რას გაიგებ კრიპტოვალუტა the Graph (GRT)-ის შესახებ?
The Graph-ის შემქმნელები არიან Yaniv Tal, Jannis Pohlmann და Brandon Ramirez, რომლებმაც 2018 წელს შეიმუშავეს პროექტი დეველოპერული ხელსაწყოების გასამართად და ამ სექტორთან დაკავშირებული სხვადასხვა კრიპტო ტრანზაქციების განსახორციელებლად.
პროექტის გაშვებიდან მომდევნო წლების განმავლობაში Graph-მა დიდი პოპულარობა მოიპოვა, ჯერ კიდევ 2019 წელს დამფუძნებლებმა $19.5 მილიონის მოგება მიიღეს გრაფის ტოკენების გაყიდვით, ხოლო 2020 წლის ოქტომბერში ინვესტირების გზით $10 მილიონამდე ააგროვეს პროექტის განსავითარებლად.
თუმცა, ამას გარდა, რა არის The Graph (GRT), რა დანიშნულება აქვს მას და როგორ იყიდი კრიპტოს? ამ ყველაფერზე პასუხს ამ ბლოგში გაიგებ.
რა არის The Graph (GRT) და მისი კრიპტოვალუტა?
The Graph არის ღია პროგრამული პლატფორმა, რომლის მიზანიც სხვადასხვა ბლოკჩეინებიდან ინფორმაციის მოძიება, შეგროვება და მომხმარებლისთვის გამარტივებულად მიწოდებაა. კრიპტოვალუტაცა და პლატფორმაც ეთერიუმის ბლოკჩეინზეა დაფუძნებული და ის დეველოპერებს ეხმარება მონაცემების შეგროვებაში და შემდგომ მისი მეშვეობით დეცენტრალიზებული აპლიკაციების გამართვაში.
სხვადასხვა ბლოკჩეინებიდან მოძიებულ ინფორმაციას პლატფორმა სურვილისამებრ შესაბამის კატეგორიებში ახარისხებს, რომლებსაც Subgraph-ები ჰქვიათ. ეს უნიკალური არქიტექტურა კი, სიმარტივესა და დიდ ფუნქციონალს სთავაზობს ნებისმიერ მომხმარებელს.
The Graph-ის მიერ გამოყენებული ერთ-ერთი პროგრამული ენა GraphQL არის, რომელსაც თავის დროზე პლატფორმა Facebook-იც იყენებდა მომხმარებლების ინფორმაციის დამუშავებასა და გაანალიზებისთვის. დამატებით კი, The Graph-ის ქსელში ჩართული არიან ადამიანები, რომლებსაც დელეგატორები და ინდექსერები ეწოდებათ და ისინიც თავის მხრივ ინფორმაციის დამუშავებას უწყობენ ხელს.
გრაფის ქსელი აერთიანებს რამოდენიმე მხარეს, როგორც დეველოპერებს, ისე ინდექსერებსა და დელეგატორებს და დამატებით ინვესტორებს, რომლებიც კრიპტოვალუტას ყიდულობენ, ამ მხრივ ის საკმაოდ მრავალმხრივი პროექტია.
როგორც ვახსენეთ, ქსელის მთავარი კრიპტოვალუტა ამავე სახელწოდების The Graph-ია, რომელიც ხშირად შემოკლებული სახელით, GRT-ით გვხვდება. GRT მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკოსისტემის გამართულად მუშაობაში - ინდექსერებს, დელეგატორებს თუ ნებისმიერს, ვისაც ქსელში ჩართვის სურვილი აქვს, GRT-ის დასტეიკება მოუწევთ, ანუ კრიპტოვალუტის გარანტად დადება, რომ ისინი ნამდვილად პირნათლად შეასრულებენ თავიანთ დაკისრებულ როლებს და სანაცვლოდ სარგებელსაც გამოიმუშავებენ ბლოკჩეინის შიგნით განხორციელებული სხვადასხვა ქმედებისათვის.
