რას ნახავ ბლოგში Polygon Matic-თან დაკავშირებით
კრიპტოვალუტების დიდ და მუდმივად ცვალებად სამყაროში ერთი ქოინი გამოირჩევა სხვებისგან და მისი სახელია Polygon Matic. მისი უნიკალური ტექნოლოგიითა და თრეიდერებზე მორგებული მოხერხებულობით, დიდი ხანია რაც ამ კრიპტოვალუტამ უამრავი ინვესტორის, დეველოპერისა და ბლოკჩეინ ენთუზიასტის ყურადღება მიიპყრო.
ამ ბლოგში მარტივად აგიხსნით რას წარმოადგენს ცნობილი Polygon Matic, რომელ ბლოკჩეინზე მუშაობს ის, ასევე გაჩვენებთ მატიკის 5 საუკეთესო თვისებას.
გეტყვით როგორ იყიდო საქართველოში კრიპტოვალუტა Polygon Matic ყველაზე მარტივად და ხელმისაწვდომად და რა არის პოლიგონის სტეიკინგი, რომელიც დამატებითი პასიური შემოსავლის გაჩენაში დაგეხმარება.
რა არის Polygon Matic? - ინვესტორების ერთ-ერთი საყვარელი ქოინი
Polygon Matic-ის ქოინი, უფრო ფართოდ ცნობილი, როგორც მატიკი, არის ეთერიუმზე დაყრდნობილი კრიპტოვალუტა, საკუთარი პოლიგონ ქსელით. ქსელის მთავარი გამოწვევაა, მოაგვაროს ის პრობლემები, რაც ეთერიუმის ქსელზე დაფუძნებულ კრიპტოვალუტებს აქვთ - გაატაროს უფრო მეტი ინფორმაცია თითოეულ ბლოკში, რაც უზრუნველყოფს ტრანზაქციების სისწრაფესა და მეტ უსაფრთხოებას.
შესაბამისად, პოლიგონის ქოინი მომხმარებელს სთავაზობს სისწრაფეს, დაბალ საკომისიოებს, ჭკვიან კონტრაქტებსა და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებში (dApps)-ში გადახდის სისტემად დანერგვის შესაძლებლობას. სწორედ მატიკი არის პოლიგონის ეკოსისტემის მთავარი ქოინი და მამოძრავებელი ძალა.
რა პლიუსები აქვს Polygon Matic-ის ბლოკჩეინს?
მატიკის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება მისი ტრანზაქციების მოცულობაა, რაც ბლოკჩეინ ქსელს და ქოინს უფრო სწრაფს ხდის. Layer 2-ის დანერგვით, კრიპტოვალუტა უფრო მეტ ტრანზაქციას ინახავს ბლოკჩეინის ერთ ბლოკში, რაც ზრდის გადარიცხვების სისწრაფეს და მომხმარებელს აღარ უწევს დიდხნიანი ლოდინი, მეორე მხრივ კი - დაბლა წევს საკომისიოს ფასს.
ამ თვისებების გაერთიანებით, მატიკი იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ყოველდღიურ კრიპტო გადარიცხვებს აწარმოებენ ძალიან მიმზიდველი კრიპტოვალუტა ხდება.
გარდა კრიპტო თრეიდერებისა, მატიკი მოსახერხებელი კრიპტოვალუტაა დეველოპერებისთვისაც. ისინი იყენებენ ქოინს სხვადასხვა დეცენტრალიზებული აპლიკაციების საგადახდო სისტემების შესაქმნელად და არა-მარტო. მატიკი გამოიყენება გეიმინგ ინდუსტრიაში, NFT ბაზარზე და ა.შ.
რა არის Polygon Matic-ის 4 გამორჩეული უპირატესობა?
მოცულობა: პოლიგონი აუმჯობესებს ეთერიუმის და მასზე დაფუძნებული კრიპტოვალუტების პრობლემას, რომელიც სისწრაფესა და მაღალ საკომისიოებს ეხება. ერთ ბლოკში მოცულობის გაზრდით, პოლიგონს შეუძლია წამში ათასობით ტრანზაქციის გადატანა რაც საბოლოო ჯამში ამცირებს ტრანზაქციისთვის საჭირო დროს და საკომისიოებს წევს დაბლა.
დაბალი საკომისიოები: უამრავი კრიპტო ენთუზიასტი სწორედ დაბალი საკომისიოების გამო ანიჭებს უპირატესობას პოლიგონ მატიკს. თუ შენ კრიპტოვალუტებს ყოველდღიური ტრანზაქციებისას იყენებ, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ საკომისიოებში რაც შეიძლება მინიმალური თანხა დაგეხარჯოს, სწორედ აქ ასრულებს მთავარ როლს პოლიგონი.
