შესავალი: USDT - სტაბილური ქოინების ფლაგმანი
არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კრიპტოვალუტებმა ჩვენი ფინანსური სამყარო თავდაყირა დააყენეს და უამრავი ტიპის კრიპტოს შორის თავი სტაბილურმა კრიპტოვალუტებმა გამოიჩინეს.
მათი ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი Tether-ია, რომელსაც კრიპტო საზოგადოება უფრო კარგად USDT-ის სახელით იცნობს.
ამ ბლოგში მოგიყვებით რა არის USDT, ავხსნით იმას, თუ რატომ შეიქმნა ეს კრიპტო და ასევე, რა კონკრეტულ სარგებელს გთავაზობს შენ.
რა არის USDT (Tether)?
Tether, შემოკლებით კი USDT არის სტაბილური კრიპტოვალუტა, რომელიც პირველად 7 წლის წინ, 2014 წელს გამოჩნდა ასპარეზზე. მისი შექმნის მთავარი მიზანი ტრადიციულ საფინანსო სექტორსა და კრიპტოვალუტებს შორის არსებული დაშორების აღმოფხვრა იყო იმგვარად, რომ მომხმარებელს არ ჰქონოდა არჩევანი ერთი მხრივ fiat ვალუტებსა და მეორე მხრივ, კრიპტოვალუტების მიერ შემოთავაზებულ უპირატესობებს შორის.
USDT-ის გუნდმა, მისი ფასი ა.შ.შ დოლარის ფასს მიაბა, ისე, რომ კრიპტო აქტივის ფასი მუდმივად $1 უტოლდებოდეს, შესაბამისად ის სტაბილური კრიპტოვალუტაა.
USDT-ის უკან დგას კომპანია, რომელსაც Tether Limited ჰქვია. თუმცა კონკრეტული პიროვნებების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი და ისინი დღემდე ანონიმურ პერსონებად არიან, სწორედ ისე, როგორც ბიტკოინის შემქმნელი - სატოში ნაკამოტო.
თუმცა საინტერესოა ისიც, რომ Tether Limited-ის მშობლიური კომპანია iFinex, ასევე ფლობს ცნობილ კრიპტობირჟა Bitfinex-ს.
რა არის სტაბილური კრიპტოვალუტა, ანუ Stablecoin?
სტაბილური ქოინები კრიპტოვალუტების უნიკალური ტიპია. ისინი მიმართულნი არიან კრიპტოვალუტების არა-მყარი ბუნების აღმოსაფხვრელად და მუდმივად მიმაგრებულნი არიან სხვადასხვა სტაბილურ აქტივზე, იქნება ეს ა.შ.შ დოლარი, ოქრო თუ სხვა.
სხვადასხვა აქტივებით სტაბილური ქოინების გამყარება იძლევა იმის გარანტიას, რომ მათი ფასი სწრაფად არ დაეცემა და მუდმივად მყარად იქნება ერთ ნიშნულზე.
რა ბლოკჩეინზე მუშაობს USDT (Tether)?
თავდაპირველად კრიპტო დოლარი, ანუ USDT ცნობილი ბიტკოინის ქსელზე გაეშვა, თუმცა მას შემდგომ სტაბილურმა ქოინმა უამრავი ბლოკჩეინი გამოიცვალა.
დღეს, USDT-ის შევხვდებით, როგორც ეთერიუმის, ისე ტრონის და სხვადასხვა ტიპის ბლოკჩეინებზე.
მულტი-პროფილურობა USDT-ის მეტად მოსახერხებელ და კომფორტულ აქტივად აქცევს, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ისეთი კრიპტოვალუტისათვის, რომელიც ტრანზაქციებში და გადახდებში ხშირად გამოიყენება.
რა არის USDT (Tether)-ის დანიშნულება?
კრიპტოვალუტების სამყაროში USDT-ის რამოდენიმე მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს. ის წარმოადგენს კრიპტო აქტივს, რომელსაც თრეიდერები ვოლატილური რისკების აღმოსაფხვრელად იყენებენ. ხშირად, ის გამოიყენება წყვილში სხვადასხვა კრიპტოვალუტასთან, რათა ფასის ცვალებადობის რისკით გამოწვეული ფინანსური დანაკარგები თავიდან იქნას აცილებული.
დამატებით, USDT ხშირად გვხვდება ტრანზაქციებსა და გადახდებში, ვინაიდან იგი სტაბილური კრიპტოვალუტაა და ფასს მუდმივად ერთ ნიშნულზე ინარჩუნებს.
რა უპირატესობები აქვს USDT-ის?
