შესავალი: რატომ არის ბლოკჩეინი ყველაზე უსაფრთხო ტექნოლოგია?
ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და კრიპტოვალუტების პოპულარობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება უსაფრთხოების საკითხი.
სისტემის დაცულობა უმნიშვნელოვანესია ისეთი სფეროებისთვის და არა მხოლოდ, სადაც ფინანსები ფიგურირებს.
ამ ბლოგში გაჩვენებთ და გეტყვით იმ მიზეზებსს, რის გამოც ბლოკჩეინ ტექნოლოგია უსაფრთხო და დაცულ სისტემად ითვლება.
კრიპტოგრაფია - შემდეგი თაობის დაცვის სისტემა
კრიპტოგრაფია კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის ხერხემალია. სიტყვა კრიპტოვალუტებიც სწორედ აქედან მოდის და დაშიფრულ ვალუტას ნიშნავს. მისი ალგორითმის მეშვეობით ყოველ ტრანზაქციასა და ინფორმაციას მინიჭებული აქვს უნიკალური, ციფრული ანაბეჭდი, რომლის მეშვეობითაც გადაგვაქვს სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია და შეგვიძლია მისი იდენტიფიცირება.
კრიპტოგრაფია იმგვარი ტექნოლოგიაა, რომელიც ერთხელ შექმნის შემთხვევაშიც მისი შეცვლა შეუძლებელია.
სწორედ კრიპტოგრაფიული ალგორითმები უზრუნველყოფს, როგორც ბლოკჩეინის უსაფრთხოებას, ისე მაინერებისათვის ტრანზაქციების დადასტურებისას ჯილდოდ სხვადასხვა კრიპტოვალუტების მინიჭებას, იქნება ეს ბიტკოინი თუ სხვა.
მაგალითი: ბიტკოინი ყოველი ბლოკის იდენტიფიცირებისა და დაცვისთვის იყენებს “კოდს”, სახელად SHA-256.
SHA-256 არის კრიპტოგრაფიული კოდი და ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას ავტომატურად გადააქცევს ციფრებისა და რიცხვების კომბინაციად. კომპიუტერი მარტივად აიდენტიფიცირებს შესაბამის კოდს შესაბამის ტრანზაქციასთან, ხოლო ადამიანისთვის ეს ინფორმაცია მიუწვდომელია.
დეცენტრალიზებულობა - კრიპტო ეკონომიკის მთავარი სიამაყე
დეცენტრალიზებული ტექნოლოგია ბლოკჩეინის კიდევ ერთი უპირატესობაა. დეცენტრალიზებულობა ნიშნავს, რომ არ არსებობს ერთი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ყველაფერზე მხოლოდ თავად იქნება პასუხისმგებელი.
საპირისპიროდ, ქსელში ჩართულ და მონაწილე ადამიანებს თანაბრად აქვთ, როგორც უფლებები, ასევე შესაძლებლობები და პასუხისმგებლობები, რომ უზრუნველყონ ქსელის დაუბრკოლებელი მუშაობა. ისინი სხვადასხვა ტრანზაქციების ვალიდატორები არიან, ანუ კრიპტოგრაფიული ტექნოლოგიის მეშვეობით, ხსნიან სხვადასხვა მათემატიკურ ამოცანებს და ამით ადასტურებენ ამა თუ იმ გადარიცხვის ავთენტურობას.
დეცენტრალიზებულობა არის გარანტი იმისა, რომ ერთ ინდივიდს არ შეეძლება ქსელის მუშაობის შეცვლა და მასში ცვლილებების ნებისმიერი სახით შეტანა.
შეუცვლელი ინფორმაცია
ინფორმაცია, რომელიც ერთხელ მოხვდება ბლოკჩეინში, შეუცვლელია. ეს ამ ტექნოლოგიის უმთავრესს არსს წარმოადგენს. სწორედ ეს თვისება ხდის ქსელს დაცულსა და ამავე დროს გამჭვირვალეს, სადაც ყველას შეუძლია ნახოს ბლოკში განთავსებული ინფორმაცია, მაგრამ მისი შეცვლა არავის შეუძლია.
მაგალითი: ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა რიპლი იყენებს რიპლის დეცენტრალიზებულ პროტოკოლს, რომლის მუშაობის პრინციპიც ინფორმაციის უცვლელობაზეა დაფუძნებული. როდესაც ტრანზაქცია განხორციელდება, მისი შეცვლა შეუძლებელია, თუმცა მომხმარებლებს მისი ნახვა თავისუფლად
პირადი გასაღები, ანუ Private Keys
ბლოკჩეინ ტექნოლოგიის უსაფრთხოებაში ერთ-ერთ მთავარ როლს კრიპტო საფულის პირადი გასაღები, ანუ Private Keys ასრულებს. პირადი გასაღები ერთგვარი კრიპტოგრაფული კოდია, რომლითაც სხვადასხვა ტრანზაქციებს ახორციელებ და ასევე ადასტურებ შენი აქტივების მფლობელობას. იცავ სისტემას თაღლითებისგან და ჰაკერებისგან, რომლებიც შესაძლოა ცდილობდნენ შენი კრიპტოვალუტები მიითვისონ ან სხვაგან გადარიცხონ.
მაგალითი: თუ შენ ბიტკოინს ფლობ, შეამჩნევდი რომ შენს საფულეს ორი გასაღები აქვს. ერთი, რომელსაც პირადი გასაღები ჰქვია, უნდა იცოდე მხოლოდ შენ და ის დაგჭირდება სხვადასხვა გადარიცხვის დასადასტურებლად და მეორე, რომელსაც საჯარო გასაღები ჰქვია და მუშაობს, როგორც საბანკო ანგარიშის ნომერი.
შეჯამება: ბლოკჩეინი ყველაზე უსაფრთხო ტექნოლოგიაა შენი ფინანსური აქტივებისთვის?
უსაფრთხო ფინანსური და კრიპტო სისტემა მოითხოვს თავდაცვის რამოდენიმე ზღუდეს, იქნება ეს კრიპტოგრაფია, დეცენტრალიზებული ტექნოლოგია, კარგად შენახული პირადი გასაღები თუ სხვა.
ბლოკჩეინს კი, ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი უსაფრთხოების სისტემა ახლავს თან.
თუ ყველა კომპოტენტი სწორად გაქვს გათავისებული, ჩათვალე რომ შენ აქტივებს ყველაზე უსაფრთხო გარემოში აბანდებ.