Სარჩევიchevron-down
Volume, ვაჭრობა და კრიპტოვალუტის ყიდვა
რა არის Volume კრიპტო ვაჭრობაში?
როგორ გავზომოთ ბაზრის მოცულობა ანუ Volume?
რატომ არის Volume მნიშვნელოვანი კრიპტო ვაჭრობაში?
როგორ გამოვიყენოთ Volume წარმატებულ კრიპტო ინვესტირებაში?
რას გვეუბნება მაღალი და დაბალი Volume?
რამდენად შესაძლებელია Volume-ის გაყალბება?
შეჯამება: Volume, როგორც ბაზრის სიჯანსაღის ინდიკატორი
Volume adjustment button on the Right and Georgian text on the left
2023-11-24clock6 minutes

Volume, ვაჭრობა და კრიპტოვალუტის ყიდვა

თუ კრიპტოვალუტა და ვაჭრობა გაინტერესებს, უნდა იცოდე რომ Volume ძალიან დიდ როლს ასრულებს კრიპტო აქტივებში ინვესტირებისას. მნიშვნელოვანი Volume კრიპტო ბაზარზე ნიშნავს მეტ მსყიდველობით უნარიან მომხმარებლებს და ნაკლებ ტურბულენტურ ფასებს რომელიმე კრიპტოვალუტაზე.

Volume-ის კრიპტო ბაზარზე გაზომვა და დათვლა სხვადასხვანაირად არის შესაძლებელი, იქნება ეს ჯამურად ნავაჭრი ქოინები, ვაჭრობის შედეგად გამოყენებული ა.შ.შ დოლარის რაოდენობა თუ კრიპტოს ყიდვა გაყიდვაში მონაწილე უნიკალური მისამართების რაოდენობა.

შესაბამისად, Volume, ანუ ბაზრის მოცულობა სხვადასხვანაირად შეიძლება წარმოჩინდეს.

ამ ბლოგში მოგიყვებით, რა არის Volume, რა როლს ასრულებს ის კრიპტოვალუტის ბაზარზე და როგორ დაგეხმარება ის შენ წარმატებულ კრიპტო ვაჭრობაში.

რა არის Volume კრიპტო ვაჭრობაში?

კრიპტოვალუტების ვაჭრობაში Volume წარმოადგენს დროის კონკრეტულ მონაკვეთში სხვადასხვა კრიპტო ბირჟების დახმარებით გაცვლილი და ნავაჭრი კრიპტოვალუტების ჯამურ რაოდენობას.

მაგალითად, თუკი კრიპტალის კრიპტო ბირჟაზე ერთ დღეში 300 ერთეული ბიტკოინის ყიდვა დაფიქსირდა, ხოლო მეორე ბირჟაზე 400, გამოდის რომ, ერთი დღის ჭრილში ბაზრის მოცულობამ, ანუ Volume-მა 700 BTC შეადგინა.

სხვაგვარად, Volume-ის გაზომვა შეგვიძლია ნავაჭრი კრიპტოვალუტების ჯამური ღირებულების ა.შ.შ დოლარში დაკონვერტირებით. მაგალითად, თუკი კრიპტალზე ერთ დღეში დაფიქსირდა $4,000 ღირებულების ბიტკოინის ყიდვა ან გაყიდვა, ხოლო სხვა ბირჟაზე $5,000, გამოდის რომ ბიტკოინის ერთი დღის მოცულობა, ანუ Volume $9,000 ტოლია.

ხოლო მესამე მეთოდი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, თრეიდინგში ჩართული უნიკალური მისამართების რაოდენობით იზომება. როგორც ვიცით, ნებისმიერი კრიპტოვალუტა საჭიროებს უნიკალურ მისამართს, საიდანაც გადაირიცხება აქტივები ან მფლობელი შეძლებს მიიღოს ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვა კრიპტოვალუტები. მარტივად რომ ვთქვათ, ის საბანკო ანგარიშის დანიშნულებას ასრულებს კრიპტო სამყაროში.

ამ მეთოდის დახმარებით, ზუსტი რიცხვები Volume-ის შესახებ არ შეგვიძლია მივიღოთ, თუმცა შეგვიძლია განვსაზღვროთ რამდენად აქტიურობდა ბაზარი, რამდენად დივერსიფიცირებული იყო ის და უხეშად, რამდენი ადამიანი ყიდულობდა ან ყიდდა კრიპტოვალუტას.

გარდა ამისა, ეს მეთოდი დაგვეხმარება ბაზარზე ამოვიცნოთ დიდი მოთამაშეები მათ მიერ გადარიცხული დიდი მოცულობებით და გავიგოთ, კრიპტოვალუტას ყიდულობენ თუ ყიდიან, შესაბამისად რა ტენდენცია მკვიდრდება კრიპტო ბაზარზე.

როგორ გავზომოთ ბაზრის მოცულობა ანუ Volume?