- ფასის სტაბილურობა
როგორც გავიგეთ, USDT მიმაგრებულია ა.შ.შ დოლარის კურსს და შესაბამისად იგი მუდმივად $1-ის ექვივალენტია. - სისწრაფე და მოხერხებულობა
როგორც წესი, USDT-ის ტრანზაქციები უფრო სწრაფი და მოსახერხებელია, ვიდრე ტრადიციული საბანკო გადარიცხვები, შესაბამისად საერთაშორისო ოპერაციებისთვის USDTშესაძლოა გაცილებით სასურველი აქტივი იყოს, ვიდრე ტრადიციული ა.შ.შ დოლარი. - ლიკვიდურობა
USDT თითქმის ყველა კრიპტო ბირჟაზეა ხელმისაწვდომი, როგორც გასაყიდად, ისე საყიდლად, შესაბამისად თრეიდერს მისი სწრაფად გადაცვლის პრობლემა არასდროს ექმნება. - დეცენტრალიზებულობა
USDT-ის მრავალპროფილურობა და მისი, როგორც სხვადასხვა ბლოკჩეინზე ოპერირება იძლევა მყარ დეცენტრალიზებულობასა და დაცვის სისტემებს. - ანონიმურობა
მიუხედავად იმისა, რომ USDT-ის ყოველი ტრანზაქცია ბლოკჩეინში სამუდამოდ იწერება, ა.შ.შ დოლარისაგან განსხვავებით იგი სრულიად ანონიმური აქტივია და არსად ჩანს, თუ ვინ გადარიცხა აქტივები.
როგორ ვიყიდო USDT ყველაზე მარტივად?
თუ USDT-ის ყიდვა, ან სულაც გაყიდვა გსურს, მაშინ ამისათვის საუკეთესო გზა კრიპტო ბირჟები არიან. ისინი ციფრული აქტივების, ანუ კრიპტოვალუტებისა და სტაბილური ქოინების შეძენისათვის ყველაზე სწრაფ და მარტივ გზას წარმოადგენენ.
Cryptal-ზე USDT-ის შეძენა სულ რამოდენიმე კლიკით არის შესაძლებელი, თუმცა სანამ ამ ფუნქციით ისარგებლებ, აუცილებელია მარტივი რეგისტრაციის პროცესის გავლა.
დარეგისტრირების შემდგომ, მომხმარებელს ორი მარტივი გზა აქვს, კრიპტოვალუტისა და სტაბილური ქოინის საყიდლად. ორივე მეთოდი ერთნაირი სიმარტივითა და კომფორტით გამოირჩევა:
კონვერტაციის ფუნქციონალის გამოყენებისას, შენ, რომელსაც USDT ყიდვა ან სულაც გაყიდვა გსურს, არ გიწევს ლოდინი, სანამ მეორე მხარეს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
კრიპტო ბირჟისგან ფიქსირებულ ფასად ყიდულობ ან ყიდი სასურველი რაოდენობის კრიპტოვალუტას და მას მომენტალურად იღებ საკუთარ ციფრულ საფულეში. არ გიწევს ლოდინი და საჭირო არ არის დიდი გამოცდილების ქონა, ამ მეთოდით სტაბილური ქოინის ყიდვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუნდაც ის კრიპტო სამყაროში სრულიად პირველ ნაბიჯებს დგამდეს.
ასე რომ, თუ დამწყები თრეიდერი ხარ და პირველად ყიდულობ კრიპტოვალუტას, ან უბრალოდ სწრაფად გინდა მიიღო კრიპტო ან fiat ვალუტა, მაშინ კონვერტაცია უდავოდ საუკეთესო არჩევანია.
უამრავი კრიპტო თრეიდერის გარემოცვაში ათავსებ მოთხოვნას, რომ გინდა შენთვის სასურველი რაოდენობის USDT შეიძინო წინასწარ განსაზღვრული ფასის დიაპაზონში, რა დროსაც ბირჟა უზრუნველყოფს შენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მეორე მხრიდან შესაბამისი ადამიანის გამოჩენით, ანუ თრეიდერების დაკავშირებით, რომლებსაც ერთი მხრივ ყიდვა, მეორე მხრივ კი გაყიდვა სურთ.
თუ გამოცდილი თრეიდერი ხარ, ან რეგულარულად გეგმავ კრიპტოვალუტებით ვაჭრობას, ბირჟა საუკეთესო ვარიანტია. აქ შეგიძლია ფასების გადათამაშებით საუკეთესო პოზიცია შეარჩიო და შენთვის ყველაზე მომგებიანი ფასით იყიდო ან გაყიდო რომელიმე კრიპტო და Stablecoin.
შეჯამება: USDT, როგორც ა.შ.შ დოლარის ალტერნატივა
USDT დიდი ხანია რაც სტაბილური ქოინების სამყაროს ლიდერობს და თრეიდერებისათვის ფიატ ვალუტის კარგ ალტერნატივას წარმოადგენს. მისი მულტი-პროფილურობა, რაც მრავალ ბლოკჩეინზე ფუნქციონირებაში გამოიხატება, მოსახერხებელია თრეიდერებისათვის.
ხოლო ფასის სტაბილურობა და ლიკვიდურობა, ა.შ.შ დოლარის ალტერნატივად წარმოჩენის კარგ შესაძლებლობას იძლევა.
დაიმახსოვრე, ნებისმიერი კრიპტოვალუტის ყიდვა, თუნდაც სტაბილური ქოინის, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და ინვესტირებამდე კარგად უნდა მოიკვლიო ბაზარი და მისი სენტიმენტები.