რუბრიკაში, სადაც კვირის სხვადასხვა წარმატებულ კრიპტოვალუტებზე ვსაუბრობთ დადგა შემდეგი მონაწილის დრო, რომელსაც ტრონი ჰქვია.
კრიპტო სამყაროში უამრავი რევოლუციური და საინტერესო პროექტი გვხვდება, როგორც კრიპტოვალუტების, ისე ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სახით. გამონაკლისი თავისი უნიკალურობითა და სარგებლიანობით არც ტრონია.
ამ ბლოგში ნახავ თუ რა არის ეს კრიპტოვალუტა, რა ბლოკჩეინს იყენებს ტრონი, რაში გამოგადგება ის და რატომ ითვლება მომავლის კრიპტოვალუტად. თანაც ამ ყველაფერს მარტივად მოგიყვებით.
რა არის ტრონი, ანუ მომავლის კრიპტო?
კრიპტოვალუტების მრავალფეროვან სამყაროში რთულია გამორჩეული პროექტი შექმნა, თუმცა ჯასტინ სანმა ეს ნამდვილად მოახერხა და ტრონი დღეს, კრიპტო ეკოსისტემაში ახალ სიტყვას ამბობს.
ის არის დეცენტრალიზებული ბლოკჩეინ ოპერატიული სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს ერთი ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს სისტემის მუშაობას, არამედ მასში ერთნაირად ჩართულია ყველა ის მოქმედი პირი და მოწყობილობა, რომელიც ტრონის კრიპტოვალუტას ფლობს.
როგორ ხდება ეს? - ტრონის უნიკალური ეკოსისტემის მეშვეობით. მარტივად რომ ვთქვათ, ბლოკჩეინი იყენებს პრინციპს, რომელსაც ჰქვია delegated proof-of-stake (DPoS) მექანიზმი. ქსელში ჩართული მომხმარებლები ყოველ ექვს საათში ერთხელ ირჩევენ 26 სუპერ დელეგატს, რომელთა მოვალეობაც ბლოკჩეინის სტაბილურ მუშაობაზე მეთვალყურეობაა, სანაცვლოდ კი, ისინი TRX კოინებს იღებენ.
დეცენტრალიზებულობა ტრონს ინვესტორებისთვის მიმზიდველ, ხოლო კრიპტო მოყვარულებისათვის უსაფრთხო ბლოკჩეინ სისტემად აქცევს, რაც თანამედროვე სამყაროს პირობებში მნიშვნელოვანია. მომავალში კი, სადაც ტექნოლოგიები სინათლის სისწრაფით ვითარდებიან, შენი ფინანსების დაცულობა კიდევ უფრო მეტად კრიტიკული ხდება.
მომავალი სამყაროს სულ უფრო გაციფრულებასთან ერთად, არ აქვს მნიშვნელობა საქმე სერვისებს ეხება თუ რაიმე პროდუქტს, ისინი ჩვენს კომპიუტერებში და სხვადასხვა ციფრულ გაჯეტებში ერთიანდებიან. ტრონს კი აქვს შესაძლებლობა, მომავლის მოთხოვნილებებს ფეხი აუბას და ინოვაციური ტექნოლოგიაც შესთავაზოს მომხმარებლებს, რომელთა სულ უფრო მეტი ნაწილის ატარებს დროს სხვადასხვა ეკრანიან მოწყობილობასთან ერთად.
თავდაპირველად ტრონი დაფუძნებული იყო ეთერიუმის ბლოკჩეინზე და მოიაზრებოდა, როგორც ERC-20 ტოკენი, თუმცა უკვე 2018 წელს ტრონი საკუთარ ბლოკჩეინზე გადავიდა, რომელსაც იმავე სახელი - ტრონი - ეწოდა.