კრიპტოვალუტების სამყაროში მოცულობის გასაზომად რამოდენიმე ხერხი არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება გააჩნია.

მხოლოდ ერთი ფაქტორით არ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები და ყურადღება შემდეგ მინიშნებებს უნდა მივაქციოთ:

  • ჯამური მოცულობა: რა რაოდენობის ჯამური კრიპტოვალუტა მიმოიცვალა დროის კონკრეტულ პერიოდში მთელს კრიპტო სამყაროში.

  • ა.შ.შ დოლარში კონვერტაცია: რა ა.შ.შ დოლარის ღირებულების იყო დროის კონკრეტულ პერიოდში გაყიდული ჯამური კრიპტოვალუტა.

  • უნიკალური მისამართების რაოდენობა: რამდენმა უნიკალურმა კრიპტო მისამართმა მიიღო მონაწილეობა ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციებში.

რატომ არის Volume მნიშვნელოვანი კრიპტო ვაჭრობაში?

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ბაზარზე არსებულმა მოცულობებმა, ანუ Volume შესაძლოა მნიშვნელოვანი სიგნალები მოგვცეს კრიპტო ვაჭრობაში და გვითხრას, რა სენტიმენტი არსებობს ბაზარზე. მაღალი Volume ნიშნავს, რომ თრეიდერებს დიდი დაინტერესება აქვთ რომელიმე კრიპტო აქტივის მიმართ, საპირისპიროდ კი, დაბალი Volume ნიშნავს, რომ ინტერესი ნელდება და ვაჭრობაც ნაკლები სიხშირით ხდება.

თუ რამდენი უნიკალური კრიპტო მისამართია ჩართული ვაჭრობასა და Volume-ის შექმნაში, მიგვანიშნებს, რამდენად პოპულარული და მოთხოვნადია ესა თუ ის კრიპტოვალუტა. ბაზარი, სადაც რამოდენიმე დიდი მოთამაშე და კიდევ უფრო ცოტა პატარა თრეიდერები არიან ჩართული, პოზიტიური არ არის. გარდა ამისა, კრიპტო ვაჭრობაში მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ფაქტს, როდესაც ბაზარზე დიდი Volume ფიქსირდება, თუმცა ამ მოცულობას რამოდენიმე უნიკალური მისამართი ქმნის და არა ბევრი თრეიდერის ერთობა. ასეთი ბაზარი პოტენციურ სქემზე მიგვანიშნებს.

გარდა ბაზრის სიჯანსაღისა, Volume მნიშვნელოვან მინიშნებებს გვაძლევს კრიპტოვალუტისა და ქოინების ფასების პოტენციურ გადაადგილებაზე. როგორც გავიგეთ, დიდი Volume ნიშნავს, რომ ბაზარი აქტიურდება და შესაბამისად თრეიდერებს აქვთ დაინტერესება კრიპტოვალუტა იყიდონ და ფასები მაღლა წავიდეს. ხოლო მცირე Volume, უდრის მცირე მოთხოვნას და პოტენციურად აქტივებზე ფასის დაცემას.

დამატებით, კრიპტოვალუტის მოცულობა, ანუ Volumeკარგი ინდიკატორია, თუ რამდენად ლიკვიდურია ესა თუ ის კრიპტოვალუტა, ანუ რამდენად მარტივად შევძლებთ ჩვენი ქოინებისა თუ ტოკენების გაყიდვას ან სასურველი აქტივების ყიდვას. მაღალი ლიკვიდურობის ბაზარი უზრუნველყოფს ყიდვა-გაყიდვის სურვილის სწრაფ აღსრულებას.

როგორ გამოვიყენოთ Volume წარმატებულ კრიპტო ინვესტირებაში?

როგორც გავიგეთ, მოცულობის საზომ ყველა ინდიკატორს საკუთარი როლი აქვს კრიპტო ბაზრის უკეთ გაგებაში, იქნება ეს ლიკვიდურობის დადგენა, კრიპტოვალუტაზე პოტენციური ფასის განსაზღვრა თუ სქემერების ამოცნობა.

წარმატებული თრეიდერები და კრიპტო ინვესტორები Volume-ს კონკრეტული მიზნებისთვის იყენებენ, მაგალითად რომელიმე კრიპტოვალუტა იყიდონ თუ გაყიდონ და ა.შ. ზოგიერთი თრეიდერი მოცულობას, როგორც ინდიკატორს იყენებს, რათა სხვა ტექნიკური ანალიზის ხელსაწყოები გადაამოწმონ ბაზრის სიჯანსაღესთან დაკავშირებით.

ხოლო უფრო გამოცდილი კრიპტო ინვესტორები, Volume-ს იყენებენ ქოინებსა და ტოკენებზე პოტენციური ფასების ამოსაცნობად და მომავალი ღირებულების დასადგენად.

