ბიტკოინის მაინინგი 2024 წელს
მაშინ, როდესაც ბიტკოინის ფასი $67.000 ფარგლებში მერყეობს, ამ კრიპტოვალუტის მაინინგის დაწყება საკმაოდ მაცდურ წინადადებად გამოიყურება. თუმცა, სანამ დაიწყებ, მნიშვნელოვანია რომ ბიტკოინისა და მისი მაინინგის შესახებ ყველა დეტალი იცოდე, რათა ის მომგებიანი იყოს.
დრო, რომელიც ერთი ბიტკოინის მაინინგს სჭირდება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შენს მიერ განხორციელებული ინვესტიციის ამონაგებზე, ანუ საბოლოო მოგებაზე, ის კი რამოდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს ფაქტორები მოიცავს კომპიუტერულ მოწყობილობებს, მაინინგის სტრატეგიასა და პროცესის სირთულეს, რომლებზეც მოგვიანებით ბლოგში ვისაუბრებთ. მოკლედ, ერთი ბიტკოინის მაინინგს შეიძლება 10 წუთიდან 30 დღემდე დასჭირდეს, ეს ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
თუ გინდა გაიგო, რა ფაქტორები ახდენს გავლენას ბიტკოინის გამომუშავებაზე და ამ ფაქტორების გათვალისწინებით სავარაუდოდ რა დრო დაგჭირდება, მაშინ ეს ბლოგი შენთვის არის.
რა არის ბიტკოინი და როგორ მუშაობს კრიპტო მაინინგი?
ბიტკოინი არის ციფრული, დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტა, რომელიც პირველად 2009 წელს გამოჩნდა. ეს ციფრული აქტივი გამოიყენება სხვადასხვა სერვისებისა და პროდუქტების შესაძენად, ამჟამად, უამრავი ბიზნესი იღებს მას, როგორც საგადახდო ალტერნატივას. თუმცა, ბიტკოინის მთავარი ღირებულება დღემდე მისი საინვესტიციო პოტენციალია.
სხვა ქვეყნების ტრადიციული ვალუტებისგან განსხვავებით, ბიტკოინი არა-რეგულირებადი აქტივია და მას არ ჰყავს ცენტრალური მმართველი ორგანო. ეს ნიშნავს იმას, რომ ვერცერთი მთავრობა ვერ ადგენს მის ფასს, ვერ აკონტროლებს მის მიმოქცევასა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს.
ბიტკოინის გამომუშავება კი, იმ პროცესის შედეგად ხდება, რომელსაც მაინინგი ჰქვია. მაინინგის დროს, ქსელში, ანუ ბლოკჩეინში ჩართული ადამიანები, შენს მიერ გადარიცხული ბიტკოინის ტრანზაქციის ავთენტურობას კომპლექსური მათემატიკური ამოცანების გადაჭრის წყალობით ადასტურებენ, სანაცვლოდ კი ბიტკოინს იღებენ ჯილდოდ. სწორედ ბლოკჩეინ ტექნოლოგია არის ბიტკოინის დეცენტრალიზებულობისა და მისი თავისუფლად მიმოქცევის რეალური და ერთადერთი გარანტი.
თავად ტერმინი მაინინგი კი მეტაფორულია. როგორც ვახსენეთ, ბიტკოინის მაინინგი მოიცავს ტრანზაქციების დადასტურების პროცესს. შენი, როგორც მაინერის ვალია, მოიძიო, შეამოწმო და დაადასტურო ტრანზაქციის ავთენტურობა, შემდგომ კი ის ბიტკოინის ქსელში მოათავსო, როგორც უკვე განხორციელებული ტრანზაქცია, რათა ის ბლოკჩეინში სამუდამოდ, წარუშლელად განთავსდეს და აღირიცხოს.
რა ფაქტორები მოქმედებს ბიტკოინის მაინინგის დროზე?
- კომპიუტერული მოწყობილობა - პირველი ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინო, კომპიუტერული მოწყობილობებია. როგორც გავიგეთ, ბიტკოინის მაინინგი არის რთული კრიპტოგრაფიული თავსატეხების გადაჭრის პროცესი, შესაბამისად შენ საჭირო მოწყობილობები გჭირდება. წარსულში ადამიანები თავიანთ ლეპტოპებსა და მათ CPU-ებს იყენებდნენ. თუმცა ახლა, ისინი განახლებულმა გაჯეტებმა ჩაანაცვლეს. ბიტკოინის მაინინგი დიდ ენერგიასა და რესურსს მოითხოვს, შესაბამისად რაც უფრო ძლიერია შენი კომპიუტერული მოწყობილობა, მით უფრო წარმატებულია შენი საქმიანობა.
