას.

როგორც ვთქვით, ტრადიციული საფინანსო ბაზრის მსგავსად, ეს პარამეტრი მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რა ღირებულება აქვს კრიპტოვალუტას და მთლიან კრიპტო ბაზარზე როგორი მდგომარეობა უკავია.

კლასიკური მიდგომით, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, კომპანიებიცა და კრიპტოვალუტებიც იყოფიან სამ კატეგორიად. დიდი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე აქტივად ითვლება ყველაფერი, რომლის Market Cap $10 მილიარდს სცდება, საშუალო აქტივები $2-10 მილიარდის შუალედში ხვდებიან ხოლო ყველა კრიპტოვალუტა, რომლის Market Cap $2 მილიარდზე ნაკლებია, მცირე მასშტაბის აქტივში კატეგორიზირდება. ეს პარამეტრი არა მხოლოდ აქტივის მოცულობას გვამცნობს, არამედ ის ზოგადად მიგვანიშნებს თუ რა მომავალი აქვს კრიპტოვალუტას, როგორ გაიზრდება ის და რამდენად სტაბილურია. დიდი აქტივები სტაბილურობითა და სანდოობით გამოირჩევიან, ისინი ნელა მაგრამ მუდმივად იზრდებიან, ხოლო დაბალი საბაზრო კაპიტალიზაციის კრიპტოვალუტები უეცარი და დიდი ზრდით გამოირჩევიან, თუმცაღა მათ ხშირად თავიანთი რისკებიც ახლავთ თან.

დამატებით, საბაზრო კაპიტალიზაცია შეიძლება რომელიმე კრიპტოვალუტის ან კრიპტო პროექტის განვითარების დონეზე მიგვანიშნებდეს. როგორც ვახსენეთ, გიგანტური Market Cap-ის მქონე კრიპტო აქტივები ნაკლებ დინამიკურები, მაგრამ საკმაოდ სტაბილურები არიან მცირე საბაზრო კაპიტალიზაციიან აქტივებთან შედარებით.

როგორ გამოვითვალოთ საბაზრო კაპიტალიზაცია?

  • ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია, ანუ Market Cap $861,547,997, 601 შეადგენს და ეს რიცხვი მიღებულია ფასისა ($44,040.74) და ცირკულაციაში არსებული ბიტკოინის (19,562,525 BTC) ნამრავლით - Market Cap = Price x Circulating Supply.

უფრო კონკრეტული და ზოგადი მაგალითი რომ განვიხილოთ, წარმოიდგინე კრიპტო პროექტი, რომელმაც ერთი მილიონი (1,000,000) ტოკენი ჩაუშვა მიმოქცევაში და ერთი ცალის ფასი 5 ლარია. როგორც ბიტკოინის მაგალითზე განვიხილეთ, საბაზრო კაპიტალიზაციისა და ზოგადად, კრიპტოვალუტის სიჯანსაღის გასაგებად უნდა გავაკეთოთ შემდეგი. 1,000,000 x 5₾ = 5,000,000₾.

კრიპტოვალუტების სამყაროში დიდი კაპიტალიზაცია შეიძლება გამოწვეული იყოს ცირკულაციაში ჩაშვებული ბევრი ქოინის რაოდენობით ან ერთეულზე მაღალი ფასით. კონკრეტული კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდა ინვესტორებისთვის სიგნალია, რომ კრიპტო ბაზარი ვითარდება და ციფრული აქტივების პოპულარობა იზრდება, ანუ სულ უფრო მეტ ადამიანს უნდა კრიპტოს ყიდვა.

მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო კაპიტალიზაცია, ანუ Market Cap მნიშვნელოვანი პარამეტრია, კრიპტოს ყიდვისას მხოლოდ მას არ უნდა დავეყრდნოთ. კრიტიკული როლი აქვს ვაჭრობის მოცულობას დროის კონკრეტულ მონაკვეთში, ლიკვიდურობას, ფასის ვოლატილობას, კრიპტოვალუტის ტექნოლოგიას, ბლოკჩეინს, საზოგადოების ჩართულობას და რეგულაციებს.

კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია მიბმულია ისეთ ფაქტორებთან, როგორიც ფასების ცვალებადობა და ბაზარზე თრეიდერების ჩართულობაა. კრიპტოვალუტების უმრავლესობისათვის ცირკულაციაში არსებული ჯამური აქტივების რაოდენობა ხშირად უცვლელია და ეს პარამეტრი შეგვიძლია მარტივად გავითვალისწინოთ საბაზრო კაპიტალიზაციის გამოთვლისას, თუმცა კრიპტო აქტივის ფასი ხშირად შეიძლება იცვლებოდეს და ის დიდ გავლენას ახდენდეს Market Cap-ზე, როგორც პოზიტიური მიმართულებით, ისე - ნეგატიური.

დამატებით, მნიშვნელოვანია თუ რა მოთხოვნა არსებობს რომელიმე კრიპტოზე, რადგანაც მოთხოვნა ზემოქმედებს აქტივის ფასზე, ფასი კი თავისთავად გავლენას ახდენს საბაზრო კაპიტალიზაციაზე. რაც უფრო მეტი თრეიდერია ჩართული და დაინტერესებული რომელიმე კრიპტოვალუტის ყიდვით, მით მეტია მისი ფასი და შესაბამისად - საბაზრო კაპიტალიზაცია.

როგორ გეხმარება Market Cap თუ კრიპტოს ყიდვა გინდა?

მოცულობითი საბაზრო კაპიტალიზაცია ხშირად მიგვანიშნებს იმისკენ, რომ კრიპტოვალუტაზე დიდი მოთხოვნაა და შესაბამისად საინვესტიციოდ ნაკლები რისკები არსებობს. სწორედ ასეთი კრიპტოვალუტები იპყრობენ ინვესტორთა ინტერეს და ლიდერობენ სფეროს და CoinMarketCap-ის 100 ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის სიას.

როგორც ვახსენეთ, დიდი Market Cap-ის მქონე კრიპტოვალუტები ნაკლები პროცენტული ზრდით გამოირჩევიან, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ისინი ყველაზე უფრო სტაბილურები არიან და თუ გიგანტური პროცენტული ზრდა არ აქვთ, მათი დანაკარგებიც ნაკლებია. გარდა ამისა, ასეთი კრიპტოების მიმართ ნდობა გაცილებით დიდია და ნდობა თავისთავად ფასის დადებით დინამიკაზე აისახება.

დიდი საბაზრო კაპიტალიზაცია ნიშნავს მაღალ ლიკვიდურობას, ანუ კრიპტოს ყიდვა და გაყიდვა მარტივად, ლოდინის გარეშე შეგიძლია. ასეთი აქტივები კი, ყველაზე მეტ დაინტერესებას იწვევენ, რადგან ადამიანებს, კრიპტოვალუტების მსგავს დინამიკურ ინდუსტრიაში, აქტივების სწრაფი მიმოცვლა სჭირდებათ.

თუ კრიპტოს ყიდვა გინდა, Market Cap ძალიან გეხმარება. სტაბილური კრიპტოვალუტები დიდი საბაზრო კაპიტალიზაციით გამოირჩევიან და თუ ინვესტირებას დროის დიდ მონაკვეთში განიხილავ, სწორედ დიდი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტებზე შეიძლება გააკეთო აქცენტი.

ხოლო თუ დიდი პროცენტული ზრდა გაინტერესებს, მაშინ აქცენტი შედარებით დაბალი კაპიტალიზაციის და დიდი რისკის მქონე აქტივზე უნდა გააკეთო.

შეჯამება: საბაზრო კაპიტალიზაცია, კრიპტოს ყიდვა და კრიპტო ბაზარი

საბაზრო კაპიტალიზაცია, ანუ Market Cap, საკმაოდ ფუნდამენტური პარამეტრია გაიგო, თუ რამდენად ჯანსაღია ესა თუ ის კრიპტოვალუტა და რა ხდება კრიპტო ბაზარზე.

თუკი კრიპტოს ყიდვა გინდა და ინვესტირებას გეგმავ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო შერჩეული აქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია. როგორც ბლოგიდან გავიგეთ, Market Cap ძალიან გვეხმარება სწორი ციფრული აქტივის შერჩევაში, თუკი კაპიტალიზაცია მაღალია, აქტივი ნაკლებ სარისკოა, ხოლო თუ Market Cap დაბალია, კრიპტოვალუტა მეტად რისკიანია.

Support