როგორ მუშაობს The Graph (GRT)?
მაშინ, როდესაც დეცენტრალიზებული ფინანსები და კრიპტოსამყარო სულ უფრო პოპულარული ხდება, იზრდება The Graph-ის პროტოკოლის როლიც. ეს პროტოკოლი კი დეველოპერებსა და ქსელში ჩართულ ადამიანებს საშუალებას აძლევს უფრო ხარისხიანი დეცენტრალიზებული აპლიკაციები შექმნან და პარალელურად კრიპტო ეკოსისტემის წყალობით გამოიმუშაონ სარგებელი.
ეკოსისტემის შუაგულში მდებარეობს ტექნოლოგია, რომელსაც Graph Node ეწოდება და ის პასუხისმგებელია ქსელის მონაწილეების მიერ დალაგებული და დამუშავებული ინფორმაციის სისწორეზე. GRT ტოკენი კი, გამოიყენება როგორც ქსელის შიგნით გადახდის საშუალებად.
ხოლო ქსელის მთავარი შემადგენელი წევრები დელეგატორები, ინდექსერები და კურატორები არიან, რომლებიც სხვადასხვა გაწეული სერვისის სანაცვლოდ იღებენ სწორედ ამ GRT ტოკენებს. აქტივების გამომუშავების სურვილი კი, მონაწილეებს მუდმივად უბიძგებს რომ ქსელს მიაწოდონ სწორი და ზუსტი ინფორმაცია, პარალელურად კი იზრუნონ API-ის მუდმივ გაუმჯობესებაზე.
ტოკენის მიღების ერთ-ერთი საშუალება Graph-ის ქსელის ფარგლებში შექმნილი Subgraph-ებია, ანუ სწორად დახარისხებული ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა ბლოკჩეინიდან მოიძიეს მომხმარებლებმა.
ამ იერარქიაში ინდექსერები ანაწილებენ GRT ტოკენებს, როგორც სწორად შესრულებული დავალების სანაცვლოდ მიღებულ გასამრჯელოს.
The Graph-ს 10 მილიარდი GRT ტოკენი აქვს განსაზღვრული ჯამური ტოკენების რაოდენობად, შესაბამისად მიღებული ჯილდოსათვის, ანუ ინდექსირებისათვის ახალი ტოკენები გენერირდება. ყოველწლიური GRT-ის გამოშვება 3%-იან ზღვარზეა დადგენილი, თუმცა საჭიროებისამებრ მისი ცვლილება შესაძლებელია. ეკოსისტემის სტაბილურობისთვის კი, Graph-ის პროტოკოლი კურატორებზე დაწესებული საკომისიო გადასახადის 1% წვავს, ბალანსის შესანარჩუნებლად და ინფლაციური რისკების თავიდან ასაცილებლად.
როგორ შეიძლება The Graph (GRT) გამოვიყენო?
როგორც ვახსენეთ, The Graph-ის ქსელის მთავარი ფუნქცია დეცენტრალიზებული აპლიკაციების შემუშავება და განვითარებაა, გარდა ამისა - სხვადასხვა ბლოკჩეინებიდან ინფორმაციის ამოღება, მათი დამუშავება და შესაბამისად დახარისხება.
დელეგატორები, თავიანთ საკუთრებაში არსებულ GRT ტოკენებს ასტეიკებენ ინდექსერების მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებიც თავის მხრივ კეტავენ აქტივებს მანამ, სანამ დელეგატორები ეკოსისტემაში თავიანთ როლს არ შეასრულებენ, შემდგომ კი ისინი იბრუნებენ ტოკენებს და პლიუს იღებენ გასამრჯელოს. ხოლო კონსუმერები, ანუ მომხმარებლები, ქსელთან დაკავშირებული სერვისების სანაცვლოდ GRT ტოკენებით გადახდებს ახორციელებენ.
