რას გაიგებ Stellar (XLM)-ის შესახებ?
2014 წელს, ჯედ მაკალებისა და ჯოის კიმის წყალობით შეიქმნა კრიპტოვალუტა სახელად სტელარი. ქოინ რიპლის მაგალითზე შექმნილი სტელარი ღია დეცენტრალიზებული პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო გადარიცხვებს. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის წყალობით კი, სტელარი სარგებლობს თანამედროვეობის ყველა უპირატესობით, მისი ციფრული აქტივის სახელი კი ლუმენია (Lumen).
ამ ბლოგში გაიგებ, რა არის სტელარი, როგორც კრიპტოვალუტა, რას წარმოადგენს ლუმენი, რა გამოყენება აქვს მის ბლოკჩეინს და როგორ იყიდო ის საქართველოში ყველაზე მარტივად.
რა არის Stellar (XLM)?
სტელარი არის ციფრული ქსელი, რომელიც შექმნილია საერთაშორისო გადარიცხვების გამარტივებისათვის. მისი დახმარებით შესაძლებელია ისეთ აქტივების სტელარში დაკონვერტირება და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაგზავნა, როგორიც ტრადიციული ვალუტაა, იქნება ის ა.შ.შ დოლარი თუ არგენტინული პესო, ან სულაც ისეთი აქტივები, როგორიც უძრავი ქონება და სხვა მისნაირია. მოკლედ რომ ვთქვათ, პროექტ სტელარის ხედვა არის სამყაროს ერთ, დეცენტრალიზებულ და მარტივ საგადახდო სისტემაში გაერთიანება.
შექმნის დღიდან სტელარმა ბევრი რამ ნახა. მასზე საგრძნობი მოთხოვნა მას შემდგომ გახდა, რაც ყველაზე დიდმა სამხრეთ ამერიკულმა კრიპტო სავაჭრო პლატფორმა Mercado Bitcoin-მა დაამატა საკუთარ პორტფელში. ამ ქმედებამ კრიპტო სამყაროში დომინოს ეფექტი იქონია და პლატფორმას სხვა დიდი კრიპტო ბირჟებიც მიყვნენ.
როგორც ვთქვით, სტელარის მიზანი არის ტრანზაქციების სწრაფად აღსრულება და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდი ან მოცულობითია რომელიმე გადარიცხვა. წარმოიდგინე სამყარო, სადაც მსოფლიოს ორ შორეულ წერტილში მყოფი კომპანიები მარტივად აგვარებენ საგადახდო პროცედურებს და არ იჭედებიან ბიუროკრატიულ ეტაპებზე - ამერიკული კომპანია შესრულებული სამუშაოსათვის ანაზღაურებას იღებს ინდონეზიური დამკვეთისაგან და ტრანზაქციას სტელარის პლატფორმის წყალობით სულ რამოდენიმე წამი სჭირდება.
სტელარის ბლოკჩეინი ფინანსური ინსტიტუტებისათვის, საგადახდო სისტემებისა და ინდივიდუალური პირებისათვის თამაშობს ერთგვარ ხიდის, გამტარის როლს. მისი ეფექტურობა, სიჩქარე და ხელმისაწვდომობა კი, შეუცვლელ როლს თამაშობს დეველოპერებისათვის და სხვა ყველა ადამიანისთვის, რომელიც ფინანსურ და ბლოკჩეინ სფეროებს იყენებს.
დღეს, სტელარი Coinmarketcap-ის მონაცემებით TOP 30 კრიპტოვალუტაში ხვდება, მისი ქოინი ლუმენი კი განაგრძობს გავრცელებას და უამრავი ადამიანის ციფრულ საფულეში მოხვედრას.
ქოინის შეძენა დღევანდელი მონაცემებით $0.1126 არის შესაძლებელი, მისი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კი, $3 მილიარდს სცდება.
საინტერესო ფაქტები სტელარის შესახებ:
- ინფლაცია და სტელარი: გაშვებიდან რამოდენიმე წელში სტელარის ქსელში დაემატა ერთი ფუნქცია, რომელიც XLM-ის მიწოდებას ავტომატურად ყოველწლიურად 1%-ით ზრდიდა, თუმცა ინფლაციური ხასიათიდან გამომდინარე, 2019 წელს სტელარის საზოგადოებაში ჩატარებული გამოკითხვის წყალობით, ეს ფუნქცია ამოიღეს, XLM-ის დიდი რაოდენობა კი „დაწვეს“.
- სტელარი და იბიცა: 2017 წელს სტელარმა ესპანურ კურორტ იბიცაზე წვეულება მოაწყო. ეს კრიპტოვალუტების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად გაკეთდა, ხოლო წვეულების მონაწილეებს სხვადასხვა სასმლის ყიდვა ლუმენის (XLM)-ის გამოყენებით შეეძლოთ.