დადასტურების სწრაფი დრო: Layer 2-ის არქიტექტურამ, რაც ქსელის განახლებას ნიშნავს, შესაძლებელი გახადა გაეზარდა ბლოკჩეინის ბლოკის მოცულობა და შესაბამისად ერთჯერადად გატარებული ტრანზაქციების რაოდენობა. ეს ყველაფერი კი, სისწრაფეს ნიშნავს.
მრავალფუნქციურობა: პოლიგონის ერთ-ერთი გამორჩეული თვისებია არის სხვა ქსელებთან და კრიპტოვალუტებთან შეთავსებულობა. ეს ფუნქციონალი განსაკუთრებით კარგად მუშაობს ეთერიუმზე დაყრდნობილ სხვადასხვა კრიპტო აქტივთან მიმართებით.
როგორ ვიყიდო Polygon Matic საქართველოში ყველაზე მარტივად?
თუკი პოლიგონის ყიდვა მოგინდა, მაშინ კრიპტო ბირჟები დაგეხმარებიან. ისინი ციფრული აქტივების, ანუ კრიპტოვალუტების შეძენისათვის ყველაზე სწრაფ და მარტივ გზას წარმოადგენენ.
Cryptal-ზე MATIC-ის შეძენა სულ რამოდენიმე კლიკით არის შესაძლებელი, თუმცა სანამ ამ ფუნქციით ისარგებლებ, აუცილებელია მარტივი რეგისტრაციის პროცესის გავლა.
დარეგისტრირების შემდგომ, შენ გაქვს ორი არჩევანი, რომლის დახმარებითაც კრიპტოვალუტას იყიდი. ორივე მეთოდი ერთნაირი სიმარტივითა და კომფორტით გამოირჩევა:
ათავსებ მოთხოვნას, რომ გინდა შენთვის სასურველი რაოდენობის MATIC შეიძინო წინასწარ განსაზღვრული ფასის დიაპაზონში, რა დროსაც ბირჟა უზრუნველყოფს შენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მეორე მხრიდან შესაბამისი ადამიანის გამოჩენით, ანუ თრეიდერების დაკავშირებით, რომლებსაც ერთი მხრივ ყიდვა, მეორე მხრივ კი გაყიდვა სურთ.
თუ გამოცდილი თრეიდერი ხარ, ან რეგულარულად გეგმავ კრიპტოვალუტებით ვაჭრობას, ბირჟა საუკეთესო ვარიანტია. აქ შეგიძლია ფასების გადათამაშებით საუკეთესო პოზიცია შეარჩიო და შენთვის ყველაზე მომგებიანი ფასით იყიდო ან გაყიდო რომელიმე ქოინი.
კონვერტაციის ფუნქციონალის გამოყენებისას, შენ, რომელსაც MATIC ყიდვა ან გაყიდვა გსურს, არ გიწევს ლოდინი, სანამ მეორე მხარეს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
სანაცვლოდ, კრიპტო ბირჟისაგან ფიქსირებულ ფასად ყიდულობ ან ყიდი სასურველი რაოდენობის კრიპტოვალუტას და მას მომენტალურად იღებ საკუთარ ციფრულ საფულეში.
თუ დამწყები თრეიდერი ხარ და პირველად ყიდულობ კრიპტოვალუტას, ან უბრალოდ სწრაფად გინდა მიიღო კრიპტო ან fiat ვალუტა, მაშინ კონვერტაცია უდავოდ საუკეთესო არჩევანია.
შეჯამება: პოლიგონ მატიკი, როგორც მრავალფუნქციური კრიპტოვალუტა
პოლიგონ მატიკი კრიპტოვალუტებისა და დეცენტრალიზებული აქტივების კუთხით საგრძნობ ევოლუციურ პროგრესს წარმოადგენს.
სისწრაფის გაზრდისა და საკომისიოების შემცირების წყალობით, ის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კრიპტოვალუტად იქცა, რომელსაც როგორც კრიპტო ენთუზიასტები, ასევე ვებ დეველოპერები საკმაოდ ხშირად იყენებენ.
დამატებით კი, ის სტეიკინგისა და საინვესტიციო პოტენციალის წყალობით, დიდი მოგების მიღების შესაძლებლობასაც იძლევა კრიპტო ინვესტორებისათვის.