თუკი დეველოპერი ხარ და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებზე მუშაობ, GRT ტოკენი და The Graph-ის ეკოსისტემა საშენო იყოს, რადგან შეძლებ რომ სხვადასხვა ბლოკჩეინებისგან ამოიღო ინფორმაცია, ყველაზე კარგი თვისებები და შენზე მორგებულად დაამუშაო.
როგორ შევძლებ The Graph კრიპტოვალუტის ყიდვას?
თუკი GRT ტოკენის ყიდვა სწრაფად და მოსახერხებლად გინდა, კრიპტოვალუტების ბირჟებს უნდა მიმართო. ბაზარზე უამრავი ონლაინ სავაჭრო პლატფორმაა წარმოდგენილი და შენ მაქსიმალურად შენზე მორგებული უნდა შეარჩიო. ოპტიმალური კრიპტო ბირჟები ინდივიდუალურ მოთხოვნებზეა დამოკიდებული, თუმცა არსებობს რამოდენიმე ზოგადი პარამეტრი, რომელსაც პლატფორმა უნდა აკმაყოფილებდეს, ესენია სწრაფი ტრანზაქციები, მოსახერხებლობა და დაბალი საკომისიოები. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, შესაძლოა კრიპტალი გამოგადგეს.
კრიპტალზე კრიპტოვალუტებისა და GRT ტოკენის ყიდვის ორი მარტივი და სწრაფი გზა არსებობს: კონვერტაცია და Spot ბირჟა.
- კონვერტაცია: როდესაც სისწრაფე შენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ კონვერტაციის ფუნქცია უნდა გამოცადო, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას კრიპტოვალუტები რამოდენიმე წამში იყიდო.
კონვერტაციის დახმარებით შეგიძლია კრიპტოვალუტა GRT გადაცვალო სხვადასხვა ფიატ აქტივში ან პირდაპირ კრიპტოში.
- Spot ბირჟა: მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, რომ ერთმანეთს დაუკავშირდნენ და წინასწარ შეთავაზებული გარიგებების საშუალებით კრიპტოვალუტები ან ფიატ აქტივები ერთმანეთში გადაცვალონ. შენ უთითებ, თუ რა ფასად ხარ მზად იყიდო სასურველი რაოდენობის GRT ტოკენი, საპირისპიროდ კი ბირჟაზე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ამ პირობებით მზად არის საკუთარი აქტივები დაგითმოს და მოგყიდოს.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინო, რომ ბირჟა განკუთვნილია შედარებით გამოცდილი თრეიდერებისათვის, რომლებსაც აქცენტი არა სისწრაფეზე, არამედ საუკეთესო კურსზე აქვთ.
როგორ შევინახო კრიპტოვალუტა The Graph (GRT)?
როგორც ზემოთ ვახსენეთ, GRT არის ERC-20 ტოკენი, შესაბამისად მისი შენახვა ყველა კრიპტო საფულეშია შესაძლებელი, რომელიც ეთერიუმის ქსელზეა მორგებული ან ERC-20 ტოკენების მხარდაჭერა აქვს. GRT მფლობელებს დიდი გასაქანი აქვთ აირჩიონ სასურველი საფულე, იქნება ის მობილური, ონლაინ თუ სხვა ნებისმიერი სტილის.
მეტი უსაფრთხოებისთვის შესაძლებელია ოფლაინ საფულეების გამოყენება, რომლებიც ქსელთან არ არიან დაკავშირებული. ასეთი პოპულარული ალტერნატივებია Ledger Nano S და Trezor One. ეს საფულეები მომხმარებლებს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს და უამრავ დაცვის სისტემას სთავაზობენ, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ საკმაოდ ორივე მათგანი საკმაოდ ძვირია.
თუკი მოქნილობა და მუდმივად ხელმისაწვდომობა გინდა, მაშინ შეიძლება კრიპტალის საფულე გამოგადგეს, სადაც ყოველგვარი დამატებითი და ზედმეტი გადასახადის გარეშე შეგიძლია შეინახო შენი GRT ტოკენები განუსაზღვრელი ვადით.