ტრონი, როგორც ბლოკჩეინ სისტემა
ტრონს ტყუილად არ მოიხსენიებენ, როგორც მომავლის კრიპტო და ბლოკჩეინ სისტემას. სამყაროში, სადაც ვითარდება ხელსაწყოები, რომლებიც გვეხმარება ვაკეთოთ ჩვენთვის საყვარელი საქმიანობა, აუცილებელია ამ საქმიანობის სანაცვლოდ მივიღოთ „ჯილდო“ და ჩვენი შემოქმედება გავაცნოთ უამრავ ადამიანს.
სწორედ ამაში ეხმარება ტრონის ბლოკჩეინი ადამიანებს. მასზე შესაძლებელია შეიქმნას დეცენტრალიზებული აპლიკაციები, რომელსაც dApps ჰქვია და ასევე, მომზადდეს ჭკვიანი კონტრაქტები, გარდა ამისა ტრონის ბლოკში შეგვიძლია განვათავსოთ ჩვენს მიერ შექმნილი სხვადასხვა სერვისი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად რთულია ესა თუ ის ინფორმაცია, ტრონის ბლოკჩეინში ერთნაირი სიმარტივით აისახება ინოვაციური მომავლის აპლიკაციაც და უბრალოდ, კარგად ნაცნობი და საყვარელი მუსიკალური კომპოზიცია.
სიმარტივისთვის წარმოვიდგინოთ, რომ შენ ქმნი ძალიან კარგ მუსიკას, გინდა რომ შენი შემოქმედება სხვა ადამიანებს სწრაფად და უსაფრთხოდ გაუზიარო, სანაცვლოდ კი, გამოიმუშაო ციფრული აქტივები, ანუ კრიპტოვალუტა.
შენს ნამუშევარს განათავსებ ტრონის ბლოკჩეინზე, შემდგომ კი თავად სისტემა გეხმარება, ის სხვა ადამიანებამდე მივიდეს. გახსოვს? ტრონი ხომ დეცენტრალიზებული ქსელია, სადაც ერთდროულად უამრავი ადამიანი და მოწყობილობაა ჩართული, პარალელურად კი, როგორც ვახსენეთ, ტრონი სწრაფი და უსაფრთხო ციფრული ქსელია, ანუ შენი ციფრული საკუთრების უფლება გარანტირებულია, ხოლო გამჭვირვალობა უზრუნველყოფს იმას, რომ შენს შემოქმედებას უამრავი ადამიანი იხილავს.
თუ გამოჩნდნენ ისეთი მომხმარებლები, რომლებსაც შენი მუსიკა მოეწონათ და სანაცვლოდ ფულს, ჩვენს შემთხვევაში კი კრიპტოს გადაიხდიან, არც ეს არის პრობლემა, მომავალში ხომ ციფრული აქტივები გვაქვს? სწორედ ამიტომ ტრონის ბლოკჩეინი ფუნქციონირებს იმავე სახელწოდების კრიპტოვალუტის მეშვეობით, რომელსაც TRX ჰქვია.
ტრონი, როგორც კრიპტოვალუტა?
არ აქვს მნიშვნელობა, რაიმე სერვისსა და პროდუქტს ქმნი, კრიპტო თრეიდერი ხარ თუ უბრალოდ დამატებითი შემოსავალი გინდა გაიჩინო, ტრონი აუცილებლად გამოგადგება.
გახსოვს? ტრონის ბლოკჩეინი ადამიანებს უამრავ შესაძლებლობას აძლევს შექმნან და განათავსონ ქსელში მუსიკა, თამაშები, აპლიკაციები თუ სხვადასხვა რამ, სწორედ აქ, ტრონის სამყაროში გამოიყენება ტრონის კრიპტოვალუტა გადარიცხვებისა და გადახდებისთვის.
კრიპტალზე ტრონის ქსელის გამოჩენასთან ერთად შენ შეგიძლია Tron (TRX)მარტივი პროცესით და სულ რამოდენიმე კლიკით შეიძინო და თავად გამოსცადო, რამდენად სწრაფად და უსაფრთხოდ გადაგაქვს შენი კრიპტო აქტივები სასურველ მისამართზე.