თუ გვინდა ვიყოთ წარმატებული თრეიდერი და კრიპტო ინვესტორი, ვიყიდოთ კრიპტოვალუტა მაშინ, როდესაც იაფია და მის გასაყიდად შევარჩიოთ კარგი დრო, არ გავეხვეთ სქემერულ პროექტებში, უნდა ვიცოდეთ Volume-ის სწორად განსაზღვრა იმ ინდიკატორებით, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

თუმცა გაითვალისწინე, ბიტკოინის ყიდვა ან სხვა ნებისმიერი კრიპტოვალუტით ვაჭრობა მნიშვნელოვანი მომენტია ნებისმიერი თრეიდერისთვის და ერთ კონკრეტულ ინდიკატორზე დაყრდნობა არ ღირს. წარმატებული ინვესტორები უამრავ ასპექტს იყენებენ ერთდროულად და შემდგომ იღებენ გადაწყვეტილებებს.

რას გვეუბნება მაღალი და დაბალი Volume?

მნიშვნელოვანია, რომ ცალკე აღვნიშნოთ მოცულობის რაოდენობის როლი კრიპტო ბაზარზე. მაგალითად, მაღალი Volume-ის შემთხვევაში ფასების მაღლა ასვლა და პოტენციური ზრდაა მოსალოდნელი, რადგან ბევრი თრეიდერია დაინტერესებული კრიპტო აქტივის ყიდვით. თუმცა, ყურადღება უნდა მივაქციოთ თუ რა ქმნის ბაზრის მოცულობას.

მაგალითად, Bear მარკეტის დროს, როდესაც ყველა კრიპტოვალუტა მაღლა ადის, შესაძლოა ბაზარზე Volume-ს უამრავი გაყიდვის მოთხოვნა ქმნიდეს და ადამიანები მაღალი ფასის გამო საკუთარ კრიპტოვალუტებს ყიდდნენ.

პარალელურად, დაბალი Volume გვეუბნება, რომ ბაზარი რეცესიაში გადადის და ყიდვა-გაყიდვის სურვილი თრეიდერებს შორის დაბალია, შედეგად ვიღებთ კრიპტოვალუტებზე დაცემულ ფასებს.

თუმცა, უამრავი თრეიდერი ამას უყურებს, როგორც ფასდაკლებას კრიპტოვალუტებზე და მომავალში მაღალ სარგებელს, იმ იმედით, რომ ისინი იყიდიან იაფად და დროის გასვლის შემდგომ გაყიდიან ძვირად.

რამდენად შესაძლებელია Volume-ის გაყალბება?

კრიპტო ბაზარზე Volume-ის გაყალბება და მისით მანიპულირება სავსებით შესაძლებელია. უფრო მეტიც, ეს სქემერებისა და არა-კეთილსინდისიერი თრეიდერების მიერ საკმაოდ ხშირი პრაქტიკაა - ერთი ადამიანი ყიდის და ყიდულობს კრიპტოვალუტას საკუთარი მისამართების გამოყენებით, რითაც მცდარ და ხელოვნურ მოცულობას ქმნის ბაზარზე. ეს ქმედება უამრავი არაკანონიერია, თუმცა მისი ამოცნობა საკმაოდ რთული პროცესია.

თუმცა, როგორც ვნახეთ, თრეიდში ჩართული ჯამური უნიკალური მისამართების გადამოწმებით დაახლოებით გავიგებთ, ბაზარზე ხელოვნური მანიპულაციები მიმდინარეობს, თუ ყველაფერი რიგზეა.

შეჯამება: Volume, როგორც ბაზრის სიჯანსაღის ინდიკატორი

როგორც გავიგეთ, Volume არის მოცულობა, რომელიც კრიპტო ბაზარზე აქტივების მიმოცვლის შედეგად ფიქსირდება და ის რამოდენიმე ინდიკატორით იზომება, იქნება ეს მიმოცვლილი საერთო კრიპტოვალუტების ჯამური რაოდენობა, ა.შ.შ დოლარის ექვივალენტში გადაყვანა თუ სხვა.

წარმატებული კრიპტო ინვესტორებისთვის Volume წარმოადგენს ერთ-ერთ კარგ ინდიკატორს, რომ განისაზღვროს ბაზრის სიჯანსაღე ან რეცესია და შესაბამისად მიღებულ იქნას კრიპტოვალუტის ყიდვის ან გაყიდვის გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ბაზრის მოცულობის განსაზღვრა გვეხმარება ამოვიცნოთ პოტენციური სქემერული პროექტები და თავი ავარიდოთ მათ.

გაითვალისწინე, კრიპტოვალუტების ყიდვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მხოლოდ ერთ ინდიკატორზე დაყრდნობა, თუნდაც ისეთზე, როგორიც Volume-ია, კარგი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ სწორი გადაწყვეტილების მისაღებად რამოდენიმე ხელსაწყო ან საკუთარი დაკვირვებები გამოიყენო.

Support