- პარტნიორობა: სტელარი ფინანსურ სამყაროში და არა მხოლოდ, უამრავ დიდ კომპანიასთან პარტნიორობს, სახელებს შორის ისეთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლები გვხვდებიან, როგორიც თუნდაც IBM არის, რომელთან ერთადაც სტელარი გადახდების დახვეწაზე მუშაობს.
რა არის სტელარის ბლოკჩეინი?
სტელარი, კრიპტო ინდუსტრიაში გავრცელებული სხვა ქსელების მსგავსად, ყველა ტრანზაქციას ღია, დეცენტრალიზებულ ჟურნალში ინახავს. ერთხელ შეყვანილი ინფორმაცია კი, თითქმის შეუძლებელია რომ ვინმემ შეცვალოს.
სტელარის მთელი პოტენციალი, მის ტექნოლოგიაში დევს. ყველას შეუძლია ქსელში ჩართვა, როგორც ვალიდატორს, ამით კი მონაწილე ხელს უწყობს ბლოკჩეინის უსაფრთხოებისა და დეცენტრალიზებული ბუნების განვითარებას. ხოლო გარკვეული მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად, სტელარის ეკოსისტემაში დაწესებულია მინიმალური გადასახადი ყოველი განხორციელებული ოპერაციისათვის.
როგორც ყველა ბლოკჩეინ პროექტს, სტელარსაც დეცენტრალიზებული ბუნება აქვს, სადაც ტრანზაქციები შეთანხმების პრინციპის მიხედვით დასტურდება. ცენტრალიზებული სისტემებისაგან განსხვავებით, სტელარის ბლოკჩეინში საჭიროა, რომ ტრანზაქცია მასში ჩართულმა კომპიუტერებმა, ანუ ვალიდატორებმა დაამოწმონ.
რომ შევაჯამოთ, სტელარის ქსელი არის დეცენტრალიზებული სისტემა, სადაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ის ადამიანები, რომლებიც სწორედ ამ დეცენტრალიზებულობას უზრუნველყოფენ მათი ქსელში ჩართულობით და ყოველი ტრანზაქციის ავთენტურობის დადასტურებით. ამით, გამოირიცხება ყველა ქმედება, რაც აქტივებით მანიპულაციას იწვევს და დამატებით, ქსელი ინარჩუნებს დეცენტრალიზებულობას, სადაც შეუძლებელია „წესრიგი“ ერთმა ინდივიდმა აიღოს ხელში და საფრთხე შეუქმნას ეკოსისტემის ფუნქციონირებას.
რატომ არის სტელარის ბლოკჩეინი სასარგებლო?
საკუთრების ტოკენიზაცია - ტოკენიზაცია, თანამედროვე ბლოკჩეინ ქსელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. სხვადასხვა ღირებული აქტივის ტოკენში გადაკონვერტირებით, იქნებიან ისინი ფული, აქციები, პერსონალური ინფორმაცია თუ სხვა, მარტივდება მათი გადატანა და შენახვა. შესაძლოა ეს ყველაფერი მომავლიდან მოსულ ტექნოლოგიად ჩანდეს, თუმცა ეს რეალობა სწორედაც დღევანდელობაა.
ტოკენიზაციის ერთ-ერთი საინტერესო ფუნქცია აქტივის კოლექტიურ ფლობაშია. წარმოიდგინე, რომ მიქელანჯელოს, ან სხვა რომელიმე მხატვრის ტილო არ ეკუთვნის ერთ ადამიანს, არამედ ის ეკუთვნის უამრავ თრეიდერს, შესაბამისად მათ შეუძლიათ ნახატის თავიანთი წილი, ანუ პატარა მონაკვეთი, ისე წარმართონ, როგორც სურთ. თანამედროვე არტისტებს სტელარის წყალობით ნამუშევრის ტოკენიზაცია და მოგების გაზრდა მარტივად შეუძლიათ.
საერთაშორისო ტრანზაქციები - ბლოკჩეინი და განსაკუთრებით სტელარის ბლოკჩეინი, არიან პასუხი საერთაშორისო ტრანზაქციების დაბრკოლებებზე. იქაც, სადაც ტრადიციული საბანკო სექტორები განვითარებული არ არის, სტელარის წყალობით შეუძლიათ სხვადასხვა ტრანზაქციის მარტივად და იაფად განხორციელება.
ეკოსისტემა მარტივია, ტრანზაქციების გაკეთება კი ყველასათვის ხელმისაწვდომი მაშინ, როდესაც არ არსებობს ცენტრალიზებული სისტემა. სტელარის ქსელში განხორციელებული გადარიცხვები კი, სიიაფით გამოირჩევა, სადაც საშუალო საკომისიოს ფასი $0.0000006 შეადგენს.