ეს განსაკუთრებით გამოგადგება, თუ კონტენტ კრეატორი ხარ, ანუ ქმნი სერვისებსა და პროდუქციას, რომელიც შესაძლოა მომხმარებელმა იყიდოს. მაგრამ ტრონის საყიდლად კონტენტ კრეატორობა აუცილებელი არ არის და აქტივის ფლობისთვის გაცილებით სერიოზული მიზეზები გაქვს.
ის მნიშვნელოვანი კრიპტო აქტივია ინვესტორებისთვის, რომლებიც ყურადღებას დროის მოკლე პერიოდში მაღალ პროცენტულ ზრდას აქცევენ. ზოგადად, კრიპტოვალუტები გამოირჩევიან სარგებლიანობის მაღალი მაჩვენებლით, თუკი ამ სტატისტიკას დავუმატებთ უსაფრთხოებას, მივიღებთ ძალიან მოთხოვნად კრიპტო აქტივს, რომლის ფასებიც და საინვესტიციო პოტენციალიც საკმაოდ მიმზიდველი ხდება.
როგორ იყიდო TRX, ანუ ტრონი?
ტრონის საყიდლად შეგიძლია სხვადასხვა კრიპტო ბირჟებს მიმართო, რომელიც ციფრული აქტივების, ანუ კრიპტოვალუტების ყიდვისათვის ყველაზე მარტივ და სწრაფ გზას წარმოადგენენ.
გამონაკლისი არც კრიპტალზეა, სადაც TRX-ის შეძენა სულ რამოდენიმე კლიკით შეგიძლია. მანამდე კი გახსოვდეს, ბირჟაზე ვაჭრობისა და კონვერტაციის ფუნქციონალის გამოსაყენებლად საჭიროა უმარტივესი რეგისტრაციის პროცესის გავლა, თუ არ იცი ეს როგორ გააკეთო, ჩვენი ბლოგი დაგეხმარება:
რეგისტრაციის მარტივი პროცესის გავლის შემდგომ, შენ შეგიძლია ტრონის საყიდლად ორ მარტივ გზას მიმართო:
ბირჟა
ათავსებ მოთხოვნას, რომ მზად ხარ შენთვის სასურველი რაოდენობის ტრონი შეიძინო წინასწარ განსაზღვრული ფასის დიაპაზონში, რა დროსაც ბირჟა უზრუნველყოფს შენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მეორე მხრიდან შესაბამისი ადამიანის გამოჩენით, ანუ თრეიდერების დაკავშირებით, რომლებსაც ერთი მხრივ ყიდვა, მეორე მხრივ კი გაყიდვა სურთ.
კონვერტაცია
მარტივი კონვერტაციის ფუნქციონალის გამოყენებისას, მომხმარებელს, რომელსაც ტრონის ყიდვა ან გაყიდვა სურს, არ უწევს ლოდინი, სანამ მეორე მხარეს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
სანაცვლოდ, შენ კრიპტო ბირჟისაგან ფიქსირებულ ფასად ყიდულობ ან ყიდი სასურველი რაოდენობის კრიპტოვალუტას და მას მომენტალურად იღებ საკუთარ ციფრულ საფულეში.
შეჯამება
ტრონი, საკუთარი ბლოკჩეინ სისტემითა და კრიპტოვალუტით წარმოადგენს მომავალი ციფრული სამყაროს განუყოფელ ნაწილს, რადგან ის უზრუნველყოფს სწრაფ და უსაფრთხო ტრანზაქციებს.
კვირის გამორჩეულ ქოინებს შორის მოხვედრით კი, ის კიდევ ერთხელ ამტკიცებს რამდენად სარგებლიანია როგორც კონტენტ კრეატორებისათვის, ასევე უბრალოდ ინვესტორებისათვის, რომლებსაც სწრაფი მოგების მიღება სურთ თავიანთი აქტივების მაქსიმალური უსაფრთხოებითა და დაცულობით.