- მაინინგის სტრატეგია - მეორე ფაქტორი, რამაც გავლენა შეიძლება მოახდინოს ბიტკოინის მაინინგის დროზე შენი სტრატეგიაა. არსებობს სოლო მაინინგი და შეგიძლია ჩაერთო Pool მაინინგში. სოლოში თავად მარტო ხარ, მთელი შრომა შენზე მოდის, სამაგიეროდ მთელი მოგებაც შენია. ხოლო როდესაც Pool-ში წევრიანდები, იქ სხვა მაინერები აერთიანებენ თავიანთ რესურსს და მოგებასაც ამის შესაბამისად ინაწილებენ. რაც უფრო დიდია Pool, მით უფრო დიდია რესურსიც და შესაბამისად მცირდება მაინინგისთვის საჭირო დროც.
სანამ რომელიმე Pool-ში გაწევრიანებას გადაწყვეტ, მნიშვნელოვანია რომ მოიძიო ინფორმაცია, რათა რაიმე თაღლითურ სქემაში არ გაეხვე.
თუკი ძლიერი კომპიუტერული მოწყობილობა გაქვს და ელექტრო ენერგიის გადასახადიც არ გადარდებს, მაშინ სოლო მაინინგი საშენოა. თუმცა, სოლო მაინინგსაც აქვს საკუთარი მინუსები, რა დროსაც სხვებთან კონკურენციაში შედიხარ.
- სირთულე - მესამე ასპექტი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელობა აქვს, სირთულეა. ეს ცვალებადი მონაცემია, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა ძალისხმევის ჩადება გიწევს ბიტკოინის გამომუშავებისათვის. რამდენადაც გადატვირთულია ქსელი, იმდენად რთულდება მაინინგის პროცესი.
რა დრო სჭირდება 1 ბიტკოინის მაინინგს?
1 ბიტკოინის მაინინგისთვის საჭირო რეალისტური დრო დიდწილად შენს კომპიუტერულ რესურსზეა დამოკიდებული.
მაგალითად, წარმოვიდგინოთ თუ როგორ მუშაობს ბიტკოინის მაინინგი. სტატისტიკურად, მაინინგში უმეტესად კოლექტიურად, ანუ Pool-ში გაწევრიანებით ერთვებიან. კრიპტო ინდუსტრიაში ბევრი დიდი Pool არსებობს, ისეთი როგორიც USA, AntPool და F2Pool არიან.
რაც უფრო დიდი კომპიუტერული რესურსი, ანუ ჰეში აქვს რომელიმე გაერთიანებას, მით მეტია ბიტკოინის გამომუშავების შანსი.
მაინინგ მოწყობილობის რაოდენობა | სიმძლავრე | ინვესტიცია | დრო 1 ბიტკოინამდე |
5 | 1000 ჰეში/წამში | ~$27 000 | 1200 დღე |
10 | 2000 ჰეში/წამში | ~$54 000 | 600 დღე |
20 | 4000 ჰეში/წამში | ~$108 000 | 300 დღე |
50 | 10 000 ჰეში/წამში | ~$270 000 | 120 დღე |
100 | 20 000 ჰეში/წამში | ~$540 000 | 60 დღე |
500 | 100 000 ჰეში/წამში | ~$2.7 მილ | 12 დღე |
1000 | 200 000 ჰეში/წამში | ~$5.4 მილ | 6 დღე |
5000 | 1 000 000 ჰეში/წამში | ~$27 მილ | 1.2 დღე |
6000 | 1 200 000 ჰეში/წამში | ~$32.4 მილ | 1 დღე |
ბიტკოინის მაინინგის შეჯამება
2024 წლისთვის დაახლოებით 1.6 მილიონი ბიტკოინი დარჩა დასამაინინგებელი, ანუ დაახლოებით 19.4 მილიონი უკვე გამომუშავებულია. სხვადასხვა ალტერნატივების მიუხედავად, მაინინგი ბიტკოინის გამოსამუშავებლად ერთ-ერთ პოპულარულ გზად რჩება.
ხოლო კითხვა, თუ რა დრო სჭირდება 1 ბიტკოინის მაინინგს, დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე - შენი კომპიუტერის სიძლიერე, მაინინგის სტრატეგია და ბაზარზე არსებული სიტუაცია. ზოგადად კი, ეს დრო 10 წუთიდან 30 დღემდე შეადგენს.