P2P გადარიცხვები - P2P გადარიცხვები ნიშნავს, რომ ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანს პირდაპირ გადაურიცხოს საკუთარი აქტივი, ყოველგვარი შუამავლის გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა, ონლაინ შოპინგით ხარ დაკავებული თუ რაიმე მარტივს ყიდულობ მაღაზიიდან, სტელარის P2P სისტემა ყველაფერს გიმარტივებს მაშინ, როდესაც ციფრულ საფულეში საჭირო რაოდენობის XLM გაქვს. ქსელში შეგიძლია P2P ანგარიში შექმნა, როგორც ინდივიდმა, ასევე ბიზნესმა და სწორედ იქ აწარმოო გადარიცხვები და მიღებები, მარტივად, სწრაფად და იაფად.
როგორ ვიყიდო სტელარი?
არ აქვს მნიშვნელობა, სულ ახლახან დგამ პირველ ნაბიჯებს უზარმაზარ კრიპტო ოკეანეში თუ უკვე დაგიგროვდა დიდი გამოცდილება კრიპტოვალუტებით ვაჭრობისას, ონლაინ კრიპტო სავაჭრო პლატფორმები არის საუკეთესო გზა იყიდო სტელარი და სხვა კრიპტოვალუტები.
კრიპტალი კი, საქართველოში პირველი კრიპტო ბირჟა, ამის გასაკეთებლად ორ მარტივ და მოსახერხებელ გზას გთავაზობს.
დამატებით, კრიპტალის დახმარებით შენს მიერ ნაყიდ სტელარს ნებისმიერ მისამართზე გაიტან ან გადაურიცხავ სხვას სრულიად უპროცენტოდ, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.
- კონვერტაცია: ხშირად, კრიპტო სამყარო შენგან სწრაფ მოქმედებას მოითხოვს. კრიპტალის კონვერტაცია კი, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არის განკუთვნილი. ბაზრის სწრაფი ცვალებადობიდან გამომდინარე, შესაძლოა უცბად მოგიწიოს რომელიმე აქტივის ყიდვა და კონვერტაცია ამაში გეხმარება, დამატებით კი, შენ არ გჭირდება რომ იყო პროფესიონალი თრეიდერი, ეს ფუნქცია გამოსადეგია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დამოუკიდებლად სულაც პირველად ყიდულობენ კრიპტოვალუტას.
კონვერტაციით შენ შეგიძლია XLM იყიდო TOGEL, TOUSD ან TOEURO-ს დახმარებით, ან საერთოდაც კრიპტოვალუტა პირდაპირ სხვა კრიპტოვალუტით იყიდო.
- Spot ბირჟა: არის ბაზრის მსგავსი ადგილი. აქ შენ უკავშირდები სხვა შენნაირ თრეიდერებს, რომლებსაც კრიპტოვალუტების ყიდვის ან გაყიდვის სურვილი აქვთ, ჩვენს შემთხვევაში კი - XLM-ის მიღება უნდათ. დადებ შენს ყიდვის ბრძანებას, თუ რა რაოდენობის სტელარი გინდა და რა ფასში ხარ მზად ის იყიდო, შემდგომ კი ელოდები, როდესაც გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მზად არის მოთხოვნილი რაოდენობის კრიპტო დაგითმოს შენს მიერ შეთავაზებულ ფასად.
Spot ბირჟა კრიპტოვალუტაზე შენთვის საინტერესო ფასის მისაღებად იდეალური ადგილია, თუმცა გაითვალისწინე, რომ იგი განკუთვნილია შედარებით გამოცდილი თრეიდერებისათვის.
სტელარი - სწრაფი და მოსახერხებელი კრიპტო კრიპტალზე
2014 წელს, ჯოის კიმისა და ჯებ მაკალების მიერ შექმნილი სტელარი სულ უფრო მეტ პოპულარობას კრეფს. მათი განვითარების გზა ნამდვილად მისაბაძია, ხოლო პროექტი იმედის მომცემი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტელარი ისეთ დიდ კომპანიებთან დაპარტნიორდა, როგორებიც IBM და Deloitte არიან.
ბლოკჩეინის უნიკალური დეცენტრალიზებული ბუნება და სტელარის ფუნქციონალი, რომ გადალახოს თანამედროვე ეკონომიკური და ბიუროკრატიული ბარიერები, ბევრი თრეიდერისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. P2P ფუნქციონალი კი, ჩვეულებრივი ადამიანებისათვის, რომლებიც ყოველდღიურ გადახდებს ახორციელებენ, ნამდვილად მოსახერხებელი და იაფი შესაძლებლობაა გადაიხადონ სხვადასხვა აქტივები დაუბრკოლებლად, ქვეყნების საზღვრების მიუხედავად.
ხოლო თუ ამ კრიპტოვალუტის ყიდვა მოგინდა, ყველაზე მარტივად და იაფად კრიპტალზე შეძლებ, როგორც კონვერტაციის, ისე Spot ბირჟის დახმარებით.